საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ხელოვანის სამკაული, რომელმაც იტალიელები აღაფრთოვანა - "დევნილობა, ომი, ჩემი ტკივილი, ვეცადე მასში გადმომეცა..."
ქართველი ხელოვანის სამკაული, რომელმაც იტალიელები აღაფრთოვანა - "დევნილობა, ომი, ჩემი ტკივილი, ვეცადე მასში გადმომეცა..."

ფატი კახ­ნი­აშ­ვილს რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სია აქვს: ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტია, 5 წელი კერ­ძო სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და, შემ­დეგ სა­მუ­შა­ოდ იუს­ტი­ცი­ის სის­ტე­მა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც 13 წელი იმ­სა­ხუ­რა. შარ­შან კი, პირ­ველ აგ­ვის­ტოს იქ საქ­მი­ა­ნო­ბა შე­წყვი­ტა და ხელ­ნა­კე­თი სამ­კა­უ­ლე­ბის შექ­მნა და­ი­წყო...

AMBEBI.GE-ს ინ­ტე­რე­სიც სწო­რედ მის­მა სა­ო­ცარ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა გა­მო­იწ­ვია - ფატი კახ­ნი­აშ­ვი­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქვე­ბის­გან: სერ­დო­ლი­ტი, აგა­ტი, ნეფ­რი­ტი, ჟა­დე­ი­ტი, მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მორ­ჩე­ულ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს ქმნის, რომ­ლებ­მაც ცოტა ხნის წინ იტა­ლი­ე­ლე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა:

"რა­საც ახლა ვა­კე­თებ, თა­ვი­დან ჰობი, სა­მოყ­ვა­რუ­ლო საქ­მე იყო, რად­გა­ნაც 13 წელი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, რუ­ტი­ნუ­ლი სა­მუ­შაო იყო და ში­ნა­გა­ნად მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა, რა­ღაც მე­კე­თე­ბი­ნა და სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სამ­კა­უ­ლე­ბის შექ­მნა და­ვი­წყე.

სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის ეს ქვე­ბი, მათ­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც მქონ­და და თან, სულ ვკი­თხუ­ლობ­დი და ვი­გებ­დი, თი­თო­ე­ულს რო­გო­რი და­დე­ბი­თი ენერ­გე­ტი­კა ჰქონ­და. მინ­დო­და, მათ­თვის ხელი შე­მე­ხო და მათი გა­მო­ყე­ნე­ბით რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო შე­მექ­მნა. მცი­რე ნა­კე­თო­ბე­ბით და­ვი­წყე და მტევ­ნის ფორ­მის ყელ­სა­ბა­მი გა­მო­ვი­და. იმ­დე­ნად მომ­ხიბ­ლა, კარ­გად გა­მოჩ­ნდა სხე­ულ­ზეც...

თან, ყუ­რძე­ნი გარ­კვე­ულ­წი­ლად ბავ­შვო­ბის ნოს­ტალ­გი­აც იყო - სა­მა­ჩაბ­ლო­დან ვარ დევ­ნი­ლი, ყვე­ლა ომი, გა­სა­ჭი­რი გა­მოვ­ლი­ლი მაქვს და ჩემი ტკი­ვი­ლი ვე­ცა­დე, იმ სამ­კა­ულ­ში გად­მო­მე­ცა

მო­მა­ვა­ლი ნა­მუშ­ვრე­ბის კონ­ცეფ­ცი­აც აქე­დან წა­მო­მი­ვი­და. მტე­ვა­ნი "ჩაჯ­და" არა მხო­ლოდ ღვი­ნის აქ­სე­სუ­ა­რებ­ში, სამ­კა­უ­ლებ­შიც, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო და სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე მტე­ვა­ნი, ვაზი ყვე­ლა სამ­კა­ულ­ში მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რაც მეტი სტი­მუ­ლი იყო, ეს საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა“ - გვე­უბ­ნე­ბა ფატი კახ­ნი­აშ­ვი­ლი.

მე­ტა­ლი­დან ლა­ტუნს იყე­ნებს, ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლე­ბი­დან ვერ­ცხლში გა­კე­თე­ბის მცდე­ლო­ბაც ჰქონ­და. ოქ­როს გა­მო­ყე­ნე­ბა­საც აპი­რებს, ოღონდ, ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა...

"ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო ვერ­ცხლში გა­კე­თე­ბუ­ლი ყელ­სა­ბა­მი - თე­მა­ტუ­რად ღვი­ნოს და სა­ქარ­თვე­ლოს ეხე­ბო­და. ის იტა­ლი­ა­ში კონ­კურ­სზე წარ­მო­ვად­გი­ნე. მას­ზე მთე­ლი დღე და ღამე ვი­მუ­შა­ვე... გა­აჩ­ნია სამ­კა­უ­ლის სი­დი­დეს, ზო­მას. ყელ­სა­ბამ­ზე მეტი დრო მი­დის, მცი­რე ბრო­შებ­ზე უფრო ნაკ­ლე­ბი“ - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ფატი, რო­მელ­საც უნ­დო­და, მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი ყო­ფი­ლი­ყო და ბრენ­დის და­სა­ხე­ლე­ბად "ზილ­ფი" (სამ­კა­უ­ლი ოქ­რო­სი, ვერ­ცხლის ან სპი­ლენ­ძი­სა, ამ სამ­კა­ულს კა­ვებ­საც უწო­დებ­დნენ, ავტ.) ამი­ტომ შე­არ­ჩია.

"ვა­ზის მტე­ვა­ნი ხომ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მთა­ვა­რი ღერ­ძია, რაც დიდ ის­ტო­რი­ას იტევს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ღვი­ნის კულ­ტუ­რა­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი და ეს იმ­დე­ნად კარ­გად შეგ­ვიძ­ლია სამ­კა­უ­ლით გად­მოვ­ცეთ, რომ კი­დევ ერთხელ და­ვა­მახ­სოვ­როთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ უცხო­ე­ლებს და არა მარ­ტო მათ, ქარ­თვე­ლებ­საც მო­ვა­წო­ნოთ თავი. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ქარ­თვე­ლებ­საც ძა­ლი­ან მოს­წონთ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი“ - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

- ცოტა ხნის წინ თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი რომ­ში იყო გა­მო­ფე­ნი­ლი. რო­გორ მი­ი­ღო ის იტა­ლი­ელ­მა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა?

- ეს უცხო­ეთ­ში პირ­ვე­ლი გას­ვლა იყო, მა­ნამ­დე აპ­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მქონ­და პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა. ზუს­ტად ერთი წლის წინ კი, მო­დის კვი­რე­ულ­ზეც საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მქონ­და და შემ­დგომ ძა­ლი­ან მალე გა­მიც­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ეს იდეა იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ელჩმა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა ნენო გა­ბე­ლი­ამ მო­მა­წო­და. ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს არა მარ­ტო ქარ­თულ კულ­ტუ­რას...

მოკ­ლედ, რომ­ში ერთ-ერთ გა­ლე­რე­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტუ­რი კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და და ინ­ტე­რე­სით ჩა­ვერ­თე. ნა­მუ­შე­ვა­რი ისე­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ რა­ი­მე ამ­ბა­ვი მო­ე­თხრო. და­ვი­წყე სამ­კა­უ­ლის გამ­ზა­დე­ბა, კონ­კურ­სში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ვი­საც ვერ­ცხლის ყა­ლი­ბი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

ან­ბა­ნი, 8000-წლი­ა­ნი ღვი­ნის ის­ტო­რია, მე­ტა­ვა­ნი, ქვევ­რი - ეს ყვე­ლა­ფე­რი სამ­კა­ულს უნდა და­ე­ტია. მოკ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია შე­იკ­რა, რომ­ლის­თვი­საც შე­სა­ბა­მი­სი ტექ­სტიც უნი­ჭი­ე­რეს­მა ადა­მი­ან­მა აკა­კი გე­ლაშ­ვილ­მა და­წე­რა. 2 დღე­ში მი­ვი­ღე დას­ტუ­რი იმა­ზე, რომ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებ­დი...

სულ 30 სამ­კა­უ­ლი შე­არ­ჩი­ეს, 29 იტა­ლი­ე­ლი ხე­ლო­ვა­ნის იყო და ერთი უცხო­ე­ლი მე ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც იქ გა­მო­ი­ფი­ნა. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა 10-13 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­და. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ნენო გა­ბე­ლი­ამ პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც მო­მი­წყო, სა­დაც სხვა სამ­კა­უ­ლე­ბი მქონ­და გა­ტა­ნი­ლი.

იქაც ბევ­რი სტუ­მა­რი და­ეს­წრო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა რო­გორც იტა­ლი­ე­ლე­ბის­გან, ასე­ვე ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­გან. არა­ერ­თი მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე, მათ შო­რის, იტა­ლი­ა­ში. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს ამე­რი­კი­დან, ავ­სტრი­ი­დან, ჰო­ლან­დი­ი­დან. ერთ კვი­რა­ში ჩემი გა­მო­ფე­ნა კო­რე­ა­ში იქ­ნე­ბა. ნო­ემ­ბერ­ში იგეგ­მე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნე­ბი ავ­სტრი­ა­ში.

- არ ნა­ნობთ იმ წლებს, როცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­გეძ­ლოთ და თქვენ წლე­ბი სხვა სფე­რო­ებ­ში მუ­შა­ო­ბას და­უთ­მეთ?

- ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია ამა­ზე, მაგ­რამ ეს მო­ტი­ვა­ცია ახლა მო­ვი­და, ერთი წლის წინ, რომ ში­ნა­გა­ნად რა­ღაც მე­კე­თე­ბი­ნა. მოკ­ლედ, ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვიც­ვა­ლე პრო­ფე­სია და არც ერთ ჯერ­ზე არ მი­ნა­ნია...

ავტორი:

ქართველი ხელოვანის სამკაული, რომელმაც იტალიელები აღაფრთოვანა - "დევნილობა, ომი, ჩემი ტკივილი, ვეცადე მასში გადმომეცა..."

ქართველი ხელოვანის სამკაული, რომელმაც იტალიელები აღაფრთოვანა - "დევნილობა, ომი, ჩემი ტკივილი, ვეცადე მასში გადმომეცა..."

ფატი კახნიაშვილს რამდენიმე პროფესია აქვს: ქიმია-ბიოლოგიის სპეციალისტია, 5 წელი კერძო სკოლაში ასწავლიდა, შემდეგ სამუშაოდ იუსტიციის სისტემაში გადაინაცვლა, სადაც 13 წელი იმსახურა. შარშან კი, პირველ აგვისტოს იქ საქმიანობა შეწყვიტა და ხელნაკეთი სამკაულების შექმნა დაიწყო...

AMBEBI.GE-ს ინტერესიც სწორედ მისმა საოცარმა ნამუშევრებმა გამოიწვია - ფატი კახნიაშვილი ნატურალური ქვებისგან: სერდოლიტი, აგატი, ნეფრიტი, ჟადეიტი, მართლაც საინტერესო და გამორჩეულ ხელოვნების ნიმუშებს ქმნის, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იტალიელების აღფრთოვანებაც დაიმსახურა:

"რასაც ახლა ვაკეთებ, თავიდან ჰობი, სამოყვარულო საქმე იყო, რადგანაც 13 წელი სახელმწიფო სამსახურში ვიყავი, რუტინული სამუშაო იყო და შინაგანად მოთხოვნილება გამიჩნდა, რაღაც მეკეთებინა და სამოყვარულო დონეზე ნატურალური ქვების გამოყენებით, სამკაულების შექმნა დავიწყე.

საინტერესო იყო ჩემთვის ეს ქვები, მათზე ბევრი ინფორმაციაც მქონდა და თან, სულ ვკითხულობდი და ვიგებდი, თითოეულს როგორი დადებითი ენერგეტიკა ჰქონდა. მინდოდა, მათთვის ხელი შემეხო და მათი გამოყენებით რაღაც საინტერესო შემექმნა. მცირე ნაკეთობებით დავიწყე და მტევნის ფორმის ყელსაბამი გამოვიდა. იმდენად მომხიბლა, კარგად გამოჩნდა სხეულზეც...

თან, ყურძენი გარკვეულწილად ბავშვობის ნოსტალგიაც იყო - სამაჩაბლოდან ვარ დევნილი, ყველა ომი, გასაჭირი გამოვლილი მაქვს და ჩემი ტკივილი ვეცადე, იმ სამკაულში გადმომეცა

მომავალი ნამუშვრების კონცეფციაც აქედან წამომივიდა. მტევანი "ჩაჯდა" არა მხოლოდ ღვინის აქსესუარებში, სამკაულებშიც, ძალიან ლამაზი იყო და საბოლოოდ გადავწყვიტე მტევანი, ვაზი ყველა სამკაულში მეჩვენებინა. ამ გადაწყვეტილებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც მეტი სტიმული იყო, ეს საქმე მეკეთებინა“ - გვეუბნება ფატი კახნიაშვილი.

მეტალიდან ლატუნს იყენებს, ძვირფასი მეტალებიდან ვერცხლში გაკეთების მცდელობაც ჰქონდა. ოქროს გამოყენებასაც აპირებს, ოღონდ, ამბობს, რომ ჯერჯერობით ძვირი სიამოვნებაა...

"ძალიან ლამაზი იყო ვერცხლში გაკეთებული ყელსაბამი - თემატურად ღვინოს და საქართველოს ეხებოდა. ის იტალიაში კონკურსზე წარმოვადგინე. მასზე მთელი დღე და ღამე ვიმუშავე... გააჩნია სამკაულის სიდიდეს, ზომას. ყელსაბამზე მეტი დრო მიდის, მცირე ბროშებზე უფრო ნაკლები“ - გვიყვება ქალბატონი ფატი, რომელსაც უნდოდა, მისი ნამუშევრები აბსოლუტურად ქართული პროდუქტი ყოფილიყო და ბრენდის დასახელებად "ზილფი" (სამკაული ოქროსი, ვერცხლის ან სპილენძისა, ამ სამკაულს კავებსაც უწოდებდნენ, ავტ.) ამიტომ შეარჩია.

"ვაზის მტევანი ხომ საქართველოს კულტურის მთავარი ღერძია, რაც დიდ ისტორიას იტევს, რომ ყველაფერი ღვინის კულტურაშია გამოხატული და ეს იმდენად კარგად შეგვიძლია სამკაულით გადმოვცეთ, რომ კიდევ ერთხელ დავამახსოვროთ ჩვენი ქვეყანა საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს და არა მარტო მათ, ქართველებსაც მოვაწონოთ თავი. სასიხარულოა, რომ ქართველებსაც ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები“ - აღნიშნავს რესპონდენტი.

- ცოტა ხნის წინ თქვენი ნამუშევრები რომში იყო გამოფენილი. როგორ მიიღო ის იტალიელმა დამთვალიერებელმა?

- ეს უცხოეთში პირველი გასვლა იყო, მანამდე აპრილში საქართველოში მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა. ზუსტად ერთი წლის წინ კი, მოდის კვირეულზეც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მქონდა და შემდგომ ძალიან მალე გამიცნეს.

რაც შეეხება იტალიაში ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას, ეს იდეა იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა, არაჩვეულებრივმა ნენო გაბელიამ მომაწოდა. ის პოპულარიზაციას უწევს არა მარტო ქართულ კულტურას...

მოკლედ, რომში ერთ-ერთ გალერეაში საინტერესო თემატური კონკურსი ჩატარდა და ინტერესით ჩავერთე. ნამუშევარი ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ რაიმე ამბავი მოეთხრო. დავიწყე სამკაულის გამზადება, კონკურსში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, ვისაც ვერცხლის ყალიბი უნდა გაეკეთებინა.

ანბანი, 8000-წლიანი ღვინის ისტორია, მეტავანი, ქვევრი - ეს ყველაფერი სამკაულს უნდა დაეტია. მოკლედ, საქართველოს ისტორია შეიკრა, რომლისთვისაც შესაბამისი ტექსტიც უნიჭიერესმა ადამიანმა აკაკი გელაშვილმა დაწერა. 2 დღეში მივიღე დასტური იმაზე, რომ კონკურსში მონაწილეობას მივიღებდი...

სულ 30 სამკაული შეარჩიეს, 29 იტალიელი ხელოვანის იყო და ერთი უცხოელი მე ვიყავი, რომელიც იქ გამოიფინა. ეს ღონისძიება 10-13 ოქტომბერს ჩატარდა. ამის პარალელურად ნენო გაბელიამ პერსონალური გამოფენა ხელოვნების უნივერსიტეტშიც მომიწყო, სადაც სხვა სამკაულები მქონდა გატანილი.

იქაც ბევრი სტუმარი დაესწრო, არაჩვეულებრივი გამოხმაურება მოჰყვა როგორც იტალიელებისგან, ასევე ქართველი ემიგრანტებისგან. არაერთი მოწვევა მივიღე, მათ შორის, იტალიაში. შემოთავაზება მაქვს ამერიკიდან, ავსტრიიდან, ჰოლანდიიდან. ერთ კვირაში ჩემი გამოფენა კორეაში იქნება. ნოემბერში იგეგმება საქველმოქმედო გამოფენები ავსტრიაში.

- არ ნანობთ იმ წლებს, როცა ამ მიმართულებით მეტის გაკეთება შეგეძლოთ და თქვენ წლები სხვა სფეროებში მუშაობას დაუთმეთ?

- ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ეს მოტივაცია ახლა მოვიდა, ერთი წლის წინ, რომ შინაგანად რაღაც მეკეთებინა. მოკლედ, ისე აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში რამდენჯერმე შევიცვალე პროფესია და არც ერთ ჯერზე არ მინანია...

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის

"40 კაც მზარეულს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი, ღორის ათკილოიან თავებს ვეზიდებოდი..." - ნუცა სურგულაძე "მასტერშეფის" შემდეგ, ნაყინის უნივერსიტეტში ისწავლის

"მიკროფონთან მივედი და რაღაც ვთქვი... დარბაზმა სიცილი დაიწყო, მაგრამ მე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი სცენაზეა" - ლაგოდეხელი ვირტუოზი "საქართველოს ვარსკვლავში"