პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველ სეზონზე რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით" - "მასტერშეფის" მეორე სეზონი იწყება!
"პირველ სეზონზე რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით" - "მასტერშეფის" მეორე სეზონი იწყება!

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი „მას­ტერ­შე­ფი“ მე­ო­რე სე­ზო­ნით ბრუნ­დე­ბა. შოუს პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­მა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი და­იმ­სა­ხუ­რა, მე­ო­რე სე­ზო­ნამ­დე კი რამ­დე­ნი­მე დღე­ღა რჩე­ბა.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბი, ახა­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ახა­ლი იდე­ე­ბით, გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა და „გე­მო­ე­ბით თა­მა­ში“ - „მას­ტერ­შე­ფის“ გუნ­დი ახალ სე­ზონს გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­თა და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით იწყებს.

უც­ვლე­ლია ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა, თუმ­ცა შე­იც­ვა­ლა გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის დრო. ამ­ჯე­რად ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი „მას­ტერ­შეფს“ ყო­ველ კვი­რას, 22:00 სა­ათ­ზე იხი­ლავს.

რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს კას­ტინ­გე­ბი და რას უნდა ელო­დოს მა­ყუ­რე­ბე­ლი „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზონ­ში - ამის შე­სა­ხებ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი: ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი და ლუკა ნა­ჭყე­ბია AMBEBI.GE-ს მკი­თხველს მო­უყ­ვე­ბი­ან.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი: "აშ­კა­რაა, რომ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ „მას­ტერ­შე­ფი­სად­მი“ მეტი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა, გა­ცი­ლე­ბით მეტ­მა კონ­კურ­სან­ტმა შე­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი. რაც მთა­ვა­რია, სა­შუ­ა­ლო დონე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე პირ­ველ სე­ზონ­ში იყო. კონ­კურ­სან­ტე­ბი უფრო მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი, კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი და რის­კი­ა­ნე­ბი არი­ან.

ეტყო­ბათ, რომ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი ნა­ნა­ხი და კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვთ. იცი­ან წე­სე­ბი - რას ვი­თხოვ­დით, რას ვა­ფა­სებ­დით უფრო მე­ტად; ზუს­ტად იცი­ან, რისი კე­თე­ბა უნ­დათ, რას უნდა ელო­დონ ჩვენ­გან და რით უნდა გაგ­ვაკ­ვირ­ვონ.

კარ­გი ის არის, რომ თა­ნა­ბა­რი დო­ნის კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან და კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. ეს ჟი­უ­რი­ზეც აი­სა­ხე­ბა. თუკი პირ­ველ სე­ზონ­ზე შე­და­რე­ბით რბი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ახლა უფრო მომ­თხოვ­ნე­ბი ვიქ­ნე­ბით".

კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი: "წინა სე­ზო­ნი მა­ინც პირ­ვე­ლი იყო და ბევ­რმა თავი შე­ი­კა­ვა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის­გან, შე­ე­შინ­და ჟი­უ­რის, მა­ყუ­რებ­ლის, „თა­ვის გა­ბან­ძე­ბის“, მაგ­რამ რომ ნა­ხეს შოუ და მიხ­ვდნენ, რომ მა­გა­რია და უნდა გა­რის­კონ, მო­ვიდ­ნენ.

კას­ტინ­გებ­ზე­ვე გა­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­ზო­ნის კონ­კურ­სან­ტებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა აშ­კა­რაა. კონ­კურ­სან­ტე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ტექ­ნი­კუ­რად სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი მო­ი­ტა­ნა.

ის შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ სე­ზონ­ზე იყო, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ახალ­მა კონ­კურ­სან­ტებ­მა, თუ უნ­დათ, რომ ამ შო­უ­ში რამე გა­მო­უ­ვი­დეთ, რად­გან ჟი­უ­რის წევ­რე­ბი უფრო მკაც­რე­ბი და მომ­თხოვ­ნე­ბი ვიქ­ნე­ბით.

ჩვენ ქარ­თულ სივ­რცე­ში ვართ და ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც არ­ცთუ ისე გა­თა­მა­მე­ბუ­ლია არა­ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას. ამი­ტომ, ვეც­დე­ბით, ისი­ნი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ახ­ლე­ბუ­რად წარ­მო­ვუდ­გი­ნოთ.

მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი და ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი პრო­დუქ­ტი ბად­რი­ჯა­ნი რამ­დე­ნი­მე კუ­თხით და­ვა­ნა­ხოთ მა­ყუ­რე­ბელს - სხვა­დას­ხვა ფორ­მით, სხვა­დას­ხვა ფაქ­ტუ­რით, რომ მისი გემო „ათა­მა­შონ“ სხვა­დას­ხვა კერძსა თუ დე­სერ­ტში. ასე რომ, „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზონ­ზე დი­ა­სახ­ლი­სე­ბი, მოყ­ვა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რე­ბი, მათი მე­ნი­უს გა­ნახ­ლე­ბას უნდა ელო­დონ.

ლუკა ნა­ჭყე­ბია: "მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა პირ­ველ და მე­ო­რე სე­ზონს შო­რის ისაა, რომ ლი­დე­რი სა­ერ­თოდ არ იკ­ვე­თე­ბა. თუ წინა სე­ზონ­ზე რა­ღაც მო­ლო­დი­ნე­ბი გვქონ­და ჟი­უ­რის, თუ ვის შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­მარ­ჯვა, ახლა წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს.

კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, გამ­ბე­და­ო­ბა უფრო მე­ტია, მსოფ­ლმხედ­ვე­ლე­ბაც უფრო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ემო­ცი­უ­რა­დაც უფრო მზად არი­ან იმ წნე­ხის­თვის, რაც ამ შოუს თან ახ­ლავს. ახა­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა წინა სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ა­გო­ნონ მა­ყუ­რე­ბელს. ზოგი ია­სა­ვით თა­მა­მია, ზოგი მან­ჯი­ვით ჯიგ­რულ კერ­ძებს ამ­ზა­დებს. ასე რომ, ნოს­ტალ­გი­ე­ბიც იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, რომ ახალ სე­ზონ­ზე ისე­თი კონ­კურ­სან­ტე­ბი გვყავს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან „პი­რად“ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ, ანუ მათი თი­თო­ე­უ­ლი კერ­ძი ძა­ლი­ან კარ­გად ასა­ხავს მათს პი­როვ­ნე­ბას, რაც ნამ­დვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ამას­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, არის ცუდი კერ­ძე­ბიც. ერთი-ორი ისე­თი იყო, გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და. ნა­ხავს მა­ყუ­რე­ბე­ლი და თა­ვად მიხ­ვდე­ბა.

რაკი მე­ო­რე სე­ზო­ნია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა - გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი სტრე­სი, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ზე­წო­ლა, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ხა­რის­ხი. ეგე­თი ბრძო­ლა, რო­გო­რიც ახლა იქ­ნე­ბა, პირ­ველ სე­ზონ­ზე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ასე რომ, მა­ყუ­რე­ბელს სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა ელო­დე­ბა".

შე­გახ­სე­ნებთ, „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზო­ნი კვი­რას, 27 ოქ­ტომ­ბერს, 22:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პირველ სეზონზე რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით" - "მასტერშეფის" მეორე სეზონი იწყება!

"პირველ სეზონზე რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით" - "მასტერშეფის" მეორე სეზონი იწყება!

საქართველოს ყველაზე პოპულარული, ერთადერთი საერთაშორისო კულინარიული პროექტი „მასტერშეფი“ მეორე სეზონით ბრუნდება. შოუს პირველივე სეზონმა ქართველი მაყურებლის დიდი სიყვარული და ინტერესი დაიმსახურა, მეორე სეზონამდე კი რამდენიმე დღეღა რჩება.

მრავალფეროვანი კერძები, ახალი მონაწილეები ახალი იდეებით, გასტრონომიული მოგზაურობა და „გემოებით თამაში“ - „მასტერშეფის“ გუნდი ახალ სეზონს გაორმაგებული ძალებითა და დიდი ენთუზიაზმით იწყებს.

უცვლელია ჟიურის შემადგენლობა, თუმცა შეიცვალა გადაცემის ეთერში გასვლის დრო. ამჯერად ერთგული მაყურებელი „მასტერშეფს“ ყოველ კვირას, 22:00 საათზე იხილავს.

როგორ მიმდინარეობს კასტინგები და რას უნდა ელოდოს მაყურებელი „მასტერშეფის“ მეორე სეზონში - ამის შესახებ ჟიურის წევრები: ლევან კობიაშვილი, კონსტანტინე თედელური და ლუკა ნაჭყებია AMBEBI.GE-ს მკითხველს მოუყვებიან.

ლევან კობიაშვილი: "აშკარაა, რომ პირველი სეზონის შემდეგ „მასტერშეფისადმი“ მეტი ინტერესი გაჩნდა, გაცილებით მეტმა კონკურსანტმა შემოიტანა განაცხადი. რაც მთავარია, საშუალო დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე პირველ სეზონში იყო. კონკურსანტები უფრო მონდომებულები, კრეატიულები და რისკიანები არიან.

ეტყობათ, რომ პირველი სეზონი ნანახი და კარგად გააზრებული აქვთ. იციან წესები - რას ვითხოვდით, რას ვაფასებდით უფრო მეტად; ზუსტად იციან, რისი კეთება უნდათ, რას უნდა ელოდონ ჩვენგან და რით უნდა გაგვაკვირვონ.

კარგი ის არის, რომ თანაბარი დონის კონკურსანტები არიან და კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება. ეს ჟიურიზეც აისახება. თუკი პირველ სეზონზე შედარებით რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით".

კონსტანტინე თედელური: "წინა სეზონი მაინც პირველი იყო და ბევრმა თავი შეიკავა მონაწილეობის მიღებისგან, შეეშინდა ჟიურის, მაყურებლის, „თავის გაბანძების“, მაგრამ რომ ნახეს შოუ და მიხვდნენ, რომ მაგარია და უნდა გარისკონ, მოვიდნენ.

კასტინგებზევე გამოჩნდა, რომ პირველი და მეორე სეზონის კონკურსანტებს შორის განსხვავება აშკარაა. კონკურსანტების დიდმა ნაწილმა ჩამოყალიბებული და ტექნიკურად სწორად დამუშავებული კერძები მოიტანა.

ის შენიშვნები, რომლებიც პირველ სეზონზე იყო, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ახალმა კონკურსანტებმა, თუ უნდათ, რომ ამ შოუში რამე გამოუვიდეთ, რადგან ჟიურის წევრები უფრო მკაცრები და მომთხოვნები ვიქნებით.

ჩვენ ქართულ სივრცეში ვართ და ჩვენი მომხმარებელიც ქართული აუდიტორიაა, რომელიც არცთუ ისე გათამამებულია არაქართული პროდუქტებით კერძების მომზადებას. ამიტომ, ვეცდებით, ისინი ჩარჩოებიდან გამოვიყვანოთ, ქართული პროდუქტები ახლებურად წარმოვუდგინოთ.

მაგალითად, ყველასათვის ცნობილი და ხშირად გამოყენებადი პროდუქტი ბადრიჯანი რამდენიმე კუთხით დავანახოთ მაყურებელს - სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფაქტურით, რომ მისი გემო „ათამაშონ“ სხვადასხვა კერძსა თუ დესერტში. ასე რომ, „მასტერშეფის“ მეორე სეზონზე დიასახლისები, მოყვარული კულინარები, მათი მენიუს განახლებას უნდა ელოდონ.

ლუკა ნაჭყებია: "მთავარი განსხვავება პირველ და მეორე სეზონს შორის ისაა, რომ ლიდერი საერთოდ არ იკვეთება. თუ წინა სეზონზე რაღაც მოლოდინები გვქონდა ჟიურის, თუ ვის შეიძლებოდა გაემარჯვა, ახლა წარმოდგენა არ გვაქვს.

კრეატიულობა, გამბედაობა უფრო მეტია, მსოფლმხედველებაც უფრო ჩამოყალიბებული, ემოციურადაც უფრო მზად არიან იმ წნეხისთვის, რაც ამ შოუს თან ახლავს. ახალი კონკურსანტებიდან ზოგიერთმა შეიძლება წინა სეზონის მონაწილეები მოაგონონ მაყურებელს. ზოგი იასავით თამამია, ზოგი მანჯივით ჯიგრულ კერძებს ამზადებს. ასე რომ, ნოსტალგიებიც იქნება ნამდვილად.

ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ახალ სეზონზე ისეთი კონკურსანტები გვყავს, რომლებიც ძალიან „პირად“ კერძებს ამზადებენ, ანუ მათი თითოეული კერძი ძალიან კარგად ასახავს მათს პიროვნებას, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ცუდი კერძებიც. ერთი-ორი ისეთი იყო, გახსენებაც არ მინდა. ნახავს მაყურებელი და თავად მიხვდება.

რაკი მეორე სეზონია, ყველაფერი გაორმაგებული იქნება - გაორმაგებული სტრესი, გაორმაგებული ზეწოლა, გაორმაგებული მოთხოვნა, გაორმაგებული ხარისხი. ეგეთი ბრძოლა, როგორიც ახლა იქნება, პირველ სეზონზე ნამდვილად არ ყოფილა. ასე რომ, მაყურებელს საოცარი სანახაობა ელოდება".

შეგახსენებთ, „მასტერშეფის“ მეორე სეზონი კვირას, 27 ოქტომბერს, 22:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში

"ორივე ფილტვზე მაქვს ანთება" - გოგოლა კალანდაძე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელოდება