მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წულუკიანმა "ოცნების" ლიდერებს უკვე მეორედ "შეუსრულა"?!
წულუკიანმა "ოცნების" ლიდერებს უკვე მეორედ "შეუსრულა"?!

რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ უკვე მე­ო­რე მცდე­ლო­ბა, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­ეშ­ვათ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, წა­რუ­მა­ტებ­ლად დამ­თავ­რდა. გუ­შინ და დღეს სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცია ვი­ხი­ლეთ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შეს­რუ­ლე­ბით.

11 მარტს მან თქვა:

"არის 4-5 დღის წინ გა­ჩე­ნი­ლი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ჩემი სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­და­სა­წყვეტ სა­კითხს. ამ თე­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სია, მე მაქვს ჩემი ძა­ლი­ან მყა­რი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც არც რო­მე­ლი­მე ერთ რე­ფორ­მას, არც რო­მე­ლი­მე ერთ პრო­ცესს ან პრო­ცე­დუ­რას არ ეხე­ბა. ეს არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­ში არის ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და თუ ვნა­ხე, რომ ეს პო­ზი­ცია არ იქ­ნე­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, არ ვი­ფიქ­რებ არც ერთ წუთს და გვერ­დზე გა­ვი­წე­ვი".

12 მარტს მან თქვა:

"შევ­ძე­ლით და პო­ზი­ცი­ე­ბის გაც­ვლა და­ვას­რუ­ლეთ, დის­კუ­სია დას­რუ­ლე­ბუ­ლია. პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ჯე­რე­ბუ­ლია და თემა არის ამო­წუ­რუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ერ­თი­ა­ნი გუნ­დის და ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბას“.

წუ­ლუ­კი­ა­ნის 11 მარ­ტის გან­ცხა­დე­ბამ­დე „ოც­ნე­ბის“ კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ჟო­ნავ­და (ალ­ბათ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ნე­ბუ­ლად) ინ­ფორ­მა­ცია, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი პოსტზე ბოლო დღე­ებს ით­ვლი­და. მეტ­საც გე­ტყვით, კომ­პე­ტენ­ტუ­რი წყა­როს ცნო­ბით, უკვე შერ­ჩე­უ­ლი იყო წუ­ლუ­კი­ა­ნის შემ­ცვლე­ლი.

შემ­დეგ კი მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და - 11 მარტს, წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, იყო "რა­ღაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა" მას­სა და „იქს ადა­მი­ა­ნებს“ შო­რის, რო­მე­ლიც არც რე­ფორ­მას ეხე­ბო­და, არც „პრო­ცესს თუ პრო­ცე­დუ­რას“. უც­ბად, 24 სა­ათ­ში ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მო­ის­პო და „პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ა­ჯე­რეს“. ბუნ­დო­ვა­ნია და უც­ნა­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბაა, არა? თუმ­ცა, თუ და­ვუშ­ვებთ, რომ ერთი მხრივ, ეს „წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა“ იყო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წუ­ლუ­კი­ა­ნის წას­ვლის სა­კი­თხი და მე­ო­რე მხრივ, ამ 24 სა­ათ­ში წუ­ლუ­კი­ანს შე­უძ­ლია შეხ­ვდეს „მთლად უფ­როსს“ და ამ შეხ­ვედ­რა­ზე „შე­ჯერ­დეს პო­ზი­ცი­ე­ბი“, ანუ წუ­ლუ­კი­ა­ნი დარ­ჩეს მი­ნის­ტრად, ყვე­ლა­ფე­რი ლო­გი­კუ­რად და­ლაგ­დე­ბა.

თუ ეს ვერ­სია მარ­თა­ლია, მა­შინ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა არ­გუ­მენ­ტი ჰქონ­და წუ­ლუ­კი­ანს, რომ ისი­ნი (ან ის), ვინც მას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უშ­ვებ­და, „პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბა­ზე“ და­ე­თან­ხმე­ბი­ნა? ისე­თი­ვე ხომ არა, რო­გო­რიც 2018 წლის ივ­ნის­ში?

დიახ, 2018 წლის ივ­ნის­ში, დიდი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის დროს, „ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი არც მა­ლავ­დნენ, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბას გა­მო­ემ­შვი­დო­ბე­ბო­და. თუმ­ცა, წუ­ლუ­კი­ა­ნი დარ­ჩა, რა­საც წინ უძღო­და მისი ძა­ლი­ან სა­გუ­ლის­ხმო გან­ცხა­დე­ბა:

„ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თუ არ ვიქ­ნე­ბი, მე ვიქ­ნე­ბი გა­რეთ, მე მექ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ში, ჩემს გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში... მე, პი­რი­ქით, გა­რეთ უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი, მოქ­მე­დი პირი ვიქ­ნე­ბი, უფრო ძლი­ე­რი, რად­გან სტა­ტუ­სი არ მექ­ნე­ბა და კი­დევ უფრო შემ­ტე­ვი, რად­გან მე ვფიქ­რობ, რომ ამ ქვე­ყა­ნას უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი და ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცია სჭირ­დე­ბა".

სწო­რედ ერთი წლის წინ გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ წუ­ლუ­კი­ან­მა ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დას­ვლით და „ალა­პა­რა­კე­ბით“ და­ა­შან­ტა­ჟა „ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი. სხვა­თა შო­რის, იმ დროს თქვენს მონა-მორ­ჩილს უთხრა ერთ-ერ­თმა საქ­მე­ში ძა­ლი­ან ჩა­ხე­დულ­მა ადა­მი­ან­მა, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ლა­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაშ­ვე­ბუ­ლი წუ­ლუ­კი­ა­ნი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძელ­ში მა­შინ აე­რო­პორ­ტი­დან მო­აბ­რუ­ნეს და მას თან ჰქონ­და მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც, რბი­ლად რომ ვთქვათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გარ­შე­მო საკ­მა­ოდ სკან­და­ლურ ფონს შექ­მნი­და.

თუ ეს მარ­თლაც ასე მოხ­და და შან­ტაჟ­მა ერთხელ გაჭ­რა, მა­შინ რა­ტომ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ, რომ მე­ო­რე­დაც გაჭ­რი­და და რით აში­ნებს „ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი?

თე­ო­რი­უ­ლად და­ვუშ­ვათ, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნი ალა­პა­რაკ­და და მოს­დო ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორ იქ­ცნენ მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძის დაჯ­გუ­ფე­ბა „ოც­ნე­ბის“ ფა­ვო­რი­ტე­ბად, რა ხდე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და ზო­გა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კუ­ლუ­ა­რებ­ში, რო­გორ ხდე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ვინ რა თქვა, ვინ ვის რა და­ა­ვა­ლა, ვინ ვის მფარ­ვე­ლობს და ა.შ. თუ ეს ვერ­სია მარ­თა­ლია, გა­მო­დის, რომ „ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ თუ წუ­ლუ­კი­ან­მა შიდა კუ­ლუ­ა­რე­ბი გა­მო­ამ­ზე­უ­რა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დიდ პო­ლი­ტი­კურ დარ­ტყმას მი­ი­ღებს.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად „იტა­ნენ“ თეა წუ­ლუ­კი­ანს, რო­მელ­მაც ჩა­აგ­დო სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა ისე­თი მე­ტას­ტა­ზე­ბით, რომ „ოც­ნე­ბის“ იმიჯს ვინ ჩი­ვის, პარ­ტი­ას თავი აქვს გა­და­სარ­ჩე­ნი; პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­ფორ­მა დას­რულ­და იმით, რომ უწყე­ბა ლა­მის ფარ­ცხა­ლა­ძის კან­ტო­რად იქცა; სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში სა­მარ­ცხვი­ნოდ წარ­მო­ჩინ­და ქარ­თველ მო­სა­მარ­თლე­თა კორ­პუ­სი და შეხ­სე­ნე­ბის­თვის - წუ­ლუ­კი­ა­ნი არის ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში, რო­მე­ლიც ბოლო დრომ­დე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად არ ას­რუ­ლებ­და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას (იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლომ სამ­სა­ხურ­ში აღად­გინ­და, მაგ­რამ წუ­ლუ­კი­ა­ნის უწყე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და).

სხვა­თა შო­რის, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ წუ­ლუ­კი­ანს ისიც აქვს გათ­ვლი­ლი, თუ უც­ბად „პო­ზი­ცი­ე­ბი ვე­ღარ შე­ჯერ­და“ და მარ­თლაც გა­უშ­ვეს - ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით ის სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობს, რომ წარ­მო­ა­ჩი­ნოს - იყო რა­ღაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მან პრინ­ცი­პუ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და უყოყ­მა­ნოდ შე­ე­ლია მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძელს.

თუ მარ­თა­ლია ვერ­სია იმის შე­სა­ხებ, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნი „ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის შან­ტა­ჟით ინარ­ჩუ­ნებს სა­ვარ­ძელს, მა­შინ მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში მარ­თლაც მძი­მედ ყო­ფი­ლა საქ­მე. თუ ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი შან­ტაჟს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან და ვი­ღა­ცას „გა­მო­ჭე­რი­ლი“ ჰყავს, ეს პირ­ველ რიგ­ში ქვეყ­ნის­თვის არის სა­ხი­ფა­თო...

ავტორი:

წულუკიანმა "ოცნების" ლიდერებს უკვე მეორედ "შეუსრულა"?!

წულუკიანმა "ოცნების" ლიდერებს უკვე მეორედ "შეუსრულა"?!

რჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე მეორე მცდელობა, თეა წულუკიანი გაეშვათ იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან, წარუმატებლად დამთავრდა. გუშინ და დღეს საინტერესო კომბინაცია ვიხილეთ თეა წულუკიანის შესრულებით.

11 მარტს მან თქვა:

"არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემს თვალში არის ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი".

12 მარტს მან თქვა:

"შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ, დისკუსია დასრულებულია. პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის და ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“.

წულუკიანის 11 მარტის განცხადებამდე „ოცნების“ კულუარებიდან მედიასაშუალებებში ჟონავდა (ალბათ, ხშირ შემთხვევაში შეგნებულად) ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრი პოსტზე ბოლო დღეებს ითვლიდა. მეტსაც გეტყვით, კომპეტენტური წყაროს ცნობით, უკვე შერჩეული იყო წულუკიანის შემცვლელი.

შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა - 11 მარტს, წულუკიანის თქმით, იყო "რაღაც წინააღმდეგობა" მასსა და „იქს ადამიანებს“ შორის, რომელიც არც რეფორმას ეხებოდა, არც „პროცესს თუ პროცედურას“. უცბად, 24 საათში ეს წინააღმდეგობა მოისპო და „პოზიციები შეაჯერეს“. ბუნდოვანია და უცნაური ოპერატიულობაა, არა? თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ ერთი მხრივ, ეს „წინააღმდეგობა“ იყო თანამდებობიდან წულუკიანის წასვლის საკითხი და მეორე მხრივ, ამ 24 საათში წულუკიანს შეუძლია შეხვდეს „მთლად უფროსს“ და ამ შეხვედრაზე „შეჯერდეს პოზიციები“, ანუ წულუკიანი დარჩეს მინისტრად, ყველაფერი ლოგიკურად დალაგდება.

თუ ეს ვერსია მართალია, მაშინ საინტერესოა, რა არგუმენტი ჰქონდა წულუკიანს, რომ ისინი (ან ის), ვინც მას თანამდებობიდან უშვებდა, „პოზიციების შეჯერებაზე“ დაეთანხმებინა? ისეთივე ხომ არა, როგორიც 2018 წლის ივნისში?

დიახ, 2018 წლის ივნისში, დიდი სამთავრობო ცვლილებების დროს, „ოცნების“ ლიდერები არც მალავდნენ, რომ ეს ქალბატონი თანამდებობას გამოემშვიდობებოდა. თუმცა, წულუკიანი დარჩა, რასაც წინ უძღოდა მისი ძალიან საგულისხმო განცხადება:

„ახალ შემადგენლობაში თუ არ ვიქნები, მე ვიქნები გარეთ, მე მექნება გაცილებით უფრო დიდი თავისუფლება პოლიტიკურ ასპარეზში, ჩემს გამონათქვამებში... მე, პირიქით, გარეთ უფრო თავისუფალი, მოქმედი პირი ვიქნები, უფრო ძლიერი, რადგან სტატუსი არ მექნება და კიდევ უფრო შემტევი, რადგან მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანას უფრო სერიოზული და ძლიერი ოპოზიცია სჭირდება".

სწორედ ერთი წლის წინ გაჩნდა ვერსია, რომ წულუკიანმა ოპოზიციაში გადასვლით და „ალაპარაკებით“ დააშანტაჟა „ოცნების“ ლიდერები. სხვათა შორის, იმ დროს თქვენს მონა-მორჩილს უთხრა ერთ-ერთმა საქმეში ძალიან ჩახედულმა ადამიანმა, რომ თანამდებობიდან ლამის ოფიციალურად გაშვებული წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის სავარძელში მაშინ აეროპორტიდან მოაბრუნეს და მას თან ჰქონდა მასალები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების გარშემო საკმაოდ სკანდალურ ფონს შექმნიდა.

თუ ეს მართლაც ასე მოხდა და შანტაჟმა ერთხელ გაჭრა, მაშინ რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მეორედაც გაჭრიდა და რით აშინებს „ოცნების“ ლიდერებს თეა წულუკიანი?

თეორიულად დავუშვათ, რომ წულუკიანი ალაპარაკდა და მოსდო ქვეყანას ყველაფერი, როგორ იქცნენ მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება „ოცნების“ ფავორიტებად, რა ხდება პროკურატურისა და ზოგადად, ხელისუფლების კულუარებში, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ რა თქვა, ვინ ვის რა დაავალა, ვინ ვის მფარველობს და ა.შ. თუ ეს ვერსია მართალია, გამოდის, რომ „ოცნების“ ლიდერები შიშობენ, რომ თუ წულუკიანმა შიდა კულუარები გამოამზეურა, ხელისუფლება დიდ პოლიტიკურ დარტყმას მიიღებს.

შესაბამისად, ამ ვერსიის მიხედვით, იუსტიციის მინისტრად „იტანენ“ თეა წულუკიანს, რომელმაც ჩააგდო სასამართლო რეფორმა ისეთი მეტასტაზებით, რომ „ოცნების“ იმიჯს ვინ ჩივის, პარტიას თავი აქვს გადასარჩენი; პროკურატურის რეფორმა დასრულდა იმით, რომ უწყება ლამის ფარცხალაძის კანტორად იქცა; სტრასბურგის სასამართლოში სამარცხვინოდ წარმოჩინდა ქართველ მოსამართლეთა კორპუსი და შეხსენებისთვის - წულუკიანი არის ალბათ, ერთადერთი იუსტიციის მინისტრი დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნებში, რომელიც ბოლო დრომდე დემონსტრაციულად არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას (იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლომ სამსახურში აღადგინდა, მაგრამ წულუკიანის უწყება ამ გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდა).

სხვათა შორის, რჩება შთაბეჭდილება, რომ წულუკიანს ისიც აქვს გათვლილი, თუ უცბად „პოზიციები ვეღარ შეჯერდა“ და მართლაც გაუშვეს - ზემოხსენებული განცხადებებით ის სახის შენარჩუნებას ცდილობს, რომ წარმოაჩინოს - იყო რაღაც წინააღმდეგობა, მან პრინციპულობა გამოიჩინა და უყოყმანოდ შეელია მინისტრის სავარძელს.

თუ მართალია ვერსია იმის შესახებ, რომ წულუკიანი „ოცნების“ ლიდერების შანტაჟით ინარჩუნებს სავარძელს, მაშინ მმართველ პარტიაში მართლაც მძიმედ ყოფილა საქმე. თუ ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები შანტაჟს ექვემდებარებიან და ვიღაცას „გამოჭერილი“ ჰყავს, ეს პირველ რიგში ქვეყნისთვის არის სახიფათო...

კორონავირუსთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ყველა დეტალი - მთავრობა განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაშია