მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ" - სააკაშვილი მოლდოვის პრემიერს
"თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ" - სააკაშვილი მოლდოვის პრემიერს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მოლ­დო­ვის ახა­ლი მთავ­რო­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა. ამის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვილ­მა მოლ­დო­ვის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის Tv8moldovas ეთერ­ში ისა­უბ­რა.

„თქვენ მხო­ლოდ და­უს­ტვი­ნეთ და ჩვენ მზად ვართ, დღე და ღამე ვი­მუ­შა­ოთ, რათა და­გეხ­მა­როთ, რო­გორც ჩვე­ნი სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბით ასე­ვე შეც­დო­მე­ბით, რად­გან თქვენ ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე უკეთ უნდა გქონ­დეთ, ვიდ­რე ჩვენ გვქონ­და“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მოლ­დო­ვის ახა­ლი მთავ­რო­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მოლ­დო­ვას სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ახა­ლი მთავ­რო­ბის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­მარ­ჯვე­ბა და მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის პოს­ტის და­კა­ვე­ბა მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ მოლ­დო­ვის მა­გა­ლი­თი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის იმე­დის ნა­პერ­წკა­ლია.

„პირ­ველ რიგ­ში მინ­და მი­ვუ­ლო­ცა ჩემს დიდი ხნის მე­გო­ბარს, მაია სან­დუს ამ პო­ზი­ცი­ა­ზე არ­ჩე­ვა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს დიდი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. ჩვენ ყვე­ლა, დიდი აღ­ტა­ცე­ბით გი­ყუ­რებთ, რად­გან ის, რისი გა­კე­თე­ბაც თქვენ შე­ძე­ლით, ნამ­დვი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გარ­ღვე­ვაა არა მხო­ლოდ მოლ­დო­ვის­თვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, უკ­რა­ი­ნის­თვის, ბე­ლო­რუ­სის­თვის და ყვე­ლა იმ ქვეყ­ნის­თვის, სა­დაც არის ოლი­გარ­ქის მმარ­თვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა. ის, რა­ზეც ჩვენ ვჩურ­ჩუ­ლებ­დით, თქვენ თქვით ხმა­მაღ­ლა, რომ თქვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ი­პყრო ოლი­გარ­ქმა, რომ ოლი­გარ­ქის მმარ­თვე­ლო­ბა პრობ­ლე­მაა მოლ­დო­ვის მთე­ლი ერის­თვის. მინ­და მო­გი­ლო­ცოთ და გი­თხრათ, რომ თქვენ მხარს გი­ჭე­რენ ირ­გვლივ მყო­ფი პროგ­რე­სუ­ლი ძა­ლე­ბი. ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის ის, რაც თქვენ გა­ა­კე­თეთ, იმე­დის ნა­პერ­წკა­ლია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვთქვათ, რომ ჩვენ და­პყრო­ბი­ლე­ბი ვართ ოლი­გარ­ქის მიერ და გვსურს მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ა­კაშ­ვილ­მა მოლ­დო­ვის ახა­ლი მთავ­რო­ბის მე­თა­ურს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­სა და ოლი­გარ­ქის, ვლა­დი­მირ პლა­ხატ­ნი­უ­კის ცი­ხე­ში ჩას­მა და მის­თვის ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა ურ­ჩია. სა­ა­კაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ პლა­ხატ­ნი­უკს არც ერთი ქვე­ყა­ნა არ მი­ი­ღებს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის ერის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წავა.

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტმა უკ­რა­ი­ნა­ში მისი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და გა­ნამ­რტა მი­ზე­ზე­ბი, რო­მელ­თა გა­მოც არ უნდა სხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მან გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა პარ­ტია თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ად­გი­ლებს ყი­დის. რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პარ­ტი­ე­ბი ამ პი­რებს ინ­ვეს­ტო­რებს უწო­დე­ბენ და აღი­ა­რე­ბენ, რომ აქვთ 10, 12, ან 16 ად­გი­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის.

სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის პარ­ტია „ხალ­ხის მსა­ხურ­ზე“ ვერ იტყვის ამას, „რად­გან იქ სხვა ტი­პის შერ­ჩე­ვა იყო და ამ პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ ხალ­ხი რე­ა­ლუ­რად მი­ილ­ტვის“.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, სი­ა­ში ად­გი­ლე­ბის ფა­სე­ბი სა­შუ­ა­ლოდ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი­დან სამ მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ" - სააკაშვილი მოლდოვის პრემიერს

"თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ" - სააკაშვილი მოლდოვის პრემიერს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ახალი მთავრობისთვის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ სააკაშვილმა მოლდოვის ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის Tv8moldovas ეთერში ისაუბრა.

„თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ, დღე და ღამე ვიმუშაოთ, რათა დაგეხმაროთ, როგორც ჩვენი სასარგებლო გამოცდილებით ასევე შეცდომებით, რადგან თქვენ ყველაფერი იმაზე უკეთ უნდა გქონდეთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვას სააკაშვილის დახმარება სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრს გამარჯვება და მთავრობის მეთაურის პოსტის დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოლდოვის მაგალითი საქართველოს მოსახლეობისთვის იმედის ნაპერწკალია.

„პირველ რიგში მინდა მივულოცა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მაია სანდუს ამ პოზიციაზე არჩევა. სინამდვილეში ეს დიდი ისტორიული გამოწვევაა. ჩვენ ყველა, დიდი აღტაცებით გიყურებთ, რადგან ის, რისი გაკეთებაც თქვენ შეძელით, ნამდვილი ისტორიული გარღვევაა არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ბელორუსისთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც არის ოლიგარქის მმართველობის პრობლემა. ის, რაზეც ჩვენ ვჩურჩულებდით, თქვენ თქვით ხმამაღლა, რომ თქვენი ქვეყანა დაიპყრო ოლიგარქმა, რომ ოლიგარქის მმართველობა პრობლემაა მოლდოვის მთელი ერისთვის. მინდა მოგილოცოთ და გითხრათ, რომ თქვენ მხარს გიჭერენ ირგვლივ მყოფი პროგრესული ძალები. ბევრი ქართველისთვის ის, რაც თქვენ გააკეთეთ, იმედის ნაპერწკალია, რომ შესაძლებელია, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ჩვენ დაპყრობილები ვართ ოლიგარქის მიერ და გვსურს მისგან გათავისუფლება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა მოლდოვის ახალი მთავრობის მეთაურს ყველაზე გავლენიანი ადამიანისა და ოლიგარქის, ვლადიმირ პლახატნიუკის ციხეში ჩასმა და მისთვის ქონების ჩამორთმევა ურჩია. სააკაშვილი ფიქრობს, რომ პლახატნიუკს არც ერთი ქვეყანა არ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ის ერის ნების წინააღმდეგ წავა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინაში მისი პოლიტიკური აქტივობის შესახებაც ისაუბრა და განამრტა მიზეზები, რომელთა გამოც არ უნდა სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად უკრაინის არჩევნებში მონაწილეობა.

მან განაცხადა, რომ ყველა პარტია თავის საარჩევნო სიაში ადგილებს ყიდის. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პარტიები ამ პირებს ინვესტორებს უწოდებენ და აღიარებენ, რომ აქვთ 10, 12, ან 16 ადგილი ინვესტორებისთვის.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახურზე“ ვერ იტყვის ამას, „რადგან იქ სხვა ტიპის შერჩევა იყო და ამ პარტიაში გაწევრიანებისკენ ხალხი რეალურად მიილტვის“.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, სიაში ადგილების ფასები საშუალოდ ნახევარი მილიონიდან სამ მილიონ დოლარამდე მერყეობს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები