მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება ოსი პატიმრის მეუღლე ცხინვალის ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე - "საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, მორიგეობით იძინებენ..."
რას ყვება ოსი პატიმრის მეუღლე ცხინვალის ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე - "საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, მორიგეობით იძინებენ..."

22 ოქ­ტომ­ბერს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბას ასა­ხავს. ვი­დეო ვინ­მე სოს­ლან ბი­ბი­ლო­ას სა­ხე­ლით გავ­რცელ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 ოქ­ტომ­ბერ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში "ომო­ნი" შე­ვი­და და პა­ტიმ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­უს­წორ­და.

ის რომ, ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბი სას­ტი­კად სცე­მეს, შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა ოსი პა­ტიმ­რის ცოლ­მა, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მას სა­პა­ტიმ­რო­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს "კვი­რის პა­ლიტ­რის" 7 ოქ­ტომ­ბრის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ი­დან:

"და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში რუ­სე­თის­ წეს­დე­ბა­ზე გა­და­ვი­და, რაც ცი­ხის რე­ჟი­მის გამ­კაც­რე­ბას ნიშ­ნავს. თუ მა­ნამ­დე ყო­ველ­დღე 4 სა­ა­თამ­დე დაშ­ვე­ბუ­ლი იყო პა­ემ­ნე­ბი და ამა­ნა­თე­ბის შეგ­ზავ­ნა, ახლა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ ორ თვე­ში ერთხელ მოგ­ვე­ცე­მა.

ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვეს ძლე­ბენ, რად­გან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი აქვთ ფილ­ტვე­ბი, ღვიძ­ლი... ახლა ამას შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლიც და­ე­მა­ტა. რუ­სე­თის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მით თით­ქოს გა­ა­რე­მონ­ტეს სა­სა­დი­ლო და საკ­ნე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მხო­ლოდ კედ­ლე­ბი შე­ღე­ბეს და ის თან­ხა შე­ჭა­მეს.

ახა­ლი კა­ნო­ნით, ცი­ხე­ში საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა და ეს ნიშ­ნავს, რომ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დე­ბათ...

ჩემი ქმა­რი ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს - ძვე­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხის რკი­ნის­ კარი იპო­ვა და სახ­ლში წა­მო­ი­ღო, ჯარ­თში უნ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მი­ლი­ცია მოგ­ვად­გა, თურ­მე ვი­ღაც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ყო­ფი­ლა. 3 წელი აქვს მის­ჯი­ლი.

ისე­დაც ჯო­ჯო­ხე­თურ პი­რო­ბებ­ში იყ­ვნენ, წყა­ლი არ ჰქონ­დათ, საჭ­მელ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ... საკ­ვე­ბი ყო­ველ მე­ო­რე დღეს მიგვქონ­და და პა­ტიმ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს უნა­წი­ლებ­დნენ...

- ცი­ხე­ში საკ­ვე­ბი არ მზად­დე­ბა?

- ცი­ხე­ში სულ ორი ქალი მუ­შა­ობს, ისი­ნი არი­ან მზა­რე­უ­ლე­ბიც და დამ­ლა­გებ­ლე­ბიც. კი­დევ ერთი კაცი ჰყავთ, ე.წ. დამ­ხმა­რე, რო­მე­ლიც, იმავდრო­უ­ლად, ვი­ღა­ცებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებს. საკ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად, ლო­ბიო, წი­წი­ბუ­რა, სო­ი­აა და იმა­საც ყო­ველ­დღე ვერ აჭ­მე­ვენ. ზამ­თარ­ში სა­შინ­ლად ცივა, ზა­ფხულ­ში კი უჰა­ე­რო­ბის­გან იხ­რჩო­ბი­ან. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბა. სო­რო­ე­ბი­ვით საკ­ნებ­ში სა­ქო­ნე­ლი­ვით არი­ან შეყ­რი­ლი, სა­წო­ლიც კი არა აქვს ყვე­ლას და მო­რი­გე­ო­ბით იძი­ნე­ბენ...

- სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ჰყავთ?

- ერთი ექი­მი ჰყავ­დათ, აზა აბა­ე­ვა, რო­მე­ლიც ისე­დაც იშ­ვი­ა­თად დადი­ოდა, რად­გან, პრაქ­ტი­კუ­ლად, უხელ­ფა­სოდ მუ­შა­ობ­და, ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ კი უთ­ქვამს, ამ­დე­ნი უბე­დუ­რის ყუ­რე­ბა არ შე­მიძ­ლი­აო...

ერთ პა­ტი­მარს გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია, ასე ღო­რუ­ლად ცხოვ­რე­ბა აღარ შე­მიძ­ლი­აო და სხვე­ბიც აჰ­ყო­ლი­ან - 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყეს შიმ­ში­ლო­ბა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე­ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თან არა­ვინ მი­სუ­ლა. შემ­დეგ ჩვენ, ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მი­ვა­წო­დეთ ჟურ­ნა­ლის­ტებს გაფი­ცვის­ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და. ამის შემ­დეგ მო­შიმ­ში­ლე­ები ცალ-ცალ­კე საკ­ნებ­ში გა­იყ­ვა­ნეს და მობ­ილუ­რე­ბი ჩა­მო­არ­თვეს. ვი­ღა­ცებ­მა მა­ინც შეძ­ლეს ახ­ლობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბა და სა­ბოლ­ოოდ, ყვე­ლა პა­ტი­მარ­მა­ შიმ­ში­ლო­ბა გამო­აცხა­და... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

00:00 / 00:00
ნოდარი
1
არ გინდოდათ, ოსებო, რძე და ყველი?.... ჩვენი ციხეები კიდევ სანატორიუმებს ჰგვანან.სიამოვნებით მიგიღებთ სამშობლოს ღალატის მუხლით.
ავტორი:

რას ყვება ოსი პატიმრის მეუღლე ცხინვალის ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე - "საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, მორიგეობით იძინებენ..."

რას ყვება ოსი პატიმრის მეუღლე ცხინვალის ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე - "საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, მორიგეობით იძინებენ..."

22 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა შემზარავი კადრები, რომელიც ცხინვალის ციხეში პატიმრების წამებას ასახავს. ვიდეო ვინმე სოსლან ბიბილოას სახელით გავრცელდა და სავარაუდოდ, 2 ოქტომბერსაა გადაღებული, როცა ცხინვალის ციხეში "ომონი" შევიდა და პატიმრებს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა.

ის რომ, ცხინვალის ციხეში პატიმრები სასტიკად სცემეს, შემზარავი კადრების გავრცელებამდე ორი კვირით ადრე "კვირის პალიტრასთან" საუბარში დაადასტურა ოსი პატიმრის ცოლმა, რომელმაც გამოცემას საპატიმროში არსებული არაადამიანური პირობების შესახებ უამბო.

გთავაზობთ ნაწყვეტებს "კვირის პალიტრის" 7 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან:

"დაახლოებით ერთი თვის წინ ე. წ. სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტრო სასჯელაღსრულების საკითხებში რუსეთის წესდებაზე გადავიდა, რაც ციხის რეჟიმის გამკაცრებას ნიშნავს. თუ მანამდე ყოველდღე 4 საათამდე დაშვებული იყო პაემნები და ამანათების შეგზავნა, ახლა ამის შესაძლებლობა მხოლოდ ორ თვეში ერთხელ მოგვეცემა.

ციხიდან გამოსულები მხოლოდ რამდენიმე თვეს ძლებენ, რადგან დაავადებული აქვთ ფილტვები, ღვიძლი... ახლა ამას შიმშილით სიკვდილიც დაემატა. რუსეთის დაფინანსებული პროგრამით თითქოს გაარემონტეს სასადილო და საკნები, სინამდვილეში, მხოლოდ კედლები შეღებეს და ის თანხა შეჭამეს.

ახალი კანონით, ციხეში საკვებზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და ეს ნიშნავს, რომ ამბოხებულებს ბრალი დაუმძიმდებათ...

ჩემი ქმარი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს - ძველი ავტოფარეხის რკინის კარი იპოვა და სახლში წამოიღო, ჯართში უნდოდა ჩაბარება. რამდენიმე დღეში მილიცია მოგვადგა, თურმე ვიღაც მაღალჩინოსნის ყოფილა. 3 წელი აქვს მისჯილი.

ისედაც ჯოჯოხეთურ პირობებში იყვნენ, წყალი არ ჰქონდათ, საჭმელზე რომ არაფერი ვთქვათ... საკვები ყოველ მეორე დღეს მიგვქონდა და პატიმრები ერთმანეთს უნაწილებდნენ...

- ციხეში საკვები არ მზადდება?

- ციხეში სულ ორი ქალი მუშაობს, ისინი არიან მზარეულებიც და დამლაგებლებიც. კიდევ ერთი კაცი ჰყავთ, ე.წ. დამხმარე, რომელიც, იმავდროულად, ვიღაცებზე ინფორმაციას აგროვებს. საკვები ძირითადად, ლობიო, წიწიბურა, სოიაა და იმასაც ყოველდღე ვერ აჭმევენ. ზამთარში საშინლად ცივა, ზაფხულში კი უჰაერობისგან იხრჩობიან. უამრავი ადამიანი უმძიმესი დაავადებით იტანჯება. სოროებივით საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, საწოლიც კი არა აქვს ყველას და მორიგეობით იძინებენ...

- სამედიცინო პერსონალი ჰყავთ?

- ერთი ექიმი ჰყავდათ, აზა აბაევა, რომელიც ისედაც იშვიათად დადიოდა, რადგან, პრაქტიკულად, უხელფასოდ მუშაობდა, ამ ამბების შემდეგ კი უთქვამს, ამდენი უბედურის ყურება არ შემიძლიაო...

ერთ პატიმარს გაუპროტესტებია, ასე ღორულად ცხოვრება აღარ შემიძლიაო და სხვებიც აჰყოლიან - 27 სექტემბერს დაიწყეს შიმშილობა, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში მათთან არავინ მისულა. შემდეგ ჩვენ, ოჯახის წევრებმა, მივაწოდეთ ჟურნალისტებს გაფიცვის შესახებ ინფორმაცია და ეს ამბავი გახმაურდა. ამის შემდეგ მოშიმშილეები ცალ-ცალკე საკნებში გაიყვანეს და მობილურები ჩამოართვეს. ვიღაცებმა მაინც შეძლეს ახლობლებთან დაკავშირება და საბოლოოდ, ყველა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა... წაიკითხეთ ვრცლად

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

სერგეი შამბა - საუბარი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა