პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 80 წლის ქალი, რომელსაც ცნობილი რაჭული ხის სახლი ეკუთვნის - "ბევრი უცხოელი მოდის, აივანზე სურათებს იღებენ"
ვინ არის 80 წლის ქალი, რომელსაც ცნობილი რაჭული ხის სახლი ეკუთვნის - "ბევრი უცხოელი მოდის, აივანზე სურათებს იღებენ"

რა­ჭა­ში, სო­ფელ გო­ნა­ში, ეს ძვე­ლი სახ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ფო­ტოგ­რაფ გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვას ნა­მუ­შევ­რით გა­იც­ნო. დღეს ის უამ­რავ ადა­მი­ანს აღაფრ­თო­ვა­ნებს. სო­ფელ გო­ნას კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­ტა­რა შვე­ი­ცა­რი­აც უწო­დეს.

ვინ ცხოვ­რობს ამ სახ­ლში და რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის შიგ­ნი­დან. ამის შე­სა­ხებ სახ­ლის მას­პინ­ძე­ლი, 80 წლის ნა­ზი­კო ლობ­ჯა­ნი­ძე shin.ge-სთან სა­უბ­რობს. ის სახ­ლში სტუმ­რე­ბის სიმ­ცი­რეს არას­დროს უჩი­ვის. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეს სახ­ლი მომ­სვლე­ლებს მცი­რე დრო­ში აყ­ვა­რებს თავს.

- ეს სახ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 1975 წელს აშენ­და. გო­ნა­ში გე­ო­ლო­გე­ბის ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და, ამ სახ­ლში მუ­შე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. აქ გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ფაბ­რი­კაც იყო, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი, სკო­ლა, სა­ა­ვად­მყო­ფო. შემ­დეგ შე­წყდა წარ­მო­ე­ბა. ჩვენ ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დით. 1992 წელს ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია რომ იყო, სახ­ლში ორი მო­ხუ­ცი მყავ­და, დე­დამ­თი­ლი და ბი­ცო­ლა. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მო­ხუ­ცებს იქ ვე­ღარ შე­ვი­ნა­ხავ­დი და წა­ვე­დით გო­ნა­ში. ჩემი მე­უღ­ლე ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და, იმ წელს პენ­სი­ა­ში გა­ვი­და, მეც და­ვა­ნე­ბე სამ­სა­ხურს თავი და წა­მო­ვე­დით. გო­ნა­ში მი­ტა­ნი­ლი გვქონ­და ბლო­კი და სახ­ლი უნდა აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა. რომ მი­ვე­დით, ეს სახ­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო.

სა­ხუ­რავ­ში წყა­ლი ჩა­მო­დი­ო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხევ­რად დაშ­ლი­ლი იყო. ვიდ­რე ჩვენს სახ­ლს ავა­შე­ნებ­დით, შე­ვა­კე­თეთ, გა­დავ­ხუ­რეთ. 1992 წლი­დან ვცხოვ­რობთ აქ და რომ არა­ვინ მო­ვი­და, შე­მოვ­რჩით. შვი­დი ზამ­თა­რი სამი ოჯა­ხი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. ძა­ლი­ან რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი გვქონ­და, ღა­მით რომ დავ­წვე­ბო­დით, დი­ლით ჭი­ქა­ში წყა­ლი გა­ყი­ნუ­ლი გვხვდე­ბო­და. 2010 წელს კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი გა­ვუ­კე­თეთ, სა­ძირ­კვე­ლი გა­ვუ­მაგ­რეთ. სამი წე­ლი­წა­დი სა­სა­მარ­თლო მქონ­და. გე­ო­ლო­გი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს აქვს პრე­ტენ­ზი­აო. იმ პი­როვ­ნე­ბამ, ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბით მო­ხერ­ხა სახ­ლის გა­ფორ­მე­ბა, მაგ­რამ ჩა­მო­არ­თვეს უფ­ლე­ბე­ბი. ახლა სა­ბუ­თე­ბი მაქვს შე­ტა­ნი­ლი რა­ი­ონ­ში, რომ და­მი­კა­ნო­ნონ.

- სახ­ლი მთლი­ა­ნად ხი­საა?

- მე­ო­რე სარ­თუ­ლია ხის, ქვე­და ბლო­კი­თაა აშე­ნე­ბუ­ლი. შიგ­ნით ფა­ნე­რია გა­მოკ­რუ­ლი.

- ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, რამ­დე­ნად მყა­რია შე­ნო­ბა და ხშირ­მა მი­წისძვრამ ხომ არ იქო­ნია გავ­ლე­ნა?

- ხე არ ინ­გრე­ვა. ჩვენ სა­ძირ­კვე­ლი გა­ვუ­კე­თეთ, ბე­ტო­ნიც ჩა­ვას­ხით, მყა­რი და უსაფრ­თხოა.

- სულ რამ­დე­ნი ოთა­ხია?

- თა­ვი­დან რვა ოთა­ხი იყო. კო­ლი­დო­რუ­ლი სის­ტე­მაა. მერე შევ­ცვა­ლეთ, კო­რი­დო­რი ერთ ოთახ­თან გა­ვა­ერ­თი­ა­ნე და ერთ ოთახ­ში სა­ა­ბა­ზა­ნო გა­ვა­კე­თე. ახლა ექ­ვსი ოთა­ხია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მთა­ვა­რი ფოტო: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ვინ არის 80 წლის ქალი, რომელსაც ცნობილი რაჭული ხის სახლი ეკუთვნის - "ბევრი უცხოელი მოდის, აივანზე სურათებს იღებენ"

ვინ არის 80 წლის ქალი, რომელსაც ცნობილი რაჭული ხის სახლი ეკუთვნის - "ბევრი უცხოელი მოდის, აივანზე სურათებს იღებენ"

რაჭაში, სოფელ გონაში, ეს ძველი სახლი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლავას ნამუშევრით გაიცნო. დღეს ის უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს. სოფელ გონას კი სოციალურ ქსელში პატარა შვეიცარიაც უწოდეს.

ვინ ცხოვრობს ამ სახლში და როგორ გამოიყურება ის შიგნიდან. ამის შესახებ სახლის მასპინძელი, 80 წლის ნაზიკო ლობჯანიძე shin.ge-სთან საუბრობს. ის სახლში სტუმრების სიმცირეს არასდროს უჩივის. როგორც თავად ამბობს, ეს სახლი მომსვლელებს მცირე დროში აყვარებს თავს.

- ეს სახლი, დაახლოებით 1975 წელს აშენდა. გონაში გეოლოგების ჯგუფი მუშაობდა, ამ სახლში მუშები ცხოვრობდნენ. აქ გადამამუშავებელი ფაბრიკაც იყო, საბავშვო ბაღები, სკოლა, საავადმყოფო. შემდეგ შეწყდა წარმოება. ჩვენ ქუთაისში ვცხოვრობდით. 1992 წელს ქვეყანაში არეული სიტუაცია რომ იყო, სახლში ორი მოხუცი მყავდა, დედამთილი და ბიცოლა. გადავწყვიტეთ, რომ მოხუცებს იქ ვეღარ შევინახავდი და წავედით გონაში. ჩემი მეუღლე ქარხანაში მუშაობდა, იმ წელს პენსიაში გავიდა, მეც დავანებე სამსახურს თავი და წამოვედით. გონაში მიტანილი გვქონდა ბლოკი და სახლი უნდა აგვეშენებინა. რომ მივედით, ეს სახლი მიტოვებული იყო.

სახურავში წყალი ჩამოდიოდა, ფაქტობრივად, ნახევრად დაშლილი იყო. ვიდრე ჩვენს სახლს ავაშენებდით, შევაკეთეთ, გადავხურეთ. 1992 წლიდან ვცხოვრობთ აქ და რომ არავინ მოვიდა, შემოვრჩით. შვიდი ზამთარი სამი ოჯახი ერთად ვცხოვრობდით. ძალიან რთული პირობები გვქონდა, ღამით რომ დავწვებოდით, დილით ჭიქაში წყალი გაყინული გვხვდებოდა. 2010 წელს კაპიტალური რემონტი გავუკეთეთ, საძირკველი გავუმაგრეთ. სამი წელიწადი სასამართლო მქონდა. გეოლოგიის თანამშრომლებს აქვს პრეტენზიაო. იმ პიროვნებამ, ყალბი საბუთებით მოხერხა სახლის გაფორმება, მაგრამ ჩამოართვეს უფლებები. ახლა საბუთები მაქვს შეტანილი რაიონში, რომ დამიკანონონ.

- სახლი მთლიანად ხისაა?

- მეორე სართულია ხის, ქვედა ბლოკითაა აშენებული. შიგნით ფანერია გამოკრული.

- ამდენი წლის შემდეგ, რამდენად მყარია შენობა და ხშირმა მიწისძვრამ ხომ არ იქონია გავლენა?

- ხე არ ინგრევა. ჩვენ საძირკველი გავუკეთეთ, ბეტონიც ჩავასხით, მყარი და უსაფრთხოა.

- სულ რამდენი ოთახია?

- თავიდან რვა ოთახი იყო. კოლიდორული სისტემაა. მერე შევცვალეთ, კორიდორი ერთ ოთახთან გავაერთიანე და ერთ ოთახში სააბაზანო გავაკეთე. ახლა ექვსი ოთახია...წაიკითხეთ სრულად

მთავარი ფოტო: გიორგი ნიკოლავა

"მცირეწლოვანი ბავშვებით ვარ აქ... ჩემი სახლიღა დარჩა ნაპირზე და წაიღებს" -  ონში მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია

COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა - რა წერია შემაჯამებელ ანგარიშში