სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალ-ბაღდადის ორი ცოლი  ჯარისკაცებმა მოკლეს, თავად  კი შვილებთან ერთად გვირაბში გაიქცა და თავი აიფეთქა -  უმნიშვნელოვანესი სპეცოპერაციის დეტალები
ალ-ბაღდადის ორი ცოლი  ჯარისკაცებმა მოკლეს, თავად  კი შვილებთან ერთად გვირაბში გაიქცა და თავი აიფეთქა -  უმნიშვნელოვანესი სპეცოპერაციის დეტალები

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა კვი­რას დი­ლით სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ „მსოფ­ლი­ოს ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ტე­რო­რის­ტი“ ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იყო.

მა­შინ, რო­დე­საც აშშ-ს ძა­ლე­ბი ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში იმ შე­ნო­ბა­ში შე­იჭრ­ნენ, სა­დაც აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი იმ­ყო­ფე­ბო­და, „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ლი­დერ­მა თავი აი­ფეთ­ქა. დო­ნალდ ტრამპმა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ბევ­რი დე­ტა­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

„აშშ-სა და მსოფ­ლი­ო­სათ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღამე იყო. სას­ტი­კი მკვლე­ლი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი უკავ­შირ­დე­ბა, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია,“ - აღ­ნიშ­ნა მან.

CNN წერს, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც 2011 წლის მა­ის­ში ბა­რაკ ობა­მამ მსოფ­ლი­ოს ალ-ქა­ი­დას ლი­დე­რის, ოსა­მა ბინ ლა­დე­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა.

რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და სპე­ცო­პე­რა­ცია

სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 17 სა­ათ­ზე და­ი­წყო, რვა ვერ­ტმფრე­ნით აშშ-ს სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბი, ტრამ­პის თქმით, „ძა­ლი­ან სა­შიშ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“ გა­და­იყ­ვა­ნეს - იმ შე­ნო­ბას­თან ახ­ლოს, სა­დაც ალ-ბაღ­და­დი იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­სი­ა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სხვა უამ­რა­ვი საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი და გემი.

სა­ტე­ლი­ტუ­რი ფოტო ტე­რი­ტო­რი­ის, სა­დაც ალ-ბაღ­და­დი იყო გა­მაგ­რე­ბუ­ლი

ამას­თან, სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ერა­ყი­სა და სი­რი­ის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი­დან ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბიც გა­დას­ხეს.

ვერ­ტმფრე­ნებს ჯი­ჰა­დის­ტებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, თუმ­ცა ავი­ა­ცი­ამ სა­პა­სუ­ხო სრო­ლით საფრ­თხე გა­ა­ნე­იტ­რა­ლა.

შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის შემ­დეგ ჯა­რის­კა­ცებ­მა „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მებ­რძო­ლი მოკ­ლეს. სულ მცი­რე 2 ტე­რო­რის­ტი და მათი 11 შვი­ლი ცო­ცხლად შე­ი­პყრეს. ამე­რი­კელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ალ-ბაღ­და­დის ორი ცოლი მოკ­ლეს, მათ თვით­მკვლე­ლი ქამ­რის ამოქ­მე­დე­ბა ვერ მო­ას­წრეს.

ასე­თი­ვე ქა­მა­რი ეკე­თა ალ-ბაღ­დადსაც. ის თა­ვის სამ შვილ­თან ერ­თად გვი­რაბ­ში გა­იქ­ცა.

„მან მი­აღ­წია გვი­რა­ბის ბო­ლოს, უკან კი ჩვე­ნი ძაღ­ლე­ბი მის­დევ­დნენ. ალ-ბაღ­და­დიმ თვით­მკვლე­ლი ქა­მა­რი აა­მოქ­მე­და, მო­იკ­ლა თავი და მოკ­ლა სა­კუ­თა­რი სამი შვი­ლიც. გვა­მე­ბი აფეთ­ქე­ბის გამო და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლია,“ - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

გარ­დაც­ვლი­ლი რომ ნამ­დვი­ლად ალ-ბაღ­და­დი იყო, დნმ-ის ტეს­ტმაც და­ა­დას­ტუ­რა.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის თქმით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ამე­რი­კულ­მა ძა­ლებ­მა, ასე­ვე, მო­ი­პო­ვეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის - „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ გეგ­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც.

„ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. ჯა­რის­კა­ცე­ბი უკან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ორი მათ­გა­ნი მსუ­ბუ­ქად და­ზი­ან­და, ეს იყო უნაკ­ლო ოპე­რა­ცია“ - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა. მისი თქმით, არ­ცერ­თი ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი არ გარ­დაც­ვლი­ლა.

რო­გორ იპო­ვეს ალ-ბაღ­და­დი

დო­ნალდ ტრამ­პის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ლი­დერს ოპე­რა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ადევ­ნებ­დნენ თვალს.

სი­რი­ა­ში ქურ­თუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­მა, მაზ­ლო­უმ აბ­დიმ „ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, რომ წარ­მა­ტე­ბულ რე­ი­დამ­დე სა­დაზ­ვერ­ვო ოპე­რა­ცია ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

CNN-ის წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალ-ბაღ­და­დის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი აშშ-ს ცენ­ტრა­ლურ­მა სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტომ და­ად­გი­ნა და ინ­ფორ­მა­ცია თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს გა­უ­ზი­ა­რა. ტრამპსა და ვიცე-პრე­ზი­დენტ მაიკ პენსს „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ სა­ვა­რა­უ­დო თავ­შე­საფ­რის შე­სა­ხებ გა­სუ­ლი კვი­რის და­სა­წყის­ში აც­ნო­ბეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

შთმბეჭდავია ამერიკული დაზვერვის მუშაობა და დაგეგმვის და გეგმის ასრულების უნარი--მხოლოდ ორი ჯარისკაცი დაშავდა მსუბუქად ასეთი რთული ოპერაციის შედეგად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ალ-ბაღდადის ორი ცოლი  ჯარისკაცებმა მოკლეს, თავად  კი შვილებთან ერთად გვირაბში გაიქცა და თავი აიფეთქა -  უმნიშვნელოვანესი სპეცოპერაციის დეტალები

ალ-ბაღდადის ორი ცოლი  ჯარისკაცებმა მოკლეს, თავად  კი შვილებთან ერთად გვირაბში გაიქცა და თავი აიფეთქა -  უმნიშვნელოვანესი სპეცოპერაციის დეტალები

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას დილით სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ „მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტი“ ლიკვიდირებული იყო.

მაშინ, როდესაც აშშ-ს ძალები ჩრდილოეთ სირიაში იმ შენობაში შეიჭრნენ, სადაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იმყოფებოდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა თავი აიფეთქა. დონალდ ტრამპმა სპეცოპერაციის ბევრი დეტალის შესახებ ისაუბრა.

„აშშ-სა და მსოფლიოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ღამე იყო. სასტიკი მკვლელი, რომელსაც უამრავი ადამიანის სიკვდილი უკავშირდება, ლიკვიდირებულია,“ - აღნიშნა მან.

CNN წერს, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში ბარაკ ობამამ მსოფლიოს ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ აცნობა.

როგორ ვითარდებოდა სპეცოპერაცია

საიდუმლო ოპერაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 17 საათზე დაიწყო, რვა ვერტმფრენით აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალები, ტრამპის თქმით, „ძალიან საშიშ ტერიტორიაზე“ გადაიყვანეს - იმ შენობასთან ახლოს, სადაც ალ-ბაღდადი იმყოფებოდა. მისიაში ჩართული იყო სხვა უამრავი საბრძოლო თვითმფრინავი და გემი.

სატელიტური ფოტო ტერიტორიის, სადაც ალ-ბაღდადი იყო გამაგრებული

ამასთან, სპეცოპერაციაში მონაწილეობისთვის ერაყისა და სირიის სხვადასხვა ადგილიდან ამერიკელი ჯარისკაცებიც გადასხეს.

ვერტმფრენებს ჯიჰადისტებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ავიაციამ საპასუხო სროლით საფრთხე გაანეიტრალა.

შენობაში შესვლის შემდეგ ჯარისკაცებმა „ისლამური სახელმწიფოს“ დიდი რაოდენობით მებრძოლი მოკლეს. სულ მცირე 2 ტერორისტი და მათი 11 შვილი ცოცხლად შეიპყრეს. ამერიკელმა ჯარისკაცებმა ალ-ბაღდადის ორი ცოლი მოკლეს, მათ თვითმკვლელი ქამრის ამოქმედება ვერ მოასწრეს.

ასეთივე ქამარი ეკეთა ალ-ბაღდადსაც. ის თავის სამ შვილთან ერთად გვირაბში გაიქცა.

„მან მიაღწია გვირაბის ბოლოს, უკან კი ჩვენი ძაღლები მისდევდნენ. ალ-ბაღდადიმ თვითმკვლელი ქამარი აამოქმედა, მოიკლა თავი და მოკლა საკუთარი სამი შვილიც. გვამები აფეთქების გამო დასახიჩრებულია,“ - აღნიშნა ტრამპმა.

გარდაცვლილი რომ ნამდვილად ალ-ბაღდადი იყო, დნმ-ის ტესტმაც დაადასტურა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, სპეცოპერაციის დროს ამერიკულმა ძალებმა, ასევე, მოიპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის - „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმების შესახებაც.

„ოპერაცია წარმატებული იყო. ჯარისკაცები უკან გამოვიყვანეთ. ორი მათგანი მსუბუქად დაზიანდა, ეს იყო უნაკლო ოპერაცია“ - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა.

როგორ იპოვეს ალ-ბაღდადი

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს ოპერაციამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს.

სირიაში ქურთული ძალების მეთაურმა, მაზლოუმ აბდიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ წარმატებულ რეიდამდე სადაზვერვო ოპერაცია ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

CNN-ის წყაროების ინფორმაციით, ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელი აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დაადგინა და ინფორმაცია თავდაცვის დეპარტამენტს გაუზიარა. ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო თავშესაფრის შესახებ გასული კვირის დასაწყისში აცნობეს.

ფოტოები თურქეთის პროვინციიდან, სადაც მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა მსოფლიოს აეროპორტების სია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს უსაფრთხოა