მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტალინის ქალიშვილის გაქცევა სსრკ-დან - რატომ არ სურდა არც ერთ ქვეყანას სვეტლანა ალილუევასთვის თავშესაფარი მიეცა
სტალინის ქალიშვილის გაქცევა სსრკ-დან - რატომ არ სურდა არც ერთ ქვეყანას სვეტლანა ალილუევასთვის თავშესაფარი მიეცა

41 წლის ასაკ­ში, ანუ ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ტო­ვა, როცა ბო­ლოს და ბო­ლოს აშშ-ის ტუ­რის­ტუ­ლი ვიზა და იქ ჩას­ვლის თან­ხმო­ბა მი­ი­ღო.


ამე­რი­კე­ლე­ბი მას ისე შეხ­ვდნენ, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გაქ­ცე­ულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ადა­მი­ანს. მარ­თლაც ასე იყო - სვეტ­ლა­ნა იო­სებ სტა­ლი­ნის შვი­ლი გახ­ლდათ.


საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვას ცხოვ­რე­ბა ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხე­თად იქცა. დე­დამ, ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვამ, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. მა­შინ სვეტ­ლა­ნა შვი­დი წლი­საც არ იყო. წმენ­დას, რო­მე­ლიც სტა­ლინ­მა მო­ა­წყო 30-იან წლებ­ში, მისი მრა­ვა­ლი ნა­თე­სა­ვი ემსხვერ­პლა.


სვეტ­ლა­ნა დე­დას­თან ერ­თად

საყ­ვა­რე­ლი დე­ი­და მა­რი­ა­მი და ბიძა ალექ­სან­დრე სვა­ნი­ძე - სტა­ლი­ნის პირ­ვე­ლი ცო­ლის ძმა, და­ა­პა­ტიმ­რეს და რო­გორც ხალ­ხის მტრე­ბი, ისე და­ხო­ცეს. მათი ვა­ჟიც, სვეტ­ლა­ნას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, უკ­ვა­ლოდ გაქ­რა. ბიძა სტა­ნის­ლავ რე­დენ­სიც, ნა­დეჟ­დას დის, ანას მე­უღ­ლე, დახ­ვრი­ტეს. სვეტ­ლა­ნას ბი­ძამ, პავ­ლემ (დე­დის ძმამ), პა­ნი­კურ შიშ­ში ცხოვ­რე­ბას ვერ გა­უძ­ლო და ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა.


სვეტ­ლა­ნა 17 წლის როცა იყო, მა­მა­მის­მა მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ალექ­სი კაპ­ლე­რი 10 წლით გუ­ლაგ­ში გა­მო­კე­ტა... სვეტ­ლა­ნას ცხოვ­რე­ბა­ში ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და. უფ­რო­სი ძმა ვა­სი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს და 1962 წელს ლო­თო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.


იო­სებ სტა­ლი­ნი შვი­ლებ­თან - სვეტ­ლა­ნა­სა და ვა­სილ­თან ერ­თად

სვეტ­ლა­ნას ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მე­გობ­რე­ბი 60-იანი წლე­ბის ნა­ხე­ვარ­ში ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გა­უ­ყე­ნეს შრო­მი­თი ბა­ნა­კე­ბის გზას. როცა სვეტ­ლა­ნამ ბო­ლოს ცოტა სიმ­შვი­დე ჰპო­ვა ბრა­ჯეშ სინ­ხის (ინ­დო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, მოს­კოვ­ში მთარ­გმნე­ლად მუ­შა­ობ­და) მკლა­ვებ­ში, მას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, თუმც კი სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ებს ით­ვლი­და.


ბო­ლოს სვეტ­ლა­ნას ნება დარ­თეს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ნეშ­ტი მშობ­ლი­ურ ინ­დო­ეთ­ში ჩა­ე­ტა­ნა.



  • გან­გის პი­რას

როცა მის­თვის მი­ჩე­ნილ მზრუნ­ველ­თან, ვინ­მე კა­სი­რო­ვას­თან ერ­თად სვეტ­ლა­ნა თვითმფრი­ნა­ვი­დან დე­ლის აე­რო­პორ­ტში ჩა­ვი­და, 1967 წლის 20 დე­კემ­ბერს, მას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ელ­ჩოს მე­ო­რე მდი­ვა­ნი და სა­ელ­ჩოს კი­დევ ორი მო­ხე­ლე დახ­ვდა. აე­რო­პორ­ტი­დან ისე სწრა­ფად გა­ა­ქა­ნეს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ორი სი­ტყვაც ვერ ათ­ქმე­ვი­ნეს. სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­მო­არ­თვეს ვიზა, პას­პორ­ტი და ბი­ლე­თი. სვეტ­ლა­ნას სურ­და, ბრა­ჯე­შის ძმის­შვი­ლის სახ­ლში და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ იგი სა­ელ­ჩოს სას­ტუმ­რო­ში წა­იყ­ვა­ნეს. მის ოთახ­ში მხო­ლოდ სა­წო­ლი და მა­გი­და იდგა. სხვა ყვე­ლა­ფე­რი გა­ექ­როთ, ტე­ლე­ფო­ნიც კი.


სვეტ­ლა­ნას გა­ნუ­მარ­ტეს, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალს ფა­რუ­ლად უნდა დას­წრე­ბო­და. მა­ს­მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ეკ­რძა­ლე­ბო­და, მოს­კოვ­შიც დრო­ზე უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. გარ­დაც­ვლი­ლის ძმის­შვილ­მა სვეტ­ლა­ნას ურ­ნა­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი ნეშ­ტი გა­მო­არ­თვა და პრო­ცე­სი­ას წინ გა­უ­ძღვა. სვეტ­ლა­ნა და სხვა ქა­ლე­ბი ტე­რა­სა­ზე ავიდ­ნენ და იქი­დან უცქერ­დნენ პრო­ცე­სი­ას. ქა­ლებს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ. მა­მა­კა­ცებ­მა ურნა ნა­ვით წა­ი­ღეს და შუ­ა­გულ გან­გში, წყალ­ში ჩა­უშ­ვეს. სვეტ­ლა­ნა ატირ­და.



ალი­ლუ­ე­ვას გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, 4 იან­ვარს მოს­კოვ­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ინ­დო­ეთ­ში მეტ­ხანს აპი­რებ­და დარ­ჩე­ნას. ვიზა ერ­თთვი­ა­ნი ჰქონ­და და სა­ელ­ჩო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ გა­უ­წევ­და. დე­ლი­ში გა­ჩე­რე­ბა 20 იან­ვრამ­დე სურ­და, ამი­ტომ სა­ელ­ჩოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას წე­რი­ლი მის­წე­რა და ამის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა. მას იმე­დი ჰქონ­და, რომ ინ­დო­ეთ­ში და­სახ­ლე­ბის უფ­ლე­ბას მი­ი­ღებ­და.


მაგ­რამ ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა რო­გორ უნდა მო­ხერ­ხე­ბი­ნა? გა­და­წყვი­ტა წიგ­ნის და­წე­რა (ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი: “ოცი წე­რი­ლი მე­გო­ბარს”). იქ­ნებ მისი გა­ყიდ­ვა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა? მისი აზ­რით, ტექ­სტი აპო­ლი­ტი­კუ­რი იყო, ერ­თგვა­რი სა­ო­ჯა­ხო დღი­უ­რის ფორ­მის, თუმ­ცა დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევ­და. ის ხომ სტა­ლი­ნის ოჯა­ხის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბო­და.



სვეტ­ლა­ნამ პა­რიზ­ში გა­მომ­ცემ­ლის, ემა­ნუ­ილ დ’ას­ტე­რის მე­უღ­ლეს, ლი­უ­ბა კრა­სინს, რო­მელ­საც მოს­კო­ვი­დან იც­ნობ­და, წე­რი­ლი მის­წე­რა. წე­რილ­ში გა­მო­უ­ტყდა, რომ ინ­დო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ სურს. ეკი­თხე­ბო­და, თუ მო­ა­ხერ­ხებ­და წიგ­ნის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მო­ცე­მას. ეს მი­წერ-მო­წე­რა დი­დად სა­რის­კო საქ­მე იყო, თუმ­ცა უკე­თე­სი გზაც არ ჩან­და. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ტე­ლეგ­რა­მა მი­ი­ღო: «დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია». ამის შემ­დეგ მან აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში მის­ვლა გა­და­წყვი­ტა.



  • გაქ­ცე­ვა

სვეტ­ლა­ნას წე­რი­ლი ინ­დო­ეთ­ში დარ­ჩე­ნის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ მოს­კოვ­ში გა­იგ­ზავ­ნა. ცხა­დია, წე­რი­ლით არა­ფე­რი გა­და­წყდე­ბო­და, მაგ­რამ სვეტ­ლა­ნა დრო­ის მო­გე­ბას ცდი­ლობ­და. ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია 8 მარტს უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სას­ტუმ­რო­ში და სა­ერ­თოდ, სა­ელ­ჩო­ში ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, მუ­შა­ობ­დნენ მოხ­სე­ნე­ბებ­სა და სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა­ზე. მალე სვეტ­ლა­ნა ელჩმა სა­დი­ლად მი­იწ­ვია. სვეტ­ლა­ნა საჭ­მელს თით­ქმის არ შე­ხე­ბია. ელჩი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, რომ სვეტ­ლა­ნას მის­თვის პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნია.


სას­ტუმ­რო­ში სვეტ­ლა­ნა ნა­შუ­ა­დღევს დაბ­რუნ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­და, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­სათ­ვის მე­ო­რე დი­ლით მი­ე­კი­თხა. ბარ­გი ჩა­ა­ლა­გა, მათ შო­რის, ხელ­ნა­წე­რი და სა­ჩუქ­რე­ბი (სვეტ­ლა­ნა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ორ შვილს ტო­ვებ­და - იო­სებ­სა და ეკა­ტე­რი­ნეს). შე­ნო­ბი­დან გა­მო­ვი­და და მო­რი­გეს ჰკი­თხა, ტაქ­სი რო­გორ გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნა. მან­ქა­ნის გა­მო­ძა­ხე­ბა მე­ო­რე დი­ლის­თვის სურ­და. სას­ტუმ­როს ოთახ­ში მძი­მე ნა­ბი­ჯე­ბით და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი. კი­დევ ერთხელ ჩა­ხე­და ბავ­შვე­ბის­თვის შე­ძე­ნილ სა­ჩუქ­რებს, თან თა­ვი­სი გეგ­მის ყო­ველ დე­ტალს გულ­დას­მით ამოწ­მებ­და. შემ­დეგ ტაქ­სი შე­უკ­ვე­თა.


სვეტ­ლა­ნა და მისი ამე­რი­კე­ლი მე­უღ­ლე, არ­ქი­ტექ­ტო­რი უი­ლი­ამ პი­ტერ­სი ახალ­შო­ბილ ოლ­გას­თან ერ­თად (1971 წელი)

მალე გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­და: რა­ტომ უნდა და­ლო­დე­ბო­და დი­ლას?! ეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მო­ე­მოქ­მე­და. დი­ლით ყველ­გან ბევ­რი ხალ­ხი იქ­ნე­ბა. იქ­ნებ დაბ­ნე­უ­ლი­ყო, შე­ში­ნე­ბო­და და უა­რიც კი ეთ­ქვა თა­ვის გან­ზრახ­ვა­ზე. უმ­ჯო­ბე­სი იყო ღა­მის სა­ბურ­ველ­ქვეშ გაქ­ცე­ვა. მით უფრო, რომ ახლა ყვე­ლა ერ­თო­ბო­და და მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას ვე­რა­ვინ შე­ამ­ჩნევ­და.


ექ­ვსი სა­ა­თის­თვის სვეტ­ლა­ნა სას­ტუმ­რო­დან გა­მო­ვი­და, რათა ტაქ­სი გა­მო­ე­ძა­ხა. მალე უკვე მან­ქა­ნა­ში იჯდა.- ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მი­სა­მარ­თი თუ იცით? - ჰკი­თხა მძღოლს. - რა თქმა უნდა, ახ­ლო­საა. რო­გორც ჩანს, ინ­დო­ე­ლი მძღო­ლი კლი­ენ­ტის გან­ზრახ­ვას მიხ­ვდა.


ნიუ-დე­ლი­სა და ვა­შინგტონს შო­რის 10-სა­ა­თი­ა­ნი გან­სხვა­ვე­ბა სვეტ­ლა­ნას სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებ­და. ვიდ­რე ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მან­ქა­ნა სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ამუ­შავ­დე­ბო­და, სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე რო­მის­კენ მი­მა­ვალ თვითმფრი­ნავ­ში იჯდა. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ფოი კო­ლე­რი ძლი­ერ გან­რის­ხდა, როცა თა­ვი­სი ელ­ჩის, ჩეს­ტერ ბო­ულ­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. მან უცებ მო­ი­ფიქ­რა შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა.


აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ფოი კო­ლე­რი

6 მარტს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა დინ რასკმა სა­ი­დუმ­ლო ტე­ლეგ­რა­მა გა­უგ­ზავ­ნა ლე­ვე­ლინ თომპსონს, სსრკ-ში აშშ-ის ელჩს და აც­ნო­ბა, რომ სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა; რომ სვეტ­ლა­ნა კო­მერ­ცი­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვით უკვე მიფ­რი­ნავ­და რო­მის­კენ, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის თან­ხლე­ბით. აც­ნო­ბა ისიც, რომ რო­მი­დან აშშ-ში გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი ბი­ლე­თი სვეტ­ლა­ნას არ ჰქონ­და.


დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა უწყე­ბამ გა­აფრ­თხი­ლა ამე­რი­კე­ლი ელჩი იტა­ლი­ა­ში ჯორჯ ფრე­დე­რიკ რე­ი­ნ­ჰარ­დტი, რომ სვეტ­ლა­ნას შტა­ტებ­ში ჩას­ვლა ცუდი იქ­ნე­ბო­და. საქ­მეს პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცე­მო­და. ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სა­ჭი­რო იყო ასე­ვე სვეტ­ლა­ნას პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვი­საც.


შტა­ტებ­ში მი­აჩ­ნდათ, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, თუ სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში ან იტა­ლი­ა­ში მი­ი­ღებ­და თავ­შე­სა­ფარს. სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი თა­ნამ­შრომ­ლებს სთხოვ­და სვეტ­ლა­ნას­თვის აეხ­სნათ, რომ ეს მის ინ­ტე­რე­სებ­შიც იყო. ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ამ სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­თუ­ლე­ბა სუ­ლაც არ სურ­და. ნე­ბის­მი­ე­რი გზით სვეტ­ლა­ნა ევ­რო­პა­ში უნდა გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ.


როცა 7 მარტს, დი­ლის 6 სა­ათ­ზე სვეტ­ლა­ნა და ბობ რე­ი­ლი (ინ­დო­ეთ­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მე­ო­რე მდი­ვა­ნი რო­ბერტ რე­ი­ლი) რო­მის აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­ვიდ­ნენ, ამ უკა­ნას­კნელს ეგო­ნა, რომ შტა­ტე­ბის­კენ გამ­გზავ­რე­ბა­ში მათ ხელს ვე­რა­ვინ შე­უშ­ლი­და. ამი­ტომ ძა­ლი­ან გა­ოც­და, როცა მათ ამე­რი­კის ელ­ჩის მო­ად­გი­ლე დახ­ვდა და ცუდი ამ­ბა­ვი შე­ა­ტყო­ბი­ნა - რე­ილს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ აშშ პრინ­ცი­პუ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი იყო სვეტ­ლა­ნას მი­ღე­ბი­სა და მათ შტა­ტე­ბის­კენ ფრე­ნის გაგ­რძე­ლე­ბას უკ­რძა­ლავ­და. ის აე­რო­პორ­ტის ერთ ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც რე­ილ­თან ერ­თად მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უნდა და­ლო­დე­ბო­და.



რო­დე­საც იტა­ლი­ელ­მა ად­მი­რალ­მა ეუ­გე­ნიო ჰენ­კემ გა­ნუ­ცხა­და ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, ამი­ნა­ტო­რე ფან­ფა­ნის, რომ სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი დი­ლას რომ­ში ჩა­მოფ­რინ­დაო, ეს უკა­ნას­კნე­ლი გან­რის­ხდა: მო­ა­შო­რეთ იგი აქე­დან, სას­წრა­ფოდ! მისი აქ ყოფ­ნის კვა­ლიც კი წა­შა­ლეთ!" - კე­თი­ლი, აე­რო­პორ­ტში სა­ერ­თა­შო­რი­სო სექ­ცი­ა­ში და­ვი­კა­ვებთ ად­გილს, სა­ი­და­ნაც ვე­რა­ვინ გაგ­ვყრის" - გა­ნა­ცხა­და ად­მი­რალ­მა.


მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­სტრა­ლი­ი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მთავ­რო­ბებს და­უ­კავ­შირ­და. არც ერთი მათ­გა­ნი არ და­თან­ხმდა სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მას. მხო­ლოდ სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა იყო ყა­ბულს, მი­ე­ღო ალი­ლუ­ე­ვა, მაგ­რამ თა­ვად სვეტ­ლა­ნას არ ეწა­და გამ­გზავ­რე­ბა იქ, სა­დაც ჯერ კი­დევ მძვინ­ვა­რებ­და აპარ­ტე­ი­დი.


შვე­ი­ცა­რია და­თან­ხმდა სვეტ­ლა­ნას მცი­რე ხნით შე­ფა­რე­ბას. ოღონდ ეს ნე­ბარ­თვა უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა ქვეყ­ნის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ შე­იკ­რი­ბე­ბო­და. ამ­გვა­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბა ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და იტა­ლი­ურ მხა­რეს, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც რე­ი­ლი ამ­ტკი­ცებ­და, "ად­მი­რალ ჰენ­კეს მათი დე­პორ­ტი­რე­ბა არ ეწა­და". აშშ-ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო შეჰ­პირ­და იტა­ლი­ე­ლებს, რომ თუ შვე­ი­ცა­რი­ელ­თა დე­ლე­გა­ცია პა­რას­კევ დი­ლით არ გა­მო­ცხად­დე­ბო­და, ლტოლ­ვი­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გას­წევ­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­კენ.



  • შტა­ტებ­ში - შვე­ი­ცა­რი­ის გავ­ლით

სვეტ­ლა­ნა და რე­ი­ლი და­მე­გობ­რდნენ. ბი­ნა­ში მხო­ლოდ ერთი სა­წო­ლი იდგა, რო­მე­ლიც სვეტ­ლა­ნას მი­ა­კუთ­ვნეს. ტე­ლე­ფო­ნი შე­უს­ვე­ნებ­ლივ რე­კავ­და. ყო­ვე­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ რე­ი­ლი ფერს კარ­გავ­და. სა­მა­გი­ე­როდ, სვეტ­ლა­ნას­თან მე­გობ­რო­ბა ამ­შვი­დებ­და. შემ­დეგ­ში სვეტ­ლა­ნა იხ­სე­ნებ­და: "მთე­ლი სი­ცო­ცხლე მოთ­მი­ნე­ბას ვსწავ­ლობ­დი და კი­დევ, თა­ვის ღირ­სე­უ­ლად და­ჭე­რას იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­ზე­დაც გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა არ შე­მეძ­ლო".


პა­რას­კევს, ალი­ონ­ზე ის და რე­ი­ლი იმ ცნო­ბამ გა­აღ­ვი­ძა, რომ რომ­ში მათი ჩას­ვლის შე­სა­ხებ პრე­სას შე­უ­ტყვია. იტა­ლი­ე­ლებ­მა მათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოს­თხო­ვეს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა და ამის­თვის მხო­ლოდ ხუთი სა­ა­თი მის­ცეს. სვეტ­ლა­ნა და რო­ბერ­ტი ჯა­რის­კა­ცე­ბის თან­ხლე­ბით გა­ე­შურ­ნენ თვითმფრი­ნა­ვის­კენ, რო­მე­ლიც ჯერ ლონ­დო­ნის­კენ, ხოლო შემ­დეგ შტა­ტე­ბის­კენ მიფ­რი­ნავ­და. რე­ილ­მა სა­ელ­ჩო­ში და­უ­რე­კა მე­გო­ბარს გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად. სა­გან­გე­ბოდ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­საც ისი­ნი ჟე­ნე­ვა­ში უნდა ჩა­ეყ­ვა­ნა, უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო. სა­ლონ­ში მხო­ლოდ ორნი იყ­ვნენ, და კი­დევ ლა­ი­ნე­რის ეკი­პა­ჟი.



თვითმფრი­ნა­ვი ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე აფ­რინ­და. სვეტ­ლა­ნა ევ­რო­პა­ში პირ­ვე­ლად მოგ­ზა­უ­რობ­და. რომ­ში მას ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცე­მია. 11 მარტს დი­ლით სვეტ­ლა­ნამ გა­დაკ­ვე­თა "ტი­რა­ნი­ის სამ­ყა­რო­სა და სი­ნათ­ლის სამ­ყა­როს უხი­ლა­ვი სა­ზღვა­რი". მისი სი­ცო­ცხლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ნამ­დვი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა ახლა იწყე­ბო­და. თუ სვეტ­ლა­ნა ფიქ­რობ­და, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­მის ჩრდილ­ში ცხოვ­რე­ბას წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ბო­და, ცდე­ბო­და. სვეტ­ლა­ნა ბე­ა­ტენ­ბერ­გის რა­ი­ონ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მას­ზე მთე­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა შვე­ი­ცა­რი­ე­ლებს და­ა­კის­რა. ეს უკა­ნას­კნელ­ნი კი ში­შობ­დნენ და ამე­რი­კე­ლე­ბის­გან მო­ი­თხოვ­დნენ, რომ ისი­ნიც მზად ყო­ფი­ლიყ­ვნენ ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის.


სვეტ­ლა­ნას საქ­მე ან­ტო­ნიო ჯა­ნერს, შვე­ი­ცა­რი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს ჩა­ა­ბა­რეს. რო­დე­საც და­ი­ნა­ხეს, რომ მას­თან შე­სახ­ვედ­რად ჟურ­ნა­ლის­ტთა მთე­ლი არ­მია და­იძ­რა, სვეტ­ლა­ნა ერთ-ერთ მიყ­რუ­ე­ბულ მო­ნას­ტერ­ში და­მა­ლეს, ხოლო მო­ნაზვნებს მას­თან სა­უ­ბა­რი აუკ­რძა­ლეს.


10 მარტს, პა­რას­კევს, დიპ­ლო­მატ­სა და ის­ტო­რი­კოს, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აშშ-ის ყო­ფილ ელჩ ჯორჯ კე­ნანს ტე­ლე­ფო­ნით და­უ­რე­კეს. რე­კავ­და ჯორ­ჯის მე­გო­ბა­რი, CIA-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი დო­ნალდ ჯე­იმ­სო­ნი. "ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამ საქ­მეს პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი მივ­ცეთ". მან კე­ნანს სვეტ­ლა­ნას ხელ­ნა­წე­რის წა­კი­თხვა და მისი ში­ნა­არ­სის შე­ფა­სე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ას­ლე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე CIA-ს ჯერ კი­დევ სვეტ­ლა­ნას რომ­ში ყოფ­ნი­სას ეზ­რუ­ნა. ჯე­იმ­სონს აინ­ტე­რე­სებ­და, ტექ­სტის წა­კი­თხვის შემ­დეგ კე­ნანს სვეტ­ლა­ნას­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი თუ ექ­ნე­ბო­და. კე­ნან­მა სვეტ­ლა­ნას­თან შე­სახ­ვედ­რად ჩეს­ტერ ბო­ულ­სი გა­მო­ყო, ხოლო დინ რასკს მის­წე­რა, ალი­ლუ­ე­ვა ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო­თო.



როცა ხელ­ნა­წე­რის ასლმა შტა­ტე­ბამ­დე ჩა­აღ­წია და 16 მარტს კე­ნანს გა­დას­ცეს, ყო­ფილ­მა ელჩმა, ავად­მყო­ფო­ბის მი­უ­ხე­და­ვად იგი ერთ ღა­მე­ში, დიდი მღელ­ვა­რე­ბით წა­ი­კი­თხა. 22 მარტს კე­ნა­ნი შვე­ი­ცა­რი­ა­ში ჩაფ­რინ­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა რომ არ მი­ექ­ცია, ჯერ ქა­ლიშ­ვილს მი­ა­კი­თხა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც იგი სწავ­ლობ­და, ხოლო შემ­დეგ ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცია წა­ი­კი­თხა. კე­ნან­მა მისი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ სვეტ­ლა­ნას ამ­ცნო. "დიდი პა­ტი­ვია მას­თან შეხ­ვედ­რა, - უთხრეს სვეტ­ლა­ნას, - იგი რუ­სე­თის პრობ­ლე­მე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი მცოდ­ნეა".


იტა­ლი­ა­ში სვეტ­ლა­ნა ძა­ლი­ან ჩა­ა­ფიქ­რა ცნო­ბამ, რომ აშშ-ს მისი მი­ღე­ბა არ სურ­და. არც ის იცო­და, რის იმე­დი უნდა ჰქო­ნო­და კე­ნა­ნის და­პი­რე­ბის შემ­დეგ. როცა ეს თა­ვა­ზი­ა­ნი დიპ­ლო­მა­ტი ან­ტო­ნიო ჯა­ნე­რის სახ­ლში სვეტ­ლა­ნას შეხ­ვდა, ძა­ლი­ან მო­უ­წო­ნა ჩა­ნა­წე­რე­ბი. ნა­თე­ლი გახ­და, რომ ხელ­ნა­წე­რი დიდი ყუ­რა­დღე­ბით წა­ე­კი­თხა.


საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი ჯორჯ კე­ნა­ნი

კე­ნან­მა გა­და­წყვი­ტა, სვეტ­ლა­ნა და­ეც­ვა ამე­რი­კა­ში ან­ტი­საბ­ჭო­ურ პრო­პა­გან­და­ში გა­მო­ყე­ნე­ბის­გან. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ირ­კვა, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ამის­გან მა­ინც ვერ შე­ი­კა­ვა თავი. კე­ნან­მა და­არ­წმუ­ნა სვეტ­ლა­ნა, რომ თუ მარ­თლა გა­და­წყვეტ­და შტა­ტებ­ში წას­ვლას, იქ გა­მომ­ცე­მელს უპ­რობ­ლე­მოდ იპო­ვი­და. 29 მარტს სვეტ­ლა­ნამ ფირ­მა Greenbaum, Wolff & Ernst-ს ხელი მო­უ­წე­რა ორ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე. ერ­თის მი­ხედ­ვით, ფირ­მას უნდა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა ყვე­ლა სა­კი­თხი, რო­მე­ლიც სვეტ­ლა­ნას ემიგ­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბო­და, ხოლო მე­ო­რით მას ეძ­ლე­ო­და რო­გორც უკვე და­წე­რი­ლის, ისე მომ­დევ­ნო წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბა.


ამა­ვე დროს, შვე­ი­ცა­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აი­ძუ­ლებ­და აშშ-ს, სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი მათი ქვეყ­ნი­დან წა­ეყ­ვა­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალი ამ ქვე­ყა­ნას პრობ­ლე­მებს არ უქ­მნი­და. დინ რასკმა და­ი­თან­ხმა პრე­ზი­დენ­ტი ლინ­დონ ჯონ­სო­ნი, სვეტ­ლა­ნა შტა­ტებ­ში შე­ეშ­ვათ, რო­გორც კერ­ძო პირი. სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი აშშ-ში ჩა­მო­დის ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზით Greenbaum, Wolff & Ernst-ის მოწ­ვე­ვით, რათა წიგ­ნის გა­მო­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი გა­და­წყვი­ტოს და რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, დე­პარ­ტა­მენტს ამ საქ­მეს­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქონ­და.



  • ახა­ლი ცხოვ­რე­ბა

21 აპ­რი­ლის დი­ლას ბობ რე­ი­ლი სას­ტუმ­რო­დან გა­მო­ვი­და. სვეტ­ლა­ნა მას უკვე ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში უც­დი­და. ორი­ვე ნიუ-იორკში მი­მა­ვალ თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­და და ფიქ­ცი­უ­რი გვა­რით გაფ­რინ­და. აე­რო­პორ­ტში უამ­რა­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცი იყო. ჰა­ერ­ში რე­ილ­მა სვეტ­ლა­ნას ჰკი­თხა:


- როცა დავფრინ­დე­ბით, შე­გე­კი­თხე­ბი­ან, თუ რას გა­ა­კე­თებთ. ხომ არ ინე­ბებ­დით, თქვენ მა­გი­ერ მე გავ­ცე პა­სუ­ხი?


- არ არის სა­ჭი­რო. მე ვუ­პა­სუ­ხებ, - უთხრა სვეტ­ლა­ნამ.


მას კე­ნან­მა ტექ­სტი და­უ­წე­რა, რო­მე­ლიც აე­რო­პორ­ტში უნდა წარ­მო­ეთ­ქვა: "ამ ქვე­ყა­ნა­ში იმი­ტომ ჩა­მოვ­დი­ვარ, რომ რუ­სე­თის სა­ზღვრებს გა­რეთ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყო. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლიც მაქვს. ჩემს წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ ბევრ ადა­მი­ანს შევ­ხვდე­ბი. არ ვიცი, რამ­დენ ხანს დავ­რჩე­ბი... მგზავ­რო­ბამ დამ­ღა­ლა, რამ­დე­ნი­მე დღით მინ­და და­ვის­ვე­ნო, ვიდ­რე მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შევ­ხვდე­ბი".



კე­ნა­ნის ამო­ცა­ნა იყო ისე წა­რე­მარ­თა სვეტ­ლა­ნას ცხოვ­რე­ბა, რომ აშშ-საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის ზი­ა­ნი არ მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ყო­ფი­ლი ელჩი ქალს საკ­მა­რი­სად კარ­გად არ იც­ნობ­და, სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვილს არ ეწა­და მისი კონ­სპექ­ტით სარ­გებ­ლო­ბა. მას სურ­და ნათ­ლად აეხ­სნა ხალ­ხი­სათ­ვის, რა­ტომ და­ტო­ვა რუ­სე­თი. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა წიგ­ნი, არა­მედ ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დოდ.


ამე­რი­კე­ლებს რაც უნდა ეთ­ქვათ, კრემლს მა­ინც ვერ და­ა­ჯე­რებ­დნენ, რომ CIA-მ "არ მო­ამ­ზა­და და არ და­ა­ფი­ნან­სა" სვეტ­ლა­ნას გაქ­ცე­ვა. საბ­ჭო­თა ხალ­ხს ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ სვეტ­ლა­ნა მო­ი­ტა­ცეს. მათ­თვის გა­მო­რი­ცხუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო იმის დაშ­ვე­ბა, რომ ქალ­მა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვა რუ­სე­თი. ამი­ტომ რუ­სებს მისი უკან დაბ­რუ­ნე­ბა სურ­დათ.


ეს ყვე­ლა­ფე­რი სვეტ­ლა­ნამ სა­ხალ­ხოდ ასე ახ­სნა: "მათ არ შე­უძ­ლი­ათ იმის გა­გე­ბა, რომ ადა­მი­ანს და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­უძ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ვერ გა­უ­გი­ათ, რომ რუ­სე­თი­დან ჩემი სურ­ვი­ლით წა­მო­ვე­დი, რომ არც რამე შეთ­ქმუ­ლე­ბას, თუ რამე ხა­ფან­გის და­გე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. მათ­თვის ასე­თი სცე­ნა­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.


მათ­თვის ადა­მი­ა­ნის მხო­ლოდ ისე­თი ქცე­ვაა მი­სა­ღე­ბი, რო­მე­ლიც რო­მე­ლი­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვი­დან, კო­ლექ­ტი­უ­რი ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. პირ­და­პირ ცო­ფებს ყრი­ან, როცა იგე­ბენ, რომ 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუსი ხალ­ხის გა­ნუ­წყვე­ტე­ლი და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში მა­ინც ვერ დამ­კვიდ­რდა სამ­ყა­როს ასე­თი აღ­ქმა. მათ აღაშ­ფო­თებთ ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მთელ­მა ნა­ხე­ვარ­მა სა­უ­კუ­ნემ ამა­ოდ ჩა­ი­ა­რა და ხალ­ხს რა­ღაც აქვს სათ­ქმე­ლი".


ამ­ბრო­სი გრი­ში­კაშ­ვი­ლი; ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ მა­ი­სის ნო­მე­რი



მარინა
1

სერიალი "სვეტლანა" ნახეთ,ამერიკაში გაქცევა ასე დეტალურად არ არის აღწერილი,მაგრამ საინტერესო სერიალია,თითქმის ყველა მისი მამაკაცია ნაჩვენები,სვეტლანა შელამაზებულია🙂

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სტალინის ქალიშვილის გაქცევა სსრკ-დან - რატომ არ სურდა არც ერთ ქვეყანას სვეტლანა ალილუევასთვის თავშესაფარი მიეცა

სტალინის ქალიშვილის გაქცევა სსრკ-დან - რატომ არ სურდა არც ერთ ქვეყანას სვეტლანა ალილუევასთვის თავშესაფარი მიეცა

41 წლის ასაკში, ანუ ნახევარი ცხოვრების გავლის შემდეგ, სვეტლანა ალილუევამ საბჭოთა კავშირი დატოვა, როცა ბოლოს და ბოლოს აშშ-ის ტურისტული ვიზა და იქ ჩასვლის თანხმობა მიიღო.


ამერიკელები მას ისე შეხვდნენ, როგორც საბჭოთა კავშირიდან გაქცეულთა შორის ყველაზე ცნობილ ადამიანს. მართლაც ასე იყო - სვეტლანა იოსებ სტალინის შვილი გახლდათ.


საბჭოთა კავშირში სვეტლანა ალილუევას ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. დედამ, ნადეჟდა ალილუევამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაშინ სვეტლანა შვიდი წლისაც არ იყო. წმენდას, რომელიც სტალინმა მოაწყო 30-იან წლებში, მისი მრავალი ნათესავი ემსხვერპლა.


სვეტლანა დედასთან ერთად

საყვარელი დეიდა მარიამი და ბიძა ალექსანდრე სვანიძე - სტალინის პირველი ცოლის ძმა, დააპატიმრეს და როგორც ხალხის მტრები, ისე დახოცეს. მათი ვაჟიც, სვეტლანას ბავშვობის მეგობარი, უკვალოდ გაქრა. ბიძა სტანისლავ რედენსიც, ნადეჟდას დის, ანას მეუღლე, დახვრიტეს. სვეტლანას ბიძამ, პავლემ (დედის ძმამ), პანიკურ შიშში ცხოვრებას ვერ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა.


სვეტლანა 17 წლის როცა იყო, მამამისმა მისი შეყვარებული, ალექსი კაპლერი 10 წლით გულაგში გამოკეტა... სვეტლანას ცხოვრებაში ტრაგიკული მოვლენები სტალინის სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა. უფროსი ძმა ვასილი დააპატიმრეს და 1962 წელს ლოთობით გარდაიცვალა.


იოსებ სტალინი შვილებთან - სვეტლანასა და ვასილთან ერთად

სვეტლანას ლიტერატურული მეგობრები 60-იანი წლების ნახევარში ერთიმეორის მიყოლებით გაუყენეს შრომითი ბანაკების გზას. როცა სვეტლანამ ბოლოს ცოტა სიმშვიდე ჰპოვა ბრაჯეშ სინხის (ინდოელი პოლიტიკოსი, მოსკოვში მთარგმნელად მუშაობდა) მკლავებში, მას ოფიციალური ხელმოწერის უფლება არ მისცეს, თუმც კი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა.


ბოლოს სვეტლანას ნება დართეს, შეყვარებულის ნეშტი მშობლიურ ინდოეთში ჩაეტანა.



  • განგის პირას

როცა მისთვის მიჩენილ მზრუნველთან, ვინმე კასიროვასთან ერთად სვეტლანა თვითმფრინავიდან დელის აეროპორტში ჩავიდა, 1967 წლის 20 დეკემბერს, მას საბჭოთა კავშირის საელჩოს მეორე მდივანი და საელჩოს კიდევ ორი მოხელე დახვდა. აეროპორტიდან ისე სწრაფად გააქანეს, რომ ჟურნალისტებმა ორი სიტყვაც ვერ ათქმევინეს. საელჩოს თანამშრომლებმა ჩამოართვეს ვიზა, პასპორტი და ბილეთი. სვეტლანას სურდა, ბრაჯეშის ძმისშვილის სახლში დაბინავებულიყო, მაგრამ იგი საელჩოს სასტუმროში წაიყვანეს. მის ოთახში მხოლოდ საწოლი და მაგიდა იდგა. სხვა ყველაფერი გაექროთ, ტელეფონიც კი.


სვეტლანას განუმარტეს, რომ საყვარელი ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალს ფარულად უნდა დასწრებოდა. მასმედიასთან ურთიერთობა ეკრძალებოდა, მოსკოვშიც დროზე უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვლილის ძმისშვილმა სვეტლანას ურნაში ჩასვენებული ნეშტი გამოართვა და პროცესიას წინ გაუძღვა. სვეტლანა და სხვა ქალები ტერასაზე ავიდნენ და იქიდან უცქერდნენ პროცესიას. ქალებს მასში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ. მამაკაცებმა ურნა ნავით წაიღეს და შუაგულ განგში, წყალში ჩაუშვეს. სვეტლანა ატირდა.



ალილუევას გადაწყვეტილი ჰქონდა, 4 იანვარს მოსკოვში არ დაბრუნებულიყო. ინდოეთში მეტხანს აპირებდა დარჩენას. ვიზა ერთთვიანი ჰქონდა და საელჩო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. დელიში გაჩერება 20 იანვრამდე სურდა, ამიტომ საელჩოს ხელმძღვანელობას წერილი მისწერა და ამის შესახებ აცნობა. მას იმედი ჰქონდა, რომ ინდოეთში დასახლების უფლებას მიიღებდა.


მაგრამ ამის ორგანიზება როგორ უნდა მოხერხებინა? გადაწყვიტა წიგნის დაწერა (ავტობიოგრაფიული: “ოცი წერილი მეგობარს”). იქნებ მისი გაყიდვა მოეხერხებინა? მისი აზრით, ტექსტი აპოლიტიკური იყო, ერთგვარი საოჯახო დღიურის ფორმის, თუმცა დიდ ინტერესს გამოიწვევდა. ის ხომ სტალინის ოჯახის შესახებ იქნებოდა.



სვეტლანამ პარიზში გამომცემლის, ემანუილ დ’ასტერის მეუღლეს, ლიუბა კრასინს, რომელსაც მოსკოვიდან იცნობდა, წერილი მისწერა. წერილში გამოუტყდა, რომ ინდოეთში იმყოფება და საბჭოთა კავშირში დაბრუნება არ სურს. ეკითხებოდა, თუ მოახერხებდა წიგნის საზღვარგარეთ გამოცემას. ეს მიწერ-მოწერა დიდად სარისკო საქმე იყო, თუმცა უკეთესი გზაც არ ჩანდა. რამდენიმე დღის შემდეგ ტელეგრამა მიიღო: «დიახ, შესაძლებელია». ამის შემდეგ მან აშშ-ის საელჩოში მისვლა გადაწყვიტა.



  • გაქცევა

სვეტლანას წერილი ინდოეთში დარჩენის ვადის გაგრძელების შესახებ მოსკოვში გაიგზავნა. ცხადია, წერილით არაფერი გადაწყდებოდა, მაგრამ სვეტლანა დროის მოგებას ცდილობდა. ქვეყნის ტერიტორია 8 მარტს უნდა დაეტოვებინა. სასტუმროში და საერთოდ, საელჩოში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ემზადებოდნენ, მუშაობდნენ მოხსენებებსა და საკონცერტო პროგრამაზე. მალე სვეტლანა ელჩმა სადილად მიიწვია. სვეტლანა საჭმელს თითქმის არ შეხებია. ელჩი კმაყოფილი დარჩა, რომ სვეტლანას მისთვის პრობლემები არ შეუქმნია.


სასტუმროში სვეტლანა ნაშუადღევს დაბრუნდა. თავდაპირველად ფიქრობდა, ამერიკის საელჩოსათვის მეორე დილით მიეკითხა. ბარგი ჩაალაგა, მათ შორის, ხელნაწერი და საჩუქრები (სვეტლანა საბჭოთა კავშირში ორ შვილს ტოვებდა - იოსებსა და ეკატერინეს). შენობიდან გამოვიდა და მორიგეს ჰკითხა, ტაქსი როგორ გამოეძახებინა. მანქანის გამოძახება მეორე დილისთვის სურდა. სასტუმროს ოთახში მძიმე ნაბიჯებით დაიწყო სიარული. კიდევ ერთხელ ჩახედა ბავშვებისთვის შეძენილ საჩუქრებს, თან თავისი გეგმის ყოველ დეტალს გულდასმით ამოწმებდა. შემდეგ ტაქსი შეუკვეთა.


სვეტლანა და მისი ამერიკელი მეუღლე, არქიტექტორი უილიამ პიტერსი ახალშობილ ოლგასთან ერთად (1971 წელი)

მალე გონება გაუნათდა: რატომ უნდა დალოდებოდა დილას?! ეს დაუყოვნებლივ უნდა მოემოქმედა. დილით ყველგან ბევრი ხალხი იქნება. იქნებ დაბნეულიყო, შეშინებოდა და უარიც კი ეთქვა თავის განზრახვაზე. უმჯობესი იყო ღამის საბურველქვეშ გაქცევა. მით უფრო, რომ ახლა ყველა ერთობოდა და მის გაუჩინარებას ვერავინ შეამჩნევდა.


ექვსი საათისთვის სვეტლანა სასტუმროდან გამოვიდა, რათა ტაქსი გამოეძახა. მალე უკვე მანქანაში იჯდა.- ამერიკის საელჩოს მისამართი თუ იცით? - ჰკითხა მძღოლს. - რა თქმა უნდა, ახლოსაა. როგორც ჩანს, ინდოელი მძღოლი კლიენტის განზრახვას მიხვდა.


ნიუ-დელისა და ვაშინგტონს შორის 10-საათიანი განსხვავება სვეტლანას სასარგებლოდ მოქმედებდა. ვიდრე ამერიკული დიპლომატიური მანქანა სრული დატვირთვით ამუშავდებოდა, სტალინის ქალიშვილი უკვე რომისკენ მიმავალ თვითმფრინავში იჯდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფოი კოლერი ძლიერ განრისხდა, როცა თავისი ელჩის, ჩესტერ ბოულსის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო. მან უცებ მოიფიქრა შემდგომი მოქმედების გეგმა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფოი კოლერი

6 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დინ რასკმა საიდუმლო ტელეგრამა გაუგზავნა ლეველინ თომპსონს, სსრკ-ში აშშ-ის ელჩს და აცნობა, რომ სტალინის ქალიშვილმა შეერთებულ შტატებს თავშესაფარი სთხოვა; რომ სვეტლანა კომერციული თვითმფრინავით უკვე მიფრინავდა რომისკენ, ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლის თანხლებით. აცნობა ისიც, რომ რომიდან აშშ-ში გასამგზავრებელი ბილეთი სვეტლანას არ ჰქონდა.


დიპლომატიურმა უწყებამ გააფრთხილა ამერიკელი ელჩი იტალიაში ჯორჯ ფრედერიკ რეინჰარდტი, რომ სვეტლანას შტატებში ჩასვლა ცუდი იქნებოდა. საქმეს პოლიტიკური ხასიათი მიეცემოდა. ამის თავიდან აცილება საჭირო იყო ასევე სვეტლანას პირადი უსაფრთხოებისთვისაც.


შტატებში მიაჩნდათ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ სტალინის ქალიშვილი შვეიცარიაში, ესპანეთში ან იტალიაში მიიღებდა თავშესაფარს. სახელმწიფო მდივანი თანამშრომლებს სთხოვდა სვეტლანასთვის აეხსნათ, რომ ეს მის ინტერესებშიც იყო. ამერიკის ადმინისტრაციას ამ სახის პოლიტიკური გართულება სულაც არ სურდა. ნებისმიერი გზით სვეტლანა ევროპაში უნდა გაეჩერებინათ.


როცა 7 მარტს, დილის 6 საათზე სვეტლანა და ბობ რეილი (ინდოეთში ამერიკის საელჩოს მეორე მდივანი რობერტ რეილი) რომის აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩავიდნენ, ამ უკანასკნელს ეგონა, რომ შტატებისკენ გამგზავრებაში მათ ხელს ვერავინ შეუშლიდა. ამიტომ ძალიან გაოცდა, როცა მათ ამერიკის ელჩის მოადგილე დახვდა და ცუდი ამბავი შეატყობინა - რეილს განუცხადეს, რომ აშშ პრინციპულად წინააღმდეგი იყო სვეტლანას მიღებისა და მათ შტატებისკენ ფრენის გაგრძელებას უკრძალავდა. ის აეროპორტის ერთ ოთახში შეიყვანეს, სადაც რეილთან ერთად მოვლენების განვითარებას უნდა დალოდებოდა.



როდესაც იტალიელმა ადმირალმა ეუგენიო ჰენკემ განუცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ამინატორე ფანფანის, რომ სტალინის ქალიშვილი დილას რომში ჩამოფრინდაო, ეს უკანასკნელი განრისხდა: მოაშორეთ იგი აქედან, სასწრაფოდ! მისი აქ ყოფნის კვალიც კი წაშალეთ!" - კეთილი, აეროპორტში საერთაშორისო სექციაში დავიკავებთ ადგილს, საიდანაც ვერავინ გაგვყრის" - განაცხადა ადმირალმა.


მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მთავრობებს დაუკავშირდა. არც ერთი მათგანი არ დათანხმდა სტალინის ქალიშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას. მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იყო ყაბულს, მიეღო ალილუევა, მაგრამ თავად სვეტლანას არ ეწადა გამგზავრება იქ, სადაც ჯერ კიდევ მძვინვარებდა აპარტეიდი.


შვეიცარია დათანხმდა სვეტლანას მცირე ხნით შეფარებას. ოღონდ ეს ნებართვა უნდა დაემტკიცებინა ქვეყნის მინისტრთა საბჭოს, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ შეიკრიბებოდა. ამგვარი დაგვიანება ძალიან აღიზიანებდა იტალიურ მხარეს, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც რეილი ამტკიცებდა, "ადმირალ ჰენკეს მათი დეპორტირება არ ეწადა". აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეჰპირდა იტალიელებს, რომ თუ შვეიცარიელთა დელეგაცია პარასკევ დილით არ გამოცხადდებოდა, ლტოლვილი დაუყოვნებლივ გასწევდა შეერთებული შტატებისკენ.



  • შტატებში - შვეიცარიის გავლით

სვეტლანა და რეილი დამეგობრდნენ. ბინაში მხოლოდ ერთი საწოლი იდგა, რომელიც სვეტლანას მიაკუთვნეს. ტელეფონი შეუსვენებლივ რეკავდა. ყოველი საუბრის შემდეგ რეილი ფერს კარგავდა. სამაგიეროდ, სვეტლანასთან მეგობრობა ამშვიდებდა. შემდეგში სვეტლანა იხსენებდა: "მთელი სიცოცხლე მოთმინებას ვსწავლობდი და კიდევ, თავის ღირსეულად დაჭერას იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებზედაც გავლენის მოხდენა არ შემეძლო".


პარასკევს, ალიონზე ის და რეილი იმ ცნობამ გააღვიძა, რომ რომში მათი ჩასვლის შესახებ პრესას შეუტყვია. იტალიელებმა მათ დაუყოვნებლივ მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება და ამისთვის მხოლოდ ხუთი საათი მისცეს. სვეტლანა და რობერტი ჯარისკაცების თანხლებით გაეშურნენ თვითმფრინავისკენ, რომელიც ჯერ ლონდონისკენ, ხოლო შემდეგ შტატებისკენ მიფრინავდა. რეილმა საელჩოში დაურეკა მეგობარს გამოსამშვიდობებლად. საგანგებოდ გამოგზავნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ისინი ჟენევაში უნდა ჩაეყვანა, უკვე გამზადებული იყო. სალონში მხოლოდ ორნი იყვნენ, და კიდევ ლაინერის ეკიპაჟი.



თვითმფრინავი ღამის პირველ საათზე აფრინდა. სვეტლანა ევროპაში პირველად მოგზაურობდა. რომში მას ამის შესაძლებლობა არ მისცემია. 11 მარტს დილით სვეტლანამ გადაკვეთა "ტირანიის სამყაროსა და სინათლის სამყაროს უხილავი საზღვარი". მისი სიცოცხლის მეორე ნახევრის ნამდვილი მოგზაურობა ახლა იწყებოდა. თუ სვეტლანა ფიქრობდა, რომ წლების განმავლობაში მამის ჩრდილში ცხოვრებას წერტილი დაესმებოდა, ცდებოდა. სვეტლანა ბეატენბერგის რაიონში ჩაიყვანეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მასზე მთელი მეთვალყურეობა შვეიცარიელებს დააკისრა. ეს უკანასკნელნი კი შიშობდნენ და ამერიკელებისგან მოითხოვდნენ, რომ ისინიც მზად ყოფილიყვნენ ყოველი შემთხვევისთვის.


სვეტლანას საქმე ანტონიო ჯანერს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორს ჩააბარეს. როდესაც დაინახეს, რომ მასთან შესახვედრად ჟურნალისტთა მთელი არმია დაიძრა, სვეტლანა ერთ-ერთ მიყრუებულ მონასტერში დამალეს, ხოლო მონაზვნებს მასთან საუბარი აუკრძალეს.


10 მარტს, პარასკევს, დიპლომატსა და ისტორიკოს, საბჭოთა კავშირში აშშ-ის ყოფილ ელჩ ჯორჯ კენანს ტელეფონით დაურეკეს. რეკავდა ჯორჯის მეგობარი, CIA-ს თანამშრომელი დონალდ ჯეიმსონი. "ჩვენ შეგვიძლია ამ საქმეს პოლიტიკური ხასიათი მივცეთ". მან კენანს სვეტლანას ხელნაწერის წაკითხვა და მისი შინაარსის შეფასება შესთავაზა. ასლების გადაღებაზე CIA-ს ჯერ კიდევ სვეტლანას რომში ყოფნისას ეზრუნა. ჯეიმსონს აინტერესებდა, ტექსტის წაკითხვის შემდეგ კენანს სვეტლანასთან შეხვედრის სურვილი თუ ექნებოდა. კენანმა სვეტლანასთან შესახვედრად ჩესტერ ბოულსი გამოყო, ხოლო დინ რასკს მისწერა, ალილუევა ჩვენი საგარეო პოლიტიკის განსამტკიცებლად უნდა გამოვიყენოთო.



როცა ხელნაწერის ასლმა შტატებამდე ჩააღწია და 16 მარტს კენანს გადასცეს, ყოფილმა ელჩმა, ავადმყოფობის მიუხედავად იგი ერთ ღამეში, დიდი მღელვარებით წაიკითხა. 22 მარტს კენანი შვეიცარიაში ჩაფრინდა. ჟურნალისტების ყურადღება რომ არ მიექცია, ჯერ ქალიშვილს მიაკითხა უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა, ხოლო შემდეგ ჟენევის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. კენანმა მისი ვიზიტის შესახებ სვეტლანას ამცნო. "დიდი პატივია მასთან შეხვედრა, - უთხრეს სვეტლანას, - იგი რუსეთის პრობლემების ყველაზე კარგი მცოდნეა".


იტალიაში სვეტლანა ძალიან ჩააფიქრა ცნობამ, რომ აშშ-ს მისი მიღება არ სურდა. არც ის იცოდა, რის იმედი უნდა ჰქონოდა კენანის დაპირების შემდეგ. როცა ეს თავაზიანი დიპლომატი ანტონიო ჯანერის სახლში სვეტლანას შეხვდა, ძალიან მოუწონა ჩანაწერები. ნათელი გახდა, რომ ხელნაწერი დიდი ყურადღებით წაეკითხა.


საბჭოთა კავშირში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯორჯ კენანი

კენანმა გადაწყვიტა, სვეტლანა დაეცვა ამერიკაში ანტისაბჭოურ პროპაგანდაში გამოყენებისგან. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამისგან მაინც ვერ შეიკავა თავი. კენანმა დაარწმუნა სვეტლანა, რომ თუ მართლა გადაწყვეტდა შტატებში წასვლას, იქ გამომცემელს უპრობლემოდ იპოვიდა. 29 მარტს სვეტლანამ ფირმა Greenbaum, Wolff & Ernst-ს ხელი მოუწერა ორ ხელშეკრულებაზე. ერთის მიხედვით, ფირმას უნდა მოეგვარებინა ყველა საკითხი, რომელიც სვეტლანას ემიგრაციას უკავშირდებოდა, ხოლო მეორით მას ეძლეოდა როგორც უკვე დაწერილის, ისე მომდევნო წიგნების გამოცემის უფლება.


ამავე დროს, შვეიცარიის ხელისუფლება აიძულებდა აშშ-ს, სტალინის ქალიშვილი მათი ქვეყნიდან წაეყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ამ ქვეყანას პრობლემებს არ უქმნიდა. დინ რასკმა დაითანხმა პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი, სვეტლანა შტატებში შეეშვათ, როგორც კერძო პირი. სახელმწიფო დეპარტამენტმა მედიას განუცხადა, რომ სტალინის ქალიშვილი აშშ-ში ჩამოდის ნახევარწლიანი ტურისტული ვიზით Greenbaum, Wolff & Ernst-ის მოწვევით, რათა წიგნის გამოცემასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს და რომ ოფიციალურად, დეპარტამენტს ამ საქმესთან საერთო არაფერი ჰქონდა.



  • ახალი ცხოვრება

21 აპრილის დილას ბობ რეილი სასტუმროდან გამოვიდა. სვეტლანა მას უკვე ავტომანქანაში უცდიდა. ორივე ნიუ-იორკში მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდა და ფიქციური გვარით გაფრინდა. აეროპორტში უამრავი შეიარაღებული ჯარისკაცი იყო. ჰაერში რეილმა სვეტლანას ჰკითხა:


- როცა დავფრინდებით, შეგეკითხებიან, თუ რას გააკეთებთ. ხომ არ ინებებდით, თქვენ მაგიერ მე გავცე პასუხი?


- არ არის საჭირო. მე ვუპასუხებ, - უთხრა სვეტლანამ.


მას კენანმა ტექსტი დაუწერა, რომელიც აეროპორტში უნდა წარმოეთქვა: "ამ ქვეყანაში იმიტომ ჩამოვდივარ, რომ რუსეთის საზღვრებს გარეთ ახალი ცხოვრება დავიწყო. შეერთებული შტატების გაცნობის სურვილიც მაქვს. ჩემს წიგნთან დაკავშირებით აქ ბევრ ადამიანს შევხვდები. არ ვიცი, რამდენ ხანს დავრჩები... მგზავრობამ დამღალა, რამდენიმე დღით მინდა დავისვენო, ვიდრე მედიის წარმომადგენლებს შევხვდები".



კენანის ამოცანა იყო ისე წარემართა სვეტლანას ცხოვრება, რომ აშშ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობისთვის ზიანი არ მიეყენებინა. ყოფილი ელჩი ქალს საკმარისად კარგად არ იცნობდა, სტალინის ქალიშვილს არ ეწადა მისი კონსპექტით სარგებლობა. მას სურდა ნათლად აეხსნა ხალხისათვის, რატომ დატოვა რუსეთი. მთავარი მიზეზი სულაც არ ყოფილა წიგნი, არამედ ის დამოკიდებულება, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას ჰქონდა ხელოვნებისა და ინტელექტუალებისადმი საზოგადოდ.


ამერიკელებს რაც უნდა ეთქვათ, კრემლს მაინც ვერ დააჯერებდნენ, რომ CIA-მ "არ მოამზადა და არ დააფინანსა" სვეტლანას გაქცევა. საბჭოთა ხალხს ოფიციალურად უნდა დაეჯერებინა, რომ სვეტლანა მოიტაცეს. მათთვის გამორიცხული უნდა ყოფილიყო იმის დაშვება, რომ ქალმა საკუთარი სურვილით დატოვა რუსეთი. ამიტომ რუსებს მისი უკან დაბრუნება სურდათ.


ეს ყველაფერი სვეტლანამ სახალხოდ ასე ახსნა: "მათ არ შეუძლიათ იმის გაგება, რომ ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ვერ გაუგიათ, რომ რუსეთიდან ჩემი სურვილით წამოვედი, რომ არც რამე შეთქმულებას, თუ რამე ხაფანგის დაგებას ადგილი არ ჰქონია. მათთვის ასეთი სცენარი წარმოუდგენელია.


მათთვის ადამიანის მხოლოდ ისეთი ქცევაა მისაღები, რომელიც რომელიღაც ორგანიზაციის ინიციატივიდან, კოლექტიური ნებიდან გამომდინარეობს. პირდაპირ ცოფებს ყრიან, როცა იგებენ, რომ 50 წლის განმავლობაში რუსი ხალხის განუწყვეტელი დამუშავების შედეგად ადამიანის ცნობიერებაში მაინც ვერ დამკვიდრდა სამყაროს ასეთი აღქმა. მათ აღაშფოთებთ ის გარემოება, რომ მთელმა ნახევარმა საუკუნემ ამაოდ ჩაიარა და ხალხს რაღაც აქვს სათქმელი".


ამბროსი გრიშიკაშვილი; ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომერი