მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის განცხადება
ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის განცხადება

ფო­თის ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის გან­ცხა­დე­ბა

გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ფო­თის პორ­ტში ახა­ლი ღრმა­წყლო­ვა­ნი ტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და გან­ვა­ცხა­დოთ შემ­დე­გი:

პირ­ველ რიგ­ში გვინ­და მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დოთ რომ მას-მე­დი­ის ზო­გი­ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ ამ თვის და­სა­წის­ში ჩვე­ნი კონ­სორ­ცი­უ­მის წევ­რებ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და გარ­კვე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის და­კავ­ში­რე­ბას ჩვენს პრო­ექტთან არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო სი­მარ­თლეს­თან არა აქვს და მხო­ლოდ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბია.

„ფო­თის ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“, და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მიერ, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­გრძლი­ვი და ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს მათ მიერ რა­მო­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი (ძი­რი­თა­დად ფო­თის პორ­ტში), აგ­რეთ­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა USAID-ის ცნო­ბილ სა­პი­ლო­ტე, პორ­ტე­ბის ტერ­მი­ნა­ლე­ბის კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­თვა­ში­გა­და­ცე­მის პროგ­რა­მა­ში.

ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი მჭიდ­როდ არი­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის სხვა­დას­ხვა ტი­პის ნა­ყა­რი ტვირ­თე­ბის მფლო­ბე­ლებ­თან, რო­მელ­თათ­ვის კავ­კა­სი­ის დე­რე­ფა­ნი და ფო­თის პორ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლო­გის­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა რო­გორც გა­და­ზიდ­ვე­ბის,ასე­ვე ტვირ­თე­ბის და­სა­წყო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის - A.P. Moller-Maersk A/S-ის ნა­წი­ლისAPM Terminals-ის, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენ­ტებ­ზე 74 პორ­ტში ოპე­რი­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი კომ­პა­ნი­ის APMT ფო­თის პარტნი­ორს და მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებსფო­თის პორ­ტში, მათ­სა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბუ­ნებ­რი­ვად მდი­ნა­რე რი­ო­ნის და­სილ­ვით წარ­მოქ­მნილ მი­წის ვიწ­რო ნაკ­ვეთ­ზე, ერთი ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბას ნა­ყა­რი ტვირ­თე­ბი­სათ­ვის. პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს 1600 მეტ­რი სიგ­რძის ტალღმტე­ხის (იგი­ვე მოლო) მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­და­წყვეტს მდი­ნა­რის მიერ ჩა­მო­ტა­ნი­ლი ნა­შა­ლი მა­სე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას­ფო­თის პორ­ტის სიღ­რმე­ებ­ზე.

ამ პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რი APMT ფოთი რა­მო­დე­ნი­მე წე­ლია აქ­ტი­უ­რობს რათა მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა, ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა რა ტვირ­თე­ბის ზრდის დი­ნა­მი­კას ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი­სათ­ვის. მათ ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს 4 ახა­ლი სხვა­დას­ხვა პორ­ტი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე. ჩვენს პრო­ექ­ტში APMT ფოთი თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბით და სახ­სრე­ბით მთლი­ა­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს დამ­ცა­ვი მო­ლოს, მი­სას­ვლე­ლი არ­ხის, ნავ­მი­სად­გო­მე­ბის კედ­ლის და სახ­მე­ლე­თო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პის სა­მუ­შა­ო­ებს, ხოლო ჩვე­ნი კონ­სორ­ცი­უ­მი მო­ახ­დენს ნავ­მი­სად­გო­მის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­მარ­თვას თა­ნა­მედ­რო­ვე ამ­წე­ე­ბით. პრო­ექ­ტი100%-ით კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. ამის თქმის უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ სხვა­დას­ხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად არი­ან პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კე­ბი. APMT ფოთ­თან პარტნი­ო­რო­ბა, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი და ჩვე­ნი კონ­სორ­ცი­უ­მის წევ­რე­ბის წვდო­მა ტვირ­თებ­ზე ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა­ში არ­წმუ­ნებს. არა­ვი­თა­რი მო­თხოვ­ნა რა­ი­მე სა­ხის ტვირთბ­რუნ­ვის რის­კის და­ზღვე­ვა­ზე არ დგას და არც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

დღეს ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზეა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა 2018 წლის 12 იან­ვარს ხელ­მო­წე­რი­ლი მე­მო­რან­დუ­მის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ღრმა, ინ­ტენ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში. სრულ­დე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტის კო­მერ­ცი­ულ პი­რო­ბებ­ზე, სტან­დარ­ტებ­ზე და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მხა­რე­ებს შო­რის აზ­რთა გა­ზი­ა­რე­ბა. გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ტვირ­თე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი პარტნი­ო­რი სრუ­ლა­დაა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და მათი რო­გორც რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე სტრუქ­ტუ­რა არა­ნა­ირ კი­თხვის ნიშ­ნებს არ ბა­დებს.

ვფიქ­რობთ სა­მარ­თლი­ა­ნი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ახა­ლი პორ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და არ­სე­ბუ­ლე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მის­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს, ამ­დე­ნად სა­ხელ­მწი­ფოს ხედ­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯან­სა­ღი და მარ­თე­ბუ­ლია. ანაკ­ლი­ის პორ­ტის მას­შტა­ბუ­რო­ბა, მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლო­გის­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ის მი­ნი­ჭე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, რომ­ლის კონ­კუ­რენ­ტად ფოთ­ში მშრა­ლი ნა­ყა­რი ტვირ­თე­ბის ერთი ღრმა­წყლო­ვა­ნი ტერ­მი­ნა­ლის წარ­მოდ­გე­ნა არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის და უკეთ სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ შე­იძ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნოთ ამ ორი ობი­ექ­ტის ზო­გი­ერ­თი ძი­რი­თა­დი პა­რა­მეტ­რე­ბის უბ­რა­ლო შე­და­რე­ბა:

ანაკ­ლი­ის შემ­თხვე­ვა­ში პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,5 მლრდ. აშშ დო­ლა­რია, ფო­თის - 250 მლნ. აშშ დო­ლა­რი; ანაკ­ლი­ის პორ­ტმა 100 მლნ. ტონა ტვირ­თი უნდა გა­და­ა­მუ­შა­ოს, ფო­თის ახალ­მა ტერ­მი­ნალ­მა - 4 მლნ. ტო­ნამ­დე, ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის დათ­მო­ბი­ლი აქვს 330 ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თო­ბი და 225 ჰექ­ტა­რი სა­ზღვაო ტე­რი­ტო­რია 52 წლის ვა­დით, ფო­თის პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 25 ჰექ­ტა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ფო­თის პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 13,5-14,5 მეტ­რის სიღ­რმის400 მეტ­რის სიგ­რძის მშრა­ლი და ნა­ყა­რი ტვირ­თე­ბის სა­კონ­ტე­ი­ნე­როს ჩათ­ვლით სა­ბო­ლო­ოდ 700 მეტ­რის სიგ­რძის ნავ­მი­სად­გო­მის მო­წყო­ბა, ხოლო ანაკ­ლი­ა­ში -16 მეტ­რი სიღ­რმის 2250 მეტ­რი სიგ­რძის ნავ­მი­სად­გო­მე­ბი.

შე­სა­ბა­მი­სად ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ვფიქ­რობთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ერ­თგუ­ლი დარ­ჩე­ბა უკა­ნას­კნელ წლებ­ში სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­ი­ტინ­გებ­ში წამ­ყვა­ნი ად­გი­ლე­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი­სად­მი (თა­ვი­სუ­ფა­ლი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო), რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის, მათ შო­რის პორ­ტე­ბი­სა და ტერ­მი­ნა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად წა­ად­გე­ბა. ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის შექ­მნა ხომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ისე­ვე რო­გორც აშშ-ს და მსოფ­ლიო ქვეყ­ნებ­თან უფრო მჭიდ­რო პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­წინ­და­რია. არა­ნა­ირ დო­ნე­ზე ჩვე­ნი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი არ მო­ი­თხოვს გან­სხვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში ჩა­ყე­ნე­ბას და რა­ი­მე პრი­ვი­ლე­გი­ებს. თა­ნა­ბა­რი და მეტი კონ­კუ­რენ­ცია წინსვლის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად მიგ­ვაჩ­ნია.

ჩვე­ნი კონ­სორ­ცი­უ­მი მო­მა­ვალ­შიც მი­ე­სალ­მე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ბიზ­ნეს-ინი­ცი­ა­ტი­ვას და ასე­ვე მზა­დაა ყო­ველ­თვის უფრო დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბის და მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ.

ფო­თის ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი

12 ივ­ნი­სი 2019 წელი.

R

ავტორი:

ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის განცხადება

ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის განცხადება

ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმის განცხადება

გვინდა გამოვეხმაუროთ ფოთის პორტში ახალი ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და განვაცხადოთ შემდეგი:

პირველ რიგში გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ რომ მას-მედიის ზოგიერთი საშუალების მიერ ამ თვის დასაწისში ჩვენი კონსორციუმის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას და გარკვეული პიროვნებების დაკავშირებას ჩვენს პროექტთან არავითარი საერთო სიმართლესთან არა აქვს და მხოლოდ უპასუხისმგებლო, სპეკულაციური განცხადებებია.

„ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“, დაფუძნებულია ქართველი და უცხოელი ფიზიკური პირების მიერ, რომელთაც საქართველოში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ. ამაზე მეტყველებს მათ მიერ რამოდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის განხორციელებული ინვესტიციები (ძირითადად ფოთის პორტში), აგრეთვე წარმატებული თანამშრომლობა USAID-ის ცნობილ საპილოტე, პორტების ტერმინალების კერძო კომპანიების მართვაშიგადაცემის პროგრამაში.

ჩვენი უცხოელი პარტნიორები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ცენტრალური აზიის სხვადასხვა ტიპის ნაყარი ტვირთების მფლობელებთან, რომელთათვის კავკასიის დერეფანი და ფოთის პორტი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მიმართულებაა როგორც გადაზიდვების,ასევე ტვირთების დასაწყობების თვალსაზრისით.

ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი კომპანიის - A.P. Moller-Maersk A/S-ის ნაწილისAPM Terminals-ის, რომელიც სხვადასხვა კონტინენტებზე 74 პორტში ოპერირებს, საქართველოში მათი კომპანიის APMT ფოთის პარტნიორს და მოგვეცა შესაძლებლობა მათთან ერთად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებსფოთის პორტში, მათსავე ტერიტორიაზე, ბუნებრივად მდინარე რიონის დასილვით წარმოქმნილ მიწის ვიწრო ნაკვეთზე, ერთი ახალი ტერმინალის მშენებლობას ნაყარი ტვირთებისათვის. პროექტი მოიცავს 1600 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის (იგივე მოლო) მშენებლობას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს მდინარის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასების ზემოქმედებასფოთის პორტის სიღრმეებზე.

ამ პროექტის ძირითადი პარტნიორი APMT ფოთი რამოდენიმე წელია აქტიურობს რათა მიიღოს შესაბამისი სამშენებლო ნებართვა, ყურადღებით აკვირდება რა ტვირთების ზრდის დინამიკას ჩვენი რეგიონისათვის. მათ ბოლო 4 წლის განმავლობაში წარმატებულად განახორციელეს და ექსპლოატაციაში შეიყვანეს 4 ახალი სხვადასხვა პორტი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე. ჩვენს პროექტში APMT ფოთი თავისი გამოცდილებით და სახსრებით მთლიანად უზრუნველყოფს დამცავი მოლოს, მისასვლელი არხის, ნავმისადგომების კედლის და სახმელეთო მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოებს, ხოლო ჩვენი კონსორციუმი მოახდენს ნავმისადგომის აღჭურვილობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვას თანამედროვე ამწეებით. პროექტი100%-ით კერძო ინვესტიციებით ფინანსდება სახელმწიფო ფინანსური დახმარების გარეშე. ამის თქმის უფლებას გვაძლევს მოლაპარაკებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან. განსაკუთრებით აქტიურად არიან პროექტში ჩართული შვეიცარიული ბანკები. APMT ფოთთან პარტნიორობა, როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი და ჩვენი კონსორციუმის წევრების წვდომა ტვირთებზე ყველა დაინტერესებულ მხარეს პროექტის წარმატებაში არწმუნებს. არავითარი მოთხოვნა რაიმე სახის ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევაზე არ დგას და არც განიხილება.

დღეს ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან ეტაპზეა, რაც გამოიხატება 2018 წლის 12 იანვარს ხელმოწერილი მემორანდუმის პრინციპების შესაბამისად ღრმა, ინტენსიური ხასიათის მოლაპარაკებების მიმდინარეობაში. სრულდება გრძელვადიანი კონტრაქტის კომერციულ პირობებზე, სტანდარტებზე და უსაფრთხოებაზე მხარეებს შორის აზრთა გაზიარება. გასატარებელი ტვირთების შესახებ ჩვენი პარტნიორი სრულადაა ინფორმირებული და მათი როგორც რაოდენობა, ასევე სტრუქტურა არანაირ კითხვის ნიშნებს არ ბადებს.

ვფიქრობთ სამართლიანი კონკურენციის პირობებში ახალი პორტების მშენებლობა და არსებულების გაფართოება ახალ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს, ამდენად სახელმწიფოს ხედვა ამ მიმართულებით ჯანსაღი და მართებულია. ანაკლიის პორტის მასშტაბურობა, მისთვის განსაკუთრებული ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციის მინიჭება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის კონკურენტად ფოთში მშრალი ნაყარი ტვირთების ერთი ღრმაწყლოვანი ტერმინალის წარმოდგენა არარელევანტურია, რაზეც მეტყველებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პირების განცხადებები. მაგალითისათვის და უკეთ საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ ამ ორი ობიექტის ზოგიერთი ძირითადი პარამეტრების უბრალო შედარება:

ანაკლიის შემთხვევაში პროექტის ღირებულება 2,5 მლრდ. აშშ დოლარია, ფოთის - 250 მლნ. აშშ დოლარი; ანაკლიის პორტმა 100 მლნ. ტონა ტვირთი უნდა გადაამუშაოს, ფოთის ახალმა ტერმინალმა - 4 მლნ. ტონამდე, ანაკლიის პროექტის მშენებლობისათვის დათმობილი აქვს 330 ჰექტარი მიწის ფართობი და 225 ჰექტარი საზღვაო ტერიტორია 52 წლის ვადით, ფოთის პროექტი განხორციელდება 25 ჰექტარის ტერიტორიაზე, ფოთის პროექტით გათვალისწინებულია 13,5-14,5 მეტრის სიღრმის400 მეტრის სიგრძის მშრალი და ნაყარი ტვირთების საკონტეინეროს ჩათვლით საბოლოოდ 700 მეტრის სიგრძის ნავმისადგომის მოწყობა, ხოლო ანაკლიაში -16 მეტრი სიღრმის 2250 მეტრი სიგრძის ნავმისადგომები.

შესაბამისად ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ საქართველოს მთავრობა ერთგული დარჩება უკანასკნელ წლებში სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნესთან დაკავშირებულ რეიტინგებში წამყვანი ადგილების განმაპირობებელი კომპონენტებისადმი (თავისუფალი და კონკურენტული გარემო), რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის პორტებისა და ტერმინალების განვითარებას, მნიშვნელოვნად წაადგება. ჯანსაღი კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის შექმნა ხომ საქართველოს ევროინტეგრაციის ისევე როგორც აშშ-ს და მსოფლიო ქვეყნებთან უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საწინდარია. არანაირ დონეზე ჩვენი მიზნები და ამოცანები არ მოითხოვს განსხვავებულ პირობებში ჩაყენებას და რაიმე პრივილეგიებს. თანაბარი და მეტი კონკურენცია წინსვლის აუცილებელ პირობად მიგვაჩნია.

ჩვენი კონსორციუმი მომავალშიც მიესალმება ყველა დაინტერესებული მხარის ბიზნეს-ინიციატივას და ასევე მზადაა ყოველთვის უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მიმდინარე საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ.

ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი

12 ივნისი 2019 წელი.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის