სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისთან დაკავშირებით ავტომობილით მოძრაობა აიკრძალება
ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისთან დაკავშირებით ავტომობილით მოძრაობა აიკრძალება

26 მა­ი­სის, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მზა­დე­ბი­სას და ღო­ნის­ძი­ე­ბის დღეს, დე­და­ქა­ლაქ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 23 მა­ი­სის, 22:00 სა­ა­თი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ნა­წი­ლობ­რივ შე­ი­ზღუ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა:

  • ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან მო­მა­ვა­ლი ნა­კა­დი, ვერ შეძ­ლებს მოძ­რა­ო­ბას პუშ­კი­ნის ქუ­ჩის გავ­ლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, არა­მედ ჩავა მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე იუს­ტი­ცი­ის პან­დუს­ზე.
  • შალ­ვა და­დი­ა­ნის ქუ­ჩი­დან ჩა­მო­სუ­ლი ნა­კა­დი ვერ იმოძ­რა­ვებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის გავ­ლით რუს­თა­ვე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მოძ­რა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ პუშ­კი­ნის ქუ­ჩის გავ­ლით, ბა­რა­თაშ­ვი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
  • ლე­სე­ლი­ძი­დან ამომ­სვლე­ლი ნა­კა­დი, ვერ იმოძ­რა­ვებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის გავ­ლით რუს­თა­ვე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მოძ­რა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პუშ­კი­ნის ქუ­ჩის გავ­ლით ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
  • რუს­თა­ვე­ლი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ნა­კა­დი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის გავ­ლით, ჩავა პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე.

24 მა­ისს, 23:00 სა­ა­თი­დან მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე და მას­ზე შე­მომ­სვლელ და გამ­სვლელ ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე (შ.და­დი­ა­ნის, კოტე აფხა­ზის და გ.ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩებ­ზე), ასე­ვე ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­სა და მას­ზე გა­მო­მა­ვალ ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე.

  • ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა, ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ამ­სვლელ პან­დუს­ზე და ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს მოძ­რა­ო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბა­რა­თაშ­ვი­ლის დაღ­მარ­თი­დან მოძ­რა­ვი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კი, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე გა­დას­ვლის შემ­დგომ, იმოძ­რა­ვე­ბენ მხო­ლოდ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ჩამ­სვლელ პან­დუს­ზე, მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით.
  • ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან მთაწ­მინ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმოძ­რა­ვე­ბენ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, პეტ­რი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის გავ­ლით, სა­ი­და­ნაც მოძ­რა­ო­ბას ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

„სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და შე­ფერ­ხე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, და­ა­რე­გუ­ლი­რე­ბენ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნა­კადს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი მძღო­ლებს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას.

27 მა­ი­სი­დან, ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბის დე­მონ­ტა­ჟის შემ­დეგ, შე­ზღუდ­ვე­ბი სრუ­ლად მო­იხ­სნე­ბა და ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმს და­უბ­რუნ­დე­ბა,” - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისთან დაკავშირებით ავტომობილით მოძრაობა აიკრძალება

ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისთან დაკავშირებით ავტომობილით მოძრაობა აიკრძალება

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 23 მაისის, 22:00 საათიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა:

  • ბარათაშვილის ქუჩიდან მომავალი ნაკადი, ვერ შეძლებს მოძრაობას პუშკინის ქუჩის გავლით თავისუფლების მოედანზე, არამედ ჩავა მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის პანდუსზე.
  • შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადი ვერ იმოძრავებს თავისუფლების მოედნის გავლით რუსთაველის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პუშკინის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის მიმართულებით.
  • ლესელიძიდან ამომსვლელი ნაკადი, ვერ იმოძრავებს თავისუფლების მოედნის გავლით რუსთაველის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება პუშკინის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.
  • რუსთაველიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ნაკადი, თავისუფლების მოედნის გავლით, ჩავა პუშკინის ქუჩაზე.

24 მაისს, 23:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე და მასზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე (შ.დადიანის, კოტე აფხაზის და გ.ლეონიძის ქუჩებზე), ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

  • ავტომანქანების მოძრაობა, ასევე, აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
  • ავტომანქანები რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება,” - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ