მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გაზმა დაიწყო დაგროვება, ის ავტომატურად კეტავს მიწოდებას" - მოსახლეობას გაზის დეტექტორებს დაუმონტაჟებენ?
"თუ გაზმა დაიწყო დაგროვება, ის ავტომატურად კეტავს მიწოდებას" - მოსახლეობას გაზის დეტექტორებს დაუმონტაჟებენ?

"თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის გი­ორ­გი ლეფსვე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­ზის მომ­ხმა­რებ­ლებს დე­ტექ­ტო­რი უნდა და­უ­მონ­ტაჟ­დეთ, რო­მე­ლიც გა­ზის დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მცხოვ­რებ­ლებს გა­აფრ­თხი­ლებს და და­კე­ტავს სახ­ლში გა­ზის მი­წო­დე­ბას.

ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ლეფსვე­რი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „Newsroom”-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დე­ტექ­ტო­რე­ბის და­ყე­ნე­ბის გარ­და, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ღია წვის და­ნად­გა­რე­ბის სახ­ლში გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე უნდა აიკ­რძა­ლოს.

"გა­ზის შე­დე­გად უბე­დუ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვის ორი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, ეს არის გა­ზის დაგ­რო­ვე­ბა/აფეთ­ქე­ბა და მე­ო­რე - CO-ს დაგ­რო­ვე­ბა. ჩვენ გვინ­და გა­ზის დაგ­რო­ვე­ბის პრე­ვენ­ცია, რომ გა­ზის ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს ჰქონ­დეს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი დე­ტექ­ტო­რი და ელექტრო­ონ­კა­ნი. ეს დე­ტექ­ტო­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სახ­ლში ან სა­დარ­ბა­ზო­ში მრი­ცხველ­თან და­მონ­ტა­ჟე­ბულ ელექტრო­ონ­კან­თან და ახ­დენს პრე­ვენ­ცი­ას.

თუ თქვენ­თან გაზ­მა და­ი­წყო დაგ­რო­ვე­ბა, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად კე­ტავს და გა­დას­ცემს სიგ­ნალს ელექტრო­ონ­კანს და ავ­ტო­მა­ტუ­რად კე­ტავს თქვენ სახ­ლში გა­ზის მი­წო­დე­ბას. არამ­ხო­ლოდ ხმო­ვან სიგ­ნალს გაძ­ლევთ, არა­მედ თქვენ ჩა­უ­რევ­ლად კე­ტავს გა­ზის მი­წო­დე­ბას.

ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის პო­ზი­ცი­აა, რომ მსგავ­სი დე­ტექ­ტო­რით აღ­ჭურ­ვი­ლი იყოს გა­ზის ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლი და მე­ო­რე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე აიკ­რძა­ლოს ღია წვის და­ნად­გა­რე­ბის სახ­ლში გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს უკვე კა­ნონ­მდებ­ლო­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა, რო­გორ გა­წე­რენ. ამ სა­კი­თხზე ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სე­მეკ­თან, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან და მიმ­დი­ნა­რე­ობს ამა­ზე მუ­შა­ო­ბა" - ამ­ბობს "თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

ლეფსვე­რი­ძე გა­ზის მომ­ხმა­რებ­ლებს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

„უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­წყე­ბა გათ­ბო­ბის სე­ზო­ნი, და­ი­ხუ­რე­ბა ფან­ჯრე­ბი და შე­იქ­მნე­ბა და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე, ამი­ტომ ჩვენ მომ­ხმა­რე­ბელს მო­ვუ­წო­დებთ - გა­მო­ი­ჩი­ნონ ყუ­რა­დღე­ბა, და­უ­ჯე­რონ ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­თი­თე­ბებს.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ბოლო, თუ სწო­რად მახ­სოვს 17 შემ­თხვე­ვა, იყო და­გი­რა­ვე­ბულ და და­ქი­რა­ვე­ბულ სახ­ლებ­ში. თუ ბი­ნას ქი­რა­ობთ ან აპი­რებთ და­გი­რა­ვე­ბას, დაგ­ვი­რე­კეთ ცხელ ხაზ­ზე - 240 40 04 და ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მაქ­სი­მუმ მე­ო­რე დღეს შე­ა­მოწ­მე­ბენ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სახ­ლში“, - გა­ნა­ცხა­და ლეფსვე­რი­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თუ გაზმა დაიწყო დაგროვება, ის ავტომატურად კეტავს მიწოდებას" - მოსახლეობას გაზის დეტექტორებს დაუმონტაჟებენ?

"თუ გაზმა დაიწყო დაგროვება, ის ავტომატურად კეტავს მიწოდებას" - მოსახლეობას გაზის დეტექტორებს დაუმონტაჟებენ?

"თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, გაზის მომხმარებლებს დეტექტორი უნდა დაუმონტაჟდეთ, რომელიც გაზის დაგროვების შემთხვევაში მცხოვრებლებს გააფრთხილებს და დაკეტავს სახლში გაზის მიწოდებას.

ამის შესახებ გიორგი ლეფსვერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „Newsroom”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დეტექტორების დაყენების გარდა, უბედური შემთხვევების პრევენციისთვის ღია წვის დანადგარების სახლში გამოყენება საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს.

"გაზის შედეგად უბედურების გამოწვევის ორი მიზეზი არსებობს, ეს არის გაზის დაგროვება/აფეთქება და მეორე - CO-ს დაგროვება. ჩვენ გვინდა გაზის დაგროვების პრევენცია, რომ გაზის ყველა მომხმარებელს ჰქონდეს დამონტაჟებული დეტექტორი და ელექტროონკანი. ეს დეტექტორი დაკავშირებულია სახლში ან სადარბაზოში მრიცხველთან დამონტაჟებულ ელექტროონკანთან და ახდენს პრევენციას.

თუ თქვენთან გაზმა დაიწყო დაგროვება, ის ავტომატურად კეტავს და გადასცემს სიგნალს ელექტროონკანს და ავტომატურად კეტავს თქვენ სახლში გაზის მიწოდებას. არამხოლოდ ხმოვან სიგნალს გაძლევთ, არამედ თქვენ ჩაურევლად კეტავს გაზის მიწოდებას.

ჩვენი კომპანიის პოზიციაა, რომ მსგავსი დეტექტორით აღჭურვილი იყოს გაზის ყველა მომხმარებელი და მეორე, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს ღია წვის დანადგარების სახლში გამოყენება. ეს უკვე კანონმდებლობის პრეროგატივაა, როგორ გაწერენ. ამ საკითხზე ჩვენ ვთანამშრომლობთ სემეკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და მიმდინარეობს ამაზე მუშაობა" - ამბობს "თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე.

ლეფსვერიძე გაზის მომხმარებლებს სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

„უახლოეს დღეებში დაიწყება გათბობის სეზონი, დაიხურება ფანჯრები და შეიქმნება დახურული სივრცე, ამიტომ ჩვენ მომხმარებელს მოვუწოდებთ - გამოიჩინონ ყურადღება, დაუჯერონ ჩვენი სპეციალისტების მითითებებს.

უბედური შემთხვევებიდან ბოლო, თუ სწორად მახსოვს 17 შემთხვევა, იყო დაგირავებულ და დაქირავებულ სახლებში. თუ ბინას ქირაობთ ან აპირებთ დაგირავებას, დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე - 240 40 04 და ჩვენი სპეციალისტები მაქსიმუმ მეორე დღეს შეამოწმებენ, რა მდგომარეობაა სახლში“, - განაცხადა ლეფსვერიძემ.

"ვოლვო ქარსის" ახალი კლიმატური გეგმა

"ძალიან გავხდი, სამ თვეში 28 კილოგრამი დავიკელი" - რატომ მოხვდა ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში

ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენისთვის მილიონ დოლარს გაიღებს