სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფეთქება რომ მოხდა, მამას დაურეკა: დამწვარი ვარ და დედა გამოუშვიო" - რა მდგომარეობაშია 39 წლის მამაკაცი, რომელიც გურამიშვილზე გაზის აფეთქების დროს მძიმედ დაშავდა
"აფეთქება რომ მოხდა, მამას დაურეკა: დამწვარი ვარ და დედა გამოუშვიო" - რა მდგომარეობაშია 39 წლის მამაკაცი, რომელიც გურამიშვილზე გაზის აფეთქების დროს მძიმედ დაშავდა

19 ოქ­ტომ­ბერს, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე 16-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. ოთხი სარ­თუ­ლის ჩა­მონ­გრე­ვა ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში გა­ზის დაგ­რო­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

ოთხ და­შა­ვე­ბულს შო­რის ყვე­ლა­ზე მძი­მეა 39 წლის სოსო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. სწო­რედ მის სახ­ლში მოხ­და აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად, კორ­პუ­სი სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გი­სი გა­ხა­და.

დი­ა­ნა ბუხ­რი­კი­ძე სოსო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია, AMBEBI.GE სწო­რედ მას და­უ­კავ­შირ­და და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სარ­კვე­ვად. ინ­ტერ­ვი­უს დროს ბუხ­რი­კი­ძეს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს:

"სოსო სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე მდგო­მა­რო­ე­ბა­შია, უკე­თე­სო­ბის­კენ სა­უ­ბა­რი ჯერ არ შე­მიძ­ლია... თა­ვი­დან­ვე კონ­ტაქ­ტუ­რი იყო, არც ახ­ლაა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ სხე­უ­ლის 60-65 პრო­ცენ­ტი დამ­წვა­რი აქვს. ექი­მე­ბი პროგ­ნოზს ვერ აკე­თე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ წუთს დამ­ძიმ­დეს და ამ რე­ჟიმ­ში ვართ...

ვე­რა­ფერს ვამ­ბობთ, ექი­მე­ბიც ვე­რა­ფერს გვე­უბ­ნე­ბი­ან. შო­კურ­მა 72-მა სა­ათ­მა გა­ი­ა­რა, მაგ­რამ ახლა უკვე სი­ცხე­ე­ბი და­ე­წყო. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­ერ­თოდ, დამ­წვრო­ბა არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია და რა წუთს რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის.

- სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლია?

- სა­ნამ შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ ახლა წამ­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ არის. მე თა­ვად არ მი­ნა­ხავს, არა­ვის არ უშ­ვე­ბენ. აფეთ­ქე­ბა რომ მოხ­და, მა­მას და­უ­რე­კა - დამ­წვა­რი ვარ და დედა გა­მო­უშ­ვით, არ ინერ­ვი­უ­ლო­თო. რო­გორც კი გა­თი­შა ტე­ლე­ფო­ნი, მა­შინ­ვე და­ე­ცა. არ ვიცი, ეს ზარი ალ­ბათ ინ­სტიქ­ტუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

სოსო ამ სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რობ­და. ახა­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და ბინა. მისი იყო ეს სახ­ლი, ქი­რით არ ყო­ფი­ლა. ვერ გე­ტყვით რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო გაზ­გა­მათ­ბო­ბე­ლი, მაგ­რამ არ მჯე­რა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის, რომ გა­ზის ხე­ლო­სანს კარს არ უღებ­და. მარ­თა­ლია, ყვე­ლა­ფერს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, მაგ­რამ ასე­თი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია.

სოსო დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მუ­შა­ობ­და, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, გა­და­სა­ხადს არ და­ე­მა­ლე­ბო­და, მა­გი­სი გა­ჭირ­ვე­ბა არა­სო­დეს ჰქო­ნია, ახალ­გაზ­რდა ბი­ჭია, მუ­შა­ობს, ერთ-ერთ წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში. მარ­თლა გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ­ბო­ბენ, გაზი კუს­ტა­რუ­ლად ჰქონ­და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლიო, სოსო ასე­თი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის. დროც არ ჰქონ­და და სახ­ლშიც არ იყო ფაქ­ტი­უ­რად. დი­ლი­დან გვი­ა­ნო­ბამ­დე მუ­შა­ობ­და.

ამ წამს მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, რომ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს... სოსო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭია, იუ­მო­რით სავ­სე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ტი­ბა­ა­ნე­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლია. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს. არ ვიცი, მეტი რა გი­თხრათ, და­ხო­ცი­ლე­ბი ვართ. სოსო დე­დი­სერ­თაა, ჩვენ და-ძმა­სა­ვით ვართ...

ავტორი:

"აფეთქება რომ მოხდა, მამას დაურეკა: დამწვარი ვარ და დედა გამოუშვიო" - რა მდგომარეობაშია 39 წლის მამაკაცი, რომელიც გურამიშვილზე გაზის აფეთქების დროს მძიმედ დაშავდა

"აფეთქება რომ მოხდა, მამას დაურეკა: დამწვარი ვარ და დედა გამოუშვიო" - რა მდგომარეობაშია 39 წლის მამაკაცი, რომელიც გურამიშვილზე გაზის აფეთქების დროს მძიმედ დაშავდა

19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირზე 16-სართულიან კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. ოთხი სართულის ჩამონგრევა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

ოთხ დაშავებულს შორის ყველაზე მძიმეა 39 წლის სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოშია. სწორედ მის სახლში მოხდა აფეთქება, რომელმაც ფაქტობრივად, კორპუსი საცხოვრებლად უვარგისი გახადა.

დიანა ბუხრიკიძე სოსო ჯავახიშვილის ბიძაშვილია, AMBEBI.GE სწორედ მას დაუკავშირდა დაშავებულის მდგომარეობის გასარკვევად. ინტერვიუს დროს ბუხრიკიძეს შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს:

"სოსო სტაბილურად მძიმე მდგომაროებაშია, უკეთესობისკენ საუბარი ჯერ არ შემიძლია... თავიდანვე კონტაქტური იყო, არც ახლაა კომატოზურ მდგომარეობაში, მაგრამ სხეულის 60-65 პროცენტი დამწვარი აქვს. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ, შეიძლება ყოველ წუთს დამძიმდეს და ამ რეჟიმში ვართ...

ვერაფერს ვამბობთ, ექიმებიც ვერაფერს გვეუბნებიან. შოკურმა 72-მა საათმა გაიარა, მაგრამ ახლა უკვე სიცხეები დაეწყო. განადგურებულები ვართ, საერთოდ, დამწვრობა არაპროგნოზირებადია და რა წუთს რა იქნება, არავინ იცის.

- საუბარი შეუძლია?

- სანამ შოკურ მდგომარეობაში იყო, ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა წამლების ზემოქმედების ქვეშ არის. მე თავად არ მინახავს, არავის არ უშვებენ. აფეთქება რომ მოხდა, მამას დაურეკა - დამწვარი ვარ და დედა გამოუშვით, არ ინერვიულოთო. როგორც კი გათიშა ტელეფონი, მაშინვე დაეცა. არ ვიცი, ეს ზარი ალბათ ინსტიქტურად განახორციელა.

სოსო ამ სახლში მარტო ცხოვრობდა. ახალი გარემონტებული ჰქონდა ბინა. მისი იყო ეს სახლი, ქირით არ ყოფილა. ვერ გეტყვით რა მდგომარეობაში იყო გაზგამათბობელი, მაგრამ არ მჯერა იმ ინფორმაციის, რომ გაზის ხელოსანს კარს არ უღებდა. მართალია, ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ ასეთი რამ გამორიცხულია.

სოსო დილიდან საღამომდე მუშაობდა, ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, გადასახადს არ დაემალებოდა, მაგისი გაჭირვება არასოდეს ჰქონია, ახალგაზრდა ბიჭია, მუშაობს, ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მართლა გაოცებული ვარ, რომ ამბობენ, გაზი კუსტარულად ჰქონდა დამონტაჟებულიო, სოსო ასეთი არასერიოზული ადამიანი არ არის. დროც არ ჰქონდა და სახლშიც არ იყო ფაქტიურად. დილიდან გვიანობამდე მუშაობდა.

ამ წამს მივიღე ინფორმაცია, რომ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს... სოსო არაჩვეულებრივი ბიჭია, იუმორით სავსე, არაჩვეულებრივი ტიბაანელი ჯავახიშვილია. ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანი, ყველას ძალიან უყვარს. არ ვიცი, მეტი რა გითხრათ, დახოცილები ვართ. სოსო დედისერთაა, ჩვენ და-ძმასავით ვართ...

კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

წილკნის ეპარქია მეუფე ზოსიმეს მისამართით გამოთქმულ  სკანდალურ ბრალდებაზე : "ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას"

"ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება" - საპატრიარქო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ განცხადებას ავრცელებს