ავტორი:

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკვდა, როგორც ლაჩარი - ტრამპი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციაზე

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკვდა, როგორც ლაჩარი - ტრამპი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ალ-ბაღდადის ლიკივიდაცია დაადასტურა. აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. ტრამპმა განაცხადა, რომ ბაღდადი მოკვდა, როგორც ლაჩარი ადამიანი, რომელიც გადარჩენის მიზნით გვირაბში გარბოდა და თავი „შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა.

„აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იყო. მსოფლიოში ყველაზე ძალადობრივი ორგანზაციის ლიდერი. მისი დაკავება ან ლიკვიდაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტს წარმოადგენდა. ბაღდადი იყო ავადმყოფი და გახრწნილი ადამიანი. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალადობას იყენებდა და მისი დასასრულიც ძალადობრივი გზით განხორციელდა. ამ ოპერაციისთვის მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთს, თურქეთს, სირიას, ერაყსა და სირიელ ქურთებს. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის დაზვერვის სამსახურსა და თითოეულ ჯარისკაცს. მათ ბრწყინვალე საქმე გააკეთეს. სამყარო ახლა გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე აქამდე იყო. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, - განაცხადა ტრამპმა.

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია - ინფორმაციას CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტერორისტი სამხედრო რეიდის დროს იქნა ლიკვიდირებული.

ამერიკის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ალ-ბაღდადიმ სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

წყაროების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ამერიკულმა ძალებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციაში ჩაატარეს.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გვიან ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა:

„შუაღამისას გავიგეთ რამდენიმე ვერტმფრენის და სამხედრო თვითმფრინავის ხმა. მე ოთხი ვერტმფრენი დავინახე, მაგრამ შესაძლოა, მეტიც იყო. ძალიან ბნელოდა და ზუსტად ვერ გეტყვით. ძალიან შორიდან მესმოდა სროლის და აფეთქებების ხმა, რომელიც დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა.“

ვინ არის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი?

2011 წლის ოქტომბერში ამერიკამ ტერორისტზე ინფორმაციისთვის, რომელიც მისი ლიკვიდაციის, ანდა შეპყრობის საშუალებას მისცემდა, ჯილდოდ 10 მლნ დოლარი დააწესა. 2017 წელს თანხის ოდენობა 25 მლნ-მდე გაიზარდა.

ბაღდადი ძალიან ორგანიზებულ და დაუნდობელ ტაქტიკოსად არის ცნობილი.

ის სამარაში, ბაღდადის ჩრდილოეთით 1971 წელს დაიბადა, ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის სასულიერო პირი იყო. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ერაყში სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს ალ-ბაღდადი უკვე ჯიჰადისტი იყო.

2010 წელს ის ერაყში ალ-ქაიდას ლიდერი გახდა, მოგვიანებით კი „ისლამურ სახელმწიფოს“ ჩაუდგა სათავეში.

ალასკის ნახევარკუნძულთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

მამაცი ავღანელი მოზარდი გოგონა, რომელიც "თალიბანის" 40 მებრძოლს მარტო შეებრძოლა - როგორ იძია შური მოზარდმა მშობლების დახოცვის გამო

ვლადიმერ ზელენსკი გამტაცებელს დაელაპარაკა - ავტობუსიდან სამი მძევალი გათავისუფლდა