საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 12-წლიანი, ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს კი 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 12-წლიანი, ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს კი 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ წყალ­ტუ­ბოს საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბას ედა­ვე­ბა და ამა­ვე საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ვა­კის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუა, რო­მელ­საც ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა ედე­ბა ბრა­ლად, დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ელიზ­ბარ გო­ზა­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილს 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, ხოლო თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ას 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, სა­ი­და­ნაც 3 წელი სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა გა­ნე­სა­ზღვრა, 4 წელი კი პი­რო­ბი­თი.

"სა­სა­მარ­თლოს მიერ სრუ­ლად იქნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია და ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ იმ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, რა­საც ითხოვ­და ბრალ­დე­ბის მხა­რე. თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუა ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ ქრთა­მის აღე­ბა­სა და დახ­მა­რე­ბა­ში. მას გა­უ­ფორმ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა და სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრა 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, სა­ი­და­ნაც 3 წელი გა­ნე­სა­ზღვრა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­დით, ხოლო 4 წელი გა­ნე­სა­ზღვრა პი­რო­ბით. ასე­ვე გა­ნე­სა­ზღვრა ჯა­რი­მა და ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გრი­გოლ ივა­ნი­აშ­ვილს, ის ასე­ვე ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ გა­ნე­სა­ზღვრა 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ასე­ვე, მას 2 წლის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყალ­ტუ­ბოს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი სუს-მა 25 იან­ვარს და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა მას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბას ედა­ვე­ბა. ამა­ვე საქ­მე­ზე ვა­კის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა 26 იან­ვარს ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. ორი­ვე და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი სუს-ში 26 იან­ვარს წა­რედ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ამ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილს და­ა­კავ­ში­რა უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის შეს­ყიდ­ვით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი უცხო­ელ ბიზ­ნეს­მენს აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბის წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ ფა­სად აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნას და აღ­ნიშ­ნუ­ლი აუქ­ცი­ო­ნის გზით ხსე­ნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც, ქრთა­მის სა­ხით 250 000 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა. თა­ვის მხრივ, თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­ამ გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია თან­ხის გა­დახ­დის გა­რან­ტად, უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის 16%-იან წი­ლის ივა­ნე­იშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა­სა და 250 000 ლა­რის ქრთა­მის სა­ხით აღე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
magnolia
0

ნუ ყიდით უცხოელებზე !!!ფარჩაკებო

თინათინი
0

ვერ თოკავენ ღორულ მადას! ქვეყანა მეწველ ძროხად უნდათ გადააქციონ, მერე ივლიან გაბღენძილები და პატიოსან ადამიანს ზემოდან დაუწყებენ ყურებას! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 12-წლიანი, ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს კი 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 12-წლიანი, ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს კი 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება და ამავე საქმეზე დაკავებული ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედება ბრალად, დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა, გრიგოლ ივანეიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა განესაზღვრა, 4 წელი კი პირობითი.

"სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის პოზიცია და ორივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ იმ კვალიფიკაციით, რასაც ითხოვდა ბრალდების მხარე. თეიმურაზ ჩოჩუა ცნობილ იქნა დამნაშავედ ქრთამის აღებასა და დახმარებაში. მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი განესაზღვრა პირობით. ასევე განესაზღვრა ჯარიმა და ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება გრიგოლ ივანიაშვილს, ის ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, მას 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა.

გამოძიების ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.