კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნავთობის კრიზისი" და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - როგორ აისახება საქართველოზე კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია?
"ნავთობის კრიზისი" და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - როგორ აისახება საქართველოზე კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია?

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ვი­თა­რე­ბა იმა­ზე სწრა­ფად იძა­ბე­ბა, ვიდ­რე ამას სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­უ­დის არა­ბე­თის უდი­დეს ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბელ ობი­ექ­ტებ­ზე დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "აგ­რე­სი­ი­სა და სა­ბო­ტა­ჟის უპ­რე­ცე­დენ­ტო აქ­ტად" შე­ა­ფა­სა, თუმ­ცა, ირა­ნი ღიად არ და­უ­და­ნა­შა­უ­ლე­ბია.

აფეთ­ქე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას მკაც­რი იყო აშშ-ს პირ­ვე­ლი პირი დო­ნალდ ტრამ­პი, რომ­ლის თქმი­თაც, რო­გორც ჩანს, ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის უკან თე­ი­რა­ნი დგას, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ არ აპი­რებს სამ­ხედ­რო ძა­ლით მყი­სი­ე­რად უპა­სუ­ხოს ამე­რი­კის მო­კავ­ში­რე­ზე დარ­ტყმას.

თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო იე­მე­ნის მე­ამ­ბო­ხე ჰუ­სი­ტე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბამ, რო­მელ­საც ირა­ნი უჭერს მხარს, თუმ­ცა, ეს სარ­წმუ­ნოდ არა­ვის მი­უჩ­ნე­ვია. თა­ვის მხრივ, თე­ი­რა­ნი თავ­დას­ხმას­თან კავ­შირს უარ­ყოფს.

ინ­ცი­დენ­ტის გამო სა­უ­დის არა­ბეთ­ში ორ­ჯერ შემ­ცირ­და ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა. ეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბის 5%-ს შე­ად­გენს. ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და.

ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, თუ ირა­ნი ნამ­დვი­ლად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ თავ­დას­ხმებ­ზე, მა­შინ მისი გზავ­ნი­ლი აშ­კა­რაა: მსგავ­სი თავ­დას­ხმე­ბი ნავ­თო­ბის გლო­ბა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­დებს.

არ­სე­ბობს თუ არა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ზე? - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ ექ­სპერ­ტებს მი­მარ­თა:

აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე, "სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კვლე­ვის ფონ­დის" მკვლე­ვა­რი ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს რომ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­ზობ­ლად და­პი­რის­პი­რე­ბა მას­შტა­ბურ კონ­ფლიქ­ტში არ გა­და­ი­ზარ­დოს:

"ასე­თი სა­ხის კონ­ფლიქ­ტე­ბი ყო­ველ­თვის აი­სა­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ზე, მით უფრო სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რად­გან ეს რე­გი­ო­ნი ჩვენ­თან ახ­ლოს არის. ასე რომ, ჩვენ­თვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­პი­რის­პი­რე­ბა მას­შტა­ბურ კონ­ფლიქ­ტში არ გა­და­ი­ზარ­დოს.

ორი­ვე მხა­რეს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლე­ბი დგა­ნან: ერთ მხა­რეს ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა და მის გარ­შე­მო მყო­ფი ძა­ლე­ბი, მე­ო­რე მხა­რეს - სა­უ­დის არა­ბე­თი და მისი მომ­ხრე, ძი­რი­თა­დად არა­ბუ­ლი სუ­ნი­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბი

ასე რომ, ეს და მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი, ნამ­დვი­ლად ქმნის მსხვილ­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის საფრ­თხე­ებს, რა­საც ყო­ველ­თვის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა. მა­გა­ლი­თად, ლტოლ­ვილ­თა დიდი ნა­კა­დი, რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, შემ­დეგ­ში კი, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის საფრ­თხე...

სა­ერ­თოდ კი, კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბის შე­დე­გად, ამ რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თლე­ბით დაძ­ვრა პირ­და­პირ გვიქ­მნის საფრ­თხეს, რად­გან იქ და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და 5% რომ რა­ი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს, ეს უკვე 25 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია, რაც თა­ვის­თა­ვად აი­სა­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მე­ზო­ბელ რე­გი­ო­ნებ­ზე.

- თუ იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ გვაქვს პან­კი­სის ხე­ო­ბა, სა­ი­და­ნაც ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს რი­გებ­ში ხდე­ბო­და გა­დი­ნე­ბა...

- დიახ, თუმ­ცა, არა მხო­ლოდ პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან, სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც მი­დი­ოდ­ნენ სი­რი­ა­სა და ერაყ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად და ეს რე­ა­ლო­ბაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, პან­კი­სის სი­ტუ­ა­ცი­ა­მაც გვაჩ­ვე­ნა, რომ ამ რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა და ვერ ვი­ტყვით, რომ კარ­გი კუ­თხით, საფრ­თხე­ე­ბი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია.

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის, "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის თქმით, თუ ირა­ნის აფეთ­ქე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დამ­ტკიც­და, აშშ შე­სა­ბა­მის პა­სუხს გას­ცემს მას:

"ჩვენს მე­ზო­ბელ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვა, პირ­ველ რიგ­ში შავი ოქ­როს, ანუ ნავ­თო­ბის ფაქ­ტო­რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ბოლო დროს, სა­უ­დის არა­ბეთს 10-მდე ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი აუ­ფეთ­ქეს. მსგავ­სი მას­შტა­ბის აფეთ­ქე­ბა მოხ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, რო­დე­საც ამე­რი­კუ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბი ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ას რუ­მი­ნეთ­ში ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებს უბომ­ბავ­დნენ, რათა მათ­თვის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ...

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, ზე­დი­ზედ 4 ტან­კე­რი აა­ფეთ­ქეს, რო­მელ­საც ნავ­თო­ბი გა­დაჰ­ქონ­და. თა­ვი­დან გა­მო­ით­ქვა ეჭვი, რომ ირა­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ირა­ნის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მიერ იყო გა­კე­თე­ბუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი

ბოლო აფეთ­ქე­ბა­ზე ჰუ­სი­ტე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბამ აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მაგ­რამ მა­ინც დიდი ეჭ­ვია, რომ ეს ირა­ნის შეკ­ვე­თით არის გა­კე­თე­ბუ­ლი, რად­გან არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ირა­ნი ამა­რა­გებს და იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან, რო­მელ­საც დაჯ­გუ­ფე­ბა აკონ­ტრო­ლებს, აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლამ­დე 1000 კი­ლო­მეტრზე მე­ტია და მათი დრო­ნე­ბი იმ­ხე­ლა მან­ძილ­ზე ვერ იფ­რენ­დნენ.

- არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც ასე­თი ლო­კა­ლუ­რი თავ­დას­ხმე­ბი მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის მი­ზე­ზი გამ­ხდა­რა. ახლა რამ­დე­ნად არ­სე­ბობს საფრ­თხე?

- თუ დამ­ტკიც­და, რომ ამის უკან ირა­ნი დგას, სა­უ­დის არა­ბე­თიც და ამე­რი­კაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­დად­გა­მენ შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს.

- ირა­ნის უკან რუ­სე­თი დგას, რაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია...

- დიახ, რო­გორც კი ეს ათი ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი და­ი­ბომ­ბა, სა­უ­დის არა­ბე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ნავ­თო­ბის გა­და­ზიდ­ვის პრო­ცე­სი შე­ე­ფერ­ხე­ბი­ნა. ეს კი, პირ­ველ რიგ­ში რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­შია, რო­მელ­მაც ამ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უზარ­მა­ზა­რი მო­გე­ბა მი­ი­ღო, ნავ­თო­ბის ფასი ძა­ლი­ან ავარ­და. ასე რომ, პირ­და­პირ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტი­ორ ქვე­ყა­ნა­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში - "ოპეკ­ში" (The Organization of the Petroleum Exporting Countries, OPEC) სა­უ­დის არა­ბე­თის წვლი­ლი შემ­ცირ­დეს და რუ­სეთ­მა მეტი გა­ყი­დოს.

ამი­ტომ თქვა აშშ-მ, რომ თუ სა­ჭი­რო გახ­და, ჩემს რე­ზერ­ვებს გავ­ხსნი, დიდ პარ­ტი­ებს შე­მო­ვი­ტან, რათა ფას­მა და­ი­წი­ო­სო. თუ ირანს და­უმ­ტკი­ცეს, რომ აფეთ­ქე­ბა მისი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია, ძნე­ლია იმის პროგ­ნო­ზი, რა შე­იძ­ლე­ბა ამას მოჰ­ყვეს.

თუ სა­უ­დის არა­ბე­თი ამე­რი­კის მხა­რეს დად­გე­ბა და სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დას გა­და­წყვეტს, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა მას­შტა­ბუ­რი გახ­დეს

თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ირანს აქვს რე­სურ­სი, ორ­მუ­ზის სრუ­ტე­ში ან მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბის სე­რია და­ი­წყოს, რა­საც, ასე­ვე მოჰ­ყვე­ბა ირა­ნის წი­ნა­აღ­დეგ სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბი. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, ყვე­ლა­ფე­რი უფრო მას­შტა­ბუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის სახე მი­ი­ღებს.

- ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრო­ცე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზე აი­სა­ხოს?

- ბევ­რნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს: პირ­ველ რიგ­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რად ეს აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის ფას­ზე.

თუ და­პი­რის­პი­რე­ბა მას­შტა­ბუ­რი გახ­და, რა­საც შე­საძ­ლოა, ნავ­თობ­სა­დე­ნე­ბის აფეთ­ქე­ბა მოჰ­ყვეს (რო­გორც ეს ერა­ყის ომის ხდე­ბო­და), კა­ტას­ტრო­ფუ­ლად არა, მაგ­რამ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას მა­ინც გა­მო­იწ­ვევს... ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხე თუ დად­გა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო კი არა, მთელ მსოფ­ლი­ო­ზე იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია: სი­რი­ა­ში, ირა­ნულ­მა ძა­ლებ­მა პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ი­მაგ­რეს, რად­გან ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბას "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" და­მარ­ცხე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ეს ვი­თა­რე­ბა სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნეს, ის­რა­ე­ლის სა­ზღვარს "მი­უ­ჩოჩ­დნენ" და იქვე სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბიც კი შექ­მნეს...

თუ მა­ნამ­დე, ის­რა­ელს ირა­ნის სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის ნაკ­ლე­ბად ეში­ნო­და, რად­გან მათ შო­რის ერა­ყი­სა და სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი იყო, ახლა ირა­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­სა და მათ მხარ­დამ­ჭერ ში­ი­ტურ დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰეს­ბო­ლას," წმინ­და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კუ­რი კუ­თხით, მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქებ­ში უფრო ზუს­ტი და სწრა­ფი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ნავთობის კრიზისი" და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - როგორ აისახება საქართველოზე კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია?

"ნავთობის კრიზისი" და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - როგორ აისახება საქართველოზე კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია?

ახლო აღმოსავლეთში ვითარება იმაზე სწრაფად იძაბება, ვიდრე ამას საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობდნენ. რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთის უდიდეს ნავთობმომპოვებელ ობიექტებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რაც საუდის არაბეთის ხელისუფლებამ "აგრესიისა და საბოტაჟის უპრეცედენტო აქტად" შეაფასა, თუმცა, ირანი ღიად არ დაუდანაშაულებია.

აფეთქების შეფასებისას მკაცრი იყო აშშ-ს პირველი პირი დონალდ ტრამპი, რომლის თქმითაც, როგორც ჩანს, ობიექტებზე თავდასხმების უკან თეირანი დგას, თუმცა აღნიშნა, რომ არ აპირებს სამხედრო ძალით მყისიერად უპასუხოს ამერიკის მოკავშირეზე დარტყმას.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო იემენის მეამბოხე ჰუსიტების დაჯგუფებამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, თუმცა, ეს სარწმუნოდ არავის მიუჩნევია. თავის მხრივ, თეირანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

ინციდენტის გამო საუდის არაბეთში ორჯერ შემცირდა ნავთობის მოპოვება. ეს მთელ მსოფლიოში ნავთობის მიწოდების 5%-ს შეადგენს. ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.

ექსპერტების ვარაუდით, თუ ირანი ნამდვილად არის პასუხისმგებელი ამ თავდასხმებზე, მაშინ მისი გზავნილი აშკარაა: მსგავსი თავდასხმები ნავთობის გლობალურ ინდუსტრიაზე ძალიან იმოქმედებს.

<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="en" dir="ltr">Yemen&#39;s Houthi rebels have claimed responsibility over the drones that struck two Saudi Aramco facilities, causing fires. <a href="https://t.co/RNlhgU6vns">pic.twitter.com/RNlhgU6vns</a></p>&mdash; Al Jazeera English (@AJEnglish) <a href="https://twitter.com/AJEnglish/status/1173461509424308224?ref_src=twsrc%5Etfw">September 16, 2019</a></blockquote>

არსებობს თუ არა შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე და როგორ შეიძლება აისახოს კონფლიქტის ესკალაცია საქართველოზე? - ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ ექსპერტებს მიმართა:

აღმოსავლეთმცოდნე, "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი ამბობს რომ, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მეზობლად დაპირისპირება მასშტაბურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს:

"ასეთი სახის კონფლიქტები ყოველთვის აისახება სხვა ქვეყნებზე, მით უფრო საქართველოზე, რადგან ეს რეგიონი ჩვენთან ახლოს არის. ასე რომ, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაპირისპირება მასშტაბურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

ორივე მხარეს საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალები დგანან: ერთ მხარეს ირანის ისლამური რესპუბლიკა და მის გარშემო მყოფი ძალები, მეორე მხარეს - საუდის არაბეთი და მისი მომხრე, ძირითადად არაბული სუნიტური ქვეყნები

ასე რომ, ეს და მსგავსი ინციდენტები, ნამდვილად ქმნის მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხეებს, რასაც ყოველთვის გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. მაგალითად, ლტოლვილთა დიდი ნაკადი, რადიკალური ჯგუფების გააქტიურება, შემდეგში კი, ტერორისტული აქტების საფრთხე...

საერთოდ კი, კონფლიქტის გამწვავების შედეგად, ამ რეგიონის მოსახლეობის ნებისმიერი მიმართლებით დაძვრა პირდაპირ გვიქმნის საფრთხეს, რადგან იქ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და 5% რომ რაიმე მიმართულებით წავიდეს, ეს უკვე 25 მილიონი ადამიანია, რაც თავისთავად აისახება სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი, მეზობელ რეგიონებზე.

- თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გვაქვს პანკისის ხეობა, საიდანაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ხდებოდა გადინება...

- დიახ, თუმცა, არა მხოლოდ პანკისის ხეობიდან, სხვა რეგიონებიდანაც მიდიოდნენ სირიასა და ერაყში საბრძოლველად და ეს რეალობაც გასათვალისწინებელია. თუმცა, სამწუხაროდ, პანკისის სიტუაციამაც გვაჩვენა, რომ ამ რეგიონში მიმდინარე პროცესები საქართველოზე პირდაპირ აისახება და ვერ ვიტყვით, რომ კარგი კუთხით, საფრთხეები საკმაოდ მრავალფეროვანია.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, თუ ირანის აფეთქებაში მონაწილეობა დამტკიცდა, აშშ შესაბამის პასუხს გასცემს მას:

"ჩვენს მეზობელ ახლო აღმოსავლეთში, ვითარების დაძაბვა, პირველ რიგში შავი ოქროს, ანუ ნავთობის ფაქტორით არის გამოწვეული. ბოლო დროს, საუდის არაბეთს 10-მდე ნავთობტერმინალი აუფეთქეს. მსგავსი მასშტაბის აფეთქება მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკული ბომბდამშენები ნაცისტურ გერმანიას რუმინეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უბომბავდნენ, რათა მათთვის პრობლემები შეექმნათ...

დაახლოებით ერთი თვის წინ, ზედიზედ 4 ტანკერი ააფეთქეს, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა. თავიდან გამოითქვა ეჭვი, რომ ირანის სპეცსამსახურებისა და ირანის საზღვაო ძალების მიერ იყო გაკეთებული ეს ყველაფერი

ბოლო აფეთქებაზე ჰუსიტების დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ მაინც დიდი ეჭვია, რომ ეს ირანის შეკვეთით არის გაკეთებული, რადგან არსებული ინფორმაციით, მათ ირანი ამარაგებს და იმ ტერიტორიიდან, რომელსაც დაჯგუფება აკონტროლებს, აფეთქების ადგილამდე 1000 კილომეტრზე მეტია და მათი დრონები იმხელა მანძილზე ვერ იფრენდნენ.

- არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ასეთი ლოკალური თავდასხმები მასშტაბური სამხედრო ოპერაციების მიზეზი გამხდარა. ახლა რამდენად არსებობს საფრთხე?

- თუ დამტკიცდა, რომ ამის უკან ირანი დგას, საუდის არაბეთიც და ამერიკაც აუცილებლად გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს.

- ირანის უკან რუსეთი დგას, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია...

- დიახ, როგორც კი ეს ათი ნავთობტერმინალი დაიბომბა, საუდის არაბეთი იძულებული გახდა, ნავთობის გადაზიდვის პროცესი შეეფერხებინა. ეს კი, პირველ რიგში რუსეთის ინტერესებშია, რომელმაც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში უზარმაზარი მოგება მიიღო, ნავთობის ფასი ძალიან ავარდა. ასე რომ, პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში - "ოპეკში" (The Organization of the Petroleum Exporting Countries, OPEC) საუდის არაბეთის წვლილი შემცირდეს და რუსეთმა მეტი გაყიდოს.

ამიტომ თქვა აშშ-მ, რომ თუ საჭირო გახდა, ჩემს რეზერვებს გავხსნი, დიდ პარტიებს შემოვიტან, რათა ფასმა დაიწიოსო. თუ ირანს დაუმტკიცეს, რომ აფეთქება მისი ორგანიზებულია, ძნელია იმის პროგნოზი, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

თუ საუდის არაბეთი ამერიკის მხარეს დადგება და სამაგიეროს გადახდას გადაწყვეტს, არსებობს საფრთხე, რომ ეს დაპირისპირება მასშტაბური გახდეს

თუნდაც იმიტომ, რომ ირანს აქვს რესურსი, ორმუზის სრუტეში ან მეზობელ ქვეყნებში ნავთობტერმინალების აფეთქებების სერია დაიწყოს, რასაც, ასევე მოჰყვება ირანის წინააღდეგ საპასუხო ნაბიჯები. მთლიანობაში კი, ყველაფერი უფრო მასშტაბური დაპირისპირების სახე მიიღებს.

- ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება პროცესები საქართველოზე აისახოს?

- ბევრნაირად შეიძლება აისახოს: პირველ რიგში, ეკონომიკურად ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქვეყანაში საწვავის ფასზე.

თუ დაპირისპირება მასშტაბური გახდა, რასაც შესაძლოა, ნავთობსადენების აფეთქება მოჰყვეს (როგორც ეს ერაყის ომის ხდებოდა), კატასტროფულად არა, მაგრამ ჰაერის დაბინძურებას მაინც გამოიწვევს... ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე თუ დადგა, რასაკვირველია, მხოლოდ საქართველო კი არა, მთელ მსოფლიოზე იქონიებს გავლენას.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია: სირიაში, ირანულმა ძალებმა პოზიციები გაიმაგრეს, რადგან ასადის მმართველობას "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაში ეხმარებოდნენ. ეს ვითარება სათავისოდ გამოიყენეს, ისრაელის საზღვარს "მიუჩოჩდნენ" და იქვე სამხედრო ბაზებიც კი შექმნეს...

თუ მანამდე, ისრაელს ირანის სარაკეტო თავდასხმის ნაკლებად ეშინოდა, რადგან მათ შორის ერაყისა და სირიის ტერიტორიები იყო, ახლა ირანელ სამხედროებსა და მათ მხარდამჭერ შიიტურ დაჯგუფება "ჰესბოლას," წმინდა სამხედრო ტექნიკური კუთხით, მეტი საშუალება მიეცა ისრაელის ქალაქებში უფრო ზუსტი და სწრაფი სარაკეტო დარტყმები განახორციელოს...

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე