პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ ამბობდა, სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო და 10 წუთიც ვერ გაძლო..." - რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ
"სულ ამბობდა, სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო და 10 წუთიც ვერ გაძლო..." - რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ

78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი. ამ ტრა­გი­კულ ამ­ბავს, რე­ჟი­სო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მე­ო­რე უბე­დუ­რე­ბა მოჰ­ყვა - გუ­ლის შე­ტე­ვით სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მა­ნა­ნა ჭე­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რის "რუს­თა­ვე­ლის 19"-ის მსა­ხი­ო­ბი სოფო მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­სა და მის მე­უღ­ლეს:

"მინ­და სევ­დი­ა­ნი მაგ­რამ სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია მო­გიყ­ვეთ სიყ­ვა­რულ­ზე... ალ­ბათ წიგნ­ში თუ წა­გი­კი­თხავთ ან ფილმში გი­ნა­ხავთ მსგავ­სი სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც გა­ცო­ცხლებს და გკლავს, გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მდი­და­რია ემო­ცი­ე­ბით და გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, მი­თუ­მე­ტეს ისე, რო­გორც ეს ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ შეძ­ლო! სულ ამ­ბობ­და სან­დროს გა­რე­შე ვერ ვი­ცო­ცხლე­ბო, ხოდა ვერ იცო­ცხლა!!! 10 წუ­თიც ვერ გაძ­ლო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ახლა ისევ ერ­თად ხართ, ისევ ისე გიყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი! მიყ­ვარ­ხართ მე თქვენ!

AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი, თე­ატ­რა­ლე­ბი ბა­ტონ სან­დროს და ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას იხ­სე­ნე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ეს არის ტრა­გე­დია, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი რო­მან­ტიზ­მი ახ­ლავს...

სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რის ძმის­შვი­ლი:

- ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ვე­რას­დროს და­გა­ვი­წყდე­ბა. მა­ნა­ნა ბი­ცო­ლა სულ ამ­ბობ­და, სან­დროს რომ რამე და­ე­მარ­თოს, ვერ გა­დავ­რჩე­ბიო... მარ­თლაც, რო­გო­რიც "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას" ფი­ნა­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით ისე დას­რულ­და მათი ურ­თი­ერ­თო­ბაც. თუმ­ცა, ზე­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში ისი­ნი ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ... ჩვენ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მძი­მეა, მაგ­რამ ხან­და­ხან ვფიქ­რობთ, რომ ალ­ბათ მათ­თვის ასე ჯობ­და... ასე­თი ამ­ბე­ბი მხო­ლოდ ზრაპ­რებ­ში და კი­ნო­ში ხდე­ბა ხოლ­მე.

სან­დრო ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო, მერ­გობ­რუ­ლი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მა­ნა­ნაც სა­ო­ცა­რი მე­გო­ბა­რი, ვერ ვგრძნობ­დით, რომ უფ­როსს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, მას­თან ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მა­ზე, სა­კი­თხზე შეგ­ვეძ­ლო სა­უ­ბა­რი. მი­უ­ხე­და­ვად ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი იყო, სულ ყვე­ბო­და რა­ღაც სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ებს. პრობ­ლე­მა­საც რა­ღაც იუ­მო­რის­ტუ­ლად გა­და­წყვეტ­და.

ახლა ფო­ტო­ებს რომ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ასე­თი სუ­რა­თი, რო­მელ­საც აწე­რია, რომ „ჩვენ იქაც ვი­თა­მა­შებთ“. მჯე­რა, ისი­ნი იქ უკვე ერ­თად არი­ან...

მარი არ­ღუ­თაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი, სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტი:

- ბა­ტო­ნი სან­დრო ბოლო ორი წელი ავად­მყო­ფობ­და, თუმ­ცა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მხო­ლოდ ერთი კვი­რის წინ შეგ­ვი­წყდა... რე­პე­ტი­ცია თე­ატ­რშიც გვქონ­და და მას­თან სახ­ლშიც. სი­ა­რუ­ლი უჭირ­და და გვე­უბ­ნე­ბო­და - ექი­მე­ბი გა­რეთ გა­მოს­ვლას მიკ­რძა­ლა­ვე­ნო, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბას არ უდრკე­ბო­და, გან­საც­დელს თავს არ უხ­რი­და, სულ საქ­მი­ა­ნობ­და...

ბა­ტო­ნი სან­დრო ჩვე­ნი პე­და­გო­გი იყო, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვი­წყეთ და რომ და­ვამ­თავ­რეთ, ბა­ტონ სან­დროს­თან რე­პე­ტი­ცი­ე­ბი არ შეგ­ვი­წყვე­ტია, მის მიერ და­არ­სე­ბულ თე­ატ­რში „რუს­თა­ვე­ლის 19“-ში გად­მო­ვი­ნაც­ვლეთ.... სულ თა­ვი­დან, პირ­ველ­კურ­სე­ლებს გვი­თხრა, რომ უზო­მოდ გვყვა­რე­ბო­და ჩვე­ნი პრო­ფე­სია და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. სცე­ნა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა იდ­გეთ და გქონ­დეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაო - იყო მისი რჩე­ვა!

„მოქ­მე­დე­ბა და მხო­ლოდ მოქ­მე­დე­ბა არის თე­ატ­რის ძა­ლის მიმ­ცე­მი“, - ილი­ას ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბი ასე ჰქონ­და გა­და­კე­თე­ბუ­ლი და აუ­დი­ტო­რი­ა­ში კე­დელ­ზე ეკი­და. ეს პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დღემ­დე მოგ­ვყე­ბა და სულ გვახ­სოვს... მისი შე­გო­ნე­ბა იყო ასე­ვე, - არა­ვინ გა­ბე­დოთ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ტრი­გე­ბი, გა­იზ­რდე­ბით და გა­ი­გებთ, რა არის ეს, ჩემ­თან ენის მო­სა­ტა­ნად არა­ვინ მოხ­ვი­დე­თო.

ბა­ტო­ნი სან­დრო ტოვსტო­ნო­გო­ვის მო­წა­ფე გახ­ლდათ და პრო­ფე­სი­ის უმაღ­ლეს რან­გში ცოდ­ნას­თან ერ­თად, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და პრო­ფე­სი­უ­ლად სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წი­ნა­შე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. მის­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნე­ბი დაგ­ვრჩა - მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბის შე­სა­ხებ, ტოვსტო­ნო­გო­ვის სა­რე­ჟი­სო­რო გაკ­ვე­თი­ლე­ბი და მისი პი­ე­სე­ბის კრე­ბუ­ლი...

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი მოხ­და - რამ­დე­ნი­მე წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით, გარ­და­იც­ვა­ლა მისი ულა­მა­ზე­სი და უსათ­ნო­ე­სი მე­უღ­ლე მა­ნა­ნა ჭე­ლი­ძე. ფან­ტას­ტი­კუ­რი და სა­ოც­რად ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. მა­საც სტუ­დენ­ტო­ბი­დან ვიც­ნობ­დით და ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვმას­პინ­ძლობ­და. ეს, ამ ორი ადა­მი­ა­ნის ამ ქვეყ­ნი­დან გას­ვლა თე­ატ­რა­ლურ სცე­ნას, კი­ნო­კადრს თუ სცე­ნარს ჰგავს...

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე, თე­ატრმ­ცოდ­ნე:

- თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი იყო, სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­საც ას­წავ­ლი­და და სულ ქმნი­და თე­ატ­რებს... მას ასეც ეძახ­დნენ - ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის დონ კი­ხოტს. ქარ­თულ­მა თე­ატრმა კი­დევ ერთი ფერი და­კარ­გა...

სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი ქარ­თულ თე­ატ­რში სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ, ასე­თი­ვე პრო­ექ­ტე­ბი ჰქონ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. მე­ნე­ჯე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც მუდ­მი­ვად ჰქონ­და და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი, რომ ახა­ლი თე­ატ­რე­ბი („მე­ტე­ხის“, „ძვე­ლი სახ­ლი“ „გლო­ბუ­სი“, „რუს­თა­ვე­ლის 19“) შე­ექ­მნა, ახალ­გაზ­რდებ­თან ემუ­შა­ვა, ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის გზის გამ­კვა­ლა­ვი და აღ­მზრდე­ლია, მათ შო­რი­საა სამი თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი: სოსო ნემ­სა­ძე, ვანო ხუ­ციშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ სა­ბაშ­ვი­ლი. ისი­ნი ბა­ტო­ნი სან­დროს სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ.

რაც შე­ხე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბას, გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, მხო­ლოდ ფილ­მებ­სა და წიგ­ნებ­ში გვი­ნა­ხავს ასე­თი. მარ­თლა დიდი უბე­დუ­რე­ბაა, როცა რა­ღაც წუ­თე­ბის ინ­ტერ­ვა­ლით ცოლი ქმარს მიჰ­ყვე­ბა. რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლი და რო­გო­რი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა... ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას კე­თილ­გან­წყო­ბას და სულ მი­დას­ტუ­რებ­და თა­ვის დიდ სიყ­ვა­რულს. მას­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, რო­მელ­საც ბევ­რი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს ამ ამ­ბავს...

დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ბა­ტო­ნი სან­დროს­გან ორ­ჯერ სა­ოც­რად კო­ლე­გი­ა­ლუ­რი და ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ფაქ­ტის მოწ­მე და მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი - როცა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი სხვა რე­ჟი­სორს უნდა და­ედ­გა, ბა­ტონ სან­დროს ჩემი ჯგუ­ფი შეხ­ვდა, შემ­დგომ კი ის სპექ­ტაკ­ლი მის თე­ატ­რში „ძველ სახ­ლში“ გა­და­მა­ტა­ნი­ნა, სა­დაც რო­გორც ნამ­დვილ ოჯახ­ში, ისე აღ­მოვ­ჩნდი. მე­ო­რე­დაც, ჩემი სპექ­ტაკ­ლის „ღია შუ­შა­ბან­დის“ „გლო­ბუს­ში“ გა­და­ტა­ნა შე­მომ­თა­ვა­ზა და ასე მოვ­ხვდით პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე. სტუ­დენ­ტე­ბის წინსვლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევრ საქ­მე აკე­თებ­და.

სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბო­და, ის სა­ო­ცა­რი ოჯა­ხის შვი­ლი იყო - მამა მწე­რა­ლი მი­ხე­ილ მრევ­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, ბა­ბუა დიდი მხატ­ვა­რი - ალექ­სან­დრე მრევ­ლიშ­ვი­ლი, სან­დრო თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი და­მა­არ­სებ­ლის მა­ლი­კო მრევ­ლიშ­ვი­ლის ძმიშ­ვი­ლი იყო. მის­თვის თა­ვი­დან „მე­ტე­ხის თე­ატ­რის“ და­არ­სე­ბა თა­ვის ატ­კი­ვე­ბა იყო, მაგ­რამ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რო­მან­ტი­კო­სი გახ­ლდათ... მუ­დამ ძი­ე­ბა­ში იყო... მუ­შა­ობ­და სო­ხუ­მის თე­ატ­რში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გე­ნი­ა­ლურ არ­ტის­ტებ­თან, მათ შო­რის, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან...

ბოლო სპექ­ტაკ­ლი „რუს­თა­ვე­ლის 19"-ში დად­გა - „უსა­ზღვრო­ე­ბა დრო­თა“, სა­დაც აკა­კი ხი­და­შელ­მა ითა­მა­შა. ეს კი იმის მა­გა­ლი­თია, როცა ადა­მი­ან­მა იცის, რაც სჭირს, იცის, რომ დრო ძა­ლი­ან ცო­ტაა, მაგ­რამ საქ­მე­ში ისე­თი­ვე შე­მარ­თე­ბა აქვს, რო­გორც ადრე...

ამ ტრა­გი­კულ ფაქ­ტში იმ­ხე­ლა ამაღ­ლე­ბუ­ლი რა­მაა, რომ დღეს ამ ოჯახ­ში ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლია... ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა "ძველ სახ­ლში" სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ნა­წი­ლის გამ­გე იყო და ამ სახ­ლის დი­ა­სახ­ლი­სი... ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლად რომ შევ­ხე­დოთ, მა­ნა­ნა ცხოვ­რობ­და სან­დროს ცხოვ­რე­ბით. ჩაქ­რა სან­დრო და წუ­თებ­ში ჩაქ­რა მა­ნა­ნაც. ამ წყვი­ლის ეს სა­ო­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რი­ას რო­გორც ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი ეპი­ზო­დი, ისე დარ­ჩე­ბა.

დღეს თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმ მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ, რა­საც ბა­ტო­ნი სან­დრო 2017 წლამ­დე ას­რუ­ლებ­და - თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ვარ. მა­ნამ­დე გამ­გე­ო­ბის წევ­რი ვი­ყა­ვი და მახ­სოვს, რომ თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ვის­თან ჰქონ­და მის­ვლის პრობ­ლე­მა, რომ ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე და­ლა­პა­რა­კე­ბო­და. მას კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი უნა­რი ჰქონ­და... ის ძა­ლი­ან დიდი ძალა იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს ამ მძი­მე ამ­ბავს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სულ ამბობდა, სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო და 10 წუთიც ვერ გაძლო..." - რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ

"სულ ამბობდა, სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო და 10 წუთიც ვერ გაძლო..." - რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი. ამ ტრაგიკულ ამბავს, რეჟისორის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში მეორე უბედურება მოჰყვა - გულის შეტევით სანდრო მრევლიშვილის მეუღლე, მანანა ჭელიძე გარდაიცვალა.

სანდრო მრევლიშვილის მიერ დაარსებული თეატრის "რუსთაველის 19"-ის მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება მასწავლებელსა და მის მეუღლეს:

"მინდა სევდიანი მაგრამ საოცარი ისტორია მოგიყვეთ სიყვარულზე... ალბათ წიგნში თუ წაგიკითხავთ ან ფილმში გინახავთ მსგავსი სიყვარული, სიყვარული, რომელიც გაცოცხლებს და გკლავს, გრძნობა, რომელიც ძალიან მდიდარია ემოციებით და გრძნობა, რომელიც ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს ისე, როგორც ეს ქალბატონმა მანანამ შეძლო! სულ ამბობდა სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო, ხოდა ვერ იცოცხლა!!! 10 წუთიც ვერ გაძლო... დარწმუნებული ვარ ახლა ისევ ერთად ხართ, ისევ ისე გიყვართ ერთმანეთი! მიყვარხართ მე თქვენ!

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ოჯახის ახლობლები, თეატრალები ბატონ სანდროს და ქალბატონ მანანას იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს არის ტრაგედია, რომელსაც საოცარი რომანტიზმი ახლავს...

სანდრო მრევლიშვილი, რეჟისორის ძმისშვილი:

- ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ვერასდროს დაგავიწყდება. მანანა ბიცოლა სულ ამბობდა, სანდროს რომ რამე დაემართოს, ვერ გადავრჩებიო... მართლაც, როგორიც "რომეო და ჯულიეტას" ფინალია, დაახლოებით ისე დასრულდა მათი ურთიერთობაც. თუმცა, ზეციურ სამყაროში ისინი ცხოვრებას აგრძელებენ... ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა, მაგრამ ხანდახან ვფიქრობთ, რომ ალბათ მათთვის ასე ჯობდა... ასეთი ამბები მხოლოდ ზრაპრებში და კინოში ხდება ხოლმე.

სანდრო ძალიან უშუალო, მერგობრული, თბილი ადამიანი იყო, მანანაც საოცარი მეგობარი, ვერ ვგრძნობდით, რომ უფროსს ველაპარაკებოდით, მასთან ნებისმიერ პრობლემაზე, საკითხზე შეგვეძლო საუბარი. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, თანამედროვე ადამიანი იყო, სულ ყვებოდა რაღაც სახალისო ისტორიებს. პრობლემასაც რაღაც იუმორისტულად გადაწყვეტდა.

ახლა ფოტოებს რომ ვათვალიერებდით, აღმოვაჩინეთ ასეთი სურათი, რომელსაც აწერია, რომ „ჩვენ იქაც ვითამაშებთ“. მჯერა, ისინი იქ უკვე ერთად არიან...

მარი არღუთაშვილი, მსახიობი, სანდრო მრევლიშვილის სტუდენტი:

- ბატონი სანდრო ბოლო ორი წელი ავადმყოფობდა, თუმცა რეპეტიციები მხოლოდ ერთი კვირის წინ შეგვიწყდა... რეპეტიცია თეატრშიც გვქონდა და მასთან სახლშიც. სიარული უჭირდა და გვეუბნებოდა - ექიმები გარეთ გამოსვლას მიკრძალავენო, მაგრამ დაავადებას არ უდრკებოდა, განსაცდელს თავს არ უხრიდა, სულ საქმიანობდა...

ბატონი სანდრო ჩვენი პედაგოგი იყო, მასთან ურთიერთობა თეატრალურ უნივერსიტეტში დავიწყეთ და რომ დავამთავრეთ, ბატონ სანდროსთან რეპეტიციები არ შეგვიწყვეტია, მის მიერ დაარსებულ თეატრში „რუსთაველის 19“-ში გადმოვინაცვლეთ.... სულ თავიდან, პირველკურსელებს გვითხრა, რომ უზომოდ გვყვარებოდა ჩვენი პროფესია და ვყოფილიყავით ღირსეული მოქალაქეები. სცენაზე მოქალაქეები უნდა იდგეთ და გქონდეთ პასუხისმგებლობაო - იყო მისი რჩევა!

„მოქმედება და მხოლოდ მოქმედება არის თეატრის ძალის მიმცემი“, - ილიას ცნობილი სიტყვები ასე ჰქონდა გადაკეთებული და აუდიტორიაში კედელზე ეკიდა. ეს პირველი შთაბეჭდილებები დღემდე მოგვყება და სულ გვახსოვს... მისი შეგონება იყო ასევე, - არავინ გაბედოთ თეატრალური ინტრიგები, გაიზრდებით და გაიგებთ, რა არის ეს, ჩემთან ენის მოსატანად არავინ მოხვიდეთო.

ბატონი სანდრო ტოვსტონოგოვის მოწაფე გახლდათ და პროფესიის უმაღლეს რანგში ცოდნასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პროფესიულად სწორად ჩამოყალიბებას. ეს პასუხისმგებლობა სტუდენტების, მომავალი თაობის წინაშე გაცნობიერებული ჰქონდა. მისგან არაჩვეულებრივი წიგნები დაგვრჩა - მსახიობის ოსტატობის შესახებ, ტოვსტონოგოვის სარეჟისორო გაკვეთილები და მისი პიესების კრებული...

მისი გარდაცვალების შემდეგ საოცარი ამბავი მოხდა - რამდენიმე წუთის ინტერვალით, გარდაიცვალა მისი ულამაზესი და უსათნოესი მეუღლე მანანა ჭელიძე. ფანტასტიკური და საოცრად ღირსეული ადამიანი. მასაც სტუდენტობიდან ვიცნობდით და ყოველთვის განსაკუთრებულად გვმასპინძლობდა. ეს, ამ ორი ადამიანის ამ ქვეყნიდან გასვლა თეატრალურ სცენას, კინოკადრს თუ სცენარს ჰგავს...

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი იყო, სამსახიობო ოსტატობის ხელოვნებასაც ასწავლიდა და სულ ქმნიდა თეატრებს... მას ასეც ეძახდნენ - ქართული თეატრის დონ კიხოტს. ქართულმა თეატრმა კიდევ ერთი ფერი დაკარგა...

სანდრო მრევლიშვილი ქართულ თეატრში საინტერესო რეჟისორი გახლდათ, ასეთივე პროექტები ჰქონდა განხორციელებული. მენეჯერული თვალსაზრისითაც მუდმივად ჰქონდა დაუოკებელი სურვილი, რომ ახალი თეატრები („მეტეხის“, „ძველი სახლი“ „გლობუსი“, „რუსთაველის 19“) შეექმნა, ახალგაზრდებთან ემუშავა, ბევრი ნიჭიერი ადამიანის გზის გამკვალავი და აღმზრდელია, მათ შორისაა სამი თანამედროვე თეატრის რეჟისორი: სოსო ნემსაძე, ვანო ხუციშვილი, ნიკოლოზ საბაშვილი. ისინი ბატონი სანდროს სტუდენტები იყვნენ.

რაც შეხება ქალბატონი მანანას გარდაცვალებას, გასაგიჟებელი ამბავია, მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში გვინახავს ასეთი. მართლა დიდი უბედურებაა, როცა რაღაც წუთების ინტერვალით ცოლი ქმარს მიჰყვება. როგორი სიყვარული და როგორი ურთიერთპატივისცემაა... ყოველთვის ვგრძნობდი ქალბატონი მანანას კეთილგანწყობას და სულ მიდასტურებდა თავის დიდ სიყვარულს. მასთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, რომელსაც ბევრი ჰქონდა გაკეთებული სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებაში. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ ამბავს...

დიმა ხვთისიაშვილი, რეჟისორი, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ბატონი სანდროსგან ორჯერ საოცრად კოლეგიალური და ახალგაზრდების მხარდამჭერი ფაქტის მოწმე და მონაწილე გავხდი - როცა თეატრალურ უნივერსიტეტში სადიპლომო სპექტაკლი სხვა რეჟისორს უნდა დაედგა, ბატონ სანდროს ჩემი ჯგუფი შეხვდა, შემდგომ კი ის სპექტაკლი მის თეატრში „ძველ სახლში“ გადამატანინა, სადაც როგორც ნამდვილ ოჯახში, ისე აღმოვჩნდი. მეორედაც, ჩემი სპექტაკლის „ღია შუშაბანდის“ „გლობუსში“ გადატანა შემომთავაზა და ასე მოვხვდით პროფესიულ სცენაზე. სტუდენტების წინსვლისა და განვითარებისთვის ბევრ საქმე აკეთებდა.

სხვანაირად არ შეიძლებოდა, ის საოცარი ოჯახის შვილი იყო - მამა მწერალი მიხეილ მრევლიშვილი გახლდათ, ბაბუა დიდი მხატვარი - ალექსანდრე მრევლიშვილი, სანდრო თეატრალური უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის მალიკო მრევლიშვილის ძმიშვილი იყო. მისთვის თავიდან „მეტეხის თეატრის“ დაარსება თავის ატკივება იყო, მაგრამ გამოუსწორებელი რომანტიკოსი გახლდათ... მუდამ ძიებაში იყო... მუშაობდა სოხუმის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში გენიალურ არტისტებთან, მათ შორის, ვერიკო ანჯაფარიძესთან...

ბოლო სპექტაკლი „რუსთაველის 19"-ში დადგა - „უსაზღვროება დროთა“, სადაც აკაკი ხიდაშელმა ითამაშა. ეს კი იმის მაგალითია, როცა ადამიანმა იცის, რაც სჭირს, იცის, რომ დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ საქმეში ისეთივე შემართება აქვს, როგორც ადრე...

ამ ტრაგიკულ ფაქტში იმხელა ამაღლებული რამაა, რომ დღეს ამ ოჯახში ორი მიცვალებულია... ქალბატონი მანანა "ძველ სახლში" სალიტერატურო ნაწილის გამგე იყო და ამ სახლის დიასახლისი... ამ ყველაფერს ძალიან რომანტიკულად რომ შევხედოთ, მანანა ცხოვრობდა სანდროს ცხოვრებით. ჩაქრა სანდრო და წუთებში ჩაქრა მანანაც. ამ წყვილის ეს საოცარი გარდაცვალების ფაქტი, ქართული თეატრის ისტორიას როგორც ყველაზე რომანტიკული ეპიზოდი, ისე დარჩება.

დღეს თეატრალურ საზოგადოებაში იმ მოვალეობას ვასრულებ, რასაც ბატონი სანდრო 2017 წლამდე ასრულებდა - თავმჯდომარის მოადგილე ვარ. მანამდე გამგეობის წევრი ვიყავი და მახსოვს, რომ თეატრალურ საზოგადოებაში არავისთან ჰქონდა მისვლის პრობლემა, რომ ნებისმიერ თემაზე დალაპარაკებოდა. მას კომუნიკაციის გამორჩეული უნარი ჰქონდა... ის ძალიან დიდი ძალა იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ მძიმე ამბავს...

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება

როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა