მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრი გაიხსნა

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ მოზ­რდილ­თა და ბავ­შვთა რევ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრმა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და­ი­წყო. ცენ­ტრი პა­ცი­ენ­ტებს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ემ­სა­ხუ­რე­ბა და მას მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, რევ­მა­ტო­ლო­გი, მაკა იო­სე­ლი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

რევ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში ხელ­მი­საწ­ვდო­მია რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა - რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ, ასე­ვე სტა­ცი­ო­ნა­რულ პი­რო­ბებ­ში. და­ა­ვა­დე­ბე­ბის ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ტარ­დე­ბა „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში.

რევ­მა­ტო­ლო­გია ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის დარ­გია და შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის სის­ტე­მურ და­ა­ვა­დე­ბებს მო­ი­ცავს. სხვა­დას­ხვა რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რი კურ­სის შერ­ჩე­ვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, რაც აგ­რეთ­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“.

რევ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც აღე­ნიშ­ნე­ბათ სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლე­ბი, რო­გო­რიც არის წო­ნის კლე­ბა, სი­სუს­ტე, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ოფლდე­ნა, ცხე­ლე­ბა, კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა, წყლუ­ლე­ბი პი­რის ღრუ­ში და ცხვი­რის ლორ­წო­ვან­ზე, მხედ­ვე­ლო­ბის სწრა­ფი დაქ­ვე­ი­თე­ბა, კუნ­თე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, ჰე­პა­ტოსპლე­ნო­მე­გა­ლია (ღვიძ­ლი­სა და ელენ­თის გა­დი­დე­ბა) და სხვ.; ასე­ვე ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა ან/და­მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა სახ­სრე­ბის არე­ში.

ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, მაკა იო­სე­ლი­ა­ნი და­ვით ტვილ­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რია და 25 წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია რევ­მა­ტო­ლო­გი­ა­ში. ამავდრო­უ­ლად, პა­ცი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე რევ­მა­ტო­ლო­გე­ბი - მაია ლე­კიშ­ვი­ლი და ია დე­მუ­რაშ­ვი­ლი. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით აშე­ნე­ბუ­ლი, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, 250 სა­წო­ლი­ა­ნი მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კაა, რო­მე­ლიც 2011 წლი­დან უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სტა­ცი­ო­ნა­რულ და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს პა­ცი­ენ­ტებს. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ გა­მორ­ჩე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის შე­თან­ხმე­ბუ­ლი, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მა, პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გი­ა­ნო­ბი­სა და კმა­ყო­ფი­ლე­ბის სა­წინ­და­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრი გაიხსნა

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრი გაიხსნა

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ცენტრი პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება და მას მედიცინის დოქტორი, რევმატოლოგი, მაკა იოსელიანი ხელმძღვანელობს.

რევმატოლოგიის ცენტრში ხელმისაწვდომია რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სრული მომსახურება - როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში. დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ტარდება „ნიუ ჰოსპიტალსის“ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.

რევმატოლოგია შინაგანი მედიცინის დარგია და შემაერთებელი ქსოვილის სისტემურ დაავადებებს მოიცავს. სხვადასხვა რევმატოლოგიური დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტური კურსის შერჩევისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ჩართულობა, რაც აგრეთვე ხელმისაწვდომია „ნიუ ჰოსპიტალსში“.

რევმატოლოგიის ცენტრის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ სხვადასხვა ჩივილები, როგორიც არის წონის კლება, სისუსტე, გაძლიერებულიოფლდენა, ცხელება, კანის დაზიანება, წყლულები პირის ღრუში და ცხვირის ლორწოვანზე, მხედველობის სწრაფი დაქვეითება, კუნთების დაზიანება, ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება) და სხვ.; ასევე ტკივილი, შეშუპება ან/დამოძრაობის შეზღუდვა სახსრების არეში.

ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, მაკა იოსელიანი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და 25 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია რევმატოლოგიაში. ამავდროულად, პაციენტებს ემსახურებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რევმატოლოგები - მაია ლეკიშვილი და ია დემურაშვილი. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი