პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს
ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ე­ბის მოვ­ლე­ნე­ბის გამო და­კა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, თორ­ნი­კე და­თაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, სა­დაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­და­ხედ­ვა­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლეს, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არ გა­მო­ცხად­და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა, ოქ­რუ­აშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა 500 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლოს. ამას­თან აღ­ნიშ­ნა, რომ არ არ­სე­ბობს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე­ე­ბი.

ამას­თან, რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, ოქ­რუ­აშ­ვილს თავ­დებ­ში უდ­გე­ბა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტი ინგა გრი­გო­ლია და ოპო­ზი­ცი­ის წევ­რი პა­ა­ტა და­ვი­თა­ია.

„პა­ტიმ­რო­ბა უნდა შე­ეც­ვა­ლოს, გვაქვს ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. გთა­ვა­ზობთ 500 000 ლარს გი­რა­ოს სა­ხით, ეს საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაა", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ას, ის მი­იჩ­ნევს, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბა არ უნდა შე­იც­ვა­ლოს. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი არ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, რად­გან არ­სე­ბობს მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლებს გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვილ­სა და თორ­ნი­კე და­თაშ­ვილს, მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე სცნობს, თუ არა თავს დამ­ნა­შა­ვედ, ბრალ­დე­ბულ­მა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ თავს ნა­წი­ლობ­რივ სცნობს დამ­ნა­შა­ვედ. ხოლო ბრალ­დე­ბულ­მა თორ­ნი­კე და­თაშ­ვილ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ თავს დამ­ნა­შა­ვედ სრუ­ლად სცნობს.

ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლოს პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლი­თა და 5 000 - 5 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და სა­მი­ვე პირი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვასა და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს, პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს. ამასთან აღნიშნა, რომ არ არსებობს ოქრუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.

ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ოქრუაშვილს თავდებში უდგება რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია.

„პატიმრობა უნდა შეეცვალოს, გვაქვს ახალი გარემოებები. გთავაზობთ 500 000 ლარს გირაოს სახით, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა", - აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, ის მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობა არ უნდა შეიცვალოს. პროკურატურის განმარტებით, ოქრუაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს, რადგან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.

რაც შეეხება ბრალდებულებს გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს, მოსამართლის კითხვაზე სცნობს, თუ არა თავს დამნაშავედ, ბრალდებულმა ჯავახიშვილმა უპასუხა, რომ თავს ნაწილობრივ სცნობს დამნაშავედ. ხოლო ბრალდებულმა თორნიკე დათაშვილმა კი აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ სრულად სცნობს.

ორივე ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის შეცვლითა და 5 000 - 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

საბოლოო ჯამში, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

ირაკლი ორქუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს