სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალანდიას მამხილებელი მტკიცებულებები არ არსებობს" - რას ამბობდა თვეების წინ გახმაურებული საქმის პროკურორი
"კალანდიას მამხილებელი მტკიცებულებები არ არსებობს" - რას ამბობდა თვეების წინ გახმაურებული საქმის პროკურორი

არას­რულ­წო­ვა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბი­დან წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რის შემ­დეგ ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მის "ოქ­როს მოწ­მე" მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მას ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ.

მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი არას­რულ­წლოვ­ნის და­კა­ვე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწო­დე­ბენ. კა­ლან­დი­ას მა­მის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში მისი შვი­ლის და­ნა­შა­უ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მას წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი სწინ და­ა­კა­ვებ­დნენ.

სწო­რედ მი­ხე­ილ კა­ლან­დია აღ­მოჩ­ნდა ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ფი­გუ­რან­ტი. მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას საქ­მე­ში თა­ვი­დან­ვე დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა. მა­შინ­ვე გა­მო­ით­ქვა ეჭვი, რომ მას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბი ჰყავ­და, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ, კა­ლან­დია საქ­მი­დან "გა­მო­ეძ­ვრი­ნათ". პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში "გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლო­ბე­ლი" პირ­და­პირ და­ა­სა­ხე­ლა - მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი. შსს-მ გა­სუ­ლი წლის 9 ივ­ნისს იგი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

სუ­ბე­ლი­ან­სა და კა­ლან­დი­ე­ბის ოჯახს ახლო ნა­თე­სა­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებთ. სწო­რედ ამი­ტომ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ სუ­ბე­ლი­ან­მა სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კა­ლან­დი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში "საქ­მე ჩა­უ­წყო".

ეს ეჭვი საქ­მის პრო­კუ­რო­რის ზვი­ად ფხა­კა­ძის პო­ზი­ცი­ამ და გან­ცხა­დე­ბებ­მა კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა. გა­სულ წელს, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე იგი აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ში ვერ იპო­ვეს ვე­რა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კა­ლან­დი­ას შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის ეჭვს გა­ა­ჩენ­და. უმ­თავ­რე­სი ეჭვი ფხა­კა­ძის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მი­სისს წევ­რებს მი­ხე­ილ ალან­დი­ას ტან­საც­მლის ფაქ­ტორ­მა გა­უ­ჩი­ნა. საქ­მე­ში არ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ტან­საც­მე­ლი, რომ­ლის ექ­სპერ­ტი­ზაც და­ა­დას­ტუ­რებ­და, ჰქონ­და თუ არა შემ­ხებ­ლო­ბა მას და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძესTან. პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე კო­მი­სი­ის წევ­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის კი­თხვა­ზე - რა­ტომ არ ამო­ი­ღეს კა­ლან­დი­ას ტან­საც­მე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის, მა­შინ როცა სა­რა­ლი­ძეს­თან უშუ­ა­ლოდ შემ­ხებ ყვე­ლა პი­რის ტან­საც­მელს ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა ხო­რა­ვას საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ზვი­ად ფხა­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ქურ­თუ­კის ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­ტარ­და, რად­გან საქ­მეს ახალ დე­ტა­ლებს არ შე­მა­ტებ­და.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ერთ-ერთი სხდო­მა­ზე (2018 წლის, 25 ივ­ნისს) მან გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კა­ლან­დი­ას ჩა­ე­დი­ნა, შე­საძ­ლოა, ცე­მით დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო.

  • "მ.კ. რო­დე­საც მი­დის ფარ­დუ­ლამ­დე, სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ოქ­მებ­ში რაც ფიქ­სირ­დე­ბა იმის ცი­ტი­რე­ბას ვახ­დენ, იმ მო­მენ­ტში უკვე გ.ბ.-ს, ჩვე­ნი ვერ­სი­ით დაჭ­რი­ლი ჰყავს და­თოს სა­რა­ლი­ძე, შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბით, არ დას­ტურ­დე­ბა, რომ გ.ბ. რო­დე­საც და­ნას არ­ტყამს სა­რა­ლი­ძეს, მ.კ. იმ­ყო­ფე­ბა ფარ­დულ­ში და მუშ­ტებს ურტყამს სა­რა­ლი­ძეს. რო­დე­საც მ.კ. მი­დის ფარ­დულ­თან, გ.ბ. შე­მობ­რუ­ნე­ბულ და­თოს არ­ტყამს და გა­და­დის „პა­სა­ტის“ ავ­ტო­მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მ.კ. თვი­თონ სა­უბ­რობს, რომ გ.ჯ. რო­დე­საც ურტყამს და­თოს, ექა­ჩე­ბა სა­რა­ლი­ძეს და მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­ტყამს ხელს. ამის გან­ზრახ­ვა და მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი რა არის? კა­ლან­დი­ას მი­ზა­ნი ის კი არ არის, რომ და­უ­ჭი­როს ან გა­უ­კა­ვოს სა­რა­ლი­ძეს ხელი, არა­მედ მისი მი­ზა­ნია მო­ა­შო­როს დათო სა­რა­ლი­ძე გ.ჯ.-ს, რო­მე­ლიც დაბ­ლა ყავს და­ჭე­რი­ლი ხე­ლე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლან­დი­ას ჩვე­ნე­ბა­ში სი­ტყვა „მო­ეშ­ვას“, ეს იმი­ტომ წე­რია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭ­რი­ლია. რამ­დე­ნი­მე წამ­ში უკვე რეფ­ლექ­სე­ბის მო­დუ­ნე­ბას იწ­ვევს ეს და­ზი­ა­ნე­ბა. ჩვენ ამ ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მიგ­ვაჩ­ნია, რომ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ არის. სხვა და­ნა­შა­ულს რაც შე­ე­ხე­ბა, ცე­მის ფაქტს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­და ად­გი­ლი".

  • გა­მო­ძი­ე­ბამ ეცა­და, რომ მ.კ-ს მი­მართ რა­ი­მე მამ­ხი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც კი, რო­მე­ლიც მ.კ.-ს მხრი­დან და­ვით­ზე და­ნის დარ­ტყმას და­ა­დას­ტუ­რებ­და...

ასე­ვე, მო­რიგ სხდო­მებ­ზე ფხა­კა­ძე ცალ­სა­ხად ამ­ბობ­და, რომ არც მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თვის და არც სხვა პი­რის­თვის ხე­ლის და­ფა­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

  • ცალ­სა­ხად ვა­დას­ტუ­რებ, რომ არც მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თვის და არც სხვა პი­რის­თვის ხე­ლის და­ფა­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია - არა­ვის ხელს არ ვა­ფა­რებთ, ამას გე­უბ­ნე­ბით რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, რო­გორც სამი შვი­ლის მამა და რო­გორც პრო­კუ­რო­რი (აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე მი­ცე­მუ­ლი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა - 2018 წლის 26 ივ­ნი­სი)

ფხა­კა­ძის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში ეჭვი მა­შინ­ვე შე­ი­ტა­ნეს კო­მი­სისს წევ­რებ­მა. მათ გა­მოთ­ქვეს ეჭვი, რომ პრო­კუ­რორ­მა ფხა­კა­ძე საქ­მის გა­ყალ­ბე­ბას ცდი­ლობ­და.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვი­სას დ.ღ -მ გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­დაც­ვლილ და­ვით სა­რა­ლი­ძეს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე გ.ჯ და მი­ხე­ილ კა­ლან­დია, რა დრო­საც და­ვით სა­რა­ლი­ძეს ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას კა­ლან­დია აყე­ნებ­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას მ.კ-ს ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უარ­ყო.

ცრუ ჩვე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წოვ­ნის დ.ღ. -ს დე­დამ ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლოო პრო­ცეს­ზე სიც­რუ­ე­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ფხა­კა­ძე და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სხდო­მა და­ტო­ვა. ნატო ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ პრო­კუ­რო­რი ფხა­კა­ძე იტყუ­ებ­და, როცა აცხა­დებ­და, რომ არას­რულ­წლოვ­ნის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

რო­გორც ჩანს, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი იყო სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს შსს-ს მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას წი­ნა­აღ­მდეგ.

"გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და მკვლე­ლო­ბა­ში მ. კ.-ს შე­საძ­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სასა­მარ­თლოს მიერ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ, ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას მ. კ.-ს მხრი­დან მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი გა­უმ­ყა­რა.“ - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრი სმად­გილ­მე ვლა­დი­მერ ბოც­ვა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კალანდიას მამხილებელი მტკიცებულებები არ არსებობს" - რას ამბობდა თვეების წინ გახმაურებული საქმის პროკურორი

"კალანდიას მამხილებელი მტკიცებულებები არ არსებობს" - რას ამბობდა თვეების წინ გახმაურებული საქმის პროკურორი

არასრულწოვანების მკვლელობიდან წელიწადნახევარის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმის "ოქროს მოწმე" მიხეილ კალანდია დათუნა სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.

მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები არასრულწლოვნის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას უწოდებენ. კალანდიას მამის განცხადებით, საქმეში მისი შვილის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, მას წელიწადნახევრი სწინ დააკავებდნენ.

სწორედ მიხეილ კალანდია აღმოჩნდა ხორავას ქუჩის საქმის ყველაზე ხმაურიანი ფიგურანტი. მის მონაწილეობას საქმეში თავიდანვე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ მას პროკურატურაში გავლენიანი ახლობლები ჰყავდა, რომლებიც ცდილობდნენ, კალანდია საქმიდან "გამოეძვრინათ". პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციებში "გავლენიანი ახლობელი" პირდაპირ დაასახელა - მირზა სუბელიანი. შსს-მ გასული წლის 9 ივნისს იგი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავა.

სუბელიანსა და კალანდიების ოჯახს ახლო ნათესაური ურთიერთობა აკავშირებთ. სწორედ ამიტომ აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა იმის შესახებ, რომ სუბელიანმა საკუთარი გავლენების გამოყენებით კალანდიას პროკურატურაში "საქმე ჩაუწყო".

ეს ეჭვი საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის პოზიციამ და განცხადებებმა კიდევ უფრო გაამყარა. გასულ წელს, პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის სხდომაზე იგი აცხადებდა, რომ საქმეში ვერ იპოვეს ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც კალანდიას შესაძლო დამნაშავეობის ეჭვს გააჩენდა. უმთავრესი ეჭვი ფხაკაძის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით კომისისს წევრებს მიხეილ ალანდიას ტანსაცმლის ფაქტორმა გაუჩინა. საქმეში არ იყო წარმოდგენილი მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი, რომლის ექსპერტიზაც დაადასტურებდა, ჰქონდა თუ არა შემხებლობა მას დათუნა სარალიძესTან. პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის სხდომაზე კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის კითხვაზე - რატომ არ ამოიღეს კალანდიას ტანსაცმელი ექსპერტიზისთვის, მაშინ როცა სარალიძესთან უშუალოდ შემხებ ყველა პირის ტანსაცმელს ჩაუტარდა ექსპერტიზა ხორავას საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას ქურთუკის ექსპერტიზა არ ჩატარდა, რადგან საქმეს ახალ დეტალებს არ შემატებდა.

საგამოძიებო კომიტეტის ერთ-ერთი სხდომაზე (2018 წლის, 25 ივნისს) მან განაცხადა, რომ დანაშაული, რომელიც შეიძლება კალანდიას ჩაედინა, შესაძლოა, ცემით დაკვალიფიცირებულიყო.

  • "მ.კ. როდესაც მიდის ფარდულამდე, სასამართლო სხდომის ოქმებში რაც ფიქსირდება იმის ციტირებას ვახდენ, იმ მომენტში უკვე გ.ბ.-ს, ჩვენი ვერსიით დაჭრილი ჰყავს დათოს სარალიძე, შესაბამისად, საქმის გარემოებებით, არ დასტურდება, რომ გ.ბ. როდესაც დანას არტყამს სარალიძეს, მ.კ. იმყოფება ფარდულში და მუშტებს ურტყამს სარალიძეს. როდესაც მ.კ. მიდის ფარდულთან, გ.ბ. შემობრუნებულ დათოს არტყამს და გადადის „პასატის“ ავტომანქანის მიმართულებით. მ.კ. თვითონ საუბრობს, რომ გ.ჯ. როდესაც ურტყამს დათოს, ექაჩება სარალიძეს და მარცხენა მხარეს არტყამს ხელს. ამის განზრახვა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რა არის? კალანდიას მიზანი ის კი არ არის, რომ დაუჭიროს ან გაუკავოს სარალიძეს ხელი, არამედ მისი მიზანია მოაშოროს დათო სარალიძე გ.ჯ.-ს, რომელიც დაბლა ყავს დაჭერილი ხელებით. რაც შეეხება კალანდიას ჩვენებაში სიტყვა „მოეშვას“, ეს იმიტომ წერია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭრილია. რამდენიმე წამში უკვე რეფლექსების მოდუნებას იწვევს ეს დაზიანება. ჩვენ ამ ყველა გარემოებებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თანამონაწილეობა არ არის. სხვა დანაშაულს რაც შეეხება, ცემის ფაქტს შეიძლება ჰქონდა ადგილი".

  • გამოძიებამ ეცადა, რომ მ.კ-ს მიმართ რაიმე მამხილებელი მტკიცებულება მოგვეპოვებინა, მაგრამ არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც მ.კ.-ს მხრიდან დავითზე დანის დარტყმას დაადასტურებდა...

ასევე, მორიგ სხდომებზე ფხაკაძე ცალსახად ამბობდა, რომ არც მიხეილ კალანდიასთვის და არც სხვა პირისთვის ხელის დაფარებას ადგილი არ ჰქონია.

  • ცალსახად ვადასტურებ, რომ არც მიხეილ კალანდიასთვის და არც სხვა პირისთვის ხელის დაფარებას ადგილი არ ჰქონია - არავის ხელს არ ვაფარებთ, ამას გეუბნებით როგორც მოქალაქე, როგორც სამი შვილის მამა და როგორც პროკურორი (აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებების შემდეგ გააკეთა - 2018 წლის 26 ივნისი)

ფხაკაძის ობიექტურობაში ეჭვი მაშინვე შეიტანეს კომისისს წევრებმა. მათ გამოთქვეს ეჭვი, რომ პროკურორმა ფხაკაძე საქმის გაყალბებას ცდილობდა.

ასევე ცნობილია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მიხეილ კალანდია, რა დროსაც დავით სარალიძეს ფიზიკურ შეურაცხყოფას კალანდია აყენებდა, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწოვნის დ.ღ. -ს დედამ ერთ-ერთ სასამართლოო პროცესზე სიცრუეში დაადანაშაულა ფხაკაძე და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ნატო ნახუცრიშვილი აცხადებდა, რომ პროკურორი ფხაკაძე იტყუებდა, როცა აცხადებდა, რომ არასრულწლოვნის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მისთვის მოულოდნელი იყო.

როგორც ჩანს, წელიწადნახევარი იყო საჭირო იმისათვის, რომ ბრალდების მხარეს მიხეილ კალანდიას მკვლელობაში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოეპოვებინა. ამ ეტაპზე უცნობია, რა მტკიცებულებები აქვს შსს-ს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ.

"გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მ. კ.-ს შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.“ - განაცხადა შს მინისტრი სმადგილმე ვლადიმერ ბოცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს