სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი" - ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
"იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი" - ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ვარ­კე­თილ­ში, ტაქ­სის მძღო­ლის - 65 წლის მი­ხე­ილ კა­ჭა­რა­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 23 წლის გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძეს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე რო­მან ხო­რა­ვამ მი­ი­ღო. თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი კი ბრალს არ აღი­ა­რებს.

"თავს არ ვცნობ დამ­ნა­შა­ვედ... იმ მო­მენ­ტში რაც მჭირ­და, ვე­რა­ვინ მიხ­ვდე­ბით, დე­და­მი­წის ზურ­გზე ვე­რა­ვინ მიხ­ვდე­ბა. იმ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რაც მო­მა­ყე­ნა, სჯობ­და მო­ვე­კა­ლი და სი­ტყვა არ ეთ­ქვა... ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო, ვინც აქ მხე­დავს და ჩემ ცრემლს ხე­დავს" - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა პრო­ცეს­ზე.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, რა­საც დაც­ვის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ნი­ჟა­რა­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, შემ­დეგ კი, მისი 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ამას­თან, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძეს ტყუ­პის­ცა­ლი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძის ად­ვო­კა­ტის ავ­თან­დილ ტყე­ბუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღოლს შე­უ­თან­ხმდა, რომ გზავ­რო­ბის სა­ფა­სურსს, 15 ლარს გა­და­უხ­დი­და. ად­გილ­ზე მის­ვლის შემ­დეგ, გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძე ნა­თე­სავ­თან ავი­და ფუ­ლის გა­მო­სარ­თმე­ვად, ტაქ­სის მძღოლს კი სა­ბუ­თე­ბი და­უ­ტო­ვა. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, ნი­ჟა­რა­ძეს ნა­თე­სავ­მა 10 ლარი მის­ცა, რის გა­მოც ტაქ­სის მძღოლ­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ტაქ­სის მძღოლ­მა ბრალ­დე­ბულს დედა, შემ­დეგ კი გარ­დაც­ვლი­ლი ტყუ­პის­ცა­ლი შე­ა­გი­ნა, რის შემ­დე­გაც ტყე­ბუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მან თავ­დაც­ვის მიზ­ნით დანა ამო­ი­ღო.

ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს ტაქ­სის მძღო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი არ აქვს დად­გე­ნი­ლი და ის ექი­მე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. პრო­კუ­რორ გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზა ამ ეტაპ­ზე და­ნიშ­ნუ­ლი არ არის.

შემ­თხვე­ვა ვარ­კე­თილ­ში, 27 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
8
თუ შეურაცხყოფა მოგაყენა გეცემა. 65 წლის კაცს ვერ მოერიე მუშტით?
gocha
8
გინების გამო რო დანას ამოიღებს და დააარტყავს ეგეთი ადამიანის გამოშვება როგორ შეიძლება ამ ადვოკატს მინდა მივმართო განა ღიირს ეგეთი ადამიანის დაცვა? შენს შვილს დაარტყავს შემდეგში მაქსიმუმი უნდა მიუსაჯოთ მკვლელებს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი" - ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი" - ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის - 65 წლის მიხეილ კაჭარავას მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი ნიჟარაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო. თავად ბრალდებული კი ბრალს არ აღიარებს.

"თავს არ ვცნობ დამნაშავედ... იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა... ბოდიში მინდა მოვუხადო, ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს" - განაცხადა ბრალდებულმა პროცესზე.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გიორგი ნიჟარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ბრალდებულის ადვოკატმა თავდაპირველად ნიჟარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა, შემდეგ კი, მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, რომ გიორგი ნიჟარაძეს ტყუპისცალი ძმის გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

გიორგი ნიჟარაძის ადვოკატის ავთანდილ ტყებუჩავას განცხადებით, ბრალდებული ტაქსის მძღოლს შეუთანხმდა, რომ გზავრობის საფასურსს, 15 ლარს გადაუხდიდა. ადგილზე მისვლის შემდეგ, გიორგი ნიჟარაძე ნათესავთან ავიდა ფულის გამოსართმევად, ტაქსის მძღოლს კი საბუთები დაუტოვა. ადვოკატის თქმითვე, ნიჟარაძეს ნათესავმა 10 ლარი მისცა, რის გამოც ტაქსის მძღოლსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი მოხდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლმა ბრალდებულს დედა, შემდეგ კი გარდაცვლილი ტყუპისცალი შეაგინა, რის შემდეგაც ტყებუჩავას განცხადებით, მან თავდაცვის მიზნით დანა ამოიღო.

ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს ტაქსის მძღოლის გარდაცვალების მიზეზი არ აქვს დადგენილი და ის ექიმების უყურადღებობით გარდაიცვალა. პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტიზა ამ ეტაპზე დანიშნული არ არის.

შემთხვევა ვარკეთილში, 27 ოქტომბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ე.წ. კანონიერი ქურდის ლავას ოღლის ექსტრადირება მონტენეგროში მოხდა

"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა