სპორტი
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დადებითი მხარეები აქვს ახალ საპენსიო რეფორმას
რა დადებითი მხარეები აქვს ახალ საპენსიო რეფორმას

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც და­სავ­ლუ­რი კურ­სის მქო­ნე ქვე­ყა­ნას, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში აქვს რიგი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც მო­ი­აზ­რებს არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის ევრო სტან­დარ­ტებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ბოლო დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­პენ­სიო რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სი­დან გა­ა­კე­თოს პრო­პორ­ცი­უ­ლი და­ნა­ზო­გი, რი­თაც დამ­საქ­მე­ბე­ლი და სა­ხელ­მწი­ფო თა­ნაბ­რად ინა­წი­ლე­ბენ პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას პო­ტენ­ცი­ურ პენ­სი­ო­ნე­რებ­ზე და მო­ზი­დუ­ლი ფი­ნან­სე­ბით ხდე­ბა ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფორ­მით დღე­ვან­დე­ლი სა­პენ­სიო პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც უფრო სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას ჰგავს, იც­ვლე­ბა რე­ა­ლუ­რი, ჯან­სა­ღი სა­პენ­სიო სის­ტე­მით, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ სა­კუ­თა­რი სტა­ჟის შე­სა­ბა­მის პენ­სი­ას - ეს ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი და სა­მარ­თლი­ა­ნია, რად­გან ვიცი ჩემი ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სით შე­მიძ­ლია ვიზ­რუ­ნო შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ზე და შემ­დეგ­ში სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ვი­ღო არა მხო­ლოდ დახ­მა­რე­ბა, არა­მედ ჩემი გა­წე­უ­ლი შრო­მის შე­სა­ბა­მი­სად დაგ­რო­ვი­ლი და­ნა­ზო­გიც გა­მო­ვი­ყე­ნო.

ეს მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ახლა უკვე ჩვენც გვეძ­ლე­ვა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი შვე­ი­ცა­რი­ა­ში და ინ­გლის­ში, სა­დაც ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა არის ჩარ­თუ­ლი მსგავს სის­ტე­მა­ში, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ნა­წი­ლობ­რივ გეგ­მა­ვენ მო­მა­ვალს. ამი­ტომ მეც მი­ვე­სალ­მე­ბი ამ რე­ფორ­მას, რომ­ლი­თაც შე­მიძ­ლია მო­ვახ­დი­ნო სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის სწო­რი ინ­ვეს­ტი­რე­ბა.

სა­პენ­სიო ასა­კის დროს, ალ­ბათ არ ვიქ­ნე­ბი ისე­თი პრო­დუქ­ტი­უ­ლი ან არ მექ­ნე­ბა მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა, რო­გორც დღეს, ამი­ტომ შე­მეძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო და­ნა­ზო­გი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ. ახა­ლი სა­პენ­სიო რე­ფორ­მა სხვა სი­კე­თე­ებ­თან ერ­თად მო­ქა­ლა­ქეს აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ის არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი. სა­ხელ­მწი­ფო და დამ­საქ­მე­ბე­ლი თა­ნაბ­რად ინა­წი­ლე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჩემ­ზე, რო­გორც პო­ტენ­ცი­ურ პენ­სი­ო­ნერ­ზე, რად­გან ჩემი ხელ­ფა­სი­დან გა­წე­უ­ლი და­ნა­ზო­გი ამ ორი­ვე სუ­ბი­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით სამ­მა­გი ოდე­ნო­ბით მიბ­რუნ­დე­ბა პი­რად ან­გა­რიშ­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სხვა­ვე­ბით მრა­ვა­ლი სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი და­ბა­ლი პრო­ცენ­ტით არის გან­სა­ზღვრუ­ლი. ამი­ტომ, ყვე­ლას მი­უ­ხე­და­ვად ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბი­სა, შე­უძ­ლია ანა­ზღა­უ­რე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­ა­კე­თოს თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ზო­გი. სხვა მხრივ, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის მიერ ყო­ველ­თვი­უ­რად გა­წე­უ­ლი და­ნა­ზო­გი უბ­რა­ლოდ არ ინა­ხე­ბა ფონდში და ის მოხ­მარ­დე­ბა ჯან­სა­ღი ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის დახ­მა­რე­ბას, რაც მიზ­ნად ისა­ხავს ერ­თი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის გაზ­რდას იმ­პორ­ტის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე. ეს კი შემ­დგომ­ში პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნა­ში და ეკო­ნო­მი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

ავ­ტო­რი: სო­ფიო ბურ­ნა­ძე

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

რა დადებითი მხარეები აქვს ახალ საპენსიო რეფორმას

რა დადებითი მხარეები აქვს ახალ საპენსიო რეფორმას

საქართველოს, როგორც დასავლური კურსის მქონე ქვეყანას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქვს რიგი გამოწვევები, რომელიც მოიაზრებს არაერთი სახელმწიფო სისტემის ევრო სტანდარტებთან მიახლოებას. ამის ნათელი მაგალითია ბოლო დროს განხორციელებული საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი ხელფასიდან გააკეთოს პროპორციული დანაზოგი, რითაც დამსაქმებელი და სახელმწიფო თანაბრად ინაწილებენ პასუხიმგებლობას პოტენციურ პენსიონერებზე და მოზიდული ფინანსებით ხდება ბიზნესის ხელშეწყობა.

აღნიშნული რეფორმით დღევანდელი საპენსიო პრაქტიკა, რომელიც უფრო სოციალურ შემწეობას ჰგავს, იცვლება რეალური, ჯანსაღი საპენსიო სისტემით, სადაც მოქალაქეები მიიღებენ საკუთარი სტაჟის შესაბამის პენსიას - ეს ჩემთვის მისაღები და სამართლიანია, რადგან ვიცი ჩემი ყოველთვიური ხელფასით შემიძლია ვიზრუნო შორეულ მომავალზე და შემდეგში სახელმწიფოსგან მივიღო არა მხოლოდ დახმარება, არამედ ჩემი გაწეული შრომის შესაბამისად დაგროვილი დანაზოგიც გამოვიყენო.

ეს მიღებული პრაქტიკაა ევროპის განვითარებული ქვეყნებისთვის და მოხარული ვარ, რომ ახლა უკვე ჩვენც გვეძლევა ამის შესაძლებლობა.

ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი შვეიცარიაში და ინგლისში, სადაც ყველა ახალგაზრდა არის ჩართული მსგავს სისტემაში, რომლის მეშვეობითაც ნაწილობრივ გეგმავენ მომავალს. ამიტომ მეც მივესალმები ამ რეფორმას, რომლითაც შემიძლია მოვახდინო საკუთარი ფინანსური რესურსის სწორი ინვესტირება.

საპენსიო ასაკის დროს, ალბათ არ ვიქნები ისეთი პროდუქტიული ან არ მექნება მაღალი ანაზღაურება, როგორც დღეს, ამიტომ შემეძლება გამოვიყენო დანაზოგი საჭიროებისამებრ. ახალი საპენსიო რეფორმა სხვა სიკეთეებთან ერთად მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ ის არის ამოსავალი წერტილი. სახელმწიფო და დამსაქმებელი თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას ჩემზე, როგორც პოტენციურ პენსიონერზე, რადგან ჩემი ხელფასიდან გაწეული დანაზოგი ამ ორივე სუბიექტის დახმარებით სამმაგი ოდენობით მიბრუნდება პირად ანგარიშზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში განსხვავებით მრავალი სხვა ქვეყნებისგან საპენსიო შენატანი დაბალი პროცენტით არის განსაზღვრული. ამიტომ, ყველას მიუხედავად ხელფასის ოდენობისა, შეუძლია ანაზღაურების პროპორციულად გააკეთოს თუნდაც მინიმალური დანაზოგი. სხვა მხრივ, ყველა მოქალაქის მიერ ყოველთვიურად გაწეული დანაზოგი უბრალოდ არ ინახება ფონდში და ის მოხმარდება ჯანსაღი ადგილობრივი კომპანიების დახმარებას, რაც მიზნად ისახავს ერთიანი შიდა პროდუქტის გაზრდას იმპორტის შემცირების ხარჯზე. ეს კი შემდგომში პირდაპირ აისახება ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში და ეკონომიკის გაუმჯობესებაში.

ავტორი: სოფიო ბურნაძე

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის