იტალიაში, ქალაქ ბარიში 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც იტალიური მედია იუწყება, საქართველოს მოქალაქე სავაჭრო ცენტრთან პოლიციელებმა გააჩერეს. ჩხრეკის დროს მან შპრიცი ამოიღო და პოლიციელებს ემუქრებოდა.
პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში იტალიიდან გაძევების სასამართლო განაჩენია გამოტანილი.