კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიტაცებული ქუჩები თბილისში - "მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა პოპულარული საქმიანობა გახდა"
მიტაცებული ქუჩები თბილისში - "მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა პოპულარული საქმიანობა გახდა"

„ბოლო პე­რი­ოდ­ში, ად­გი­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბა და მძღო­ლე­ბის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა პო­პუ­ლა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­და“. ამის შე­სა­ხებ „ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცია“ „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე წერს.

ასო­ცი­ა­ცი­ის პოსტს და თან­დარ­თულ ფო­ტო­ებს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ეს ნა­დი­რა ხო­შა­რა­უ­ლის ქუ­ჩის შე­სახ­ვე­ვია, თბი­ლის­ში ("ელი­ა­ვა­ზე"). დიდი ხა­ნია უკვე, რაც ქუჩა შლაგ­ბა­უ­მით კონ­ტროლ­დე­ბა ე.წ. "სტა­ი­ან­ში­კე­ბის" მიერ და იქ შემსვლელ-გა­მომ­სვლელ­საც ისი­ნი აკონ­ტრო­ლე­ბენ. პრაქ­ტი­კუ­ლად მით­ვი­სე­ბუ­ლი აქვთ გზა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ გან­თავ­სე­ბუ­ლი საგ­ზაო ნი­შა­ნი კრძა­ლავს ავ­ტო­მო­ბი­ლის დგო­მა/გა­ჩე­რე­ბას, "სტა­ი­ან­ში­კე­ბი" ძა­ლი­ან მშვი­დად გრძნო­ბენ თავს და კა­ნონ­დარ­ღვე­ვით აჩე­რე­ბი­ნე­ბენ მძღო­ლებს ავ­ტო­მო­ბილს. აქ პარ­კი­რე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა: 1 სა­ა­თამ­დე გა­ჩე­რე­ბა 2 ლარი და ყო­ველ ერთ სა­ათ­ში და­მა­ტე­ბით 2 ლარი. კა­ნონ­დამ­ცვე­ლებს კი, სულ თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ ავ­ტო­მო­ბი­ლის ევა­კუ­ა­ცი­აც და მძღო­ლის და­ჯა­რი­მე­ბაც.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სცდე­ბა უბ­რა­ლოდ "სტა­ი­ან­ში­კე­ბის" თე­მას და გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან ხში­რად გაგ­ვი­გია გან­ცხა­დე­ბა, რომ "სტა­ი­ან­ში­კებს" შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვუ­ხა­დოთ ან არ გა­და­ვუ­ხა­დოთ თან­ხა და ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია!. ეს, ასე აღარ არის! კერ­ძო პი­რე­ბის მიერ მით­ვი­სე­ბუ­ლია გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი და ტრო­ტუ­ა­რე­ბი, მთლი­ა­ნად ქუ­ჩე­ბიც კი.

დე­და­ქა­ლა­ქე­ლებს, სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი პი­რე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ ეზღუ­დე­ბათ გა­და­ად­გი­ლე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ად­გი­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბა და მძღო­ლე­ბის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა პო­პუ­ლა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­და. დიახ, ეს ფუ­ლის მა­სობ­რი­ვი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­მო­ძალ­ვაა და მეტი არა­ფე­რი! არა­და, ამ ად­გი­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა გვაქვს ყვე­ლას!

ჩნდე­ბა ეჭვი, რომ გზის მი­ტა­ცე­ბას უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, შე­საძ­ლოა ჰყავ­დეს მფარ­ვე­ლე­ბიც! ან თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს სა­და­ვე­ე­ბი გა­ექ­ცათ ხე­ლი­დან და სი­ტუ­ა­ცია გახ­და უკონ­ტრო­ლო. სხვაგ­ვა­რად ასე­თი უკა­ნო­ნო­ბის ახ­სნა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - წერს ასო­ცი­ა­ცია "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

მიტაცებული ქუჩები თბილისში - "მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა პოპულარული საქმიანობა გახდა"

მიტაცებული ქუჩები თბილისში - "მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა პოპულარული საქმიანობა გახდა"

„ბოლო პერიოდში, ადგილების მიტაცება და მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა პოპულარული საქმიანობა გახდა“. ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

ასოციაციის პოსტს და თანდართულ ფოტოებს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ნადირა ხოშარაულის ქუჩის შესახვევია, თბილისში ("ელიავაზე"). დიდი ხანია უკვე, რაც ქუჩა შლაგბაუმით კონტროლდება ე.წ. "სტაიანშიკების" მიერ და იქ შემსვლელ-გამომსვლელსაც ისინი აკონტროლებენ. პრაქტიკულად მითვისებული აქვთ გზა და მიუხედავად იმისა, რომ იქ განთავსებული საგზაო ნიშანი კრძალავს ავტომობილის დგომა/გაჩერებას, "სტაიანშიკები" ძალიან მშვიდად გრძნობენ თავს და კანონდარღვევით აჩერებინებენ მძღოლებს ავტომობილს. აქ პარკირება საკმაოდ ძვირი ჯდება: 1 საათამდე გაჩერება 2 ლარი და ყოველ ერთ საათში დამატებით 2 ლარი. კანონდამცველებს კი, სულ თავისუფლად შეუძლიათ ავტომობილის ევაკუაციაც და მძღოლის დაჯარიმებაც.

აღნიშნული ფაქტი სცდება უბრალოდ "სტაიანშიკების" თემას და გაცილებით სერიოზულ პრობლემაზე მიგვანიშნებს. თბილისის მერიიდან ხშირად გაგვიგია განცხადება, რომ "სტაიანშიკებს" შეგვიძლია გადავუხადოთ ან არ გადავუხადოთ თანხა და ეს ნებაყოფლობითია!. ეს, ასე აღარ არის! კერძო პირების მიერ მითვისებულია გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, მთლიანად ქუჩებიც კი.

დედაქალაქელებს, სრულიად გაურკვეველი პირების მიერ უკანონოდ ეზღუდებათ გადაადგილება. ბოლო პერიოდში, ადგილების მიტაცება და მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა პოპულარული საქმიანობა გახდა. დიახ, ეს ფულის მასობრივი, ორგანიზებული გამოძალვაა და მეტი არაფერი! არადა, ამ ადგილებით სარგებლობის უფლება გვაქვს ყველას!

ჩნდება ეჭვი, რომ გზის მიტაცებას უკანონო საქმიანობისთვის, შესაძლოა ჰყავდეს მფარველებიც! ან თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს სადავეები გაექცათ ხელიდან და სიტუაცია გახდა უკონტროლო. სხვაგვარად ასეთი უკანონობის ახსნა შეუძლებელია", - წერს ასოციაცია "ფეისბუქის" გვერდზე.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო