კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი თანამედროვე ქართული გრილის რესტორანი „ათი“
პირველი თანამედროვე ქართული გრილის რესტორანი „ათი“

ყო­ფილ­ხართ რეს­ტო­რან­ში დი­ლით, პირ­ვე­ლი სტუმ­რის მოს­ვლამ­დე? ცალი თვა­ლით თუ შე­გი­ხე­დავთ ოდეს­მე რეს­ტორ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ყვე­ლა­ზე ჯა­დოქ­რულ ად­გი­ლას, სა­დაც მთე­ლი დღის ან სა­ღა­მოს გან­წყო­ბა თეფ­შზე იბა­დე­ბა? თუ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, რო­გორ ემ­ზა­დე­ბა რეს­ტორ­ნის პერ­სო­ნა­ლი სტუმ­რე­ბის და­სახ­ვედ­რად, რო­გორ ალა­გე­ბენ გაკ­რი­ა­ლე­ბულ თეფ­შებ­სა და ჭი­ქებს მა­გი­დებ­ზე, სამ­ზა­რე­უ­ლო­დან კი ზუს­ტად ისე­თი­ვე ბუნ­დო­ვა­ნი ხმა­უ­რი მო­დის, რო­გორც და­ხუ­რუ­ლი სცე­ნის ფარ­დის მიღ­მა?

რეს­ტო­რან­სა და თე­ატრს შო­რის იმა­ზე მეტი მსგავ­სე­ბაა, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც ისე­თი­ვე ფუს­ფუ­სია, რო­გო­რიც - კუ­ლი­სებ­ში; შე­იძ­ლე­ბა, უნებ­ლი­ეთ ორ­კესტრის ორ­მო­დან ამო­მა­ვა­ლი ისე­თი­ვე კა­კა­ფო­ნი­აც კი მო­გეს­მათ, რო­გორც ოპე­რა­ში წარ­მოდ­გე­ნის და­წყე­ბამ­დე იცის ხოლ­მე.

და ამ ყვე­ლაფ­რის შე­მოქ­მე­დი, გნე­ბავთ, ჯა­დო­ქა­რი, რე­ჟი­სო­რი ან შეფმ­ზა­რე­უ­ლია. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებს სინ­ქრონს, ბა­ლანსს, დის­ციპ­ლი­ნას და შე­დე­გად სას­წა­ულს სცე­ნა­ზე, ან, გნე­ბავთ, პირ­და­პირ თეფ­შზე ქმნის.

კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ჯა­დოქ­რო­ბა ივ­ნი­სი­დან სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ გრანდ თბი­ლი­სი მე­ტე­ხი პა­ლა­სის“ მე­ა­თე სარ­თულ­ზე, რეს­ტო­რან „ათში“ ყო­ველ სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი­დან იწყე­ბა. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე გრი­ლის რეს­ტორ­ნის შეფმ­ზა­რე­უ­ლი გი­ორ­გი ნი­ნუაა, რო­მე­ლიც და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სა­ავ­ტო­რო სამ­ზა­რე­უ­ლოდ გარ­დაქ­მნის. გი­ორ­გი მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში „შე­რა­ტო­ნის“ მოწ­ვე­ვით დაბ­რუნ­და და მე­ნი­უ­ზეც თა­ვად იმუ­შა­ვა.

თა­ვად გი­ორ­გის­თვის სა­ოც­ნე­ბო სამ­ზა­რე­უ­ლო სტუ­დენ­ტო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სწო­რედ „შე­რა­ტო­ნი“ იყო, ამი­ტო­მაც ფიქ­რობს, რომ აქ მოს­ვლით ოც­ნე­ბა აუხ­და.

„ყი­რა­მა­ლა სო­კო­ე­ბი“, „სა­ქონ­ლის ლო­ყე­ბი ქინ­ძმა­რა­ულ­ში“, „მტი­რა­ლა პო­მი­დო­რი“ და კერ­ძე­ბის სხვა, სა­ხა­ლი­სო და­სა­ხე­ლე­ბე­ბიც მისი ფან­ტა­ზი­ი­თაა შექ­მნი­ლი. მე­ნი­უს ნა­წი­ლი კი შეფმ­ზა­რე­უ­ლის დე­დის ძველ რე­ცეპ­ტებს უკა­ვი­ათ, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლია კი­დეც კერ­ძე­ბის აღ­წე­რა­ში.

რეს­ტო­რან „ათის“ გე­მო­ე­ბის ჯა­დო­ქა­რი მი­იჩ­ნევს, რომ კარ­გი კერ­ძის მო­სამ­ზა­დებ­ლად, პირ­ველ რიგ­ში, სა­უ­კე­თე­სო პრო­დუქ­ტია სა­ჭი­რო.

„როცა პრო­დუქ­ტი ხა­რის­ხი­ა­ნია, შე­იძ­ლე­ბა, აიღო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­მი­დო­რი, დაჭ­რა, მა­რი­ლი და­ა­ყა­რო, ზეთი მო­ას­ხა და სა­უ­კე­თე­სო კერ­ძი გა­მო­გი­ვი­დეს“, - ამ­ბობს გი­ორ­გი ნი­ნუა. ამი­ტო­მაც მისი მომ­წო­დებ­ლე­ბი მთელ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან გაბ­ნე­უ­ლი: იცის, ვის აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო ლორი, ჯონ­ჯო­ლი, ყვე­ლი თუ სხვა პრო­დუქ­ტი ან ბოსტნე­უ­ლი.

შეფმ­ზა­რე­უ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი მწვა­ნი­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი საკ­მა­ზის მი­მართ მე­ნი­უ­საც ეტყო­ბა. მისი თქმით, ტარ­ხუ­ნა, პიტ­ნა და ბა­ზი­ლი­კი - ის გე­მო­ე­ბია, რომ­ლებ­საც არა მხო­ლოდ გე­მოს, არა­მედ გან­წყო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შეც­ვლაც კი ძა­ლუძს.

სტუმ­რე­ბის მოს­ვლამ­დე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩვე­უ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს: მაქ­სი­მა­ლუ­რად მუ­შავ­დე­ბა და ხა­რის­ხდე­ბა პრო­დუქ­ტე­ბი, ეს ამ თე­ატ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცი­აა. პირ­ვე­ლი შეკ­ვე­თის მი­ღე­ბი­დან კი სამ­ზა­რე­უ­ლოს კუ­ლი­ნარ­თა გუნ­დი, გი­ორ­გის ხელ­მძღა­ნე­ლო­ბით, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლად და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ჯდე­ბა სინ­ქრონ­ში. ხელი თა­ვი­სით სა­ზღვრავს სიმ­ლა­შე­სა თუ სიმ­წა­რეს; გა­მოც­დი­ლი თვა­ლი კი თი­თო­ე­ულ კერძს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ურ­ჩევს თეფშს, გა­ფორ­მე­ბა­სა და ვი­ზუ­ალს. „თვა­ლი ჭამს და თვა­ლი სვამს“ - გი­ორ­გის საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზაა, რო­მე­ლიც რეს­ტორ­ნის კონ­ცეფ­ცი­ა­დაც აქ­ცია.

„ჩემს სათ­ქმელს თეფ­შზე და­დე­ბუ­ლი კერ­ძი ამ­ბობს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხან­და­ხან კადრს მიღ­მა ვრჩე­ბი, მაგ­რამ მე სამ­ზა­რე­უ­ლოს შეფმ­ზა­რე­უ­ლი ვარ და არა - დარ­ბა­ზის. მირ­ჩევ­ნია, რომ კერ­ძის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვეც­ნო სტუმ­რებს და ასე და­ვამ­ყა­რო მათ­თან კონ­ტაქ­ტი, ეს კო­მუ­ნი­კა­ცია გარ­და­უ­ვა­ლია“. - ამ­ბობს რეს­ტო­რან „ათის“ რე­ჟი­სო­რი.

„ათში“ პა­ნო­რა­მუ­ლი შიდა ლიფ­ტე­ბით მოხ­ვდე­ბით. რეს­ტორ­ნის ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი ისეა და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი, რომ თი­თო­ე­უ­ლი სტუ­მა­რი დარ­ბა­ზის სიღ­რმი­და­ნაც კი ტკბე­ბო­დეს ძვე­ლი თბი­ლი­სის შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბით. რეს­ტო­რა­ნი ორი მხრი­დან ტე­რა­სი­თაა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი; ხე­დე­ბით ტკბო­ბა კი ვიტ­რა­ჟე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეკ­ლექ­ტუ­რი ავე­ჯი და გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რი ქარ­თუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის ნა­წი­ლია; ინ­ტე­რი­ერს კი ერ­მა­კო­ვი­სა და რო­ი­ნაშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი ამ­შვე­ნებს.

სა­ღა­მოს 8 სა­ა­თი­დან სტუმ­რე­ბით სავ­სე რეს­ტო­რა­ნი მარ­თლაც სა­ბო­ლო­ოდ ემ­სგავ­სე­ბა თე­ატრს, სა­დაც მა­ყუ­რებ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და რე­ჟი­სო­რი ემო­ცი­უ­რი უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბით უკავ­შირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. რეს­ტორ­ნის ულა­მა­ზეს ინ­ტე­რი­ერს კი ღა­მის გა­ნა­თე­ბუ­ლი ძვე­ლი თბი­ლი­სი უკვე ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყმის და ნამ­დვილ ქარ­თულ, ეკ­ლექ­ტი­კურ სრულ სუ­რათს ქმნის.

NS

ავტორი:

პირველი თანამედროვე ქართული გრილის რესტორანი „ათი“

პირველი თანამედროვე ქართული გრილის რესტორანი „ათი“

ყოფილხართ რესტორანში დილით, პირველი სტუმრის მოსვლამდე? ცალი თვალით თუ შეგიხედავთ ოდესმე რესტორნის სამზარეულოში, ყველაზე ჯადოქრულ ადგილას, სადაც მთელი დღის ან საღამოს განწყობა თეფშზე იბადება? თუ შეგიმჩნევიათ, როგორ ემზადება რესტორნის პერსონალი სტუმრების დასახვედრად, როგორ ალაგებენ გაკრიალებულ თეფშებსა და ჭიქებს მაგიდებზე, სამზარეულოდან კი ზუსტად ისეთივე ბუნდოვანი ხმაური მოდის, როგორც დახურული სცენის ფარდის მიღმა?

რესტორანსა და თეატრს შორის იმაზე მეტი მსგავსებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სამზარეულოშიც ისეთივე ფუსფუსია, როგორიც - კულისებში; შეიძლება, უნებლიეთ ორკესტრის ორმოდან ამომავალი ისეთივე კაკაფონიაც კი მოგესმათ, როგორც ოპერაში წარმოდგენის დაწყებამდე იცის ხოლმე.

და ამ ყველაფრის შემოქმედი, გნებავთ, ჯადოქარი, რეჟისორი ან შეფმზარეულია. ადამიანი, რომელიც აკონტროლებს სინქრონს, ბალანსს, დისციპლინას და შედეგად სასწაულს სცენაზე, ან, გნებავთ, პირდაპირ თეფშზე ქმნის.

კულინარიული ჯადოქრობა ივნისიდან სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მეათე სართულზე, რესტორან „ათში“ ყოველ საღამოს 6 საათიდან იწყება. პირველი ქართული თანამედროვე გრილის რესტორნის შეფმზარეული გიორგი ნინუაა, რომელიც დაუსრულებელი ექსპერიმენტებით ქართულ ტრადიციულ კერძებს საერთაშორისო დონის საავტორო სამზარეულოდ გარდაქმნის. გიორგი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების შემდეგ საქართველოში „შერატონის“ მოწვევით დაბრუნდა და მენიუზეც თავად იმუშავა.

თავად გიორგისთვის საოცნებო სამზარეულო სტუდენტობიდან მოყოლებული სწორედ „შერატონი“ იყო, ამიტომაც ფიქრობს, რომ აქ მოსვლით ოცნება აუხდა.

„ყირამალა სოკოები“, „საქონლის ლოყები ქინძმარაულში“, „მტირალა პომიდორი“ და კერძების სხვა, სახალისო დასახელებებიც მისი ფანტაზიითაა შექმნილი. მენიუს ნაწილი კი შეფმზარეულის დედის ძველ რეცეპტებს უკავიათ, რაც აღნიშნულია კიდეც კერძების აღწერაში.

რესტორან „ათის“ გემოების ჯადოქარი მიიჩნევს, რომ კარგი კერძის მოსამზადებლად, პირველ რიგში, საუკეთესო პროდუქტია საჭირო.

„როცა პროდუქტი ხარისხიანია, შეიძლება, აიღო ჩვეულებრივი პომიდორი, დაჭრა, მარილი დააყარო, ზეთი მოასხა და საუკეთესო კერძი გამოგივიდეს“, - ამბობს გიორგი ნინუა. ამიტომაც მისი მომწოდებლები მთელ ქვეყანაში არიან გაბნეული: იცის, ვის აქვს საქართველოში საუკეთესო ლორი, ჯონჯოლი, ყველი თუ სხვა პროდუქტი ან ბოსტნეული.

შეფმზარეულის სიყვარული მწვანილებისა და ქართული საკმაზის მიმართ მენიუსაც ეტყობა. მისი თქმით, ტარხუნა, პიტნა და ბაზილიკი - ის გემოებია, რომლებსაც არა მხოლოდ გემოს, არამედ განწყობისა და კომუნიკაციის შეცვლაც კი ძალუძს.

სტუმრების მოსვლამდე სამზარეულოში ჩვეული პროცესი მიმდინარეობს: მაქსიმალურად მუშავდება და ხარისხდება პროდუქტები, ეს ამ თეატრის გენერალური რეპეტიციაა. პირველი შეკვეთის მიღებიდან კი სამზარეულოს კულინართა გუნდი, გიორგის ხელმძღანელობით, დისციპლინირებულად და კოორდინირებულად ჯდება სინქრონში. ხელი თავისით საზღვრავს სიმლაშესა თუ სიმწარეს; გამოცდილი თვალი კი თითოეულ კერძს ინდივიდუალურად ურჩევს თეფშს, გაფორმებასა და ვიზუალს. „თვალი ჭამს და თვალი სვამს“ - გიორგის საყვარელი ფრაზაა, რომელიც რესტორნის კონცეფციადაც აქცია.

„ჩემს სათქმელს თეფშზე დადებული კერძი ამბობს. შეიძლება ითქვას, ხანდახან კადრს მიღმა ვრჩები, მაგრამ მე სამზარეულოს შეფმზარეული ვარ და არა - დარბაზის. მირჩევნია, რომ კერძის მეშვეობით გავეცნო სტუმრებს და ასე დავამყარო მათთან კონტაქტი, ეს კომუნიკაცია გარდაუვალია“. - ამბობს რესტორან „ათის“ რეჟისორი.

„ათში“ პანორამული შიდა ლიფტებით მოხვდებით. რესტორნის ინტერიერის დიზაინი ისეა დაგეგმარებული, რომ თითოეული სტუმარი დარბაზის სიღრმიდანაც კი ტკბებოდეს ძველი თბილისის შთამბეჭდავი ხედებით. რესტორანი ორი მხრიდან ტერასითაა გარშემორტყმული; ხედებით ტკბობა კი ვიტრაჟებითაა შესაძლებელი. ეკლექტური ავეჯი და გამწვანებული ინტერიერი ქართული კონცეფციის ნაწილია; ინტერიერს კი ერმაკოვისა და როინაშვილის ფოტოები ამშვენებს.

საღამოს 8 საათიდან სტუმრებით სავსე რესტორანი მართლაც საბოლოოდ ემსგავსება თეატრს, სადაც მაყურებლები, მსახიობები და რეჟისორი ემოციური უხილავი ძაფებით უკავშირდებიან ერთმანეთს. რესტორნის ულამაზეს ინტერიერს კი ღამის განათებული ძველი თბილისი უკვე ბუნებრივად ერწყმის და ნამდვილ ქართულ, ეკლექტიკურ სრულ სურათს ქმნის.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი