საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ სძულთ ქართველებს "ყველაფერი განსხვავებული"?
რატომ სძულთ ქართველებს "ყველაფერი განსხვავებული"?

ბოლო პე­რი­ოდ­ში, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და, რომ­ლე­ბიც ჰო­მო­ფო­ბი­ურ და ქსე­ნო­ფო­ბი­ურ ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­იშ­ვა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ თბი­ლი­სი პრა­ი­დის ჩა­ტა­რე­ბის მსურ­ველ­თა და მათ წი­ნა­აღ­მდეგ "კომბლე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­თა" და­პი­რის­პი­რე­ბა ვი­ხი­ლეთ, ამას მოჰ­ყვა ის, რომ რუს­თა­ვე­ლის მეტ­რო­ში რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი ორ ახალ­გაზ­რდას, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ყუ­რის გამო გა­უს­წორ­და ფი­ზი­კუ­რად.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი სა­ყუ­რე გახ­და, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ბიჭს ეკე­თა.

დღეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჰო­მო­ფო­ბი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის, მა­მა­კა­ცის მიერ ამ აქ­სე­სუ­ა­რის ტა­რე­ბა აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი ხდე­ბა, რად­გან ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "სა­ყუ­რი­ა­ნი კაცი" „ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ში არ ჯდე­ბა“. არა­და, შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და შემ­დე­გაც - XVII სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდ­გვა­რო­ვა­ნი მა­მა­კა­ცე­ბის მო­სარ­თა­ვი, ძვირ­ფა­სი სა­ყუ­რე იყო. ამას მოწ­მობს ნი­კორ­წმინ­დის ტაძ­რის ფრეს­კა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი სა­ყუ­რი­ა­ნი მა­მა­კა­ციც, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ჭის ერთ-ერთი ფე­ო­და­ლი ბეჟან წუ­ლუ­კი­ძეა.

რა­ტომ და რო­დი­დან გა­აქ­ტი­ურ­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი და ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი გან­წყო­ბე­ბი და რა­ტომ გახ­შირ­და ქარ­თვე­ლებ­ში "ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლის" მი­უ­ღებ­ლო­ბა? - ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE ის­ტო­რი­კო­სებ­სა და ფსი­ქო­ლო­გებს ესა­უბ­რა:

თსუ-ს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რის, ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­მა ქარ­თვე­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქცე­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­დე­ლე­ბი გარ­დაქ­მნა.

მი­სი­ვე თქმით, ის­ტო­რი­უ­ლად, კო­მუ­ნის­ტურ­მა ეპო­ქამ მო­შა­ლა კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხთა თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რად­გან ტო­ლე­რან­ტო­ბა საბ­ჭო­თა ხალ­ხის იდე­ო­ლო­გი­ზი­რე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ერ­თო­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა. პრო­ფე­სო­რის დაკ­ვირ­ვე­ბით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას­თან ერ­თად, გაქ­რა ხალ­ხთა ერ­თი­ა­ნო­ბის საბ­ჭო­თა მი­რა­ჟი, მაგ­რამ ვერ აღ­დგა ურ­თი­ერ­თშემ­წყნა­რებ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი და ჩვე­ვე­ბი.

"ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ის­ტო­რი­უ­ლად და ტრა­დი­ცი­ით არ არის ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი და ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი. პი­რი­ქით, ქარ­თვე­ლე­ბი იშ­ვი­ა­თი ტო­ლე­რან­ტო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ ის­ტო­რი­უ­ლად და ასე­თე­ბი ვართ დღე­საც. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცალ­კე­უ­ლი, ჩემი აზ­რით, მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფე­ბი­სა თუ ინ­დი­ვი­დე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ან ცალ­კე­უ­ლი ფაქ­ტე­ბის გე­ნე­რა­ლი­ზე­ბა, აშ­კა­რად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. ამის დას­ტუ­რი ჩვენ­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის სა­ნი­მუ­შო 26-სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბაა.

ამის დას­ტუ­რია, უცხო­ელ­თა აღ­ტა­ცე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­თი და მათი მხრი­დან გა­მო­ხა­ტუ­ლი აქ ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­კვე­უ­ლი აგ­რე­სი­ის არ­სე­ბო­ბას, იგი პოსტ-კო­მუ­ნის­ტუ­რი და პოსტ-ტრამ­ვუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი სწო­რედ პოსტ-ტრამ­ვუ­ლია, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის, ღია კონ­ფლიქ­ტე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მო­უხ­და.

ამან, ზო­გა­დი შემ­წყნა­რებ­ლო­ბის ფონ­ზე, ყო­ფით დო­ნე­ზე ეთ­ნი­კურ თუ სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებს შო­რის გარ­კვე­უ­ლი დის­ტან­ცი­ი­სა და უნ­დობ­ლო­ბის გა­ჩე­ნა გა­მო­იწ­ვია. ეს კი, რო­გორც წესი, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის სა­გა­ნი ხდე­ბა“, - გან­მარ­ტა თსუ-ს პრო­ფე­სორ­მა.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უცხოს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლის, იშ­ვი­ა­თის მი­უ­ღებ­ლო­ბას საბ­ჭო­თა გავ­ლე­ნებს უკავ­ში­რებს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ლაშა ბაქ­რა­ძეც.

ოღონდ, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ტო­ლე­რან­ტუ­ლო­ბის მოშ­ლი­სა და ჩა­მონ­გრე­ვის მი­ზე­ზად საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­მე­ფე­ბულ უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდას მი­იჩ­ნევს.

ამის მა­გა­ლი­თად, კი ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის „მაგ­და­ნას ლურ­ჯას“ 1995 წლის ეკ­რა­ნი­ზა­ცია მოჰ­ყავს. როცა საბ­ჭო­თა კავ­შირს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეს­ვე­ბი მყა­რად ჰქონ­და გად­გმუ­ლი, რე­ჟი­სორ­მა თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ „მაგ­და­ნას ლურ­ჯა“ გა­და­ი­ღო. მან ფილმში და­სას­რუ­ლი შეც­ვა­ლა. რე­ჟი­სორ­მა მა­ყუ­რე­ბელს უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლო უჩ­ვე­ნა, რო­მე­ლიც მაგ­და­ნას ამ­ტყუ­ნებს და თა­ვის ერ­თა­დერთ მარ­ჩე­ნალს - ლურ­ჯას არ­თმევს. სა­მარ­თა­ლი ვერ ზე­ი­მობს, ხალ­ხში სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს მი­მართ ყო­ველ­გვა­რი მო­ლო­დი­ნი იკარ­გე­ბა.

„ამ საქ­მის ერთ-ერთი მი­ზა­ნი ისიც იყო, რომ ადა­მი­ანს არ ჰქო­ნო­და სა­მარ­თლის არა­ნა­ი­რი რწმე­ნა. ის, რაც დღეს ჩვენს სა­სა­მარ­თლო­ში ხდე­ბა, არის ტი­პუ­რი საბ­ჭო­თა სა­მარ­თა­ლი, გად­მო­ნაშ­თი ამი­სა. თით­ქმის 30 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აღარ ვართ, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც არ არ­სე­ბობს სა­მარ­თლის რწმე­ნა. მათ სა­ერ­თოდ წა­შა­ლეს სა­მარ­თლის გრძნო­ბა. ქუ­ჩა­ში რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­დი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ ვინ­მეს მხო­ლოდ იმის გამო მოკ­ლა­ვენ, რომ სხვა­ნა­ი­რია, ეს სწო­რედ წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში იყო ერ­თა­დერ­თი - კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია და სხვა აზრი არ უნდა არ­სე­ბუ­ლი­ყო. სა­ერ­თოდ, უცხო აზ­რის არ­სე­ბო­ბა აღიქ­მე­ბო­და მტრუ­ლად, რის­თვი­საც ადა­მი­ა­ნებს იჭერ­დნენ, ხვრეტ­დნენ და ა.შ. ეს ღრმად არის გამ­ჯდა­რი. მა­გა­ლი­თად, დღე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­შუ­ა­ლო მო­ხე­ლე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­შია, ფიქ­რობს, რომ ის არა სა­ხელ­მწი­ფო­სა და ხალ­ხს, არა­მედ მმარ­თველ პარ­ტი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს არის ღრმა საბ­ჭო­თა გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბა­ზე, რომ ის არის მონა - არა ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის, არა­მედ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის „გე­ნე­რა­ლუ­რი ხა­ზი­დან“ გა­დახ­ვე­ვაც კი სას­ტი­კად ის­ჯე­ბა“, - გან­გვი­მარ­ტა ბაქ­რა­ძემ.

ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი საბ­ჭო­თა გავ­ლე­ნე­ბის მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ იმ ძა­ლა­დობ­რივ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მი­იჩ­ნევს, რაც ოკუ­პა­ცი­ის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის შემ­დე­გაც თან გვდევს.

"ხში­რად გა­ი­გო­ნებთ - "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა დას­ვან გემ­ზე, ეს გემი გა­იყ­ვა­ნონ ზღვა­ში და ჩა­ძი­რო­ნო". ეს მხო­ლოდ მითი არ არის, ეს არის ადა­მი­ა­ნის პერ­ვერ­სი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა ანუ როცა შე­გიძ­ლია, სხვა ადა­მი­ან­ზე ასე­თი რამ თქვა. მა­გა­ლი­თად, ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში ხდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ებ­რა­ე­ლებს არ ეხე­ბო­დათ. მაგ­რამ, გერ­მა­ნი­ამ მო­ა­ხერ­ხა ის, რომ ასე­თი აზ­რის გაჟ­ღე­რე­ბაც კი, ვი­ღაც გემ­ზე დას­ვან და ჩა­ძი­რონ, ახლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. იქ ვე­რა­ვინ, ვერ­ცერ­თი მე­მარ­ჯვე­ნე, მო­ფა­შის­ტო ელე­მენ­ტი ვერ ბე­დავს ამის თქმას, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­თუ ბე­და­ვენ, არა­მედ ამის შე­სა­ხებ მე­დი­ი­თაც სა­უბ­რო­ბენ.

ზოგი ამ­ბობს, რომ ვი­ღაც უნდა მოკ­ლან, ზოგი ამ­ბობს, რომ „სახ­ლში დარ­ჩეს და იქ რაც უნდა, ის აკე­თოს, მაგ­რამ სხვა­გან გა­მოს­ვლა არ გა­ბე­დოს“, ის რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მძევ­ლე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბას და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, მი­მაჩ­ნია, რომ ესეც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გავ­ლე­ნაა“, - აღ­ნიშ­ნავს ლაშა ბაქ­რა­ძე.

ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ულტა-მე­მარ­ჯვე­ნე, ექ­სტრე­მის­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვლე­ბის ასახ­სნე­ლად ფსი­ქო­ლოგ ზუ­რაბ მხე­ი­ძე­საც მივ­მარ­თეთ.

ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლის მი­უ­ღებ­ლო­ბის სინ­დრომს ში­შის გან­ცდას უკავ­ში­რებს. მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, ეს შიში ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

„ერთ ნა­წილ­ში პი­რი­ქით ვართ - უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტი თუ ამ­ტკი­ცებს რა­მეს, არც ვკი­თხუ­ლობთ, ვინ არის ის და რა­ტომ არის სა­უ­ცხოო და სარ­წმუ­ნო. ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტი თუ რა­ი­მეს ამ­ტკი­ცებს მა­შინ­ვე ვინ­ტე­რეს­დე­ბით, ვინ არის ეს ადა­მი­ა­ნი და რო­გორ გახ­და სან­დო. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უცხო­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლის მი­მართ რე­აქ­ცია აქვს, ეს არის მისი თავ­დაც­ვის ინ­სტინ­ქტი. ეს არის მისი პა­სუ­ხი და ახა­სი­ა­თებს ისეთ ქვეყ­ნებს, რო­მელ­საც ბევ­რი საფრ­თხე აქვს გარ­შე­მო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, რომ არის მტე­რი და თვი­თონ არის კარგ მხა­რეს, გზის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც არა­ვი­ნაა. ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღი­ურ საფრ­თხეს როცა ელო­დე­ბა, მას ყვე­ლა­ფერ­ში ეჭვი ეპა­რე­ბა და ეში­ნია. ეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ში­შის ბრა­ლია, ოღონდ მხო­ლოდ ჰო­მო­ფო­ბი­ის სა­კი­თხი კი არა, ყვე­ლა­ფე­რი“,- გა­ნა­ცხა­და ფსი­ქო­ლოგ­მა.

ზუ­რაბ მხე­ი­ძე ყუ­რა­დღე­ბას ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი გან­წყო­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც ამახ­ვი­ლებს. მისი თქმით, ესეც ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის არის და­მა­ხი­ა­თე­ბე­ლი, თუმ­ცა მიგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­ცის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი ევ­რო­პა­შიც გა­აქ­ტი­ურ­და.

"რეს­ტორ­ნე­ბი­სა და კა­ფე­ე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში რო­დე­საც უცხო­ე­ლე­ბი არი­ან, ქარ­თვე­ლი მათ ასე აღიქ­ვამს: „ჩა­მო­სუ­ლია ტიპი, რო­მელ­მაც შე­ი­ძი­ნა რა­ღაც, მის­თვის მუ­შა­ო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი, მდიდ­რდე­ბა უცხო­ე­ლი, ყი­დუ­ლობს უძ­რავ ქო­ნე­ბას და ჩვენ მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ვართ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­შიო“. ასეთ საფრ­თხე­ებს რომ ხე­დავს, ამი­ტომ აქვს ში­შე­ბი, თო­რემ ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა რომ ვი­ყოთ, ამ­გვა­რად არ იქ­ნე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნა მან.

Ambebi.ge-ს რეს­პონ­დენ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბა­შია, რად­გან „რაც უფრო მე­ტია ინ­ფორ­მა­ცია და ცოდ­ნა ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ, მით ნაკ­ლე­ბი ად­გი­ლი რჩე­ბა გა­უ­ცხო­ე­ბი­სა და მი­უ­ღებ­ლო­ბი­სათ­ვის“.

მთა­ვა­რი ფოტო: ონ­ლა­ინ-ჟურ­ნა­ლი What I See

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რატომ სძულთ ქართველებს "ყველაფერი განსხვავებული"?

რატომ სძულთ ქართველებს "ყველაფერი განსხვავებული"?

ბოლო პერიოდში, ქართული საზოგადოება ბევრი დაპირისპირების თვითმხილველი გახდა, რომლებიც ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ ნიადაგზე წარმოიშვა. რამდენიმე კვირის წინ თბილისი პრაიდის ჩატარების მსურველთა და მათ წინააღმდეგ "კომბლებით შეიარაღებულთა" დაპირისპირება ვიხილეთ, ამას მოჰყვა ის, რომ რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, საყურის გამო გაუსწორდა ფიზიკურად.

როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ ბიჭს ეკეთა.

დღეს, საზოგადოების ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფებისთვის, მამაკაცის მიერ ამ აქსესუარის ტარება აგრესიის მიზეზი ხდება, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ "საყურიანი კაცი" „ქართულ ტრადიციებში არ ჯდება“. არადა, შუასაუკუნეებში და შემდეგაც - XVII საუკუნის საქართველოში, დიდგვაროვანი მამაკაცების მოსართავი, ძვირფასი საყურე იყო. ამას მოწმობს ნიკორწმინდის ტაძრის ფრესკაზე გამოსახული საყურიანი მამაკაციც, რომელიც სავარაუდოდ, რაჭის ერთ-ერთი ფეოდალი ბეჟან წულუკიძეა.

რატომ და როდიდან გააქტიურდა ქართულ საზოგადოებაში ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობები და რატომ გახშირდა ქართველებში "ყველაფერი განსხვავებულის" მიუღებლობა? - ამ საკითხთან დაკავშირებით AMBEBI.GE ისტორიკოსებსა და ფსიქოლოგებს ესაუბრა:

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, ქეთევან ხუციშვილის მოსაზრებით, საბჭოთა პერიოდმა ქართველების ღირებულებებზე დიდი გავლენა მოახდინა და საზოგადოების ქცევის ტრადიციული მოდელები გარდაქმნა.

მისივე თქმით, ისტორიულად, კომუნისტურმა ეპოქამ მოშალა კავკასიასა და საქართველოში ხალხთა თანაცხოვრების განმსაზღვრელი ტრადიციული სოციალური ინსტიტუტები, რადგან ტოლერანტობა საბჭოთა ხალხის იდეოლოგიზირებული ხელოვნური ერთობით ჩაანაცვლა. პროფესორის დაკვირვებით, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, გაქრა ხალხთა ერთიანობის საბჭოთა მირაჟი, მაგრამ ვერ აღდგა ურთიერთშემწყნარებლობის ტრადიციები და ჩვევები.

"ქართული საზოგადოება ისტორიულად და ტრადიციით არ არის ქსენოფობიური და ჰომოფობიური. პირიქით, ქართველები იშვიათი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ ისტორიულად და ასეთები ვართ დღესაც. საზოგადოების ცალკეული, ჩემი აზრით, მცირერიცხოვანი ჯგუფებისა თუ ინდივიდების დამოკიდებულებების ან ცალკეული ფაქტების გენერალიზება, აშკარად გადაჭარბებულია. ამის დასტური ჩვენში მცხოვრები ებრაელებისა და ქართველების სანიმუშო 26-საუკუნოვანი მეგობრობაა.

ამის დასტურია, უცხოელთა აღტაცება საქართველოთი და მათი მხრიდან გამოხატული აქ ცხოვრების სურვილი. რაც შეეხება გარკვეული აგრესიის არსებობას, იგი პოსტ-კომუნისტური და პოსტ-ტრამვული საზოგადოების მახასიათებელია. ჩვენი საზოგადოება კი სწორედ პოსტ-ტრამვულია, რომელსაც სამოქალაქო დაპირისპირების, ღია კონფლიქტების, ეკონომიკური და პოლიტიკური სიძნელეების დაძლევა მოუხდა.

ამან, ზოგადი შემწყნარებლობის ფონზე, ყოფით დონეზე ეთნიკურ თუ სოციალურ ჯგუფებს შორის გარკვეული დისტანციისა და უნდობლობის გაჩენა გამოიწვია. ეს კი, როგორც წესი, არცთუ იშვიათად პოლიტიკური მიზნებით მანიპულირების საგანი ხდება“, - განმარტა თსუ-ს პროფესორმა.

ჩვენს ქვეყანაში უცხოს, განსხვავებულის, იშვიათის მიუღებლობას საბჭოთა გავლენებს უკავშირებს ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძეც.

ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ჩვენი ისტორიული ტოლერანტულობის მოშლისა და ჩამონგრევის მიზეზად საბჭოთა კავშირში გამეფებულ უსამართლობის განცდას მიიჩნევს.

ამის მაგალითად, კი ეკატერინე გაბაშვილის მხატვრული ნაწარმოების „მაგდანას ლურჯას“ 1995 წლის ეკრანიზაცია მოჰყავს. როცა საბჭოთა კავშირს საქართველოში ფესვები მყარად ჰქონდა გადგმული, რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ „მაგდანას ლურჯა“ გადაიღო. მან ფილმში დასასრული შეცვალა. რეჟისორმა მაყურებელს უსამართლო სასამართლო უჩვენა, რომელიც მაგდანას ამტყუნებს და თავის ერთადერთ მარჩენალს - ლურჯას ართმევს. სამართალი ვერ ზეიმობს, ხალხში სამართლიანი სასამართლოს მიმართ ყოველგვარი მოლოდინი იკარგება.

„ამ საქმის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ ადამიანს არ ჰქონოდა სამართლის არანაირი რწმენა. ის, რაც დღეს ჩვენს სასამართლოში ხდება, არის ტიპური საბჭოთა სამართალი, გადმონაშთი ამისა. თითქმის 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში აღარ ვართ, თუმცა საზოგადოებაში მაინც არ არსებობს სამართლის რწმენა. მათ საერთოდ წაშალეს სამართლის გრძნობა. ქუჩაში რომ ადამიანები გამოდიან, ამბობენ, რომ ვინმეს მხოლოდ იმის გამო მოკლავენ, რომ სხვანაირია, ეს სწორედ წარსული გამოცდილების დამსახურებაა.

საბჭოთა კავშირში იყო ერთადერთი - კომუნისტური პარტია და სხვა აზრი არ უნდა არსებულიყო. საერთოდ, უცხო აზრის არსებობა აღიქმებოდა მტრულად, რისთვისაც ადამიანებს იჭერდნენ, ხვრეტდნენ და ა.შ. ეს ღრმად არის გამჯდარი. მაგალითად, დღესაც საქართველოში, საშუალო მოხელე, რომელიც სახელმწიფო სამსახურშია, ფიქრობს, რომ ის არა სახელმწიფოსა და ხალხს, არამედ მმართველ პარტიას ემსახურება. ეს არის ღრმა საბჭოთა გავლენა ადამიანის აზროვნებაზე, რომ ის არის მონა - არა ქვეყნისა და ხალხის, არამედ მმართველი პარტიის. მმართველი პარტიის „გენერალური ხაზიდან“ გადახვევაც კი სასტიკად ისჯება“, - განგვიმარტა ბაქრაძემ.

ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი საბჭოთა გავლენების მაგალითად, ადამიანების მიმართ იმ ძალადობრივ დამოკიდებულებას მიიჩნევს, რაც ოკუპაციისგან თავის დაღწევის შემდეგაც თან გვდევს.

"ხშირად გაიგონებთ - "განსხვავებული ადამიანები უნდა დასვან გემზე, ეს გემი გაიყვანონ ზღვაში და ჩაძირონო". ეს მხოლოდ მითი არ არის, ეს არის ადამიანის პერვერსიული აზროვნება ანუ როცა შეგიძლია, სხვა ადამიანზე ასეთი რამ თქვა. მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში ხდებოდა ყველაფერი საშინელება, რომელიც მხოლოდ ებრაელებს არ ეხებოდათ. მაგრამ, გერმანიამ მოახერხა ის, რომ ასეთი აზრის გაჟღერებაც კი, ვიღაც გემზე დასვან და ჩაძირონ, ახლა წარმოუდგენელია. იქ ვერავინ, ვერცერთი მემარჯვენე, მოფაშისტო ელემენტი ვერ ბედავს ამის თქმას, საქართველოში არათუ ბედავენ, არამედ ამის შესახებ მედიითაც საუბრობენ.

ზოგი ამბობს, რომ ვიღაც უნდა მოკლან, ზოგი ამბობს, რომ „სახლში დარჩეს და იქ რაც უნდა, ის აკეთოს, მაგრამ სხვაგან გამოსვლა არ გაბედოს“, ის რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მძევლებად გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევენ, მიმაჩნია, რომ ესეც საბჭოთა კავშირის გავლენაა“, - აღნიშნავს ლაშა ბაქრაძე.

ბოლო პერიოდში გააქტიურებული ულტა-მემარჯვენე, ექსტრემისტული დამოკიდებულებების ფსიქოლოგიური საფუძვლების ასახსნელად ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძესაც მივმართეთ.

ის განსხვავებულის მიუღებლობის სინდრომს შიშის განცდას უკავშირებს. მისივე მოსაზრებით, ეს შიში ეკონომიკურად განუვითარებელი სახელმწიფოებისთვის არის დამახასიათებელი.

„ერთ ნაწილში პირიქით ვართ - უცხოელი ექსპერტი თუ ამტკიცებს რამეს, არც ვკითხულობთ, ვინ არის ის და რატომ არის საუცხოო და სარწმუნო. ქართველი ექსპერტი თუ რაიმეს ამტკიცებს მაშინვე ვინტერესდებით, ვინ არის ეს ადამიანი და როგორ გახდა სანდო. თუ საზოგადოებას უცხოსა და განსხვავებულის მიმართ რეაქცია აქვს, ეს არის მისი თავდაცვის ინსტინქტი. ეს არის მისი პასუხი და ახასიათებს ისეთ ქვეყნებს, რომელსაც ბევრი საფრთხე აქვს გარშემო.

საქართველოში მუდმივად, ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს იმაში, რომ არის მტერი და თვითონ არის კარგ მხარეს, გზის მაჩვენებელიც არავინაა. ადამიანი ყოველდღიურ საფრთხეს როცა ელოდება, მას ყველაფერში ეჭვი ეპარება და ეშინია. ეს გადაჭარბებული შიშის ბრალია, ოღონდ მხოლოდ ჰომოფობიის საკითხი კი არა, ყველაფერი“,- განაცხადა ფსიქოლოგმა.

ზურაბ მხეიძე ყურადღებას ქსენოფობიური განწყობების შესახებაც ამახვილებს. მისი თქმით, ესეც ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყნებისთვის არის დამახიათებელი, თუმცა მიგრაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ნაცისტური მოძრაობები ევროპაშიც გააქტიურდა.

"რესტორნებისა და კაფეების მფლობელობაში როდესაც უცხოელები არიან, ქართველი მათ ასე აღიქვამს: „ჩამოსულია ტიპი, რომელმაც შეიძინა რაღაც, მისთვის მუშაობენ ქართველები, მდიდრდება უცხოელი, ყიდულობს უძრავ ქონებას და ჩვენ მოსამსახურეები ვართ საკუთარ ქვეყანაშიო“. ასეთ საფრთხეებს რომ ხედავს, ამიტომ აქვს შიშები, თორემ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა რომ ვიყოთ, ამგვარად არ იქნებოდა“, - აღნიშნა მან.

Ambebi.ge-ს რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ გამოსავალი განათლებაშია, რადგან „რაც უფრო მეტია ინფორმაცია და ცოდნა ერთმანეთის შესახებ, მით ნაკლები ადგილი რჩება გაუცხოებისა და მიუღებლობისათვის“.

მთავარი ფოტო: ონლაინ-ჟურნალი What I See