სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
12 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

არ­სე­ბობს კომ­პი­უ­ტე­რის 3 ტი­პის მომ­ხმა­რე­ბე­ლი: ვინც მა­უ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს, ვი­საც კლა­ვი­ა­ტუ­რა ურ­ჩევ­ნია და ვინც Siri-ს ან Cortana-ს დახ­მა­რე­ბით ელა­პა­რა­კე­ბა კომ­პი­უ­ტერს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მელ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბით, ხერ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვე­ნი კომ­პი­უ­ტე­რის უც­ნობ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­მო­ავ­ლენს, ყვე­ლას­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. სტა­ტი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი ჭკვი­ა­ნუ­რი ხრი­კე­ბი კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად გა­გი­მარ­ტი­ვებთ.

1. Ctrl + T ახალ ფან­ჯა­რას ხსნის. როცა კომ­პი­უ­ტერ­თან ბევ­რს მუ­შა­ობთ, ახა­ლი ფან­ჯრე­ბის სწრა­ფად გახ­სნა გჭირ­დე­ბათ. ყო­ველ ჯერ­ზე ამის მა­უ­სით გა­კე­თე­ბის ნაც­ვლად, შე­გიძ­ლი­ათ Ctrl-ს და შემ­დეგ ასო T-ს და­ა­ჭი­როთ. თუ MacBook-ს იყე­ნებთ, Ctrl-ის მა­გივ­რად "command"-ს და­ა­ჭი­რეთ.

2. სა­ნამ კომ­პი­უ­ტე­რის ხე­ლო­სან­თან მიხ­ვალთ, ნე­ბის­მი­ე­რი კი­თხვა Google-ს და­უს­ვით. კომ­პი­უ­ტე­რის პრობ­ლე­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა იმ­დე­ნად მარ­ტი­ვი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, რომ თუ გარ­კვე­ულ სა­ფე­ხუ­რებს მიჰ­ყვე­ბით, თა­ვა­დაც შეძ­ლებთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­შინ­ვე პა­ნიკ­დე­ბა და ხე­ლო­სან­თან მი­დის. სჯობს, დამ­შვიდ­დეთ და ცივი გო­ნე­ბით იფიქ­როთ. ჰკი­თხეთ Google-ს თქვე­ნი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ და წა­ი­კი­თხეთ, რას წე­რენ ამა­ზე Microsoft-ის ფო­რუმ­ზე. ასე თუ მო­იქ­ცე­ვით, ფულს და­ზო­გავთ და მეტ­საც ის­წავ­ლით.

3. ვა­ლუ­ტის კურ­სის გა­სა­გე­ბად კალ­კუ­ლა­ტო­რის ნაც­ვლად Google გა­მო­ი­ყე­ნეთ. რა სა­ჭი­როა კალ­კუ­ლა­ტო­რი, როცა ისე­თი და­უ­ფა­სე­ბე­ლი რა­ღაც არ­სე­ბობს, რო­გო­რიც Google-ია? თუ სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ემ­გზავ­რე­ბით და ვა­ლუ­ტის კურ­სის სხვა ვა­ლუ­ტა­ში ნახ­ვა გინ­დათ, შე­გიძ­ლი­ათ Google-ში ჩა­წე­როთ სა­სურ­ვე­ლი ფუ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა და ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც მი­ემ­გზავ­რე­ბით. ან, უბ­რა­ლოდ, ორი ვა­ლუ­ტა, მა­გა­ლი­თად dollars to euros.

4. ლეპ­ტო­პის ბა­ტა­რეა airplane mode-ზე უფრო სწრა­ფად იტე­ნე­ბა. როცა ლეპ­ტო­პი airplane mode-ზეა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ბევ­რი ფუნ­ქცია, რო­გო­რი­ცაა Wi-Fi და Bluetooth, ითი­შე­ბა. ამის წყა­ლო­ბით ბა­ტა­რეა უფრო სწრა­ფად იტე­ნე­ბა.

5. იმის­თვის, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გოს, რას აკე­თებთ, და­მა­ლეთ IP მი­სა­მარ­თი. IP-ის და­სა­მა­ლად რამ­დე­ნი­მე გზა არ­სე­ბობს. პირ­ველ რიგ­ში, კარ­გი VPN უნდა და­ა­ინ­სტა­ლი­როთ კომ­პი­უ­ტერ­ში, რაც ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში თქვენს რე­ა­ლურ ად­გილ­სამ­ყო­ფელს შეც­ვლის. ამის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ გად­მო­წე­როთ PeerBlock, რო­მე­ლიც ასე­ვე მა­ლავს თქვენს ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას და სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, ისე გა­ა­კე­თოთ ნე­ბის­მი­ე­რი რამე, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გოს, სად იმ­ყო­ფე­ბით.

6. კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნი რომ უფრო ნა­თე­ლი გახ­დეს, გად­მო­წე­რეთ "f.lux". ალ­ბათ, ბევ­რი თქვენ­გა­ნი მუ­შა­ობს ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნის გა­ნა­თე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სიბ­ნე­ლე­ში ზედ­მე­ტად კაშ­კა­შა ეკ­რა­ნი თვა­ლებს ტკენს, სი­ნათ­ლე­ში კი ჩაბ­ნე­ლე­ბულ ეკ­რან­თან მუ­შა­ო­ბა მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია. კომ­პი­უ­ტე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა night shift mode (ღა­მის რე­ჟი­მი) აქვს, რაც ღა­მით ეკ­რა­ნის გა­ნა­თე­ბას ისე არე­გუ­ლი­რებს, რომ თვა­ლე­ბი არ გეტ­კი­ნოთ. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ გად­მო­წე­როთ f.lux, რო­მე­ლიც ეკ­რა­ნის ნა­თე­ბას გა­რე­მოს მი­ხედ­ვით არე­გუ­ლი­რებს და ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი პროგ­რა­მაა.

7. სუფ­თა დეს­კტო­პი უფრო სწრა­ფად მო­მუ­შა­ვე კომ­პი­უ­ტერს ნიშ­ნავს. თუ კომ­პი­უ­ტე­რის სიჩ­ქა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი გაქვთ, ეს შე­იძ­ლე­ბა დეს­კტო­პის გა­დატ­ვირ­თვის გამო იყოს. თუ ყვე­ლაფ­რის­თვის ცალ­კე ფა­ი­ლის შექ­მნა გე­ზა­რე­ბათ, შექ­მე­ნით ერთი ფა­ი­ლი დეს­კტოპ­ზე, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფერს "ჩაყ­რით". აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი task bar-ზე გა­და­ი­ტა­ნეთ. ამ ხერ­ხით თქვე­ნი დეს­კტო­პი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცა­რი­ელ­დე­ბა და კომ­პი­უ­ტე­რიც უკე­თე­სად იმუ­შა­ვებს.

8. გა­ი­გეთ, ვინ იპა­რავს თქვენს Wi-Fi-ს. გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არაა, როცა თქვე­ნი ინ­ტერ­ნე­ტი ნე­ლია იმის გამო, რომ ვი­ღაც Wi-Fi-ს გპა­რავთ? Wi-Fi-ის პა­რო­ლის შეც­ვლის გარ­და, თუ იმის გა­გე­ბაც გსურთ, თუ ვინ არის "ქურ­დი", შე­გიძ­ლი­ათ გად­მო­წე­როთ Who is on my Wi-Fi. როცა "ქურ­დს" ეტყვით, რომ მისი ნა­მოქ­მე­და­რის შე­სა­ხებ იცით, ძა­ლი­ან შერ­ცხვე­ბა.

9. recycle bin-დან წაშ­ლის შემ­დე­გაც კი შე­გიძ­ლი­ათ მა­სა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა კომ­პი­უ­ტერ­ში. რა უნდა ქნათ, თუ ფა­ი­ლე­ბის წაშ­ლი­სა და "ნაგ­ვის ყუ­თის" და­ცა­რი­ე­ლე­ბის შემ­დეგ გა­ი­აზ­რებთ, რომ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ წა­გე­შა­ლათ? გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს - გად­მო­წე­რეთ Recuva, რო­მე­ლიც წაშ­ლი­ლი ფა­ი­ლე­ბის აღ­დგე­ნის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. უბ­რა­ლოდ, უნდა ჩა­წე­როთ, რა ტი­პის ფა­ილს ეძებთ და პროგ­რა­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­გეხ­მა­რე­ბათ. თუმ­ცა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, თუ ფა­ი­ლი ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ წა­შა­ლეთ, შე­საძ­ლოა პროგ­რა­მამ ვე­ღარ აღ­მო­ა­ჩი­ნოს.

10. თუ ასე­თი სუ­რა­თი დაგ­ხვდე­ბათ, ესე იგი თქვენს კომ­პი­უ­ტერს ჰა­კე­რე­ბი ეწ­ვივ­ნენ. ყო­ველ­დღე მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის კომ­პი­უ­ტე­რი "იჰა­კე­ბა", ერთ დღეს შე­საძ­ლოა მათ რი­ცხვში თქვენც აღ­მოჩ­ნდეთ. თუ შე­ამ­ჩნევთ, რომ თქვე­ნი ან­ტი­ვირუ­სი გა­მორ­თუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ეს საფრ­თხის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი იყოს. ასე­ვე, თუ პა­როლს შე­იყ­ვანთ კომ­პი­უ­ტერ­ში და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ არ მუ­შა­ობს. და­ჰაკ­ვის კი­დევ ერთი ნი­შა­ნი მა­უ­სის კურ­სო­რის თა­ვი­სით მოძ­რა­ო­ბაა. თუ ამას და­ი­ნა­ხავთ, კომ­პი­უ­ტე­რი/ლეპ­ტო­პი მა­შინ­ვე ექ­სპერტთან მი­ი­ტა­ნეთ და ერ­თად სცა­დეთ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა.

11. Windows + C-ს მეშ­ვე­ო­ბით სა­უ­ბარს იწყებთ Cortana-სთან. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც windows 10-ს იყე­ნე­ბენ, ციფ­რუ­ლი რო­ბო­ტი Cortana ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბა. ის აი­ფო­ნე­ბის Siri პროგ­რა­მის მსგავ­სია. თუ მა­უ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ი­ღა­ლეთ, და­ა­ჭი­რეთ ვინ­დო­უ­სის ღი­ლაკს და C ასოს. შემ­დეგ კი უთხა­რით "კორ­ტა­ნას" ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც გინ­დათ. ის რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვას და­გის­ვამთ, რომ და­ა­ზუს­ტოს, კონ­კრე­ტუ­ლად რა გსურთ და და­გეხ­მა­რე­ბათ.

12. Ctrl + I ტექ­სტის სტილს იტა­ლი­უ­რად ცვლის. "ctrl"-ზე და ასო I-ზე და­ჭე­რით შე­იძ­ლე­ბა 147 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რამ მოხ­დეს სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მა­ში. თუმ­ცა, მას ყვე­ლა­ზე ხში­რად ვორ­დის ფა­ილ­ში მუ­შა­ო­ბი­სას იყე­ნე­ბენ, ტექ­სტის სტი­ლის შე­საც­ვლე­ლად. ამ ღი­ლა­კებ­ზე და­ჭე­რით მო­ნიშ­ნუ­ლი ტექ­სტი იტა­ლი­უ­რი, დახ­რი­ლი გახ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

12 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

12 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

არსებობს კომპიუტერის 3 ტიპის მომხმარებელი: ვინც მაუსის გამოყენებას ამჯობინებს, ვისაც კლავიატურა ურჩევნია და ვინც Siri-ს ან Cortana-ს დახმარებით ელაპარაკება კომპიუტერს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, ხერხები, რომლებიც თქვენი კომპიუტერის უცნობ შესაძლებლობებს გამოავლენს, ყველასთვის სასარგებლო იქნება. სტატიაში მოცემული ჭკვიანური ხრიკები კომპიუტერის გამოყენებას ყოველდღიურად გაგიმარტივებთ.

1. Ctrl + T ახალ ფანჯარას ხსნის. როცა კომპიუტერთან ბევრს მუშაობთ, ახალი ფანჯრების სწრაფად გახსნა გჭირდებათ. ყოველ ჯერზე ამის მაუსით გაკეთების ნაცვლად, შეგიძლიათ Ctrl-ს და შემდეგ ასო T-ს დააჭიროთ. თუ MacBook-ს იყენებთ, Ctrl-ის მაგივრად "command"-ს დააჭირეთ.

2. სანამ კომპიუტერის ხელოსანთან მიხვალთ, ნებისმიერი კითხვა Google-ს დაუსვით. კომპიუტერის პრობლემების უმეტესობა იმდენად მარტივი მოსაგვარებელია, რომ თუ გარკვეულ საფეხურებს მიჰყვებით, თავადაც შეძლებთ. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობა მაშინვე პანიკდება და ხელოსანთან მიდის. სჯობს, დამშვიდდეთ და ცივი გონებით იფიქროთ. ჰკითხეთ Google-ს თქვენი პრობლემის შესახებ და წაიკითხეთ, რას წერენ ამაზე Microsoft-ის ფორუმზე. ასე თუ მოიქცევით, ფულს დაზოგავთ და მეტსაც ისწავლით.

3. ვალუტის კურსის გასაგებად კალკულატორის ნაცვლად Google გამოიყენეთ. რა საჭიროა კალკულატორი, როცა ისეთი დაუფასებელი რაღაც არსებობს, როგორიც Google-ია? თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით და ვალუტის კურსის სხვა ვალუტაში ნახვა გინდათ, შეგიძლიათ Google-ში ჩაწეროთ სასურველი ფულის რაოდენობა და ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრებით. ან, უბრალოდ, ორი ვალუტა, მაგალითად dollars to euros.

4. ლეპტოპის ბატარეა airplane mode-ზე უფრო სწრაფად იტენება. როცა ლეპტოპი airplane mode-ზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ფუნქცია, როგორიცაა Wi-Fi და Bluetooth, ითიშება. ამის წყალობით ბატარეა უფრო სწრაფად იტენება.

5. იმისთვის, რომ ვერავინ გაიგოს, რას აკეთებთ, დამალეთ IP მისამართი. IP-ის დასამალად რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, კარგი VPN უნდა დააინსტალიროთ კომპიუტერში, რაც ვირტუალურ სამყაროში თქვენს რეალურ ადგილსამყოფელს შეცვლის. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადმოწეროთ PeerBlock, რომელიც ასევე მალავს თქვენს ადგილმდებარეობას და საშუალებას გაძლევთ, ისე გააკეთოთ ნებისმიერი რამე, რომ ვერავინ გაიგოს, სად იმყოფებით.

6. კომპიუტერის ეკრანი რომ უფრო ნათელი გახდეს, გადმოწერეთ "f.lux". ალბათ, ბევრი თქვენგანი მუშაობს ისეთ ადგილას, სადაც კომპიუტერის ეკრანის განათება ძალიან მნიშვნელოვანია. სიბნელეში ზედმეტად კაშკაშა ეკრანი თვალებს ტკენს, სინათლეში კი ჩაბნელებულ ეკრანთან მუშაობა მოუხერხებელია. კომპიუტერების უმეტესობა night shift mode (ღამის რეჟიმი) აქვს, რაც ღამით ეკრანის განათებას ისე არეგულირებს, რომ თვალები არ გეტკინოთ. ასევე, შეგიძლიათ გადმოწეროთ f.lux, რომელიც ეკრანის ნათებას გარემოს მიხედვით არეგულირებს და ძალიან მოსახერხებელი პროგრამაა.

7. სუფთა დესკტოპი უფრო სწრაფად მომუშავე კომპიუტერს ნიშნავს. თუ კომპიუტერის სიჩქარესთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, ეს შეიძლება დესკტოპის გადატვირთვის გამო იყოს. თუ ყველაფრისთვის ცალკე ფაილის შექმნა გეზარებათ, შექმენით ერთი ფაილი დესკტოპზე, რომელშიც ყველაფერს "ჩაყრით". აპლიკაციები task bar-ზე გადაიტანეთ. ამ ხერხით თქვენი დესკტოპი მაქსიმალურად დაცარიელდება და კომპიუტერიც უკეთესად იმუშავებს.

8. გაიგეთ, ვინ იპარავს თქვენს Wi-Fi-ს. გამაღიზიანებელი არაა, როცა თქვენი ინტერნეტი ნელია იმის გამო, რომ ვიღაც Wi-Fi-ს გპარავთ? Wi-Fi-ის პაროლის შეცვლის გარდა, თუ იმის გაგებაც გსურთ, თუ ვინ არის "ქურდი", შეგიძლიათ გადმოწეროთ Who is on my Wi-Fi. როცა "ქურდს" ეტყვით, რომ მისი ნამოქმედარის შესახებ იცით, ძალიან შერცხვება.

9. recycle bin-დან წაშლის შემდეგაც კი შეგიძლიათ მასალების დაბრუნება კომპიუტერში. რა უნდა ქნათ, თუ ფაილების წაშლისა და "ნაგვის ყუთის" დაცარიელების შემდეგ გაიაზრებთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ წაგეშალათ? გამოსავალი არსებობს - გადმოწერეთ Recuva, რომელიც წაშლილი ფაილების აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. უბრალოდ, უნდა ჩაწეროთ, რა ტიპის ფაილს ეძებთ და პროგრამა მაქსიმალურად დაგეხმარებათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, თუ ფაილი ძალიან დიდი ხნის წინ წაშალეთ, შესაძლოა პროგრამამ ვეღარ აღმოაჩინოს.

10. თუ ასეთი სურათი დაგხვდებათ, ესე იგი თქვენს კომპიუტერს ჰაკერები ეწვივნენ. ყოველდღე მილიონობით ადამიანის კომპიუტერი "იჰაკება", ერთ დღეს შესაძლოა მათ რიცხვში თქვენც აღმოჩნდეთ. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ანტივირუსი გამორთულია, შეიძლება ეს საფრთხის პირველი ნიშანი იყოს. ასევე, თუ პაროლს შეიყვანთ კომპიუტერში და აღმოჩნდება, რომ არ მუშაობს. დაჰაკვის კიდევ ერთი ნიშანი მაუსის კურსორის თავისით მოძრაობაა. თუ ამას დაინახავთ, კომპიუტერი/ლეპტოპი მაშინვე ექსპერტთან მიიტანეთ და ერთად სცადეთ პრობლემის გადაწყვეტა.

11. Windows + C-ს მეშვეობით საუბარს იწყებთ Cortana-სთან. ადამიანებს, რომლებიც windows 10-ს იყენებენ, ციფრული რობოტი Cortana ყველაფერში ეხმარება. ის აიფონების Siri პროგრამის მსგავსია. თუ მაუსის გამოყენებით დაიღალეთ, დააჭირეთ ვინდოუსის ღილაკს და C ასოს. შემდეგ კი უთხარით "კორტანას" ნებისმიერი რამ, რაც გინდათ. ის რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, რომ დააზუსტოს, კონკრეტულად რა გსურთ და დაგეხმარებათ.

12. Ctrl + I ტექსტის სტილს იტალიურად ცვლის. "ctrl"-ზე და ასო I-ზე დაჭერით შეიძლება 147 განსხვავებული რამ მოხდეს სხვადასხვა პროგრამაში. თუმცა, მას ყველაზე ხშირად ვორდის ფაილში მუშაობისას იყენებენ, ტექსტის სტილის შესაცვლელად. ამ ღილაკებზე დაჭერით მონიშნული ტექსტი იტალიური, დახრილი გახდება.

"ქალბატონთან ერთად, რომლისგანაც დავინფიცირდი, უბრალოდ ერთ ოთხში ვიყავი" - ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ... ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი" - მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე

ფაბრიკის 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა