სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯგუფ "შინის" სოლისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა
ჯგუფ "შინის" სოლისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა

ჯგუფ „ში­ნის“ პერ­კუ­სი­ო­ნის­ტი და ვო­კა­ლის­ტი მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მე­ლა­ნო­მა გახ­და, რო­მელ­მაც, რო­გორც ირ­კვე­ვა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად იმ­სხვერ­პლა მისი სი­ცო­ცხლე. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, გერ­მა­ნი­ა­ში მოხ­და.

ღა­ღა­ნი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" მუ­სი­კო­სის მე­გობ­რე­ბი წე­რენ, მათ შო­რის ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე. ის და მისი მე­უღ­ლე, მუ­სი­კო­სი ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მუ­სი­კო­სის მე­გობ­რე­ბი არი­ან. "მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე აღარ გვყავს..." - წერს მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით ღა­ღა­ნი­ძე გერ­მა­ნი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"არ ვიცი... მა­მუ­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კო­სი, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი იმპრო­ვი­ზა­ტო­რი. ვუ­თა­ნაგ­რძნობ მის ოჯახს და ჯგუფს "შინ" - წერს ეთ­ნო­ჯაზ­ბენდ „ირი­ა­ოს“ წევ­რი მიშო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

ღა­ღა­ნი­ძე "ში­ნის" კო­ლექ­ტი­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი, ემო­ცი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო წევ­რი იყო. ის ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან 90-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში წა­ვი­და და გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და. ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი.

ავტორი:

ჯგუფ "შინის" სოლისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა

ჯგუფ "შინის" სოლისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა

ჯგუფ „შინის“ პერკუსიონისტი და ვოკალისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი მელანომა გახდა, რომელმაც, როგორც ირკვევა, მოულოდნელად იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ტრაგიკული შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, გერმანიაში მოხდა.

ღაღანიძის გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქზე" მუსიკოსის მეგობრები წერენ, მათ შორის ტელეჟურნალისტი მარინა სალუქვაძე. ის და მისი მეუღლე, მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი გარდაცვლილი მუსიკოსის მეგობრები არიან. "მამუკა ღაღანიძე აღარ გვყავს..." - წერს მარინა სალუქვაძე, მისივე ინფორმაციით ღაღანიძე გერმანიაში გარდაიცვალა.

"არ ვიცი... მამუკას გარდაცვალება უდიდესი ტკივილია. არაჩვეულებრივი მუსიკოსი, შემსრულებელი, გამორჩეული იმპროვიზატორი. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ჯგუფს "შინ" - წერს ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრი მიშო ჯავახიშვილი.

ღაღანიძე "შინის" კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ემოციური და საინტერესო წევრი იყო. ის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საქართველოდან 90-იანი წლების შუა ხანებში წავიდა და გერმანიაში ცხოვრობდა. ჰყავს მეუღლე და შვილები.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა

გლდანში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან მცირეწლოვანი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა

მეხანძრეებმა რამდენიმე დღე მუშაობის შემდეგ, ტყისა და მინდვრის ხანძრები სრულად ჩააქრეს - "4 იანვრიდან დღემდე 300-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა"