პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ხა­დას ხე­ო­ბა­ში სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­ურს გარ­დაც­ვლილ­თა ოჯახ­მა წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა.

რო­გორც კო­ბა­უ­რის ად­ვო­კა­ტებ­მა "მთა­ვა­რის" პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, მათ­თვის წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი უც­ნო­ბია, რად­გან პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა კო­ბა­უ­რის­თვის გაც­ნო­ბის შემ­დეგ წე­რი­ლი უკან წა­ი­ღო.

"კო­ბა­ურს გარ­დაც­ვლი­ლი სმი­ტე­ბის ოჯახ­მა გა­მო­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, ეხე­ბო­და კონ­კრე­ტულ კი­თხვებს, რო­მე­ლიც სმი­ტე­ბის ახ­ლობ­ლებს აქვთ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ად­ვო­კა­ტებს არ მოგ­ვე­ცა, რად­გან პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­აც­ნო და წა­ი­ღო უკან, თით­ქოს­და სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­დგე­ნის მიზ­ნით, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ამ საქ­მე­ზე უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

ჩვენ დავ­წე­რეთ გან­ცხა­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლის გა­მო­თხო­ვე­ბა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენც გა­ვეც­ნოთ ამ წე­რილს, რად­გან სმი­ტე­ბის ახ­ლობ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვცე­მია" - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით­ვე, კო­ბა­უ­რის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩენს ისი­ნი სტრას­ბურ­გში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

"ჩვენ ვამ­ზა­დებთ სა­ჩი­ვარს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს­თვის. გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ევ­რო­სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­ად­გენს კონ­კრე­ტუ­ლი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქტს" - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხა­დას ხე­ო­ბა­ში სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ მწყემსს, მალ­ხაზ კო­ბა­ურს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს გარდაცვლილთა ოჯახმა წერილი გამოუგზავნა.

როგორც კობაურის ადვოკატებმა "მთავარის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათთვის წერილის შინაარსი უცნობია, რადგან პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა სამსახურმა კობაურისთვის გაცნობის შემდეგ წერილი უკან წაიღო.

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი, ეხებოდა კონკრეტულ კითხვებს, რომელიც სმიტების ახლობლებს აქვთ, თუმცა აღნიშნული წერილის გაცნობის საშუალება ადვოკატებს არ მოგვეცა, რადგან პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა სამსახურმა გააცნო და წაიღო უკან, თითქოსდა სასამართლოზე წარდგენის მიზნით, თუმცა სასამართლო პროცესები ამ საქმეზე უკვე დასრულებულია.

ჩვენ დავწერეთ განცხადება აღნიშნული წერილის გამოთხოვებაზე. მნიშვნელოვანია, ჩვენც გავეცნოთ ამ წერილს, რადგან სმიტების ახლობლებთან გასაუბრების საშუალება არ მოგვცემია" - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატების თქმითვე, კობაურის საქმეზე განაჩენს ისინი სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

"ჩვენ ვამზადებთ საჩივარს სტრასბურგის სასამართლოსთვის. გვაქვს მოლოდინი, რომ ევროსასამართლო იმსჯელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და დაადგენს კონკრეტული ნორმების დარღვევის ფაქტს" - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ნასვამი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა, დაკავებულია - მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა

"დასკვნაში ყველაფერი გამოჩნდება - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, თუ..." - შეძლებს თუ არა ექსპერტიზის პასუხი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზისთვის ფარდის ახდას?

"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა