მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამურ სახელმწიფოში ბედნიერად ვცხოვრობდით..." - ჯიჰადისტის ცოლს სირიაში გატარებული დღეები ენატრება
"ისლამურ სახელმწიფოში ბედნიერად ვცხოვრობდით..." - ჯიჰადისტის ცოლს სირიაში გატარებული დღეები ენატრება

ავ­სტრა­ლი­ე­ლი „ჯი­ჰა­დის პა­ტარ­ძა­ლი“ ამ­ბობს, რომ „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში“ ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ 26 წლის ქალ­მა ავ­სტრა­ლია 2014 წელს და­ტო­ვა და სი­რი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ის ქმარ­თან ერ­თად რა­ქა­ში ცხოვ­რობ­და, ახლა კი თავს ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში მდე­ბა­რე ალ-ჰავ­ლის ბა­ნაკს აფა­რებს.

რო­გორც მან „ბი­ბი­სის­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, მას­თან ერ­თად კა­რავ­ში ჰო­ლან­დი­ე­ლი ქა­ლიც ცხოვ­რობს. „ჯი­ჰა­დის პა­ტარ­ძალს“ ხელ­ში ბავ­შვი უჭი­რავს და ავ­სტრა­ლი­უ­რი აქ­ცენ­ტით სა­უბ­რობს.

„მე სახ­ლში ვი­ყა­ვი ხოლ­მე, ვამ­ზა­დებ­დი საჭ­მელს, ვა­ლა­გებ­დი, ჩემი ქმა­რი კი სა­მუ­შა­ოდ მი­დი­ო­და. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ უმ­ჯო­ბე­სი იყო, არ მცოდ­ნო­და, რას აკე­თებ­და,“ - ამ­ბობს ქალი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში“ თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და, არა­ნა­ი­რი საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და და მშვი­დად ცხოვ­რობ­და.

„გვაძ­ლევ­დნენ სა­ხარ­ჯო ფულს და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, არა­ვინ გვბომ­ბავ­და...“ - ამ­ბობს ავ­სტრა­ლი­ე­ლი ქალი.

მისი მტკი­ცე­ბით, ისე­ვე, რო­გორც სხვა ქა­ლებს, წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რა ხდე­ბო­და სახ­ლის გა­რეთ, რად­გან შინ ინ­ტერ­ნე­ტი და ტე­ლე­ვი­ზო­რი არ ჰქონ­დათ. თუმ­ცა რა­ქა­ში მათ­თვის ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­ე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო.

ბა­ნა­კი, სა­დაც ავ­სტრა­ლი­ე­ლი ქალი ცხოვ­რობს, 20 000 ადა­მი­ა­ნის­თვის არის გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა იქ თავს ახლა 70 000 ათას­ზე მეტი დევ­ნი­ლი აფა­რებს, მათ შო­რის არი­ან ჯი­ჰა­დის­ტე­ბის ცო­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ისლამურ სახელმწიფოში ბედნიერად ვცხოვრობდით..." - ჯიჰადისტის ცოლს სირიაში გატარებული დღეები ენატრება

"ისლამურ სახელმწიფოში ბედნიერად ვცხოვრობდით..." - ჯიჰადისტის ცოლს სირიაში გატარებული დღეები ენატრება

ავსტრალიელი „ჯიჰადის პატარძალი“ ამბობს, რომ „ისლამურ სახელმწიფოში“ ბედნიერად ცხოვრობდა. „დეილი მეილი“ წერს, რომ 26 წლის ქალმა ავსტრალია 2014 წელს დატოვა და სირიაში გაემგზავრა. ის ქმართან ერთად რაქაში ცხოვრობდა, ახლა კი თავს ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ალ-ჰავლის ბანაკს აფარებს.

როგორც მან „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მასთან ერთად კარავში ჰოლანდიელი ქალიც ცხოვრობს. „ჯიჰადის პატარძალს“ ხელში ბავშვი უჭირავს და ავსტრალიური აქცენტით საუბრობს.

„მე სახლში ვიყავი ხოლმე, ვამზადებდი საჭმელს, ვალაგებდი, ჩემი ქმარი კი სამუშაოდ მიდიოდა. მეუბნებოდა, რომ უმჯობესი იყო, არ მცოდნოდა, რას აკეთებდა,“ - ამბობს ქალი ინტერვიუში.

მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოში“ თავს ბედნიერად გრძნობდა, არანაირი საფრთხე ემუქრებოდა და მშვიდად ცხოვრობდა.

„გვაძლევდნენ სახარჯო ფულს და ბედნიერი ვიყავი, არავინ გვბომბავდა...“ - ამბობს ავსტრალიელი ქალი.

მისი მტკიცებით, ისევე, როგორც სხვა ქალებს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა სახლის გარეთ, რადგან შინ ინტერნეტი და ტელევიზორი არ ჰქონდათ. თუმცა რაქაში მათთვის ინტერნეტკაფეები ხელმისაწვდომი იყო.

ბანაკი, სადაც ავსტრალიელი ქალი ცხოვრობს, 20 000 ადამიანისთვის არის გათვლილი, თუმცა იქ თავს ახლა 70 000 ათასზე მეტი დევნილი აფარებს, მათ შორის არიან ჯიჰადისტების ცოლები.

რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა

ISIS-ის განსაკუთრებით საშიში მებრძოლი, ლონდონელი რეპერი-ტერორისტი ესპანეთში დააკავეს

რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ