სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა - "დღეს საუკეთესო დღეა! ერთწლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია!"
ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა - "დღეს საუკეთესო დღეა! ერთწლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია!"

სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მა "ლელო" სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბის შე­სა­ხებ წერს - თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვის" ფეხ­ბურ­თელ­მა, თავ­დამ­სხმელ­მა მა­მია გა­ვა­შე­ლიშ­ვილ­მა სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა და მალე მო­ე­დანს და­უბ­რუნ­დე­ბა.

სპორ­ტსმენს და­ა­ვა­დე­ბა ერთი წლის წინ და­უდ­გი­ნეს და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას თა­მა­შის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა მო­უხ­და, რათა მთლი­ა­ნად მკურ­ნა­ლო­ბა­ზე გა­დარ­თუ­ლი­ყო.

ერ­თწ­ლი­ა­ნი რთუ­ლი პე­რო­დის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლემ, მო­ცეკ­ვა­ვე ანუ­ნა იაშ­ვილ­მა. ახ­ლად­და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვილს ერთი წლის ვაჟი ჰყავს.

"დღეს სა­უ­კე­თე­სო დღეა ჩემ­სა და მა­მი­ას ცხოვ­რე­ბა­ში! ერ­თწ­ლი­ა­ნი რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­მარ­ცხე­ბუ­ლია! მა­მია სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია და სულ მალე ვარ­ჯიშ­ზე შე­უ­ერ­თდე­ბა გუნდს.

ამ სი­ხა­რუ­ლის­თვის კი ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო კლუბ თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივს" - თქვე­ნი თა­ნად­გო­მის გა­რე­შე ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დით!

სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­თა და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის და ყველ­გან ჩვენს გვერ­დით იდგა! მჯე­რა, რომ ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ!

აქვე, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს, ეროვ­ნუ­ლი ლი­გის გუნ­დებ­სა და მო­თა­მა­შებს! კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ფეხ­ბურ­თი სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტი და სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის სპორ­ტია" - წერს ანუ­ნა იაშ­ვი­ლი.

მა­მია გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი "ლო­კო­მო­ტი­ვის" ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შეა და ეროვ­ნულ ლიგა 2-ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბით რე­კორდსმე­ნია.

2014-15 წლე­ბის სე­ზონ­ში (პლეი აუ­ტე­ბის ჩათ­ვლით) მან 47 გოლი გა­ი­ტა­ნა. 24 წლის თავ­დამ­სხმელ­მა ამ სე­ზო­ნის­თვის მზა­დე­ბა "ლო­კო­მო­ტივ­თან" და­ი­წყო, მაგ­რამ იან­ვარ­ში მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და მას შემ­დეგ თურ­ქეთ­ში მკურ­ნა­ლობ­და წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა - "დღეს საუკეთესო დღეა! ერთწლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია!"

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა - "დღეს საუკეთესო დღეა! ერთწლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია!"

სპორტული გამოცემა "ლელო" სასიხარულო ამბის შესახებ წერს - თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა, თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და მალე მოედანს დაუბრუნდება.

სპორტსმენს დაავადება ერთი წლის წინ დაუდგინეს და ამ ხნის განმავლობაში მას თამაშისთვის თავის დანებება მოუხდა, რათა მთლიანად მკურნალობაზე გადართულიყო.

ერთწლიანი რთული პეროდის დასრულების შესახებ "ფეისბუქზე" ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ფეხბურთელის მეუღლემ, მოცეკვავე ანუნა იაშვილმა. ახლადდაქორწინებულ წყვილს ერთი წლის ვაჟი ჰყავს.

"დღეს საუკეთესო დღეა ჩემსა და მამიას ცხოვრებაში! ერთწლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია! მამია სრულიად გამოჯანმრთელებულია და სულ მალე ვარჯიშზე შეუერთდება გუნდს.

ამ სიხარულისთვის კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბ თბილისის "ლოკომოტივს" - თქვენი თანადგომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდით!

საუკეთესო თანამშრომლებითა და ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ყოველთვის და ყველგან ჩვენს გვერდით იდგა! მჯერა, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ!

აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, ეროვნული ლიგის გუნდებსა და მოთამაშებს! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტი და საუკეთესო ადამიანების სპორტია" - წერს ანუნა იაშვილი.

მამია გავაშელიშვილი "ლოკომოტივის" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი გოლებით რეკორდსმენია.

2014-15 წლების სეზონში (პლეი აუტების ჩათვლით) მან 47 გოლი გაიტანა. 24 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონისთვის მზადება "ლოკომოტივთან" დაიწყო, მაგრამ იანვარში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ თურქეთში მკურნალობდა წაიკითხეთ ვრცლად

"სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი "ჯდება"... ხმა უნდა ამოვიღოთ" - ეროვნული ბიბლიოთეკა აზარტული თამაშების წინააღმდეგ

"ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამდენიმეთვიანი ტანჯვისთვის" - ახალგაზრდა ქალი ექიმის შეცდომაზე ვრცელ პოსტს წერს

დღის ფოტო : ჩირის "ფარდებით" მორთული სახლები სამეგრელოში