პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი უმე­ტეს­წი­ლად გარ­თო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, მათ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვერ ამო­ვიც­ნობთ და მკურ­ნა­ლო­ბას არ მივ­მარ­თავთ, აღ­ნიშ­ნულს შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ქონ­დეს არამ­ხო­ლოდ თქვენს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე არა­მედ ცხოვ­რე­ბის სხვა ას­პექ­ტებ­ზეც. თუ თქვენ ხში­რად გა­წუ­ხებთ მძაფ­რი, გა­უ­კონ­ტრე­ლე­ბე­ლი სურ­ვი­ლი, რომ იყი­დოთ ლა­ტა­რი­ის ბი­ლე­თე­ბი, ეს­ტუმ­როთ კა­ზი­ნოს, ითა­მა­შოთ სლოტ აპა­რა­ტებ­ზე, ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში ან ონ­ლა­ინ თქვენ შე­საძ­ლოა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყოთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა აწუ­ხებთ რო­გორც მა­მა­კა­ცებს, ასე­ვე ქა­ლებს.

თუ თქვენ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხართ:

  • გა­მუდ­მე­ბით გაქვთ თა­მა­შის სურ­ვი­ლი
  • თა­მა­შობთ იმის­თვის, რომ უკეთ იგ­რძნოთ თავი
  • ვერ აკონ­ტრო­ლებთ სა­კუ­თარ თავს
  • თა­მა­შის გამო აც­დენთ სამ­სა­ხურს და თავს არი­დებთ სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს
  • თავს არი­დებთ სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვას (კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი და სხვა) და თან­ხას თა­მა­შის­თვის იყე­ნებთ
  • ყი­დით ნივ­თებს იმის­თვის, რომ ითა­მა­შოთ
  • იპა­რავთ იმის­თვის, რომ ითა­მა­შოთ
  • იტყუ­ე­ბით თქვე­ნი ჩვე­ვე­ბის შე­სა­ხებ (იგუ­ლის­ხმე­ბა თა­მა­ში)
  • თავს გრძნობთ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლად და დამ­ნა­შა­ვედ თა­მა­შის შემ­დეგ
  • თა­მა­ში­სას მი­დი­ხართ უფრო და უფრო დიდ რის­კებ­ზე

თა­მა­ში დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს თქვენ სო­ცი­ა­ლურ და პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. თქვენ ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოთ სახ­ლი, სამ­სა­ხუ­რი, მან­ქა­ნა და სხვა სა­კუთ­რე­ბე­ბი. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხში­რად თა­მა­შობ­დეს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამოც­ნო­ბა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც იგი იწყებს თა­მაშს და გა­ჩე­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირს.

რა იწ­ვევს თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას?

რო­დე­საც თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხართ, თა­მა­ში­სას თქვე­ნი ტვი­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი წილი (ინ­სუ­ლა) ზედ­მე­ტად აქ­ტი­ურ­დე­ბა. მო­თა­მა­შის გო­ნე­ბას ამ დროს თა­მაშ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე რე­აქ­ცია აქვს, რო­გორც ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სას სას­მე­ლის და­ნახ­ვა­ზე. რაც უფრო გა­მოკ­ვე­ბავთ თქვენს ჩვე­ვას, მით უფრო რთუ­ლი გახ­დე­ბა მისი მო­რე­ვა.

რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას?

სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სას, თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მარ­თვა­დი პრო­ცე­სია. ჭა­მა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით თა­მა­ში არ არის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ობი­ექ­ტის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა სრუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია. თქვენ გჭირ­დე­ბათ ფი­ნან­სებ­თან ჯან­სა­ღი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა.

მკურ­ნა­ლო­ბის­თვის თა­მა­შის­თვის თა­ვის სრუ­ლად და­ა­ნე­ბე­ბაა სა­ჭი­რო ვი­ნა­ი­დან იშ­ვი­ათ­მა თა­მაშ­მაც კი შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს თქვე­ნი პრო­ვო­ცი­რე­ბა. სა­ჭი­როა იმ­პულ­სე­ბის სწო­რად კონ­ტრო­ლის მარ­თვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის სწავ­ლა. ზო­გა­დად, თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მსგავ­სად ხდე­ბა.

იმი­სათ­ვის, რომ იმ­კურ­ნა­ლოთ მი­მარ­თეთ სპე­ცი­ა­ლისტს (ფსი­ქო­ლოგს), და­სა­ხეთ მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მა და და­ი­წყეთ ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა­ზე ზრუნ­ვა.

წყა­რო: https://www.healthline.com/health/addiction/gambling

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები უმეტესწილად გართობასთან ასოცირდება, მათზე დამოკიდებულება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ვერ ამოვიცნობთ და მკურნალობას არ მივმართავთ, აღნიშნულს შესაძლოა საკმაოდ ნეგატიური გავლენა ქონდეს არამხოლოდ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე არამედ ცხოვრების სხვა ასპექტებზეც. თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ მძაფრი, გაუკონტრელებელი სურვილი, რომ იყიდოთ ლატარიის ბილეთები, ესტუმროთ კაზინოს, ითამაშოთ სლოტ აპარატებზე, ტოტალიზატორში ან ონლაინ თქვენ შესაძლოა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყოთ. აღნიშნული პრობლემა აწუხებთ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს.

თუ თქვენ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ხართ:

  • გამუდმებით გაქვთ თამაშის სურვილი
  • თამაშობთ იმისთვის, რომ უკეთ იგრძნოთ თავი
  • ვერ აკონტროლებთ საკუთარ თავს
  • თამაშის გამო აცდენთ სამსახურს და თავს არიდებთ სხვა პასუხისმგებლობებს
  • თავს არიდებთ საჭირო ხარჯების გაწევას (კომუნალური გადასახადები და სხვა) და თანხას თამაშისთვის იყენებთ
  • ყიდით ნივთებს იმისთვის, რომ ითამაშოთ
  • იპარავთ იმისთვის, რომ ითამაშოთ
  • იტყუებით თქვენი ჩვევების შესახებ (იგულისხმება თამაში)
  • თავს გრძნობთ განადგურებულად და დამნაშავედ თამაშის შემდეგ
  • თამაშისას მიდიხართ უფრო და უფრო დიდ რისკებზე

თამაში დიდ გავლენას ახდენს თქვენ სოციალურ და პირად ურთიერთობებზე. თქვენ ასევე, შეიძლება დაკარგოთ სახლი, სამსახური, მანქანა და სხვა საკუთრებები. არ არის აუცილებელი, რომ თამაშზე დამოკიდებული ადამიანი ხშირად თამაშობდეს, დამოკიდებულებას ამოცნობა ხდება მაშინ, როდესაც იგი იწყებს თამაშს და გაჩერება ძალიან უჭირს.

რა იწვევს თამაშზე დამოკიდებულებას?

როდესაც თამაშზე დამოკიდებული ხართ, თამაშისას თქვენი ტვინის ცენტრალური წილი (ინსულა) ზედმეტად აქტიურდება. მოთამაშის გონებას ამ დროს თამაშზე დაახლოებით იგივე რეაქცია აქვს, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანისას სასმელის დანახვაზე. რაც უფრო გამოკვებავთ თქვენს ჩვევას, მით უფრო რთული გახდება მისი მორევა.

როგორ ვუმკურნალოთ თამაშზე დამოკიდებულებას?

სწორი მკურნალობისას, თამაშზე დამოკიდებულება მართვადი პროცესია. ჭამაზე დამოკიდებული ადამიანებისგან განსხვავებით თამაში არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და თქვენი დამოკიდებულების ობიექტის გარეშე ცხოვრება სრულად შესაძლებელია. თქვენ გჭირდებათ ფინანსებთან ჯანსაღი და დაბალანსებული ურთიერთობისთვის საჭირო უნარების გამომუშავება.

მკურნალობისთვის თამაშისთვის თავის სრულად დაანებებაა საჭირო ვინაიდან იშვიათმა თამაშმაც კი შეიძლება მოახდინოს თქვენი პროვოცირება. საჭიროა იმპულსების სწორად კონტროლის მართვის მექანიზმების სწავლა. ზოგადად, თამაშზე დამოკიდებულების მკურნალობა სხვა დამოკიდებულებების მსგავსად ხდება.

იმისათვის, რომ იმკურნალოთ მიმართეთ სპეციალისტს (ფსიქოლოგს), დასახეთ მკურნალობის გეგმა და დაიწყეთ ცხოვრების წესის შეცვლაზე ზრუნვა.

წყარო: https://www.healthline.com/health/addiction/gambling

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს - სებ-ის გაფრთხილება

როგორ ატარებს საქართველოში დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული (ფოტო)

"შავი ჭირით 26 წლის ბიჭი მოგვიკვდა... დღემდე იმის სურათი კედელზე გვაქვს" - 92 წლის ქალი პანდემიასა და მძიმე წარსულზე, როცა "მტრის შვილად" გამოაცხადეს