მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის შემთხვევა, როცა ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს  ხუთ-ექვს ადგილას" -  ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ
"არის შემთხვევა, როცა ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს  ხუთ-ექვს ადგილას" -  ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ

ექი­მებს შე­საძ­ლოა, ორზე მეტ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ო­ბა აეკ­რძა­ლოთ. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კონ­კრე­ტუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მი რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე მუ­შა­ობს, რის გა­მოც იქ­მნე­ბა არა­ერ­თი პრობ­ლე­მა, მათ შო­რის გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დროს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მის დრო­უ­ლად მის­ვლის.

„ძა­ლი­ან ბევ­რი ექი­მი მუ­შა­ობს რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კა­ში. ცოტა ხნის წინ ჩვენ ეს სა­კი­თხი შე­ვის­წავ­ლეთ პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის ფარ­გლებ­ში, იმი­ტომ რომ პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის­თვის სე­ლექ­ცი­უ­რი კონ­ტრაქ­ტი­რე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. იქ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ჰყავ­დეს რი­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის გუნ­დი, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი, მი­ან­გი­ნე­კო­ლო­გი, ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, გა­აჩ­ნია რა დო­ნის კლი­ნი­კაა. ჯერ­ჯე­რო­ბით შე­ზღუ­დუ­ლი არ არის ის, თუ ერთ მე­ანს ან ერთ ანეს­თე­ზი­ო­ლოგს რამ­დენ ად­გი­ლას შე­უძ­ლია იმუ­შა­ოს და მი­ვი­ღეთ რო­გო­რი სუ­რა­თი? - ერთი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი მუ­შა­ობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ად­გი­ლას. მე­ა­ნი, რო­მე­ლიც არის მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და ვინც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გუნდში, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი გვაქვს მე­ო­რე და მე­სა­მე დო­ნის კლი­ნი­კებ­ზე, მუ­შა­ობს ასე­ვე ორ, სამ, ოთხ ად­გი­ლას, რაც იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სა­კად­რო რე­სურ­სის დე­ფი­ცი­ტი, ვიდ­რე სი­ჭარ­ბე. ჩვენ გვაქვს ექთ­ნე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტი სის­ტე­მა­ში, ასე­ვე ეს ექთ­ნე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან არა­თანბ­რად სხვა­დას­ხვა მცი­რე ზო­მის კლი­ნი­კა­ში. ამ­დე­ნად, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი ამ შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ასე­თია, რომ სე­ლექ­ცი­უ­რი კონ­ტრაქ­ტი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი გა­მო­ვი­ყე­ნოთ მე­ტად ოპ­ტი­მა­ლუ­რად ანუ ის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც დღეს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია, ფრაგ­მენ­ტუ­ლად აწ­ვდის სერ­ვისს და ხში­რად იმის გამო, რომ ექი­მის გა­და­ად­გი­ლე­ბა ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე დროს მო­ი­თხოვს და შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლა­დაც ვერ მი­ვი­დეს გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე, ასე­თი რის­კე­ბი სრუ­ლი­ად მო­იხ­სნე­ბა, რად­გან ექი­მი იმუ­შა­ვებს ერთ კონ­კრე­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თა­ვის დროს მო­ახ­მარს იქ და ექ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბაც“, - გან­მარ­ტა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ და დას­ძი­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა ექიმს ორ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეს, მაგ­რამ „არა სამ­ში, ოთხში, ხუთ­სა და ექ­ვსში“.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
TuTa
2
მინისტრის პირველი მოადგილე არ ფიქრობს იმაზე, რატომ მუშაობენ ექიმები 3-4-5 ადგილას? ეს შეისწავლონ ჯობია. არავის ეხალისება საავადმყოფოდან საავადმყოფოში წანწალი და მითუმეტეს რეგიონში "გაქცევა-გამოქცევა". შესწავლეთ მიზეზები და მერე აკრძალეთ
ლალი
8
ძალიან კარგი! იქნებ რამე ეშველოს საავადმყოფოებს. მუშაობენ 5 ადგილას და მერე გამოუძინებელ გადაღლილები ათას შეცდომას უშვებენ!
ავტორი:

"არის შემთხვევა, როცა ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს  ხუთ-ექვს ადგილას" -  ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ

"არის შემთხვევა, როცა ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს  ხუთ-ექვს ადგილას" -  ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ

ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის.

„ძალიან ბევრი ექიმი მუშაობს რამდენიმე კლინიკაში. ცოტა ხნის წინ ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ პერინატალური სერვისების ფარგლებში, იმიტომ რომ პერინატალური სერვისებისთვის სელექციური კონტრაქტირება უკვე დაწყებულია. იქ არის აუცილებელი პირობა, რომ დაწესებულებებს ჰყავდეს რიანიმატოლოგის გუნდი, ანესთეზიოლოგი, მიანგინეკოლოგი, ნეონატოლოგი და სხვა სპეციალისტები, გააჩნია რა დონის კლინიკაა. ჯერჯერობით შეზღუდული არ არის ის, თუ ერთ მეანს ან ერთ ანესთეზიოლოგს რამდენ ადგილას შეუძლია იმუშაოს და მივიღეთ როგორი სურათი? - ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, როდესაც საუბარი გვაქვს მეორე და მესამე დონის კლინიკებზე, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე. ჩვენ გვაქვს ექთნების მწვავე დეფიციტი სისტემაში, ასევე ეს ექთნები გადანაწილებულები არიან არათანბრად სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკაში. ამდენად, ჩვენი მოლოდინი ამ შეფასების საფუძველზე ასეთია, რომ სელექციური კონტრაქტირების პირობებში საშუალება გვექნება, ადამიანური რესურსი გამოვიყენოთ მეტად ოპტიმალურად ანუ ის ადამიანური რესურსი, რომელიც დღეს გადანაწილებულია, ფრაგმენტულად აწვდის სერვისს და ხშირად იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე, ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც“, - განმარტა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ შეიძლება ექიმს ორ კლინიკაში მუშაობის უფლება მიეცეს, მაგრამ „არა სამში, ოთხში, ხუთსა და ექვსში“.

"ბატონო დიმიტრი! როგორ უნდა მოვქცეულიყავით - დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ?" - ცერცვაძე ხუნდაძეს პასუხობს

"ნუ ნათლავთ მიცვალებულის დროს ბავშვებს, ცრურწმენაა" - რას ამბობს დეკანოზი თამაზ ლომიძე საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებაზე

ანა ონიანი, რომელმაც ინფიცირების გამო, გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა