სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გორში გრძელდება
„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გორში გრძელდება

მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი, „დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნე“ გორ­ში ვი­ზი­ტით გრძელ­დე­ბა.

12 მარტს 18:00 სა­ათ­ზე, L’avenue-ში (გორი, სტა­ლი­ნის გამზ. #24) მკი­თხვე­ლი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს - ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვილს, ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე­სა და გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძეს შეხ­ვდე­ბა. ავ­ტო­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ისა­უბ­რე­ბენ და წა­რად­გე­ნენ თა­ვი­ანთ წიგ­ნებს „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“, „ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია“ და „შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი“.

13 მარტს 18:00 სა­ათ­ზე კი გორ­ში მკი­თხველს ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი, იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი და „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ია კარ­გა­რე­თე­ლი შეხ­ვდე­ბა. ისი­ნი თა­ვი­ანთ წიგ­ნებს - „ცდუ­ნე­ბას“, „ტრან­სმუ­ტა­ცი­ა­სა“ და „სხვა უდაბ­ნოს სა­ი­დუმ­ლოს“ წა­რად­გე­ნენ.

ტურ­ნე რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქს მო­ი­ცავს: თე­ლა­ვი, რუს­თა­ვი, ზუგ­დი­დი, გორი, ოზურ­გე­თი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი. ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, მკი­თხვე­ლი მათ­თვის საყ­ვა­რელ ქარ­თველ ავ­ტო­რებს პი­რა­დად გა­იც­ნობს; სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, და­უს­ვან შე­კი­თხვე­ბი, წიგ­ნე­ბი ფას­დაკ­ლე­ბით შე­ი­ძი­ნონ და ავ­ტოგ­რა­ფე­ბი აი­ღონ.

კონ­კურსს „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L” მე­ო­რე წე­ლია ატა­რებს. მისი მი­ზა­ნია, აღ­მო­ა­ჩი­ნოს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და და­ეხ­მა­როს ქარ­თველ მწერ­ლებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა", გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი" და ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის "ცდუ­ნე­ბა“, კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018“ ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი რო­მა­ნე­ბი გახ­და. ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძის "ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია" და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის "ტრან­სმუ­ტა­ცია" კი ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბი არი­ან.

2017 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბი უკვე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბია, მათ­მა გა­ყიდ­ვებ­მა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დე­ბიც მოხ­სნა.

ტურ­ნე 10 აპ­რილს დას­რულ­დე­ბა. შემ­დე­გი ვი­ზი­ტე­ბი ზუგ­დიდ­ში, ოზურ­გეთ­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში იგეგ­მე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გორში გრძელდება

„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გორში გრძელდება

მასშტაბური პროექტი, „დიდი ლიტერატურული ტურნე“ გორში ვიზიტით გრძელდება.

12 მარტს 18:00 საათზე, L’avenue-ში (გორი, სტალინის გამზ. #24) მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულებს - ნიკოლოზ ტოტოღაშვილს, ვახტანგ ვახტანგაძესა და გვანცა გუბელაძეს შეხვდება. ავტორები თანამედროვე ლიტერატურაზე ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ წიგნებს „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ და „შულამელი გოგონები“.

13 მარტს 18:00 საათზე კი გორში მკითხველს ნათია ჯაგოდნიშვილი, იაგო თვალაბეიშვილი და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული, ია კარგარეთელი შეხვდება. ისინი თავიანთ წიგნებს - „ცდუნებას“, „ტრანსმუტაციასა“ და „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ წარადგენენ.

ტურნე რამდენიმე ქალაქს მოიცავს: თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველი მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობს; საშუალება ექნებათ, დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან.

2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

ტურნე 10 აპრილს დასრულდება. შემდეგი ვიზიტები ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში იგეგმება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს