სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება - რა იცვლება თბილისელი მძღოლებისთვის
პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება - რა იცვლება თბილისელი მძღოლებისთვის

ავ­ტო­მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მა 10 ლა­რი­დან 50 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ისა­უბ­რა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მა შე­ად­გენ­და 10 ლარს. ჩვენ პარ­ლა­მენტს წარ­ვუდ­გი­ნეთ კა­ნონპ­რო­ექ­ტი და მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ეს თან­ხა გაზ­რდი­ლი­ყო. გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით გა­ზარ­და ჯა­რი­მა და ახლა პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მა შე­ად­გენს 50 ლარს.

პარ­კი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მის გაზ­რდის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი სატ­რას­პორ­ტო სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბა და ის გა­რე­მო­ე­ბაა, რომ ქა­ლაქ­ში უკვე მოქ­მე­დებს ზო­ნა­ლურ სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერ­მა ჯა­რი­მის გა­დახ­დის წე­სის ცვლი­ლე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მარ­თალ­დაღ­ვე­ვის ოქმი სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სდე­ბა.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნო, რომ ჯა­რი­მის ჩა­ბა­რე­ბის წესი შე­იც­ვა­ლა. აქამ­დე მხო­ლოდ ფოს­ტით ეგ­ზავ­ნე­ბო­და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი ად­რე­სატს, ახლა თუ ფოს­ტით ვერ მოხ­დე­ბა ოქ­მის მი­წო­დე­ბა და ჩა­ბა­რე­ბა, იგი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე, რომ­ლის მი­სა­მარ­თია parking.tbilisi.gov.ge.

ეს არის ჯა­რი­მის ჩა­ბა­რე­ბი­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის სწო­რედ ის მო­დე­ლი, რო­მელ­საც იყე­ნებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ვი­დე­ო­ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჯა­რი­მის გა­მო­წე­რი­დან 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი პირი შევა ვებ-გვერ­დზე, ის მი­ი­ღებს 20 პრო­ცენ­ტი­ან ფას­დაკ­ლე­ბას და მას არ მო­უ­წევს ჯა­რი­მის თან­ხის სრუ­ლად გა­დახ­და" - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს, სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ პარ­კი­რე­ბის წე­სებს, მათ შო­რის ზო­ნა­ლურ პარ­კი­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

"თქვენ იცით, რომ გა­დავ­დი­ვართ ახალ სის­ტე­მა­ზე - ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია. და­ვი­წყეთ ორ კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა (კოტე აფხა­ზის ქუჩა და ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­და­ნი), რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კი­დევ ერთხელ მინ­და ავ­ხსნა, ეს რაში მდგო­მა­რებს: ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბა არის უფა­სო. მათ უნდა და­ა­რე­გის­ტრი­რონ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­სა­ბა­მის ვებ-გვერ­დზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია.

შშმ პირ­თათ­ვის არის უფა­სო, ხოლო თუ მო­დის სტუ­მა­რი სხვა რა­ი­ო­ნი­დან, მათ­თვის 15 წუ­თით იქ­ნე­ბა უფა­სო, შემ­დეგ კი ირ­თვე­ბა გა­დახ­დის რე­ჟი­მი, ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - ერთი სა­ა­თი 1 ლარი.

ვთხოვ დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლო­ე­ბას და პირ­ველ რიგ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლებს, სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ პარ­კი­რე­ბის წე­სებს, რათა არ მოხ­დეს მათი და­ჯა­რი­მე­ბა" - გან­მარ­ტა თბი­ლი­სის მერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 86 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
1
ბატონო კახი, ბარემ ჟანგბადის ბალონები დაგვირიგეთ და ფასი გადაგვახდევინეთ, ხომ უნდა ვიცოდეთ რამდენი ლარის ჯანგბადს დავწვავთ დღეში. უსინდისობაა პირდაპირ, მძღოლების ჯარიმებით გინდათ ბიუჯეტის შევსება,მოქალაქეების ჯიბეების ჩხრეკას თავი დაანებეთ.
Gera
0
ლარი გაუფასურდა, აღარ ყოფნიათ პრემია, ჯილდო-დანამატები და მაზანდაც აწიეს.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება - რა იცვლება თბილისელი მძღოლებისთვის

პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება - რა იცვლება თბილისელი მძღოლებისთვის

ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. კანონში შესული ცვლილებების დეტალებზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, რომ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი და მოვითხოვეთ, რომ ეს თანხა გაზრდილიყო. გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და ახლა პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენს 50 ლარს.

პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის განმაპირობებელი ფაქტორი სატრასპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოებაა, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ჯარიმის გადახდის წესის ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდაღვევის ოქმი სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა სამართალდარღვევის ოქმი ადრესატს, ახლა თუ ფოსტით ვერ მოხდება ოქმის მიწოდება და ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებ-გვერდზე, რომლის მისამართია parking.tbilisi.gov.ge.

ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი შევა ვებ-გვერდზე, ის მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს ჯარიმის თანხის სრულად გადახდა" - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, მათ შორის ზონალურ პარკირებასთან მიმართებაში.

"თქვენ იცით, რომ გადავდივართ ახალ სისტემაზე - ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. დავიწყეთ ორ კონკრეტულ ლოკაციაზე საპილოტე პროგრამის განხორციელება (კოტე აფხაზის ქუჩა და ორბელიანის მოედანი), რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა, ეს რაში მდგომარებს: ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო. მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებ-გვერდზე, რომლის შესახებაც რამდენჯერმე მივაწოდეთ ინფორმაცია.

შშმ პირთათვის არის უფასო, ხოლო თუ მოდის სტუმარი სხვა რაიონიდან, მათთვის 15 წუთით იქნება უფასო, შემდეგ კი ირთვება გადახდის რეჟიმი, ზონიდან გამომდინარე - ერთი საათი 1 ლარი.

ვთხოვ დედაქალაქის მოსახლოებას და პირველ რიგში ავტომობილის მფლობელებს, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება" - განმარტა თბილისის მერმა.