კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს'' და ''სუხუმი'' - 2000-იანების ორი ყველაზე პოპულარული სიმღერის ისტორია და "სეფას ბიჭები" დღეს
''თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს'' და ''სუხუმი'' - 2000-იანების ორი ყველაზე პოპულარული სიმღერის ისტორია და "სეფას ბიჭები" დღეს

ჯგუფს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის წინ "სე­ფას ბი­ჭე­ბის" სა­ხე­ლით გაგ­ვეც­ნო, რა არ უმ­ღე­რია, მაგ­რამ მათ­გან ხალ­ხს ყვე­ლა­ზე მე­ტად ორი სიმ­ღე­რა და­ა­მახ­სოვ­რდა - "თბი­ლი­სის ანძა რომ სჯო­ბია ეი­ფელს" და "სუ­ხუ­მი", რომ­ლე­ბიც 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყი­სის პოპ­ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ სიმ­ღე­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვა. „თბი­ლი­სის ანძა“ დღემ­დე იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უ­ე­ბის თე­მაა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ და ვინ შექ­მნა ეს სიმ­ღე­რე­ბი, რა იყო მათი პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი და სად არი­ან დღეს „სე­ფას ბი­ჭე­ბი“, ამა­ზე ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი - ჯუბა მა­რუ­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს.

„ამ ორი სიმ­ღე­რის ის­ტო­რია, რაც ახ­სე­ნეთ, ჩვენ­თვის პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ა­ნებს - კოტე და ირმა მა­ლა­ნი­ებს უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლებ­თა­ნაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით და სწო­რედ მა­შინ და­ვი­წყეთ ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. უპირ­ვე­ლე­სად მა­ინც „სო­ხუმს“ გა­მოვ­ყოფ­დი, რო­გორც ჩვენ­თვის ალ­ბათ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ სინ­გლს, სიმ­ღე­რას, რო­მელ­მაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი წარ­მა­ტე­ბა მოგ­ვი­ტა­ნა და რაც მთა­ვა­რია, შე­ას­რუ­ლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო როლი ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თა­ვად მი­წევ­და აფხაზ ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა და ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ისი­ნი ამ სიმ­ღე­რის გამო რამ­ხე­ლა აღ­ტა­ცე­ბას და სით­ბოს გა­მო­ხა­ტავ­დნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა "თბი­ლი­სის ან­ძას" და მისი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ას, ხომ ხე­დავთ, ჯერ კი­დევ რო­დის ვთქვით, რომ თბი­ლი­სის ანძა ჯო­ბია ეი­ფელს და ეს ფრა­ზა მარ­თლაც რომ შე­მორ­ჩა. მუ­სი­კა და ტექ­სტი კოტე მა­ლა­ნი­ას ეკუთ­ვნის. იმ პე­რი­ოდ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად სპონ­ტა­ნუ­რად მომ­ზად­და ეს სიმ­ღე­რა და ამ ყვე­ლა­ფერს ნა­ხევ­რად იუ­მო­რით მი­ვუ­დე­ქით, თუმ­ცა მახ­სოვს, 2005 წელს ერთ-ერ­თმა რა­დი­ომ „ყვე­ლა­ზე მოს­მე­ნად“ სიმ­ღე­რად და­ა­სა­ხე­ლა. ის­ტო­რი­აც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჰქონ­და, - ის უკავ­შირ­დე­ბო­და ერთ-ერთ ფრანგ გო­გო­ნას, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში იმოგ­ზა­უ­რა, თბი­ლის­ზე გარ­კვე­უ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­კე­თა. შემ­დეგ კი ამ ამ­ბავს სიმ­ღე­რა და­ვუ­კავ­ში­რეთ და გა­მო­ვი­და, რომ ეს სიმ­ღე­რა იმ გო­გო­ნას მი­ე­ძღვნა (თუ ვინ არის, მის სა­ხელს, მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი).

ერთხელ მახ­სოვს, სა­მა­გის­ტრო თე­მის დაც­ვი­სას, ლექ­ტორ­მა დას­კვნით სი­ტყვა­ში თქვა, - გარ­და ამ მთა­ვა­რი სა­კი­თხი­სა, ამ სტუ­დენტს და მის მე­გობ­რებს, თბი­ლი­სის ან­ძის გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცეფ­ცია აქვთ და შე­გიძ­ლი­ათ, კი­თხვე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და­უს­ვა­თო...

ბევ­რი მე­გო­ბა­რი ამ სიმ­ღე­რას დღე­საც სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას უკე­თებს და მას­ზე ბევ­რსაც ხუმ­რო­ბენ“.

თა­ვად ჯგუფს "სე­ფას ბი­ჭე­ბი" (წევ­რე­ბი - გი­ორ­გი ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი შენ­გე­ლია და ჯუბა მა­რუ­აშ­ვი­ლი) არ­სე­ბო­ბის არ­ცთუ ხან­მოკ­ლე ის­ტო­რია აქვს. რო­გორც ჯუბა ამ­ბობს, მათი მუ­სი­კა­ლუ­რი და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ადა­მი­ან­თან, რო­მელ­მაც შექ­მნა 50-იანი 60-იანი წლე­ბის ქა­ლა­ქუ­რი მუ­სი­კის, ქარ­თუ­ლი ბლუ­ზის, ჯა­ზის ის­ტო­რია. „ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თბი­ლის­მა „ქარ­თუ­ლი ესტრა­დის სინ­დი­სი და ნა­მუ­სი შე­არ­ქვა“ და ეს კაცი ედუ­არდ სე­ფაშ­ვი­ლი გახ­ლდათ (მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის მამა - ავტ.). სწო­რედ მის გვარს და­უ­კავ­შირ­და ჩვე­ნი ჯგუ­ფის სა­ხელ­წო­დე­ბაც „სე­ფას ბი­ჭე­ბი“. ეს სა­ხე­ლი შემ­თხვე­ვით, 1998 წელს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ერთ-ერთ სა­ღა­მო­ზე გა­მოს­ვლის წინ დაგ­ვარ­ქვეს. მას შემ­დეგ ჩვენ­თვის „სე­ფას­ბი­ჭო­ბა“ მარ­ტო მუ­სი­კას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ის გარ­კვე­ულ­წი­ლად, სტა­ტუ­სია ჩვენ­თვის.

ეს არ იყო კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნით შექ­მნი­ლი ჯგუ­ფი, ან რო­გორც ხში­რად ხდე­ბა, ე.წ. „პრო­ექ­ტი“. ჯგუ­ფის წევ­რებ­მა: გი­ორ­გი ლავ­რე­ლაშ­ვილ­მა (ბაბუ), გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ამ და მე, ერ­თად და­ვამ­თავ­რეთ კლა­სი­კუ­რი გი­ტა­რის 5-წლი­ა­ნი სკო­ლა. შემ­დეგ გაჩ­ნდა იდეა - ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ერ­თო­ბა რა­ი­მე ფორ­მით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. სწო­რედ იმ დროს, როცა ჯერ კი­დევ 13-14 წლი­სე­ბი ვი­ყა­ვით, ედუ­არდ სე­ფაშ­ვილ­თან მი­ვე­დით, რო­მელ­მაც მიგ­ვი­ღო. მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, შეგ­ვეს­წავ­ლა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-60-იანი წლე­ბის ის ქა­ლა­ქუ­რი და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა, რო­მელ­საც არ­ცთუ ბევ­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და მსმე­ნე­ლი ჰყავ­და. ად­ვი­ლი არ იყო 13-14 წლის თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­გან ქა­ლა­ქუ­რი მუ­სი­კის, ქარ­თუ­ლი ჯა­ზის და ბლუ­ზის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის დაკ­ვრა, მღე­რა, თუმ­ცა ად­ვი­ლად შე­ვით­ვი­სეთ და გარ­კვე­ულ­წი­ლად სხვე­ბის­გან გა­მო­ვირ­ჩე­ო­დით კი­დეც“, - გვიყ­ვე­ბა ჯუბა მა­რუ­აშ­ვი­ლი.

თა­ვი­დან სამ­ნი იყ­ვნენ, მერე მე­ო­თხე წევ­რიც და­უ­მა­ტე­ბი­ათ, ირაკ­ლი ალ­ფა­ი­ძე და ირაკ­ლის­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდს ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რად იხ­სე­ნე­ბენ. „სე­ფას ბი­ჭებ­ზე“ წარ­სულ­ში ვერ ვი­სა­უბ­რებთ. რე­ა­ლუ­რად ის ახ­ლაც არ­სე­ბობს, რად­გან ვიკ­რი­ბე­ბით, ერ­თმა­ნეთს იდე­ებს ვუ­ზი­ა­რებთ და რაც მთა­ვა­რია, ერ­თად ვუკ­რავთ. ასე რომ, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი სას­ცე­ნო ცხოვ­რე­ბი­დან გას­ვლი­სა, არ გა­გიკ­ვირ­დეთ, თუ ერთ დღეს ჩვენს სა­ღა­მო­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბით, სად­მე, ვიწ­რო წრე­ში“.

- ანუ ჯგუ­ფი არ დაშ­ლი­ლა და ის არ­სე­ბო­ბას გა­ნაგ­რძობს?

- რას ნიშ­ნავს ჯგუ­ფის დაშ­ლა? ჩემი აზ­რით, დაშ­ლა ის პრო­ცე­სია, როცა ჯგუ­ფის წევ­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა, ხედ­ვა და პრინ­ცი­პე­ბი ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბა და ჭირს ერ­თად საქ­მის გა­კე­თე­ბა, რაც ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ასე არ არის. რა თქმა უნდა, მუ­სი­კა ჩვენ­თვის პრო­ფე­სია არ არის, თუმ­ცა, ის, რო­გორც ყო­ველ­ღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი და შე­მად­გე­ნე­ლი, ვე­რას­დროს და­ი­კარ­გე­ბა.

- თუმ­ცა აქ­ტი­ურ სას­ცე­ნო ცხოვ­რე­ბას არ მის­დევთ...

- არა და ალ­ბათ, უკვე ათ წელ­ზე მე­ტია. მი­უ­ხე­და­ვად წარ­სულ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა, სა­მი­ვე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს ჩვენ­თვის გა­მოწ­ვე­ვაც იყო, რო­დე­საც სწავ­ლობ, აკა­დე­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბი და ამა­ვე დროს, მუ­სი­კას ქმნი, თით­ქოს ორი სხვა­დას­ხვა სამ­ყა­როა, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­სე­ბა­დი.

მოკ­ლედ, დღეს მე, გიო და გიოც ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ე­ბით ვმუ­შა­ობთ. ბი­ჭე­ბი ეკო­ნო­მის­ტე­ბი არი­ან და თა­ვი­ან­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბენ. მე 10 წელ­ზე მე­ტია, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რე­გი­ო­ნუ­ლი, სოფ­ლის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსაქ­მი­ა­ნობ.

- მუ­სი­კი­დან სხვა სფე­რო­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნის­თვის იმა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს - აკე­თებ­დე საქ­მეს, რაც გიყ­ვარს შენს თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად და ამა­ვე დროს გქონ­დეს ჰობი, მე­ო­რე სამ­ყა­რო, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ დროს შეძ­ლებ გა­ნიტ­ვირ­თო და იქაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბაც სწო­რედ ეს არის. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ წლე­ბია, ვა­კე­თებ იმ საქ­მეს, რაც ჩე­მია და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ეს არის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მცი­რე­დი წვლი­ლის შე­ტა­ნა სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ჩემი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის საქ­მე­ში. სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას ახ­ლაც ვაგ­რძე­ლებ და მი­მაჩ­ნია, რომ ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეძ­ლე­ვა ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, არც ერთ ეტაპ­ზე არ გვქო­ნია. ამი­ტომ, მეც აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი ამ კუ­თხით და ჯერ­ჯე­რო­ბით, ხან­და­ხან მა­ინც ვა­ხერ­ხებ პორ­ტი­რე­ბას დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­დან მუ­სი­კა­ლურ სივ­რცე­ში და მი­ხა­რია, რომ ეს შე­მიძ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთი შე­ხედ­ვით, რთუ­ლია, ორი სფე­რო ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­ში­რო, ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია არ­სე­ბო­ბა რო­მე­ლი­მეს გა­რე­შე, პი­რი­ქით, მუ­სი­კა მეხ­მა­რე­ბა, მქონ­დეს უფრო მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია, უკე­თე­სად დავ­გეგ­მო დღე, კვი­რა, თვე და ვიყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, რომ კარგ მე­ნე­ჯერს და­უ­ღა­ლავ შრო­მას­თან ერ­თად, ქმნის მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო და ხა­სი­ა­თი და თუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას, ამ ყვე­ლა­ფერ­ში შრო­მას­თან ერ­თად, ის ხა­სი­ა­თიც მეხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მუ­სი­კამ ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა. ასე რომ, ერთი მე­ო­რეს ხელს არ უშ­ლის, პი­რი­ქით!

სწო­რედ ასე ვართ ბი­ჭე­ბი, "სე­ფას ბი­ჭე­ბი" ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბულ პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ებ­ში, მაგ­რამ ერ­თად მუ­სი­კა­ში.

სხვა­თა შო­რის, 7 აპ­რილს, "სე­ფას ბი­ჭებს" 21 წელი გვის­რულ­დე­ბა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

''თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს'' და ''სუხუმი'' - 2000-იანების ორი ყველაზე პოპულარული სიმღერის ისტორია და "სეფას ბიჭები" დღეს

''თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს'' და ''სუხუმი'' - 2000-იანების ორი ყველაზე პოპულარული სიმღერის ისტორია და "სეფას ბიჭები" დღეს

ჯგუფს, რომლებიც წლების წინ "სეფას ბიჭების" სახელით გაგვეცნო, რა არ უმღერია, მაგრამ მათგან ხალხს ყველაზე მეტად ორი სიმღერა დაამახსოვრდა - "თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს" და "სუხუმი", რომლებიც 2000-იანების დასაწყისის პოპნამუშევრებიდან ერთ-ერთ პოპულარულ სიმღერებად მიიჩნევა. „თბილისის ანძა“ დღემდე იუმორისტული შოუების თემაა. საინტერესოა, როგორ და ვინ შექმნა ეს სიმღერები, რა იყო მათი პოპულარობის მიზეზი და სად არიან დღეს „სეფას ბიჭები“, ამაზე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი - ჯუბა მარუაშვილი გვესაუბრება, რომელიც ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციებთან აგრარული მიმართულებით მუშაობს.

„ამ ორი სიმღერის ისტორია, რაც ახსენეთ, ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებს - კოტე და ირმა მალანიებს უკავშირდება, რომლებთანაც გარკვეული პერიოდი ვთანამშრომლობდით და სწორედ მაშინ დავიწყეთ ჩვენთვის სრულიად ახალი და განსხვავებული მიმართულებით მუშაობა. უპირველესად მაინც „სოხუმს“ გამოვყოფდი, როგორც ჩვენთვის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლს, სიმღერას, რომელმაც აბსოლუტურად მოულოდნელი წარმატება მოგვიტანა და რაც მთავარია, შეასრულა ძალიან საინტერესო როლი ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის მიმართულებით. მოგვიანებით, თავად მიწევდა აფხაზ ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა და ვერ წარმოიდგენთ, ისინი ამ სიმღერის გამო რამხელა აღტაცებას და სითბოს გამოხატავდნენ.

რაც შეეხება "თბილისის ანძას" და მისი განვითარების კონცეფციას, ხომ ხედავთ, ჯერ კიდევ როდის ვთქვით, რომ თბილისის ანძა ჯობია ეიფელს და ეს ფრაზა მართლაც რომ შემორჩა. მუსიკა და ტექსტი კოტე მალანიას ეკუთვნის. იმ პერიოდში პრაქტიკულად სპონტანურად მომზადდა ეს სიმღერა და ამ ყველაფერს ნახევრად იუმორით მივუდექით, თუმცა მახსოვს, 2005 წელს ერთ-ერთმა რადიომ „ყველაზე მოსმენად“ სიმღერად დაასახელა. ისტორიაც ძალიან საინტერესო ჰქონდა, - ის უკავშირდებოდა ერთ-ერთ ფრანგ გოგონას, რომელმაც თბილისში იმოგზაურა, თბილისზე გარკვეული ჩანაწერები გააკეთა. შემდეგ კი ამ ამბავს სიმღერა დავუკავშირეთ და გამოვიდა, რომ ეს სიმღერა იმ გოგონას მიეძღვნა (თუ ვინ არის, მის სახელს, მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი).

ერთხელ მახსოვს, სამაგისტრო თემის დაცვისას, ლექტორმა დასკვნით სიტყვაში თქვა, - გარდა ამ მთავარი საკითხისა, ამ სტუდენტს და მის მეგობრებს, თბილისის ანძის განვითარების ძალიან საინტერესო კონცეფცია აქვთ და შეგიძლიათ, კითხვები ამ მიმართულებითაც დაუსვათო...

ბევრი მეგობარი ამ სიმღერას დღესაც სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებს და მასზე ბევრსაც ხუმრობენ“.

თავად ჯგუფს "სეფას ბიჭები" (წევრები - გიორგი ლავრელაშვილი, გიორგი შენგელია და ჯუბა მარუაშვილი) არსებობის არცთუ ხანმოკლე ისტორია აქვს. როგორც ჯუბა ამბობს, მათი მუსიკალური და პიროვნული განვითარება დაკავშირებულია ადამიანთან, რომელმაც შექმნა 50-იანი 60-იანი წლების ქალაქური მუსიკის, ქართული ბლუზის, ჯაზის ისტორია. „ეს იყო ადამიანი, რომელსაც თბილისმა „ქართული ესტრადის სინდისი და ნამუსი შეარქვა“ და ეს კაცი ედუარდ სეფაშვილი გახლდათ (მერაბ სეფაშვილის მამა - ავტ.). სწორედ მის გვარს დაუკავშირდა ჩვენი ჯგუფის სახელწოდებაც „სეფას ბიჭები“. ეს სახელი შემთხვევით, 1998 წელს ფილარმონიაში ერთ-ერთ საღამოზე გამოსვლის წინ დაგვარქვეს. მას შემდეგ ჩვენთვის „სეფასბიჭობა“ მარტო მუსიკასთან არ არის დაკავშირებული, ის გარკვეულწილად, სტატუსია ჩვენთვის.

ეს არ იყო კომერციული მიზნით შექმნილი ჯგუფი, ან როგორც ხშირად ხდება, ე.წ. „პროექტი“. ჯგუფის წევრებმა: გიორგი ლავრელაშვილმა (ბაბუ), გიორგი შენგელიამ და მე, ერთად დავამთავრეთ კლასიკური გიტარის 5-წლიანი სკოლა. შემდეგ გაჩნდა იდეა - ჩვენი მუსიკალური ერთობა რაიმე ფორმით გაგრძელებულიყო. სწორედ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ 13-14 წლისები ვიყავით, ედუარდ სეფაშვილთან მივედით, რომელმაც მიგვიღო. მიზნად დავისახეთ, შეგვესწავლა გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ის ქალაქური და კლასიკური მუსიკა, რომელსაც არცთუ ბევრი შემსრულებელი და მსმენელი ჰყავდა. ადვილი არ იყო 13-14 წლის თინეიჯერებისგან ქალაქური მუსიკის, ქართული ჯაზის და ბლუზის მიმდინარეობების დაკვრა, მღერა, თუმცა ადვილად შევითვისეთ და გარკვეულწილად სხვებისგან გამოვირჩეოდით კიდეც“, - გვიყვება ჯუბა მარუაშვილი.

თავიდან სამნი იყვნენ, მერე მეოთხე წევრიც დაუმატებიათ, ირაკლი ალფაიძე და ირაკლისთან ერთად გატარებულ პერიოდს ყოველთვის პოზიტიურად იხსენებენ. „სეფას ბიჭებზე“ წარსულში ვერ ვისაუბრებთ. რეალურად ის ახლაც არსებობს, რადგან ვიკრიბებით, ერთმანეთს იდეებს ვუზიარებთ და რაც მთავარია, ერთად ვუკრავთ. ასე რომ, მიუხედავად ჩვენი აქტიური სასცენო ცხოვრებიდან გასვლისა, არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს ჩვენს საღამოზე აღმოჩნდებით, სადმე, ვიწრო წრეში“.

- ანუ ჯგუფი არ დაშლილა და ის არსებობას განაგრძობს?

- რას ნიშნავს ჯგუფის დაშლა? ჩემი აზრით, დაშლა ის პროცესია, როცა ჯგუფის წევრების შეხედულებები, მუსიკალური გემოვნება, ხედვა და პრინციპები ერთმანეთს შორდება და ჭირს ერთად საქმის გაკეთება, რაც ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. რა თქმა უნდა, მუსიკა ჩვენთვის პროფესია არ არის, თუმცა, ის, როგორც ყოველღიურობის ნაწილი და შემადგენელი, ვერასდროს დაიკარგება.

- თუმცა აქტიურ სასცენო ცხოვრებას არ მისდევთ...

- არა და ალბათ, უკვე ათ წელზე მეტია. მიუხედავად წარსულში მუსიკალური ცხოვრებისა, სამივე აქტიურად ვმუშაობდით ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის. ეს ჩვენთვის გამოწვევაც იყო, როდესაც სწავლობ, აკადემიურად ვითარდები და ამავე დროს, მუსიკას ქმნი, თითქოს ორი სხვადასხვა სამყაროა, თუმცა პარალელურად აბსოლუტურად თავსებადი.

მოკლედ, დღეს მე, გიო და გიოც ჩვენი პროფესიებით ვმუშაობთ. ბიჭები ეკონომისტები არიან და თავიანთი მიმართულებით საქმიანობენ. მე 10 წელზე მეტია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში რეგიონული, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ვსაქმიანობ.

- მუსიკიდან სხვა სფეროში როგორ აღმოჩნდით?

- ვფიქრობ, ადამიანისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს - აკეთებდე საქმეს, რაც გიყვარს შენს თანამოაზრეებთან ერთად და ამავე დროს გქონდეს ჰობი, მეორე სამყარო, სადაც ნებისმიერ დროს შეძლებ განიტვირთო და იქაც მეგობრებთან ერთად.

წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაც სწორედ ეს არის. ჩემს შემთხვევაში, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ წლებია, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ჩემია და ძალიან მიყვარს. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება საქართველოში და მცირედი წვლილის შეტანა სოფლად მცხოვრები ჩემი თანამოქალაქეებისათვის ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში. სოფლის განვითარების მიმართულებით მუშაობას ახლაც ვაგრძელებ და მიმაჩნია, რომ ის შესაძლებლობები, რაც დღეს საქართველოს ეძლევა ევროკავშირის მხარდაჭერით, არც ერთ ეტაპზე არ გვქონია. ამიტომ, მეც აქტიურად ვარ ჩართული ამ კუთხით და ჯერჯერობით, ხანდახან მაინც ვახერხებ პორტირებას დატვირთული ცხოვრების სტილიდან მუსიკალურ სივრცეში და მიხარია, რომ ეს შემიძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, რთულია, ორი სფერო ერთმანეთს დაუკავშირო, ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია არსებობა რომელიმეს გარეშე, პირიქით, მუსიკა მეხმარება, მქონდეს უფრო მაღალი მოტივაცია, უკეთესად დავგეგმო დღე, კვირა, თვე და ვიყო მობილიზებული. ვფიქრობ, რომ კარგ მენეჯერს დაუღალავ შრომასთან ერთად, ქმნის მისი შინაგანი სამყარო და ხასიათი და თუ წარმატებული შეიძლება ეწოდოს ჩემს საქმიანობას, ამ ყველაფერში შრომასთან ერთად, ის ხასიათიც მეხმარება, რომელიც მუსიკამ ჩამომიყალიბა. ასე რომ, ერთი მეორეს ხელს არ უშლის, პირიქით!

სწორედ ასე ვართ ბიჭები, "სეფას ბიჭები" ერთმანეთისგან განსხვავებულ პროფესიულ სფეროებში, მაგრამ ერთად მუსიკაში.

სხვათა შორის, 7 აპრილს, "სეფას ბიჭებს" 21 წელი გვისრულდება...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს