მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო იხურება? - "ქალი ბენეფიციარები რჩებიან, მამაკაცებს ხონში გადაანაწილებენ"
ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო იხურება? - "ქალი ბენეფიციარები რჩებიან, მამაკაცებს ხონში გადაანაწილებენ"

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც წალ­კის რა­ი­ო­ნის დაბა ბე­დი­ან­ში მდე­ბა­რე ბე­დი­ა­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. სა­ავდმყო­ფოს თა­ნამ­შრო­მელ­თა მტკი­ცე­ბით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იხუ­რე­ბა. სა­პი­რი­სი­როს აცხა­დებს სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში ბე­დი­ან­ში და რა ბედი ელით ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს.

მალ­ხაზ ჟღენ­ტი ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ექთ­ნის თა­ნა­შემ­წის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს. იგი ამ­ბობს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო და­ხურ­ვის საფრ­თხის წი­ნა­შეა. რაც მთელ სო­ფელს უმ­ძი­მე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებს.

„ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს აქვს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, რომ აპი­რებს ამ სა­ა­ვად­მყო­ფოს და­კეტ­ვას. გვიშ­ვე­ბენ უფა­სო შვე­ბუ­ლე­ბებ­ში, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი. სო­ფელ­ში ერთი კაცი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ იყოს და­საქ­მე­ბუ­ლი. ზოგი ოჯა­ხი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი.

დი­რექ­ტო­რი გვე­უბ­ნე­ბა, რომ გა­გიშ­ვებთ უფა­სო შვე­ბუ­ლე­ბებ­ში და მერე გა­და­გა­ნა­წი­ლებთ ხო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­შიო. მე მაქვს 400 ლარი ხელ­ფა­სი და ხონ­ში ამ ხელ­ფა­სით რა გა­ვა­კე­თო, რომ დავ­ტო­ვო ოჯა­ხი და გა­და­ვი­დე?! თავი ვირ­ჩი­ნო თუ ოჯა­ხი ვარ­ჩი­ნო? რო­გორც ვი­ცით, და­ი­ხუ­რე­ბა ეს სა­ა­ვად­მყო­ფო და მის ად­გი­ლას გა­იხ­სნე­ბა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი შუა ქა­ლაქ­ში. არ უნ­დათ გა­დას­ვლა პა­ცინ­ტებ­საც.

გუ­შინ ჩემი სმე­ნა იყო, მო­დი­ოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი და გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ - მარ­თლა წაგ­ვიყ­ვა­ნე­ნო? ვა­წყნა­რებ­დით, არ­სად წა­გიყ­ვა­ნენ­მეთ­ქი. მთე­ლი სო­ფე­ლია ამის წი­ნა­აღ­მდე­გი“ - გვიყ­ვე­ბა მალ­ხაზ ჟღენ­ტი.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ბე­დი­ა­ნის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი გუ­ლაშ­ვილს. მისი მტკი­ცე­ბით, მით­ქმა-მოთ­ქმა სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. რო­გორც გუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, იგეგ­მე­ბა რე­ბი­ლი­ტა­ცია და არა სერ­ვი­სე­ბის გაქ­რო­ბა.

„ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუშა პრო­ცე­სია. ცვლი­ლე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა შე­ა­მოწ­მა ჩვე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და და­წე­რა ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი დას­კვნა, რომ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა ბე­დი­ა­ნის სა­ავდმყო­ფო­ში და მარ­თლაც ასეა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბაა მა­მა­კაც­თა კორ­პუს­ში, სა­დაც 89 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე სამი სა­პირ­ფა­რე­შო და ორი სა­ა­ბა­ზა­ნოა. ამას­თან, იგი სა­ჭი­რო­ებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას.

ქალ­თა კორ­პუ­სი ჩვე­უ­ლებ­რივ რჩე­ბა და სა­უ­ბა­რია მა­მა­კა­ცე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე ხო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ვიდ­რე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­რულ­დე­ბა. ახლა ვა­მონ­ტა­ჟებთ გა­მათ­ბობ­ლებს, რომ­ლე­ბიც აქამ­დე არ იყო" - ამ­ბობს გუ­ლაშ­ვი­ლი.

და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თუ არა მა­მა­კა­ცი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ისევ ბე­დი­ა­ნის სა­ავდმყო­ფოს, ამა­ზე სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნელს კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია. მან ასე­ვე არც და­ა­დას­ტუ­რა და არც უარ­ყო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ექ­ვსთვი­ა­ნი უფა­სო შვე­ბუ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის ფაქ­ტი.

"მი­დის მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, რომ ისი­ნი და­უბ­რუნ­დნენ ისევ ბე­დი­ანს, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ, რად­გან მუშა პრო­ცე­სია და მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას, შემ­ცირ­დე­ბა თა­ვის­თა­ვად, თუ მა­მა­კაც ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს გა­და­იყ­ვა­ნენ ხონ­ში, მათ წაყ­ვე­ბათ სა­დღე­ღა­მი­სო და­ფი­ნან­სე­ბა, რო­მე­ლიც ერთ ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე 23 ლარს შე­ად­გენს. სა­დაც გა­და­იყ­ვა­ნენ ამ პა­ცი­ენ­ტებს იქ გა­დაყ­ვე­ბათ ეს და­ფი­ნან­სე­ბა.

ამ ეტაპ­ზე არ ვთა­ვა­ზობთ არც ერთ თა­ნამ­შრო­მელს ექ­ვსთვი­ან უფა­სო შვე­ბუ­ლე­ბას. მინ­და ხაზ­გა­მით ვთქვა, სერ­ვი­სე­ბის წყვე­ტა არ იქ­ნე­ბა და არც ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი უმუ­შე­ვა­რი არ დარ­ჩე­ბა" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გუ­ლაშ­ვილ­მა.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რი ოლღა კა­ლი­ნა, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­შუ ამ­ბობს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ წე­რი­ლით სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­მარ­თა სა­ხალ­ხო დამ­ცველს და მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კა­ლი­ნას თქმით, პრო­ცე­სე­ბი გა­უმ­ჭირ­ვა­ლედ მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენს.

"ეს ინ­ფორ­მა­ცია მაქვს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი­დან. აპა­რატს მი­მარ­თეს ერთი დღით ადრე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე და ჰკი­თხეს - ღირს თუ არა და­ხურ­ვა და პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ინ­ფორ­მა­ცია არის და­ხუ­რუ­ლი და ჩვენ ამ დრომ­დე არ ვი­ცით რას აპი­რე­ბენ. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა გა­აგ­ზავ­ნა პო­ზი­ცია და არ ვი­ცით რას იზა­მენ.

რა თქმა უნდა, ცუდი პი­რო­ბე­ბი იყო ბე­დი­ან­ში, მაგ­რამ ასე­თი პი­რო­ბე­ბი იყო მუდ­მი­ვად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ბოლო დროს არ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა, ამი­ტომ და­ფი­ნან­სე­ბა კი არ უნდა შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ - პი­რი­ქით, უნდა გა­ე­ზარ­დათ.

ასე­ვე, სა­ჭი­როა პა­ცი­ენ­ტე­ბის თან­ხმო­ბა ამა­ზე და მათი მომ­ზა­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, რა­ტომ არის გა­მო­სა­ვა­ლი ერთი ინ­სტი­ტუ­ცი­ის და­სუს­ტე­ბა და მე­ო­რეს გაძ­ლი­ე­რე­ბა? რა­ტომ არ მოხ­და მა­გა­ლი­თად, მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში სა­წო­ლე­ბის შექ­მნა და ამით ანა­ზღა­უ­რე­ბა იმ და­ნაკ­ლი­სის? ისე­დაც არ არის საკ­მა­რი­სი სა­წო­ლე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში და კი­დევ შემ­ცი­რე­ბა, ძა­ლი­ან გა­არ­თუ­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას" - ამ­ბობს კა­ლი­ნა.

ფსი­ქი­ატრთა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ჭყო­ნია მი­იჩ­ნევს, რომ ბე­დი­ა­ნის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უნდა და­ი­ხუ­როს. ფსი­ქი­ატ­რის თქმით, შე­ნო­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­შიც ვერ უპა­სუ­ხებს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებს.

„30 წე­ლია ვმუ­შა­ობ ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ასა­თი­ან­ზე მი­მუ­შა­ვია ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დებ­ში, გათ­ბო­ბა და წყა­ლი რომ არ იყო, ბევ­რი რამ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ბე­დი­ან­ში რაც ვნა­ხე ჩემი თვა­ლით, ეს იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. მთე­ლი გზა ვტი­რო­დი... უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა იქ. პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის და წა­მებ­სი მსხვერ­პლე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად.

ჩვე­ნი, სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რი­ო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ფსი­ქი­ატ­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია იყო, რომ ბე­დი­ა­ნი­დან მომ­ხდარ­ყო პა­ცი­ენ­ტე­ბის გაყ­ვა­ნა. ჩვენ ცალ­სა­ხად მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უნდა და­ი­ხუ­როს, არა­ვი­თა­რი რე­მონ­ტი და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. წლე­ბია ხდე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რი­შებ­ში ეს და­წე­ე­ბუ­ლე­ბა და პა­ცი­ენ­ტე­ბის იქ ყოფ­ნა შე­ფა­სე­ბუ­ლია, რო­გორც წა­მე­ბის ტოლ­ფა­სი.

ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თა­ვი­დან­ვე ძვე­ლის სტი­ლით აშენ­და საბ­ჭო­თა დროს და ძა­ლი­ან კარ­გად აჩ­ვე­ნებს საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ნე­ტე­ბის მი­მართ. პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან ფაქ­ტობ­რი­ვად მო­წყვე­ტი­ლე­ბი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, იქ მის­ვლა არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, უჭირთ მი­კი­თხვა ოჯა­ხის წევ­რებს. ეს შე­ნო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს სა­პა­ტიმ­როს თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით. იგი ვერც სა­ა­ვად­მყო­ფოდ გა­მოდ­გე­ბა და ვერც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ტი­პის და­წე­ბუ­ლე­ბად. ამი­ტომ იგი უნდა და­ი­ხუ­როს" - ამ­ბობს ჭყო­ნია.

ამ ეტაპ­ზე ბე­დი­ან­ში 140 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს.

AMBEBI.GE აგ­რძე­ლებს თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბას და შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ას ბედ­ბი­ა­ნის სა­ა­ვამდმყო­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­შრე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო იხურება? - "ქალი ბენეფიციარები რჩებიან, მამაკაცებს ხონში გადაანაწილებენ"

ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო იხურება? - "ქალი ბენეფიციარები რჩებიან, მამაკაცებს ხონში გადაანაწილებენ"

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც წალკის რაიონის დაბა ბედიანში მდებარე ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. საავდმყოფოს თანამშრომელთა მტკიცებით, დაწესებულება იხურება. საპირისიროს აცხადებს საავადმყოფოს დირექტორი.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რა ხდება სინამდვილეში ბედიანში და რა ბედი ელით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს.

მალხაზ ჟღენტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექთნის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობს. იგი ამბობს, რომ საავადმყოფო დახურვის საფრთხის წინაშეა. რაც მთელ სოფელს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენებს.

„ჩვენს თანამშრომელს აქვს აუდიოჩანაწერი, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აპირებს ამ საავადმყოფოს დაკეტვას. გვიშვებენ უფასო შვებულებებში, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი, შვილები. სოფელში ერთი კაცი არ არსებობს, რომელიც ამ საავადმყოფოში არ იყოს დასაქმებული. ზოგი ოჯახიდან რამდენიმე ადამიანია დასაქმებული.

დირექტორი გვეუბნება, რომ გაგიშვებთ უფასო შვებულებებში და მერე გადაგანაწილებთ ხონის საავადმყოფოშიო. მე მაქვს 400 ლარი ხელფასი და ხონში ამ ხელფასით რა გავაკეთო, რომ დავტოვო ოჯახი და გადავიდე?! თავი ვირჩინო თუ ოჯახი ვარჩინო? როგორც ვიცით, დაიხურება ეს საავადმყოფო და მის ადგილას გაიხსნება ნარკოლოგიური ცენტრი შუა ქალაქში. არ უნდათ გადასვლა პაცინტებსაც.

გუშინ ჩემი სმენა იყო, მოდიოდნენ პაციენტები და გვეკითხებოდნენ - მართლა წაგვიყვანენო? ვაწყნარებდით, არსად წაგიყვანენმეთქი. მთელი სოფელია ამის წინააღმდეგი“ - გვიყვება მალხაზ ჟღენტი.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორს, გიორგი გულაშვილს. მისი მტკიცებით, მითქმა-მოთქმა საავადმყოფოს დახურვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გულაშვილი ამბობს, იგეგმება რებილიტაცია და არა სერვისების გაქრობა.

„ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ცვლილებებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, სახალხო დამცველმა შეამოწმა ჩვენი დაწესებულება და დაწერა ძალიან კრიტიკული დასკვნა, რომ უმძიმესი მდგომარეობაა ბედიანის საავდმყოფოში და მართლაც ასეა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მამაკაცთა კორპუსში, სადაც 89 ბენეფიციარზე სამი საპირფარეშო და ორი სააბაზანოა. ამასთან, იგი საჭიროებს რეაბილიტაციას.

ქალთა კორპუსი ჩვეულებრივ რჩება და საუბარია მამაკაცების გადანაწილებაზე ხონის საავადმყოფოში, ვიდრე რეაბილიტაცია დასრულდება. ახლა ვამონტაჟებთ გამათბობლებს, რომლებიც აქამდე არ იყო" - ამბობს გულაშვილი.

დაუბრუნდებიან თუ არა მამაკაცი ბენეფიციარები ისევ ბედიანის საავდმყოფოს, ამაზე საავადმყოფოს ხელმძღვანელს კონკრეტული პასუხი არ გაუცია. მან ასევე არც დაადასტურა და არც უარყო თანამშრომლებისთვის ექვსთვიანი უფასო შვებულების შეთავაზების ფაქტი.

"მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ისინი დაუბრუნდნენ ისევ ბედიანს, თუმცა კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან მუშა პროცესია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რაც შეეხება დაფინანსების შემცირებას, შემცირდება თავისთავად, თუ მამაკაც ბენეფიციარებს გადაიყვანენ ხონში, მათ წაყვებათ სადღეღამისო დაფინანსება, რომელიც ერთ ბენეფიციარზე 23 ლარს შეადგენს. სადაც გადაიყვანენ ამ პაციენტებს იქ გადაყვებათ ეს დაფინანსება.

ამ ეტაპზე არ ვთავაზობთ არც ერთ თანამშრომელს ექვსთვიან უფასო შვებულებას. მინდა ხაზგამით ვთქვა, სერვისების წყვეტა არ იქნება და არც ერთი თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება" - განაცხადა გიორგი გულაშვილმა.

სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯგუფის წევრი ოლღა კალინა, AMBEBI.GE-სთან საუბარშუ ამბობს, რომ დაწესებულებამ წერილით სულ რამდენიმე დღის წინ მიმართა სახალხო დამცველს და მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

კალინას თქმით, პროცესები გაუმჭირვალედ მიმდინარეობს და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

"ეს ინფორმაცია მაქვს სახალხო დამცველის აპარატიდან. აპარატს მიმართეს ერთი დღით ადრე ამ გადაწყვეტილებამდე და ჰკითხეს - ღირს თუ არა დახურვა და პაციენტების გადანაწილება ხონის საავადმყოფოში. ინფორმაცია არის დახურული და ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით რას აპირებენ. სახალხო დამცველმა გააგზავნა პოზიცია და არ ვიცით რას იზამენ.

რა თქმა უნდა, ცუდი პირობები იყო ბედიანში, მაგრამ ასეთი პირობები იყო მუდმივად, წლების განმავლობაში და ბოლო დროს არ გაუარესებულა, ამიტომ დაფინანსება კი არ უნდა შეემცირებინათ - პირიქით, უნდა გაეზარდათ.

ასევე, საჭიროა პაციენტების თანხმობა ამაზე და მათი მომზადება. რაც მთავარია, რატომ არის გამოსავალი ერთი ინსტიტუციის დასუსტება და მეორეს გაძლიერება? რატომ არ მოხდა მაგალითად, მრავალპროფილურ საავადმყოფოებში საწოლების შექმნა და ამით ანაზღაურება იმ დანაკლისის? ისედაც არ არის საკმარისი საწოლები აღმოსავლეთ საქართველოს საავადმყოფოებში და კიდევ შემცირება, ძალიან გაართულებს სიტუაციას" - ამბობს კალინა.

ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია მიიჩნევს, რომ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულება უნდა დაიხუროს. ფსიქიატრის თქმით, შენობა რეაბილიტაციის შემთხვევაშიც ვერ უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს.

„30 წელია ვმუშაობ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ასათიანზე მიმუშავია ყველაზე მძიმე პერიოდებში, გათბობა და წყალი რომ არ იყო, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ბედიანში რაც ვნახე ჩემი თვალით, ეს იყო წარმოუდგენელი. მთელი გზა ვტიროდი... უმძიმესი ვითარებაა იქ. პაციენტები არიან არაადამიანური მოპყრობის და წამებსი მსხვერპლები ფაქტობრივად.

ჩვენი, საკითხზე მომუშავე არასამთავრიობო ორგანიზაციების, ფსიქიატრების რეკომენდაცია იყო, რომ ბედიანიდან მომხდარყო პაციენტების გაყვანა. ჩვენ ცალსახად მიგვაჩნია, რომ ეს დაწესებულება უნდა დაიხუროს, არავითარი რემონტი და რეაბილიტაცია. წლებია ხდება სახალხო დამცველის ანგარიშებში ეს დაწეებულება და პაციენტების იქ ყოფნა შეფასებულია, როგორც წამების ტოლფასი.

ეს დაწესებულება თავიდანვე ძველის სტილით აშენდა საბჭოთა დროს და ძალიან კარგად აჩვენებს საბჭოთა რეჟიმის დამოკიდებულებას ამ პრობლემების მქონე პაცინეტების მიმართ. პაციენტები არიან ფაქტობრივად მოწყვეტილები ყველას და ყველაფერს, იქ მისვლა არის ძალიან რთული, უჭირთ მიკითხვა ოჯახის წევრებს. ეს შენობა ძალიან ჰგავს საპატიმროს თავისი შინაარსით. იგი ვერც საავადმყოფოდ გამოდგება და ვერც საცხოვრებელი ტიპის დაწებულებად. ამიტომ იგი უნდა დაიხუროს" - ამბობს ჭყონია.

ამ ეტაპზე ბედიანში 140 ადამიანი მკურნალობს.

AMBEBI.GE აგრძელებს თემაზე მუშაობას და შემოგთავაზებთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას ბედბიანის საავამდმყოფოში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშრებით.

"77 წლის მამაკაცია, სხეულის 35%-ანი დამწვრობით" - გუგა ქაშიბაძის თქმით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები

საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა