სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ვარდისფერი ოქტომბერი“  - როგორ დავიზღვიოთ თავი ძუძუს კიბოსგან
„ვარდისფერი ოქტომბერი“  - როგორ დავიზღვიოთ თავი ძუძუს კიბოსგან

ყო­ველ წელს, შე­მოდ­გო­მის ამ დროს, მთე­ლი მსოფ­ლიო ძუ­ძუს კი­ბოს შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად ერ­თი­ან­დე­ბა, სა­ჯა­რო შე­ნო­ბე­ბი ვარ­დის­ფრად ნათ­დე­ბა, იმარ­თე­ბა მსვლე­ლო­ბე­ბი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ძუ­ძუს კი­ბოს შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის, მას­ზე სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­სხვრე­ვი­სა და ქა­ლებ­ზე ზრუნ­ვის­თვის „ვარ­დის­ფერ ოქ­ტომ­ბერს“ უწო­დე­ბენ.

ბევ­რი ქალი, ვი­საც ძუ­ძუს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, ამ­ბობს, რომ ისურ­ვებ­დნენ, დი­აგ­ნო­ზის დას­მამ­დე, მისი პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქო­ნო­დათ. მე­დი­კო­სე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ძუ­ძუს კი­ბოს­გან სა­მუ­და­მოდ თა­ვის დაღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მთა­ვა­რია, პა­ცი­ენ­ტმა მკურ­ნა­ლო­ბის სა­თა­ნა­დო კურ­სი გა­ი­ა­როს.

ძუ­ძუს კი­ბოს რისკ ჯგუფს, ძი­რი­თა­დად, 35-დან 60 წლამ­დე ასა­კის ქა­ლე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი მა­მო­ლო­გი თუ გი­ნე­კო­ლო­გი აუ­ცი­ლებ­ლად გე­ტყვით, რომ სკრი­ნინ­გის პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ტა­რე­ბა და ხში­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ამ ასა­კის ქა­ლებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

გა­მოც­დი­ლი მა­მო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ძუ­ძუს კი­ბოს და­მარ­ცხე­ბის არა­ერთ ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბი­ან, აცხა­დე­ბენ, რომ დღეს, და­ა­ვა­დე­ბა საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია - სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 10 000 ქა­ლი­დან 50 სწო­რედ ძუ­ძუს კი­ბოს ებ­რძვის.

ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და მსოფ­ლი­ო­ში ძუ­ძუს კი­ბოს პრე­ვენ­ცი­ი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კის და­ნერ­გი­ლი ეფექ­ტუ­რი გზე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში 2005 წლი­დან მოქ­მე­დებს სკრი­ნინგ-პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 40 წლი­დან 70 წლამ­დე ქა­ლე­ბის­თვის უფა­სოა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ასა­კის ყვე­ლა ქალს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა სრუ­ლი­ად უფა­სოდ ჩა­ი­ტა­როს. მა­მო­ლო­გე­ბი, დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და გა­ე­რო ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გვირ­ჩე­ვენ
  • პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­მო­ლოგს გა­და­მოწ­მე­ბის­თვის 40 წლის ასა­კამ­დე არ უნდა მი­ვა­კი­თხოთ. უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ 35 წლის ასა­კის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლის­ტთან ყო­ველ­წლი­უ­რად ვი­ზი­ტი ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბის­გან დაგ­ვი­ცავს
  • სა­სურ­ვე­ლია, ყო­ვე­ლი მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თვით­გა­და­სინ­ჯვა ერ­თსა და იმა­ვე დროს ჩა­ვი­ტა­როთ. თუ სიმ­კვრი­ვე ან ძუ­ძუს დე­ფორ­მა­ცია შევ­ნიშ­ნეთ, სპე­ცი­ა­ლის­ტთან ვი­ზი­ტი არ უნდა გა­დავ­დოთ
  • უნდა ვე­ცა­დოთ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად ვაქ­ცი­ოთ.

  • ძუ­ძუს კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ხარ­ჯე­ბის გამო, მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან და­ზღვე­ვა პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. სერ­ვი­სი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია და კი­ბოს აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, დიდ ფი­ნან­სურ ხარ­ჯებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. პრე­ვენ­ცი­ი­სა და და­ა­ვა­დე­ბას­თან ეფექ­ტუ­რად ბრძო­ლის მიზ­ნით, სა­სურ­ვე­ლია, მსგავს და­ზღვე­ვას მივ­მარ­თოთ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკრი­ნინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით, რამ­დე­ნი­მე ტი­პის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, შემ­დე­გი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და მათ ვერც სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვა და ვერც სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბი ვერ ფა­რავს. ხან­და­ხან სი­ტუ­ა­ცი­ას არ­თუ­ლებს ისიც, რომ შე­საძ­ლოა, დი­აგ­ნო­ზი სწო­რად ვერ და­ის­ვას. სა­ზღვარ­გა­რეთ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა, ჩას­ვლა და გა­და­მოწ­მე­ბა კი საკ­მა­ოდ დიდ ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც ბევრ ჩვენ­განს არ შე­უძ­ლია. რთუ­ლია, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვო, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტთა ნა­წილს, ამა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან და­ზღვე­ვა ანუ ექ­სტრა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა ეხ­მა­რე­ბა.

ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მზად­ყოფ­ნაც – თუნ­დაც, ფი­ნან­სუ­რი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იცო­დე, რომ თუ რისკ ჯგუფ­ში აღ­მოჩ­ნდი ამის­თვის ფი­ნან­სუ­რად მზად ხარ. ამას კი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზღვე­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რო­გორ უნდა და­ვა­ზღვი­ოთ ჯან­მრთე­ლო­ბა კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან, კონ­კრე­ტუ­ლად კი ძუ­ძუს კი­ბოს­გან?

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში „თი­ბი­სი და­ზღვე­ვის“ ჯან­მრთე­ლო­ბის ექ­სტრა და­ზღვე­ვა შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას უფა­სოდ და ული­მი­ტოდ გვთა­ვა­ზობს. დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სტრა და­ზღვე­ვით სარ­გებ­ლო­ბი­სას, შეგ­ვიძ­ლია, ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას არა მკურ­ნა­ლო­ბის თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯ­ზე ვე­ლო­დოთ, არა­მედ, ერ­თი­ა­ნად მი­ვი­ღოთ და­ზღვე­ვის პი­რო­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თან­ხა 25 000-დან 150 000 ლა­რამ­დე და ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ დავ­ხარ­ჯოთ ის.

და­ზღვე­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია, რად­გან მას­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩარ­თვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა და­ზღვე­ვის შე­ძე­ნის­თა­ნა­ვე 1-დან 18 წლამ­დე შვი­ლე­ბიც ავ­ტო­მა­ტუ­რად, უფა­სოდ ისარ­გებ­ლე­ბენ იმ სერ­ვი­სე­ბით, რა­საც მათი მშობ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ. ეს და­მა­ტე­ბით და­ცუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას იძ­ლე­ვა, რად­გან რა ტი­პის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯიც არ უნდა გა­მო­უჩ­ნდეს ოჯახს, ის ამის­თვის ყო­ველ­თვის მზად იქ­ნე­ბა.

თუ პა­ცი­ენ­ტმა ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბის უცხო­ეთ­ში გა­და­მოწ­მე­ბა ან მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ გავ­ლა გა­და­წყვი­ტა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უწევს შუ­ა­მა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან პი­რის მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც სან­დო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას შე­არ­ჩევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი პა­ცი­ენ­ტის­თვის და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ექ­სტრა და­ზღვე­ვა­ში კი ეს სა­კი­თხიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, პა­ცი­ენ­ტის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, „თი­ბი­სი და­ზღვე­ვა“ აკავ­ში­რებს მას მსოფ­ლი­ოს ისეთ წამ­ყვან კლი­ნი­კებ­თან, რო­გო­რი­ცაა Harvard Medical School, Kings Collage London და ა.შ.

„თი­ბი­სი და­ზღვე­ვის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ შერ­ჩე­ულ კლი­ნი­კებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, პა­ცი­ენ­ტი იღებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას და ამავდრო­უ­ლად, ზო­გავს შუ­ა­მა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნილ ხარ­ჯებს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვას, ისე კლი­ნი­კა­ში გან­თავ­სე­ბას.

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი­სა და გა­რე­მოს, ში­ნა­გა­ნი სტრე­სი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის, ად­რე­უ­ლი მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის, გვი­ან მშო­ბი­ა­რო­ბის, ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დის არ­ქო­ნის, გვი­ან­დე­ლი მე­ნო­პა­უ­ზი­სა თუ სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გამო, ძუ­ძუს კი­ბოს რისკ ჯგუფ­ში ბევ­რი ქა­ლია, თუმ­ცა მას­თან ბრძო­ლა და მისი პრე­ვენ­ცია არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი ეფექ­ტუ­რი, რო­გორც დღეს, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია მკურ­ნა­ლო­ბის მა­ღალ ხარ­ჯებ­საც მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

„ვარდისფერი ოქტომბერი“  - როგორ დავიზღვიოთ თავი ძუძუს კიბოსგან

„ვარდისფერი ოქტომბერი“  - როგორ დავიზღვიოთ თავი ძუძუს კიბოსგან

ყოველ წელს, შემოდგომის ამ დროს, მთელი მსოფლიო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ერთიანდება, საჯარო შენობები ვარდისფრად ნათდება, იმართება მსვლელობები და საინფორმაციო ღონისძიებები. ძუძუს კიბოს შესახებ მეტი ინფორმაციის გაცემის, მასზე სტერეოტიპების დამსხვრევისა და ქალებზე ზრუნვისთვის „ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.

ბევრი ქალი, ვისაც ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ამბობს, რომ ისურვებდნენ, დიაგნოზის დასმამდე, მისი პრევენციის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, ძუძუს კიბოსგან სამუდამოდ თავის დაღწევა შესაძლებელია. მთავარია, პაციენტმა მკურნალობის სათანადო კურსი გაიაროს.

ძუძუს კიბოს რისკ ჯგუფს, ძირითადად, 35-დან 60 წლამდე ასაკის ქალები მიეკუთვნებიან, ამიტომ ნებისმიერი მამოლოგი თუ გინეკოლოგი აუცილებლად გეტყვით, რომ სკრინინგის პერიოდულად ჩატარება და ხშირი დიაგნოსტირება ამ ასაკის ქალებში აუცილებელია.

გამოცდილი მამოლოგები, რომლებიც ძუძუს კიბოს დამარცხების არაერთ ისტორიას ჰყვებიან, აცხადებენ, რომ დღეს, დაავადება საკმაოდ გავრცელებულია - საქართველოში, საშუალოდ, 10 000 ქალიდან 50 სწორედ ძუძუს კიბოს ებრძვის.

ქართველი ექიმების რეკომენდაციები და მსოფლიოში ძუძუს კიბოს პრევენციისა და დიაგნოსტიკის დანერგილი ეფექტური გზების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს სკრინინგ-პროგრამა, რომელიც 40 წლიდან 70 წლამდე ქალებისთვის უფასოა. შესაბამისად, ამ ასაკის ყველა ქალს აქვს საშუალება, სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა სრულიად უფასოდ ჩაიტაროს. მამოლოგები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და გაერო ამ შესაძლებლობის გამოყენებას გვირჩევენ
  • პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა იმას არ ნიშნავს, რომ მამოლოგს გადამოწმებისთვის 40 წლის ასაკამდე არ უნდა მივაკითხოთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ 35 წლის ასაკის შემდეგ, სპეციალისტთან ყოველწლიურად ვიზიტი ბევრი უსიამოვნებისგან დაგვიცავს
  • სასურველია, ყოველი მენსტრუალური ციკლის დასრულების შემდეგ, თვითგადასინჯვა ერთსა და იმავე დროს ჩავიტაროთ. თუ სიმკვრივე ან ძუძუს დეფორმაცია შევნიშნეთ, სპეციალისტთან ვიზიტი არ უნდა გადავდოთ
  • უნდა ვეცადოთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენს ყოველდღიურობად ვაქციოთ.

  • ძუძუს კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯების გამო, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ჯანმრთელობის კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევა პოპულარობით სარგებლობს. სერვისი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში, დიდ ფინანსურ ხარჯებთან გამკლავებაში გვეხმარება. პრევენციისა და დაავადებასთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით, სასურველია, მსგავს დაზღვევას მივმართოთ.

მიუხედავად იმისა, რომ სკრინინგის საშუალებით, რამდენიმე ტიპის სიმსივნის დიაგნოსტირება წარმატებით ხორციელდება, შემდეგი მკურნალობის ხარჯები ხშირ შემთხვევაში, ძალიან მაღალია და მათ ვერც სახელმწიფო დაზღვევა და ვერც სადაზღვევო კომპანიების სტანდარტული ნაკრებები ვერ ფარავს. ხანდახან სიტუაციას ართულებს ისიც, რომ შესაძლოა, დიაგნოზი სწორად ვერ დაისვას. საზღვარგარეთ კვალიფიციური სპეციალისტების მოძიება, ჩასვლა და გადამოწმება კი საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რომლის უზრუნველყოფაც ბევრ ჩვენგანს არ შეუძლია. რთულია, ასეთ შემთხვევაში გამოსავალი იპოვო, თუმცა პაციენტთა ნაწილს, ამაში ჯანმრთელობის კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევა ანუ ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა ეხმარება.

ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მზადყოფნაც – თუნდაც, ფინანსური. მნიშვნელოვანია, იცოდე, რომ თუ რისკ ჯგუფში აღმოჩნდი ამისთვის ფინანსურად მზად ხარ. ამას კი ზემოთ აღნიშნული დაზღვევა უზრუნველყოფს.

როგორ უნდა დავაზღვიოთ ჯანმრთელობა კრიტიკული დაავადებებისგან, კონკრეტულად კი ძუძუს კიბოსგან?

რამდენიმე თვის წინ, საქართველოში „თიბისი დაზღვევის“ ჯანმრთელობის ექსტრა დაზღვევა შეიქმნა, რომელიც საზღვარგარეთ ნებისმიერი დაავადების გადამოწმებას უფასოდ და ულიმიტოდ გვთავაზობს. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, ექსტრა დაზღვევით სარგებლობისას, შეგვიძლია, ხარჯების ანაზღაურებას არა მკურნალობის თითოეულ ნაბიჯზე ველოდოთ, არამედ, ერთიანად მივიღოთ დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული თანხა 25 000-დან 150 000 ლარამდე და ჩვენი საჭიროებისამებრ დავხარჯოთ ის.

დაზღვევის აღნიშნული პირობები განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია, რადგან მასში ოჯახის წევრების ჩართვაც შესაძლებელია. საქართველოში ექსტრა დაზღვევის შეძენისთანავე 1-დან 18 წლამდე შვილებიც ავტომატურად, უფასოდ ისარგებლებენ იმ სერვისებით, რასაც მათი მშობლები მიიღებენ. ეს დამატებით დაცულობის შეგრძნებას იძლევა, რადგან რა ტიპის გაუთვალისწინებელი ხარჯიც არ უნდა გამოუჩნდეს ოჯახს, ის ამისთვის ყოველთვის მზად იქნება.

თუ პაციენტმა ანალიზების პასუხების უცხოეთში გადამოწმება ან მკურნალობის კურსის საქართველოს ფარგლებს გარეთ გავლა გადაწყვიტა, ხშირ შემთხვევაში, უწევს შუამავალი ორგანიზაციის ან პირის მოძებნა, რომელიც სანდო სამედიცინო დაწესებულებას შეარჩევს. აღნიშნული პროცესი პაციენტისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ექსტრა დაზღვევაში კი ეს საკითხიც გათვალისწინებულია. უფრო კონკრეტულად, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, „თიბისი დაზღვევა“ აკავშირებს მას მსოფლიოს ისეთ წამყვან კლინიკებთან, როგორიცაა Harvard Medical School, Kings Collage London და ა.შ.

„თიბისი დაზღვევის“ წარმომადგენლების მიერ შერჩეულ კლინიკებთან თანამშრომლობით, პაციენტი იღებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას და ამავდროულად, ზოგავს შუამავალი ორგანიზაციისთვის განკუთვნილ ხარჯებს. თანამშრომლობა გულისხმობს როგორც მკურნალობის დაგეგმვას, ისე კლინიკაში განთავსებას.

დაბინძურებული საკვებისა და გარემოს, შინაგანი სტრესისა და ნერვიულობის, ჰორმონალური დარღვევების, ადრეული მენსტრუალური ციკლის, გვიან მშობიარობის, ლაქტაციის პერიოდის არქონის, გვიანდელი მენოპაუზისა თუ სხვა ფაქტორების გამო, ძუძუს კიბოს რისკ ჯგუფში ბევრი ქალია, თუმცა მასთან ბრძოლა და მისი პრევენცია არასდროს ყოფილა ისეთი ეფექტური, როგორც დღეს, რადგან შესაძლებელია მკურნალობის მაღალ ხარჯებსაც მომზადებული შეხვდე.

„ბანკიდან რომ დარეკეს, მოვდივართ, თქვენთვის საჩუქარი გვაქვსო, ვიფიქრე, რაღაც შეეშალათ’ – ‘დაკარგული’ ფულის დაბრუნება

iPlus-მა ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარები, სწრაფი მიტანის სერვის - Glovo-ს აპლიკაციაში დაამატა

ქართველ ფერმერებს მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღების  შესაძლებლობა მიეცათ