პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან აქტუარები და რატომ ზრუნავს „ალდაგი“ ამ პროფესიის პოპულარიზაციაზე?
ვინ არიან აქტუარები და რატომ ზრუნავს „ალდაგი“ ამ პროფესიის პოპულარიზაციაზე?

აქ­ტუ­ა­რის პრო­ფე­სია სა­და­ზღვეო სექ­ტო­რის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. აქ­ტუ­ა­რი - სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის მა­თე­მა­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფორ­მუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ით­ვლის და აა­ნა­ლი­ზებს რის­კებს, რაც კომ­პა­ნი­ის მდგრა­დო­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

აქ­ტუ­ა­რის პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, სა­და­ზღვეო კომ­პა­ნია „ალ­და­გის“ პარტნი­ო­რო­ბით თბი­ლის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტუ­ა­რუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის ზო­გა­დი და­ზღვე­ვის სექ­ცი­ის, ASTIN-ის კონ­ფე­რენ­ცია - ASTIN CAUCASUS LOCAL CHAPTER გა­იხ­სნა. კონ­ფე­რენ­ცია ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და მისი მი­ზა­ნი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო და ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შეკ­რე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. შედ­გა პრაქ­ტი­კუ­ლი ვორ­ქშო­ფე­ბი და მოხ­სე­ნე­ბე­ბი სფე­რო­ში არ­სე­ბულ მიღ­წე­ვებ­სა თუ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, სა­დაც ქარ­თველ სპე­ცი­ლის­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, მო­ეს­მი­ნათ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნებ­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­სა­ზღვე­ვო ბიზ­ნე­სი წლი­დან წლამ­დე აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო მეტ კვა­ლი­ფი­ცი­ურ აქ­ტუ­არ­ზე ჩნდე­ბა მო­თხოვ­ნა, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ა­რებს ამ­ზა­დებს. სწო­რედ ამი­ტომ, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ალ­დაგ­მა მზა­ო­ბა გა­მოთ­ქვა, მხა­რი და­უ­ჭი­როს სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ა­რებს, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მე­ბი მთლი­ა­ნად მორ­გე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­და­ზღვე­ვო ბიზ­ნე­სი­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს - რის­კე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი, გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის სა­კი­თხი, პრო­დუქ­ტე­ბი, ტა­რი­ფე­ბი, ბაზ­რის სტა­ტის­ტი­კა, პრაქ­ტი­კუ­ლი ქე­ი­სე­ბი, გა­და­ზღვე­ვის გა­და­წყვე­ტე­ბი, მო­ნა­ცემ­თა მნიშ­ვნე­ლო­ბა, აქ­ტუ­ა­რუ­ლი შე­ფა­სე­ბი­სა და რის­კის მო­დე­ლე­ბი.

კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნა­ზე აუ­დი­ტო­რი­ას სი­ტყვით მი­მარ­თეს და სა­ქარ­თვე­ლოს და­ზღვე­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ონოფ­რიშ­ვილ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტუ­ა­რუ­ლი ასო­ცი­ა­ი­ცი­ის ზო­გა­დი და­ზღვე­ვის სექ­ცი­ის ASTIN-ის თავ­მჯდო­მა­რემ ფრენკ სა­ი­პერ­სმა.

ფრენკ სა­ი­პერ­სის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­და­ზღვეო ბა­ზა­რი სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი აქ­ტუ­ა­რის უნა­რე­ბი უფრო და უფრო სა­ჭი­რო ხდე­ბა.

„ახლა ბა­ზა­რი სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა ამას­თან ერ­თად, სა­ჭი­როა სა­მარ­თლი­ა­ნი ტა­რი­ფე­ბის და­წე­სე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ ტა­რი­ფი სა­მარ­თლი­ა­ნი იყოს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს მომ­ხმა­რებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბაც და კომ­პა­ნი­ის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბაც. სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ამ რის­კე­ბი იმგვა­რად უნდა გა­ი­ან­გა­რი­შოს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოს - კომ­პა­ნი­ის რე­ზერ­ვე­ბით 2-5 წე­ლი­წად­ში და­ნა­კარ­გე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას შეძ­ლებს და სა­ბო­ლო­ოდ, მდგრა­დი გახ­დე­ბა. სწო­რედ ამ რის­კე­ბის გა­ან­გა­რი­შე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ აქ­ტუ­ა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თუ კომ­პა­ნი­ას წარ­მა­ტე­ბა სურს, მუ­დამ ფორ­მა­ში უნდა ჰყავ­დეს“ - აღ­ნიშ­ნა ფრენკ სა­ი­პერ­სმა.

„ალ­და­გი“ ის­ტო­რი­უ­ლად აქ­ტუ­ა­რე­ბის მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და გა­მოც­დი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. „ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა დაგ­რო­ვი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ გვინ­და, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და ამ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას. გვი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მას­პინ­ძე­ლია და აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ინ­ტე­რე­სიც და სა­ჭი­რო­ე­ბაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად,“- აღ­ნიშ­ნა „ალ­და­გის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

კონ­ფე­რენ­ცი­ი­სა და აქ­ტუ­ა­რის პრო­ფე­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი ASTIN-ის მე­ნე­ჯმენ­ტის ქარ­თველ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირი­ნა სი­ხა­რუ­ლი­ძე­მაც ისა­უბ­რა. მისი გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ASTIN-ის ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ფი­ლი­ა­ლი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯანს, სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ASTIN-ის მი­ზა­ნია, აქ­ტუ­ა­რე­ბის ანუ სა­და­ზღვეო მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი­სა და რისკ-ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნის ამაღ­ლე­ბა და, და­სავ­ლეთ ევ­რო­პის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით, სტან­დარ­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ვი­სა­უბ­რეთ ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის მო­თხოვ­ნე­ბის და­კონ­კრე­ტე­ბა­ზე. ზო­გა­დად, სა­და­ზღვეო პრო­დუქ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა იზ­რდე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ზღვე­ვა, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა თუ აგ­რო­და­ზღვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა მო­თხოვ­ნა, რომ ერთი მხრივ, პრო­დუქ­ტე­ბი იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მე­ო­რე მხრივ, კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან რის­კე­ბის დათ­ვლა და რე­ზერ­ვე­ბის აგე­ბა ხდე­ბო­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად. სწო­რედ ამი­ტო­მაა სა­ჭი­რო აქ­ტუ­ა­რის პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში,“- აღ­ნიშ­ნა მან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ არიან აქტუარები და რატომ ზრუნავს „ალდაგი“ ამ პროფესიის პოპულარიზაციაზე?

ვინ არიან აქტუარები და რატომ ზრუნავს „ალდაგი“ ამ პროფესიის პოპულარიზაციაზე?

აქტუარის პროფესია სადაზღვეო სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია. აქტუარი - სადაზღვევო კომპანიის მათემატიკოსია, რომელიც მათემატიკური ფორმულების გამოყენებით ითვლის და აანალიზებს რისკებს, რაც კომპანიის მდგრადობას და განვითარებას უზრუნველყოფს.

აქტუარის პროფესიის განვითარებისთვის, სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“ პარტნიორობით თბილისში საერთაშორისო აქტუარული ასოციაციის ზოგადი დაზღვევის სექციის, ASTIN-ის კონფერენცია - ASTIN CAUCASUS LOCAL CHAPTER გაიხსნა. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი იყო საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტების შეკრება და გამოცდილების გაზიარება. შედგა პრაქტიკული ვორქშოფები და მოხსენებები სფეროში არსებულ მიღწევებსა თუ გამოწვევებზე, სადაც ქართველ სპეცილისტებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ევროპული ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილება და განევითარებინათ საკუთარი პროფესიული ცოდნა და უნარები.

ჩვენს ქვეყანაში დასაზღვევო ბიზნესი წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება, შესაბამისად, უფრო მეტ კვალიფიციურ აქტუარზე ჩნდება მოთხოვნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში არ არსებობს სასწავლო პროგრამა, რომელიც აქტუარებს ამზადებს. სწორედ ამიტომ, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მზაობა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს სხვადასხვა ინიციატივებს, რომელიც აქტუარებს, როგორც პროფესიონალებს, განვითარებაში დაეხმარება.

ორდღიანი კონფერენციის თემები მთლიანად მორგებული იყო საქართველოს სადაზღვევო ბიზნესისისთვის მნიშვნელოვან საკითხებს - რისკების მენეჯმენტი, გადახდისუნარიანობის საკითხი, პროდუქტები, ტარიფები, ბაზრის სტატისტიკა, პრაქტიკული ქეისები, გადაზღვევის გადაწყვეტები, მონაცემთა მნიშვნელობა, აქტუარული შეფასებისა და რისკის მოდელები.

კონფერენციის გახსნაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა და საერთაშორისო აქტუარული ასოციაიციის ზოგადი დაზღვევის სექციის ASTIN-ის თავმჯდომარემ ფრენკ საიპერსმა.

ფრენკ საიპერსის თქმით, საქართველოში სადაზღვეო ბაზარი სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, პროფესიონალი აქტუარის უნარები უფრო და უფრო საჭირო ხდება.

„ახლა ბაზარი სწრაფად ვითარდება, თუმცა ამასთან ერთად, საჭიროა სამართლიანი ტარიფების დაწესება. იმისათვის, რომ ტარიფი სამართლიანი იყოს, გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებლის საჭიროებაც და კომპანიის გადახდისუნარიანობაც. სადაზღვევო კომპანიამ რისკები იმგვარად უნდა გაიანგარიშოს, რომ დარწმუნებული იყოს - კომპანიის რეზერვებით 2-5 წელიწადში დანაკარგების ანაზღაურებას შეძლებს და საბოლოოდ, მდგრადი გახდება. სწორედ ამ რისკების გაანგარიშებას უზრუნველყოფენ აქტუარები, რომლებიც თუ კომპანიას წარმატება სურს, მუდამ ფორმაში უნდა ჰყავდეს“ - აღნიშნა ფრენკ საიპერსმა.

„ალდაგი“ ისტორიულად აქტუარების მაღალი პროფესიონალიზმით და გამოცდილებით გამოირჩევა. „ჩვენს კომპანიაში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილებაა დაგროვილი. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ პროფესიის განვითარებას და ამ სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებას. გვიხარია, რომ საქართველო რეგიონული კონფერენციის მასპინძელია და აღმოვაჩინეთ, რომ ინტერესიც და საჭიროებაც საკმაოდ მაღალია მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად,“- აღნიშნა „ალდაგის“ წარმომადგენელმა.

კონფერენციისა და აქტუარის პროფესიის მნიშვნელობაზე კომენტარი ASTIN-ის მენეჯმენტის ქართველმა წარმომადგენელმა ირინა სიხარულიძემაც ისაუბრა. მისი განცხადებით, სწორედ კონფერენციის ჩატარების პერიოდში ჩამოყალიბდა ASTIN-ის ამიერკავკასიის ფილიალი, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ითვალისწინებს.

„ASTIN-ის მიზანია, აქტუარების ანუ სადაზღვეო მათემატიკოსებისა და რისკ-ანალიტიკოსების პროფესიული დონის ამაღლება და, დასავლეთ ევროპის გამოცდილების გაზიარებით, სტანდარტების ჩამოყალიბება. ვისაუბრეთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკონკრეტებაზე. ზოგადად, სადაზღვეო პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, იქნება ეს ავტომობილის დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა თუ აგროდაზღვევა, შესაბამისად, ჩნდება მოთხოვნა, რომ ერთი მხრივ, პროდუქტები იყოს ხელმისაწვდომი და მეორე მხრივ, კომპანიების მხრიდან რისკების დათვლა და რეზერვების აგება ხდებოდეს პროფესიონალურად. სწორედ ამიტომაა საჭირო აქტუარის პროფესიის განვითარება საქართველოში,“- აღნიშნა მან.

პოპულარული იტალიური ბრენდი Cam, როგორც ექსპერტი და ლიდერი ბაზარზე - გაიგეთ მეტი ბავშვის უსაფრთხოებაზე...

ახალი სასკოლო ინვენტარი და ტექნიკა შატილის ახალ სკოლაში - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ და „ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ინიციატივა

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება