პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვის "საიდუმლო ციხეები" მისი უახლოესი გარემოცვისთვის - ჩეჩნეთში ელიტარული კლანების მასშტაბური წმენდა დაიწყო
კადიროვის "საიდუმლო ციხეები" მისი უახლოესი გარემოცვისთვის - ჩეჩნეთში ელიტარული კლანების მასშტაბური წმენდა დაიწყო

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­დი­ა­ში ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ნა­თე­სა­ვის ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ის ქალს ელექტრო­შო­კით უს­წორ­დე­ბა. ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ნა­თე­სა­ვია და, ცხა­დია, 2012 წელს სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბის წყა­ლო­ბით და­ი­ნიშ­ნა გროზ­ნოს მე­რად.

მა­შინ ის­ლამ კა­დი­რო­ვი 25 წლის იყო. მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, ამას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ ის ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რჩე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მან გროზ­ნოს მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 3 წელი იმუ­შა­ვა, შემ­დეგ კი, ძა­ლი­ან ჩახ­ლარ­თუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის გამო, სხვა, უფრო და­ბალ პოსტზე - რეს­პუბ­ლი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც კო­რუფ­ცი­ა­ში ჩაბ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და, თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის პრე­მი­ე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რად გა­ცე­მას. ის რამ­ზან კა­დი­რო­ვის ორ უახ­ლო­ეს ქალ­ბა­ტონს სის­ტე­მა­ტუ­რად ური­ცხავ­და პრე­მი­ას, რის გა­მოც მისი დაღ­მას­ვლა და­ი­წყო. ის­ლამ კა­დი­რო­ვი კო­რუფ­ცი­ა­სა და ნარ­კო­ტი­კებ­თან "ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში" ამ­ხი­ლეს.

ახ­ლა­ხან "Грозного ТВ"-მ ის­ლამ კა­დი­რო­ვის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტიც მო­ამ­ზა­და, სა­დაც მას ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ქურ­დო­ბას აბ­რა­ლე­ბენ. ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის პრეს-მდივ­ნის, ალვი ქე­რი­მო­ვას თქმით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა ის­ლამ კა­დი­როვ­მა ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შემ­დეგ და­ი­წყო. სი­უ­ჟე­ტი იმ კად­რე­ბით იწყე­ბა, სა­დაც ის­ლა­მი ასა­კით მას­ზე ბევ­რად უფ­როს ქალს უყ­ვი­რის და ელექტრო­შო­კით უს­წორ­დე­ბა. ის­მის კა­ცის სი­ტყვე­ბიც: "სად წა­ი­ღე ფული?!". ცოტა ხან­ში ის სხვა ქა­ლის წინ ზის და ეუბ­ნე­ბა: "ჩვენ ვი­გო­ნებთ ის­ტო­რი­ებს პუბ­ლი­კის­თვის და ადა­მი­ა­ნებს ასე ვხო­ცავთ", - შემ­დეგ ისევ პირ­ველ ქალს უბ­რუნ­დე­ბა, - "შენ ჯერ მე­ჩეთ­ში შე­გარ­ცხვენთ, შემ­დეგ კი მოგ­კლავთ". კად­რებს ჩეჩ­ნე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იღე­ბენ. სხვა კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ უგ­რე­ხენ ხე­ლებს ის­ლამ კა­დი­როვს დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ჩეჩ­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ გროზ­ნოს ყო­ფი­ლი მე­რის ქმე­დე­ბებ­ზე მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო. novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, კად­რებ­ში ასე­ვე კარ­გად არის ასა­ხუ­ლი, თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნებს ჩეჩ­ნეთ­ში. მა­გა­ლი­თად, რო­გორ ექ­ცე­ო­და ის­ლამ კა­დი­რო­ვი იმ ად­მა­ი­ა­ნებს, ვინც კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებს არ იხ­დი­და - მათ შო­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის ახ­ლობ­ლე­ბიც არი­ან. სი­უ­ჟეტს "ღა­მის ვი­ზი­ტე­ბი" ჰქვია და მას ის­ლამ კა­დი­რო­ვი, ძა­ლოვ­ნებ­თან ერ­თად, რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებ­და.

"უც­ნა­უ­რია ის ფაქ­ტი, რომ დღემ­დე ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარ­ყოფ­და მსგავ­სი ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბებს, ისე­ვე, რო­გორც უკა­ნო­ნო და­ჭე­რე­ბი­სა და წა­მე­ბის ფაქ­ტებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობ­და ფაქ­ტე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. კი­დევ უფრო უც­ნა­უ­რია ის, რომ რა­მან კა­დი­როვ­მა სა­კუ­თა­რი გა­რე­მოც­ვის დას­ჯა გა­და­წყვი­ტა. ამ დრომ­დე ის რუ­სე­თის კა­ნო­ნე­ბით მხო­ლოდ და­ბალ ფე­ნას სჯი­და. თა­ვის გა­რე­მოც­ვას კი, შეც­დო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვი­სე­ბუ­რი მე­თო­დე­ბით უს­წორ­დე­ბო­და.

მას­შტა­ბუ­რი წმენ­და "ლუქს კლას­ში"

უფრო ადრე, novayagazeta.ru წერ­და, რომ ბოლო ხა­ნებ­ში "სა­ი­დუმ­ლო სარ­დაფ­ში" არა­ერ­თი ჩე­ჩე­ნი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ჩა­იყ­ვა­ნეს და წა­მე­ბის შე­დე­გად, მათ­გან უამ­რა­ვი სა­ი­დუმ­ლო და არა­ლე­გა­ლუ­რი ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია. შემ­დეგ კი მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვეს.

"რთუ­ლია იმის ახ­სნა, თუ რა­ტომ იქ­ცე­ვა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ასე - ბოლო სამი თვეა კა­დი­როვ­მა ელი­ტა­რუ­ლი კლა­ნე­ბის მას­შტა­ბუ­რი წმენ­და და­ი­წყო", - წერს გა­მო­ცე­მა.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, კა­დი­როვ­მა აგ­ვის­ტო­ში გროზ­ნოს შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდი ქა­ლა­ქის, არ­ღუ­ნის მერი, იბ­რა­გიმ თე­მირ­ბა­ე­ვი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ბრძა­ნე­ბის უსი­ტყვო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო. არ­ღუ­ნის მერი თვა­ლის და­უ­ხამ­ხა­მებ­ლად იტა­ცებ­და და "აქ­რობ­და" იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რა­ი­მე ფორ­მით საფრ­თხეს უქ­მნი­და. მთელს რეს­პუბ­ლი­კა­ში და (არა მხო­ლოდ) ცნო­ბი­ლია არ­ღუ­ნის ციხე, რო­მე­ლიც სწო­რედ მან შექ­მნა.

თე­მირ­ბა­ე­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად, ჩე­ჩე­ნი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­მართ არა­ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­სა­ხელ­და. სხვა ვერ­სი­ით კი, თე­მირ­ბა­ე­ვი სხვა ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში კა­დი­როვს "უღირ­სად" მო­იხ­სე­ნი­ებ­და. თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც ვერ მიხ­ვდა, რომ სა­უ­ბა­რი ის­მი­ნე­ბო­და... ამის შემ­დეგ გროზ­ნოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლო სარ­დაფ­ში რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­დათ გა­მომ­წყვდე­უ­ლი. წა­მე­ბის შემ­დეგ, მან ყვე­ლა იმ ად­მი­ა­ნის გვარ-სა­ხე­ლი გა­ამ­ხი­ლა, ვი­საც მას­თან სა­უ­ბა­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვი აუ­გად მო­უხ­სე­ნე­ბია.

თე­მირ­ბა­ე­ვის ად­გილ­ზე კა­დი­რო­ვის 28 წლის ნა­თე­სა­ვი და­ი­ნიშ­ნა, რი­თაც მან მა­ღალ პოს­ტებ­ზე მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბის და­ნიშ­ვნის ტრა­დი­ცია გა­ამ­ყა­რა.

"ყვე­ლა მათ­გა­ნი, ვი­საც თუნ­დაც დრო­ებთ უმუ­შა­ვია მა­ღალ პოსტზე, მო­ნა­წი­ლეა იმ წა­მე­ბის, მა­სობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის, რა­საც კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ახლა ეს რე­ჟი­მი მა­თაც მო­უბ­რუნ­დათ, ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არას­დროს აღ­ძრუ­ლა. ისი­ნი უბ­რა­ლოდ "ქრე­ბოდ­ნენ". სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად ღრმად შე­იჭ­რე­ბა კა­დი­რო­ვი თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვის გა­ცხრილ­ვა­ში.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ის­ლამ კა­დი­როვ­თან ერ­თად, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე სხვა არა­ერ­თი პი­რიც წარ­სდგეს და კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯოს.

"ფაქ­ტია, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - ის ჩეჩ­ნე­თის ელი­ტას უს­წორ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ნა­ბი­ჯია. ის­ლამ კა­დი­რო­ვი პირ­ვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და კა­დი­რო­ვის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რია, რო­მელ­საც რუ­სე­თის კა­ნო­ნე­ბით გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ, თუმ­ცა, ცხა­დია, რომ არა უკა­ნას­კნე­ლი - ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ქმე­დე­ბე­ბი­დან ჩანს, რომ მან სხვე­ბიც ამო­ი­ღო მი­ზან­ში", - წერს გა­მო­ცე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

კადიროვის "საიდუმლო ციხეები" მისი უახლოესი გარემოცვისთვის - ჩეჩნეთში ელიტარული კლანების მასშტაბური წმენდა დაიწყო

კადიროვის "საიდუმლო ციხეები" მისი უახლოესი გარემოცვისთვის - ჩეჩნეთში ელიტარული კლანების მასშტაბური წმენდა დაიწყო

რამდენიმე დღის წინ მედიაში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ნათესავის ვიდეო გავრცელდა, სადაც ის ქალს ელექტროშოკით უსწორდება. ვიდეოში ასახული პიროვნება ჩეჩნეთის ლიდერის ნათესავია და, ცხადია, 2012 წელს სწორედ ამ გარემოების წყალობით დაინიშნა გროზნოს მერად.

მაშინ ისლამ კადიროვი 25 წლის იყო. მის განათლებაზე არაფერია ცნობილი, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ის ჩეჩნეთის ლიდერის რჩეული ყოფილიყო. მან გროზნოს მერის თანამდებობაზე 3 წელი იმუშავა, შემდეგ კი, ძალიან ჩახლართული კორუფციული სქემის გამო, სხვა, უფრო დაბალ პოსტზე - რესპუბლიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, სადაც კორუფციაში ჩაბმის შესაძლებლობა ნაკლებად ჰქონდა, თუ არ გავითვალისწინებთ, თანამშრომლებისთვის პრემიების სუბიექტურად გაცემას. ის რამზან კადიროვის ორ უახლოეს ქალბატონს სისტემატურად ურიცხავდა პრემიას, რის გამოც მისი დაღმასვლა დაიწყო. ისლამ კადიროვი კორუფციასა და ნარკოტიკებთან "ახლო ურთიერთობაში" ამხილეს.

ახლახან "Грозного ТВ"-მ ისლამ კადიროვის შესახებ სიუჟეტიც მოამზადა, სადაც მას ფსიქოტროპული მედიკამენტების ქურდობას აბრალებენ. ჩეჩნეთის ლიდერის პრეს-მდივნის, ალვი ქერიმოვას თქმით, მედიკამენტების მოხმარება ისლამ კადიროვმა ავტოავარიის შემდეგ დაიწყო. სიუჟეტი იმ კადრებით იწყება, სადაც ისლამი ასაკით მასზე ბევრად უფროს ქალს უყვირის და ელექტროშოკით უსწორდება. ისმის კაცის სიტყვებიც: "სად წაიღე ფული?!". ცოტა ხანში ის სხვა ქალის წინ ზის და ეუბნება: "ჩვენ ვიგონებთ ისტორიებს პუბლიკისთვის და ადამიანებს ასე ვხოცავთ", - შემდეგ ისევ პირველ ქალს უბრუნდება, - "შენ ჯერ მეჩეთში შეგარცხვენთ, შემდეგ კი მოგკლავთ". კადრებს ჩეჩნეთის ტელევიზიის თანამშრომლები იღებენ. სხვა კადრებში ჩანს, როგორ უგრეხენ ხელებს ისლამ კადიროვს დაცვის თანამშრომლები.

კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ჩეჩნეთის პოლიციამ გროზნოს ყოფილი მერის ქმედებებზე მოკვლევა დაიწყო. novayagazeta.ru-ს ცნობით, კადრებში ასევე კარგად არის ასახული, თუ როგორ უსწორდებიან ზოგადად ადამიანებს ჩეჩნეთში. მაგალითად, როგორ ექცეოდა ისლამ კადიროვი იმ ადმაიანებს, ვინც კომუნალურ გადასახადებს არ იხდიდა - მათ შორის რამზან კადიროვის ახლობლებიც არიან. სიუჟეტს "ღამის ვიზიტები" ჰქვია და მას ისლამ კადიროვი, ძალოვნებთან ერთად, რეგულარულად ატარებდა.

"უცნაურია ის ფაქტი, რომ დღემდე ჩეჩნეთის ხელისუფლება უარყოფდა მსგავსი ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ბრალდებებს, ისევე, როგორც უკანონო დაჭერებისა და წამების ფაქტებს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ფაქტები და მტკიცებულებები. კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ რამან კადიროვმა საკუთარი გარემოცვის დასჯა გადაწყვიტა. ამ დრომდე ის რუსეთის კანონებით მხოლოდ დაბალ ფენას სჯიდა. თავის გარემოცვას კი, შეცდომების შემთხვევაში, თავისებური მეთოდებით უსწორდებოდა.

მასშტაბური წმენდა "ლუქს კლასში"

უფრო ადრე, novayagazeta.ru წერდა, რომ ბოლო ხანებში "საიდუმლო სარდაფში" არაერთი ჩეჩენი მაღალჩინოსანი ჩაიყვანეს და წამების შედეგად, მათგან უამრავი საიდუმლო და არალეგალური ბიზნესის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შემდეგ კი მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩამოართვეს.

"რთულია იმის ახსნა, თუ რატომ იქცევა ჩეჩნეთის ლიდერი ასე - ბოლო სამი თვეა კადიროვმა ელიტარული კლანების მასშტაბური წმენდა დაიწყო", - წერს გამოცემა.

novayagazeta.ru-ს ცნობით, კადიროვმა აგვისტოში გროზნოს შემდეგ ყველაზე დიდი ქალაქის, არღუნის მერი, იბრაგიმ თემირბაევი გაათავისუფლა, რომელიც წლების განმავლობაში მისი ბრძანების უსიტყვო შემსრულებელი იყო. არღუნის მერი თვალის დაუხამხამებლად იტაცებდა და "აქრობდა" იმ ადამიანებს, ვინც კადიროვის ხელისუფლებას რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნიდა. მთელს რესპუბლიკაში და (არა მხოლოდ) ცნობილია არღუნის ციხე, რომელიც სწორედ მან შექმნა.

თემირბაევის გათავისუფლების მიზეზად, ჩეჩენი მაღალჩინოსნების მიმართ არალოიალური დამოკიდებულება დასახელდა. სხვა ვერსიით კი, თემირბაევი სხვა ჩინოვნიკებთან სატელეფონო საუბარში კადიროვს "უღირსად" მოიხსენიებდა. თუმცა, რატომღაც ვერ მიხვდა, რომ საუბარი ისმინებოდა... ამის შემდეგ გროზნოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საიდუმლო სარდაფში რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული. წამების შემდეგ, მან ყველა იმ ადმიანის გვარ-სახელი გაამხილა, ვისაც მასთან საუბაში რამზან კადიროვი აუგად მოუხსენებია.

თემირბაევის ადგილზე კადიროვის 28 წლის ნათესავი დაინიშნა, რითაც მან მაღალ პოსტებზე მისი ნდობით აღჭურვილი პირების დანიშვნის ტრადიცია გაამყარა.

"ყველა მათგანი, ვისაც თუნდაც დროებთ უმუშავია მაღალ პოსტზე, მონაწილეა იმ წამების, მასობრივი რეპრესიებისა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის, რასაც კადიროვის ხელისუფლება წლების განმავლობაში ახორციელებდა", - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, ახლა ეს რეჟიმი მათაც მოუბრუნდათ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არასდროს აღძრულა. ისინი უბრალოდ "ქრებოდნენ". სხვა საკითხია, რამდენად ღრმად შეიჭრება კადიროვი თავისი გარემოცვის გაცხრილვაში.

არ არის გამორიცხული, რომ ისლამ კადიროვთან ერთად, სასამართლოს წინაშე სხვა არაერთი პირიც წარსდგეს და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.

"ფაქტია, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ის ჩეჩნეთის ელიტას უსწორდება, რაც ძალიან სახიფათო ნაბიჯია. ისლამ კადიროვი პირველი მაღალჩინოსანი და კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია, რომელსაც რუსეთის კანონებით გაასამართლებენ, თუმცა, ცხადია, რომ არა უკანასკნელი - ჩეჩნეთის ლიდერის ქმედებებიდან ჩანს, რომ მან სხვებიც ამოიღო მიზანში", - წერს გამოცემა.

"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული

პაკისტანში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 მგზავრი იმყოფებოდა

კარანტინის გამო სოფელში ჩასულმა ბავშვებმა, ბებიის ზეწრებში ოქროს ზოდები იპოვეს - დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან