პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქალი, რომელიც ხაჭაპურის საუკეთესო მცხობელად დასახელდა - "უბრალო, იმერული ოჯახის დიასახლისი ვარ"
ვინ არის ქალი, რომელიც ხაჭაპურის საუკეთესო მცხობელად დასახელდა - "უბრალო, იმერული ოჯახის დიასახლისი ვარ"

ზუგ­დი­დის სო­ფელ რუხ­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ხა­ჭა­პუ­რის ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ტარ­და. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და ყვე­ლა სა­ხის ხა­ჭა­პუ­რი - მეგ­რუ­ლი, იმე­რუ­ლი, აჭა­რუ­ლი, გუ­რუ­ლი, რა­ჭუ­ლი, სვა­ნუ­რი, მეს­ხუ­რი, ქის­ტუ­რი, ოსუ­რი, თუ­შუ­რი...

ფეს­ტი­ვა­ლი ასე­ვე მო­ი­ცავ­და რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ხა­ჭა­პუ­რის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის მომ­ზა­დე­ბის კონ­კურსს. კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კი სპე­ცი­ა­ლურ­მა ჟი­უ­რიმ შვიდ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მო­ავ­ლი­ნა.

სა­უ­კე­თე­სო მცხო­ბე­ლის სტა­ტუ­სი იმე­რელ­მა დი­ა­სახ­ლის­მა ნა­ი­ლი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა. ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის თქმით, გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი არ ჰქონ­და, რად­გან კონ­კურ­სში ცნო­ბი­ლი რეს­ტორ­ნე­ბის მზა­რე­უ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ:

"უბ­რა­ლო, იმე­რუ­ლი ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ვარ. არ ვა­პი­რებ­დი ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, რად­გან ვი­ცო­დი, რომ აქ ცნო­ბი­ლი რეს­ტორ­ნის მზა­რე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ მოწ­ვე­უ­ლე­ბი, ამი­ტომ თავს ვი­კა­ვებ­დი... მაგ­რამ მთხო­ვეს, რომ უნდა მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. არ ვე­ლო­დი ამ გა­მარ­ჯვე­ბას" - ამ­ბობს ნა­ი­ლი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის და ფორ­მის ხა­ჭა­პუ­რე­ბი მომ­ზად­და. მათ შო­რის, თაფ­ლით, ჭინჭრით, ჭარხლით, მწყრის ხორ­ცით და მაყ­ვლით.

ჟი­უ­რის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის სია კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: მეგ­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი გემო - ბელა კუპ­რა­ვა, ხა­ჭა­პუ­რის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ა­ცია - რეს­ტო­რა­ნი "მენ­ძე­ლი", ყვე­ლა­ზე სწრა­ფი მცხო­ბე­ლი - და­რე­ჯან ყო­ლან­და­რია, სა­უ­კე­თე­სო მცხო­ბე­ლი - ნელი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ვი­ზი­ტორ­თა რჩე­უ­ლი ხა­ჭა­პუ­რი - "ოკო" სა­ცხო­ბი ქუ­თა­ი­სი­დან, მო­მა­ვა­ლის ხა­ჭა­პუ­რი - კო­ლე­ჯი "ახა­ლი ტალ­ღა", სა­უ­კე­თე­სო ხა­ჭა­პუ­რი - რეს­ტო­რა­ნი "შინ­და­გო­რი". ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ სტუმ­რებს 3-მეტ­რი­ა­ნი გებ­ჟა­ლი­ის და 4 მეტ­რი­ა­ნი ხა­ჭა­პუ­რის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სის ნახ­ვა და მათი და­გე­მოვ­ნე­ბა შე­ეძ­ლოთ.

"ხა­ჭა­პუ­რის ფეს­ტი­ვა­ლი" სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (DMO) ორ­გა­ნი­ზე­ბით და USAID პრო­ექ­ტი "ზრდას", სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, რუ­ხის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის, სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის და რე­გი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. ფეს­ტი­ვალ­ზე ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ცნო­ბი­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბის მას­ტერ-კლა­სე­ბი, მათ შო­რის, გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლის მეს­ხუ­რი ხა­ჭა­პუ­რი, ესმა კუნ­ჭუ­ლი­ას გუ­რუ­ლი ღვე­ზე­ლის სა­ი­დუმ­ლო და ის­ტო­რია, დალი ცა­ტა­ვას და გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ, ხა­ჭა­პუ­რის გზა UNESCO-მდე და ყვე­ლის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ანა მი­ქა­ძის ყვე­ლის ამოყ­ვა­ნის მას­ტერ-კლა­სი.

ავტორი:

ვინ არის ქალი, რომელიც ხაჭაპურის საუკეთესო მცხობელად დასახელდა - "უბრალო, იმერული ოჯახის დიასახლისი ვარ"

ვინ არის ქალი, რომელიც ხაჭაპურის საუკეთესო მცხობელად დასახელდა - "უბრალო, იმერული ოჯახის დიასახლისი ვარ"

ზუგდიდის სოფელ რუხში, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, პირველად საქართველოში ხაჭაპურის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში მომზადდა ყველა სახის ხაჭაპური - მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური...

ფესტივალი ასევე მოიცავდა რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს. კონკურსის გამარჯვებულები კი სპეციალურმა ჟიურიმ შვიდ ნომინაციაში გამოავლინა.

საუკეთესო მცხობელის სტატუსი იმერელმა დიასახლისმა ნაილი ბოჭორიშვილმა მოიპოვა. ბოჭორიშვილის თქმით, გამარჯვების იმედი არ ჰქონდა, რადგან კონკურსში ცნობილი რესტორნების მზარეულები მონაწილეობდნენ:

"უბრალო, იმერული ოჯახის დიასახლისი ვარ. არ ვაპირებდი ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას, რადგან ვიცოდი, რომ აქ ცნობილი რესტორნის მზარეულები იყვნენ მოწვეულები, ამიტომ თავს ვიკავებდი... მაგრამ მთხოვეს, რომ უნდა მოვსულიყავი. არ ველოდი ამ გამარჯვებას" - ამბობს ნაილი ბოჭორიშვილი.

კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა სახეობის და ფორმის ხაჭაპურები მომზადდა. მათ შორის, თაფლით, ჭინჭრით, ჭარხლით, მწყრის ხორცით და მაყვლით.

ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულების სია კი ასე გამოიყურება: მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო - ბელა კუპრავა, ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია - რესტორანი "მენძელი", ყველაზე სწრაფი მცხობელი - დარეჯან ყოლანდარია, საუკეთესო მცხობელი - ნელი ბოჭორიშვილი, ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური - "ოკო" საცხობი ქუთაისიდან, მომავალის ხაჭაპური - კოლეჯი "ახალი ტალღა", საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი "შინდაგორი". ფესტივალზე მისულ სტუმრებს 3-მეტრიანი გებჟალიის და 4 მეტრიანი ხაჭაპურის დამზადების პროცესის ნახვა და მათი დაგემოვნება შეეძლოთ.

"ხაჭაპურის ფესტივალი" სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით და USAID პროექტი "ზრდას", საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი.

"ძალიან გავხდი, სამ თვეში 28 კილოგრამი დავიკელი" - რატომ მოხვდა ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში

ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენისთვის მილიონ დოლარს გაიღებს

26 ოქტომბერს "სითი მოლი საბურთალო" ოფიციალურად იხსნება