სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან" - ნიკა მელიას პირველი კომენტარი პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ
"თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან" - ნიკა მელიას პირველი კომენტარი პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ

"დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ ამ 91 ადა­მი­ანს კი არ უნდა ვებ­რძო­ლოთ, არა­მედ ტყვე­ო­ბი­დან უნდა და­ვიხ­სნათ", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ნიკა მე­ლი­ამ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მე­ლი­ას თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც მის­თვის დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რეს, სა­კუ­თა­რი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ წა­ვიდ­ნენ.

ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას თა­ვი­დან თმის ღერი არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ხოლო თუ ვინ­მეს სა­ნერ­ვი­უ­ლო აქვს, ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია.

"მე მგო­ნი ჩემს სათ­ქმელ­ში ვთქვი, რა­საც ვგრძნობ­დი და რაც ხდე­ბო­და. მე ახლა დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ ამ ხალ­ხს, ამ 91 ადა­მი­ანს კი არ უნდა ვებ­რძო­ლოთ, არა­მედ ტყვე­ო­ბი­დან უნდა და­ვიხ­სნათ. ისი­ნი ნამ­დვი­ლად ტყვე­ო­ბა­ში არი­ან იმი­ტომ, რომ გუ­ლახ­დი­ლად ვიგ­რძე­ნი, ისი­ნი მზად არ არი­ან თვა­ლი გა­უს­წო­რონ ადა­მი­ანს, ვის წი­ნა­აღ­მდე­გა­დაც ღი­ლაკს მი­ა­ჭი­რეს ხელი. და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, მათ დიდ ნა­წილს ამის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და, მაგ­რამ მათ იმოქ­მე­დეს სა­კუ­თა­რი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს არის ამ ქვეყ­ნის უბე­დუ­რე­ბა. კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდს შვე­ლა სჭირ­დე­ბა.ყვე­ლა უნდა და­ვი­რაზ­მოთ და ტყვე­ო­ბი­დან და­ვიხ­სნათ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. რამ­დენ­ჯე­რაც უკან გა­მო­ვი­ხე­დე, იმ­დენ­ჯერ თვა­ლი ვერ გა­მის­წო­რეს, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბო­და უკვე უკან გა­მო­ხედ­ვა, ვცდი­ლობ­დი, დრო მო­მე­გო და ტე­ლე­ფონ­ში ჩავ­ყა­ვი თავი. მძი­მე ატ­მოს­ფე­რო და აურა იყო.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უკვე და­მარ­ცხე­ბუ­ლია. ისევ რო­მან გო­ცი­რი­ძეს გე­ნი­ა­ლურ ნათ­ქვამს გა­ვი­მე­ო­რებ: თმის ღერი არ ჩა­მო­ვარ­დე­ბა ჩემი თა­ვი­დან. ეს არის ფაქ­ტი. თუ ვინ­მეს აქვს სა­ნერ­ვი­უ­ლო, ეს ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლია. ვიცი, რომ შე­ვალ ივანiშვი­ლის ცი­ხე­ში და გა­მო­ვალ თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში" - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

პარ­ლა­მენ­ტმა ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის თან­ხმო­ბის მი­ცე­მის სა­კითხს მხა­რი და­უ­ჭი­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა დღე­ვან­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე 91 ხმით, არც ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღეს. ამით ნი­კა­ნორ მე­ლი­ას დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტი შე­უ­ჩერ­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან" - ნიკა მელიას პირველი კომენტარი პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ

"თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან" - ნიკა მელიას პირველი კომენტარი პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ

"დავრწმუნდი იმაში, რომ ამ 91 ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მელიას თქმით, "ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ წავიდნენ.

ნიკა მელიას განცხადებით, მას თავიდან თმის ღერი არ ჩამოუვარდება, ხოლო თუ ვინმეს სანერვიულო აქვს, ეს ბიძინა ივანიშვილია.

"მე მგონი ჩემს სათქმელში ვთქვი, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა. მე ახლა დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ხალხს, ამ 91 ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ. ისინი ნამდვილად ტყვეობაში არიან იმიტომ, რომ გულახდილად ვიგრძენი, ისინი მზად არ არიან თვალი გაუსწორონ ადამიანს, ვის წინააღმდეგადაც ღილაკს მიაჭირეს ხელი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მათ დიდ ნაწილს ამის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ. ეს არის ამ ქვეყნის უბედურება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახელისუფლებო გუნდს შველა სჭირდება.ყველა უნდა დავირაზმოთ და ტყვეობიდან დავიხსნათ ეს ადამიანები. რამდენჯერაც უკან გამოვიხედე, იმდენჯერ თვალი ვერ გამისწორეს, მეუხერხულებოდა უკვე უკან გამოხედვა, ვცდილობდი, დრო მომეგო და ტელეფონში ჩავყავი თავი. მძიმე ატმოსფერო და აურა იყო.

ბიძინა ივანიშვილი უკვე დამარცხებულია. ისევ რომან გოცირიძეს გენიალურ ნათქვამს გავიმეორებ: თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან. ეს არის ფაქტი. თუ ვინმეს აქვს სანერვიულო, ეს ბატონი ივანიშვილია. ვიცი, რომ შევალ ივანiშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში" - აღნიშნა მელიამ.

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

"ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყო...მანაც მაპატია და მეც ვაპატიე" - ვანო მერაბიშვილი

როდიდან დაიწყებს მოძრაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი? - კახა კალაძის კომენტარი

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს - "26 აპრილს ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება"