საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაქარია ქუცნაშვილი - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი
ზაქარია ქუცნაშვილი - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის. მისი გან­ცხა­დე­ბით, ის აც­ნო­ბი­ე­რებს ხალ­ხის სა­მარ­თლი­ან მღელ­ვა­რე­ბას იმ ფაქ­ტზე, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სხდო­მას რუსი დე­პუ­ტა­ტი „კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან“ სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი უძღვე­ბო­და.

„მე ვაც­ნო­ბი­ე­რებ იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­ულ­და და გა­ღი­ზი­ან­და იმ ფაქ­ტზე, რომ რუსი დე­პუ­ტა­ტი და­ი­ნა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სკამ­ში. მე მინ­და, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ალ­ბათ, მე უფრო მე­ტად უნდა მო­მენ­დო­მე­ბი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­დივ­ნო­ში მუ­შა­ო­ბი­სას. როცა ორი სკა­მი დად­გეს პრე­ზი­დი­უმ­ში, მა­შინ უკვე მივ­ხვდი, რომ ორი­ვე დაჯ­დე­ბო­და ზე­მოთ და შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლი გახ­სნი­და სხდო­მას და რო­მე­ლი წა­იყ­ვან­და, ეს იყო ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი. მე ვგრძნობ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და დიდ­წი­ლად სა­მარ­თლი­ან მღელ­ვა­რე­ბას იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში სხდო­მა წა­იყ­ვა­ნა რუს­მა დე­პუ­ტატ­მა და ამის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს ვუხ­დი,“ - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სე­სია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში დღეს ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა „კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან" სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა რუ­სულ ენა­ზე გახ­სნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის ჩა­ტა­რე­ბას ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სხდო­მა­ზე შეს­ვე­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნას­თან ავიდ­ნენ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ყოფ­ნა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მას შემ­დეგ, რაც ხმა­ურ­მა სა­სე­სიო დარ­ბა­ზი­დან ფო­ი­ე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და პრო­ტესტს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ზაქარია ქუცნაშვილი - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი

ზაქარია ქუცნაშვილი - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მისი განცხადებით, ის აცნობიერებს ხალხის სამართლიან მღელვარებას იმ ფაქტზე, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას რუსი დეპუტატი „კომუნისტური პარტიიდან“ სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

„მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა და გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. მე მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ალბათ, მე უფრო მეტად უნდა მომენდომებინა საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას. როცა ორი სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე დაჯდებოდა ზემოთ და შესაბამისად, რომელი გახსნიდა სხდომას და რომელი წაიყვანდა, ეს იყო ტექნიკური საკითხი. მე ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას და დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები