სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა მიმალვისთვის" - რა თქვა პროცესზე ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა
"გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა მიმალვისთვის" - რა თქვა პროცესზე ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა

ძმის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 48 წლის ბე­სიკ არ­ღვლი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

პა­ტიმ­რო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა პრო­კუ­რორ­მა მი­რან­და მუმ­ლა­ძემ იმით ახ­სნა, რომ არ­სე­ბობ­და მი­მალ­ვი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის საფრ­თხე. მი­სი­ვე გა­ნა­მარ­ტე­ბით, არ­ღვლი­ან­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მი­მა­ვალ­ვა სცა­და.

ბრალ­დე­ბულ­მა კი თქვა, რომ მი­მალ­ვა არ უც­დია, არა­მედ თა­ვის მო­საკ­ლა­ვად გაქ­ცა. ის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი ძმის მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს.

"და­ნა­შა­უ­ლი მაქვს, მან­ქა­ნა არ მი­ვე­ცი და ჩემი ბრა­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი... რომ და­მეთ­მო, ეს არ მოხ­დე­ბო­და. არ არ­სე­ბობს იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მე მი­ვი­მა­ლო. მა­ში­ნაც გა­ვი­ქე­ცი იმი­ტომ, რომ ჩემი ძმის წი­ნა­შე თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ­დი. გა­ვი­ქე­ცი თა­ვის მო­საკ­ლა­ვად და არა იმი­ტომ, რომ მივ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი. ისიც ვი­ცო­დი რომ და­სა­ჭე­რად მო­დი­ოდ­ნენ", - თქვა მან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­სიკ არ­ღვლი­ან­მა ძმას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა, ცივი ია­რა­ღით ყბი­სა და გულ-მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნა.

ტრა­გე­დია მეს­ტი­ის სო­ფელ ცხუ­მარ­ში 20 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს მოხ­და. ბე­სიკ (ბესო) არ­ღვლი­ან­მა ძმა, 42 წლის ლაშა არ­ღვლი­ა­ნი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, ძმე­ბი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი ცხუ­მარ­ში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გი იყო.

"არ­ცერთ ძმას არ ჰყავს ოჯა­ხი, ორი­ვეს უწე­სე­ე­რეს ბი­ჭე­ბად იც­ნობს მთე­ლი სო­ფე­ლი. ძმე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­ყო­ლი­ლე­ბი იყ­ვნენ და არ ვი­ცით, რა ეშ­მა­კი შე­უჩ­ნდა ბე­სოს, რა მოხ­და... როცა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რაც ჩა­ი­დი­ნა, თა­ვის მოკ­ვლა უნ­დო­და - ჯერ ვე­ნე­ბის გა­დაჭ­რა სცა­და, მერე ენ­გურ­ში ხტე­ბო­და, მაგ­რამ სოფ­ლის ბი­ჭე­ბი და­ე­წივ­ნენ და მო­ა­ხერ­ხეს მისი შე­ჩე­რე­ბა" - ყვე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ავ­ტო­რი: თა­თუ­ლი რო­გა­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა მიმალვისთვის" - რა თქვა პროცესზე ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა

"გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა მიმალვისთვის" - რა თქვა პროცესზე ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა

ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 48 წლის ბესიკ არღვლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პატიმრობის აუცილებლობა პროკურორმა მირანდა მუმლაძემ იმით ახსნა, რომ არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. მისივე განამარტებით, არღვლიანმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმავალვა სცადა.

ბრალდებულმა კი თქვა, რომ მიმალვა არ უცდია, არამედ თავის მოსაკლავად გაქცა. ის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდებული ძმის მკვლელობას აღიარებს.

"დანაშაული მაქვს, მანქანა არ მივეცი და ჩემი ბრალია ეს ყველაფერი... რომ დამეთმო, ეს არ მოხდებოდა. არ არსებობს იმის საშიშროება, რომ მე მივიმალო. მაშინაც გავიქეცი იმიტომ, რომ ჩემი ძმის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა იმიტომ, რომ მივმალულიყავი. ისიც ვიცოდი რომ დასაჭერად მოდიოდნენ", - თქვა მან.

პროკურატურის ინფორმაციით, ბესიკ არღვლიანმა ძმას სასიკვდილო ჭრილობა, ცივი იარაღით ყბისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა.

ტრაგედია მესტიის სოფელ ცხუმარში 20 ოქტომბრის საღამოს მოხდა. ბესიკ (ბესო) არღვლიანმა ძმა, 42 წლის ლაშა არღვლიანი ცივი იარაღით მოკლა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოკლული მამაკაცი ცხუმარში ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი იყო.

"არცერთ ძმას არ ჰყავს ოჯახი, ორივეს უწესეერეს ბიჭებად იცნობს მთელი სოფელი. ძმები ერთმანეთზე გადაყოლილები იყვნენ და არ ვიცით, რა ეშმაკი შეუჩნდა ბესოს, რა მოხდა... როცა გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, თავის მოკვლა უნდოდა - ჯერ ვენების გადაჭრა სცადა, მერე ენგურში ხტებოდა, მაგრამ სოფლის ბიჭები დაეწივნენ და მოახერხეს მისი შეჩერება" - ყვება "კვირის პალიტრასთან" საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

ავტორი: თათული როგავა

ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე