სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ეს უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი..." - რისთვის უხდის საზოგადოებას ბოდიშს მეუფე იაკობი
"მე ეს უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი..." - რისთვის უხდის საზოგადოებას ბოდიშს მეუფე იაკობი

ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი ია­კო­ბი კი­დევ ერთხელ აცხა­დებს, რომ მის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სი­მარ­თლეა და სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბი უკან არ მი­აქვს.

ქო­რე­პის­კო­პო­სი ცოტა ხნის წინ სა­პატ­რი­არ­ქო­ში მი­ვი­და. მე­უ­ფე ია­კო­ბი მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­სას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ლექ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ყვე­ლას შენ­დო­ბას სთხოვს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი მდგო­მა­რე­ო­ბაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რად­გან სამი წე­ლია ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და.

"ძა­ლი­ან ბევ­რი დაბ­რკოლ­და ჩემი სა­უბ­რე­ბის გამო. ჩემი ლექ­სი­კის გამო ძა­ლი­ან ბევ­რი დაბ­რკოლ­და და ყვე­ლას შენ­დო­ბას ვთხოვ და ბო­დიშს მო­ვუხ­დი, მაგ­რამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა. სამი წელი ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ვი­ცო­დი...

რა­ღაც პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ჩა­რე­ვა გვი­წევს ხოლ­მე. რო­გორც მო­ნა­ზონს გულ­ში მქონ­და ხინ­ჯი, ახლა კი ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი, ეს რომ ვთქვი. რაც ვთქვი, ჩემი სი­ტყვე­ბი უკან არ მი­მაქვს. სამი ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა მე. მე­ო­თხე არ შემ­ხვედ­რია. ეს იყო პრე­მი­ე­რის კა­ბი­ნეტ­ში. თა­ვად ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ბრძან­დე­ბო­და, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და შს მი­ნის­ტრი ბა­ტო­ნი გა­ხა­რია.

მინ­და გი­თხრათ იქ რაც შე­ვამ­ჩნიე - უხერ­ხუ­ლო­ბას გრძნობ­დნენ რა თე­მა­ზეც მე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. ბა­ტონ გი­ორ­გი­საც შე­ვამ­ჩნიე ეს და ბა­ტონ ვახ­ტანგსაც. უწ­მინ­დეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც მკი­თხეს და ეს მე უწ­მინ­დესს 10 დღე არ ვუ­თხა­რი, ბო­ლოს მა­ინც ვუ­თხა­რი და ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხიც შე­ვუთ­ვა­ლეთ უკან“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

კი­თხვა­ზე: იყო თუ არა აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი უწ­მინ­დე­სის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე, მე­უ­ფე ია­კობ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამა­ზე არ იყო სა­უ­ბა­რი, არა­მედ იყო იმა­ზე, რომ შე­ეც­ვა­ლათ პატ­რი­არ­ქი და ასე­ვე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო შემ­ცვლელ­საც.

ამას­თან, ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მო­საყ­დრე შიოს კან­დი­და­ტუ­რა თა­ვის­თა­ვად დად­გე­ბო­და პატ­რი­არ­ქის შემ­ცვლე­ლად, ვი­ნა­ი­დან ის პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრეა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ის „მთავ­რო­ბის კა­ცია“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მე ეს უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი..." - რისთვის უხდის საზოგადოებას ბოდიშს მეუფე იაკობი

"მე ეს უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი..." - რისთვის უხდის საზოგადოებას ბოდიშს მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება სიმართლეა და საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს.

ქორეპისკოპოსი ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში მივიდა. მეუფე იაკობი მის მიერ გაკეთებული განცხადებისას შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, ყველას შენდობას სთხოვს, თუმცა საზოგადოებამ მისი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს, რადგან სამი წელია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ასაიდუმლოებდა.

"ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრების გამო. ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი...

რაღაც პოლიტიკოსებთან ჩარევა გვიწევს ხოლმე. როგორც მონაზონს გულში მქონდა ხინჯი, ახლა კი ვარ თავისუფალი ადამიანი, ეს რომ ვთქვი. რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. სამი ადამიანი შემხვდა მე. მეოთხე არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თავად ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი ბატონი გახარია.

მინდა გითხრათ იქ რაც შევამჩნიე - უხერხულობას გრძნობდნენ რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ. ბატონ გიორგისაც შევამჩნიე ეს და ბატონ ვახტანგსაც. უწმინდესთან დაკავშირებით რაღაც მკითხეს და ეს მე უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი, ბოლოს მაინც ვუთხარი და ღირსეული პასუხიც შევუთვალეთ უკან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე: იყო თუ არა აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი უწმინდესის ლიკვიდაციაზე, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ამაზე არ იყო საუბარი, არამედ იყო იმაზე, რომ შეეცვალათ პატრიარქი და ასევე საუბარი შეეხო შემცვლელსაც.

ამასთან, ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მოსაყდრე შიოს კანდიდატურა თავისთავად დადგებოდა პატრიარქის შემცვლელად, ვინაიდან ის პატრიარქის მოსაყდრეა და აქედან გამომდინარე, მისი კანდიდატურის დაყენება არ ნიშნავს, რომ ის „მთავრობის კაცია“.

"არის შემთხვევა, როცა ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს  ხუთ-ექვს ადგილას" -  ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ

"77 წლის მამაკაცია, სხეულის 35%-ანი დამწვრობით" - გუგა ქაშიბაძის თქმით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები