სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 ივნისიდან Tbilisi Open Air-ს მესამე კალათის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
6 ივნისიდან Tbilisi Open Air-ს მესამე კალათის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

მულ­ტი­პა­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 180 ლარს შე­ად­გენს, დღი­უ­რი ბი­ლე­თის ფასი 75 ლა­რია, ხოლო ღა­მის ბი­ლე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 35 ლარი, კარ­ვის ად­გი­ლის შე­ძე­ნა 30 ლა­რა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვა შე­გიძ­ლი­ათ მი­სა­მარ­თზე www.tkt.ge/OpenAir და ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­ლა­რო­ებ­ში.

Tbilisi Open Air სტარტს 21 ივ­ნისს აი­ღებს. რი­გით მე­ა­თე, სა­ი­უ­ბი­ლეო ფეს­ტი­ვალ­ზე ისეთ ბენ­დებ­სა და მუ­სი­კო­სებს მო­ის­მენთ, რო­გო­რე­ბიც არი­ან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhey, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Mics, მწვა­ნე ოთა­ხი, სა­ერ­თო ჯამ­ში 70-მდე მუ­სი­კო­სი.

Tbilisi Open Air-ზე 4 სცე­ნა იმუ­შა­ვებს.

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვარ სცე­ნა­ზე 21 ივ­ნისს Open Air-ის ჰედ­ლა­ი­ნე­რი Franz Ferdinand წარ­დგე­ბა. ასე­ვე, ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი - MokuMoku, LOUDspeakers და წლის ნი­უ­ქა­მე­რი ჯგუ­ფი 4 Dimensional Monster Lobsters. 22 ივ­ნისს Main Stage-ზე UNKLE-ის, Rhye-ს, ‘მწვა­ნე ოთა­ხის’ მოს­მე­ნას შეძ­ლებთ. 23 ივ­ნისს კი Mogwai, The Subways, Michelle Gurevich, Salio იმ­ღე­რე­ბენ.

EYESTAGE ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა­სა და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სცე­ნაა, რო­მე­ლიც მე­ო­რე წე­ლია Tbilisi Open Air-ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. 21 ივ­ნისს EYESTAGE-ზე Moritz Von Oswald-ს, Tobias.-სა და Edit Select-ს მო­ის­მენთ. 22 ივ­ნი­სის ჰედ­ლა­ი­ნე­რი David August იქ­ნე­ბა, 23 ივ­ნისს კი - Andrey Pushkarev და Matthew Dekay.

Garden Stage Psytrance სცე­ნაა, რო­მე­ლიც უკვე მე­ო­თხე წე­ლია Open Air-ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. 21 ივ­ნი­სის ჰედ­ლა­ი­ნე­რი 1200 Micrograms იქ­ნე­ბა, 22 ივ­ნისს - Pixel, ხოლო 23 ივ­ნისს - Freedom Fighters.

Singer Stage Tbilisi Open Air-ს მე­ო­რე წე­ლია შე­უ­ერ­თდა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში Signer-ის სცე­ნა აკუს­ტი­კურ პრო­ექ­ტებს ეთ­მო­ბა, ღა­მით კი Singer Jazz Foundation-ის არ­ტის­ტებს. Singer Stage-ზე 21 ივ­ნისს დღის­თი პრო­ექტ Newcomers-ის 2 რჩე­უ­ლი პრო­ექ­ტი წარ­დგე­ბა, 21 ივ­ნი­სის ღა­მით მსმე­ნე­ლი დინი ვირ­სა­ლა­ძის კვინ­ტე­ტის მოს­მე­ნას შეძ­ლებს. 23 ივ­ნისს Singer Stage-ზე მო­ის­მენთ რეზო კიკ­ნა­ძის სექ­სტეტს. ასე­ვე, თბი­ლი­სი ნი­უ­ქა­მერ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 3 ბენ­დი - Explorers’ Vibe, Forest Rain და თორ­ნი­კე გა­გოშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

6 ივნისიდან Tbilisi Open Air-ს მესამე კალათის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

6 ივნისიდან Tbilisi Open Air-ს მესამე კალათის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

მულტიპასის ღირებულება 180 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთის ფასი 75 ლარია, ხოლო ღამის ბილეთის ღირებულება - 35 ლარი, კარვის ადგილის შეძენა 30 ლარადაა შესაძლებელი. ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ მისამართზე www.tkt.ge/OpenAir და ფილარმონიის სალაროებში.

Tbilisi Open Air სტარტს 21 ივნისს აიღებს. რიგით მეათე, საიუბილეო ფესტივალზე ისეთ ბენდებსა და მუსიკოსებს მოისმენთ, როგორებიც არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhey, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Mics, მწვანე ოთახი, საერთო ჯამში 70-მდე მუსიკოსი.

Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს.

ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand წარდგება. ასევე, ქართველი არტისტები - MokuMoku, LOUDspeakers და წლის ნიუქამერი ჯგუფი 4 Dimensional Monster Lobsters. 22 ივნისს Main Stage-ზე UNKLE-ის, Rhye-ს, ‘მწვანე ოთახის’ მოსმენას შეძლებთ. 23 ივნისს კი Mogwai, The Subways, Michelle Gurevich, Salio იმღერებენ.

EYESTAGE ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც მეორე წელია Tbilisi Open Air-ზე ფუნქციონირებს. 21 ივნისს EYESTAGE-ზე Moritz Von Oswald-ს, Tobias.-სა და Edit Select-ს მოისმენთ. 22 ივნისის ჰედლაინერი David August იქნება, 23 ივნისს კი - Andrey Pushkarev და Matthew Dekay.

Garden Stage Psytrance სცენაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. 21 ივნისის ჰედლაინერი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისს - Pixel, ხოლო 23 ივნისს - Freedom Fighters.

Singer Stage Tbilisi Open Air-ს მეორე წელია შეუერთდა. დღის განმავლობაში Signer-ის სცენა აკუსტიკურ პროექტებს ეთმობა, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს. Singer Stage-ზე 21 ივნისს დღისთი პროექტ Newcomers-ის 2 რჩეული პროექტი წარდგება, 21 ივნისის ღამით მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს. 23 ივნისს Singer Stage-ზე მოისმენთ რეზო კიკნაძის სექსტეტს. ასევე, თბილისი ნიუქამერსის გამარჯვებული 3 ბენდი - Explorers’ Vibe, Forest Rain და თორნიკე გაგოშვილი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"