სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი ლიტერატურული ტურნე თელავში ვიზიტით დაიწყო
დიდი ლიტერატურული ტურნე თელავში ვიზიტით დაიწყო

26 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნე, რო­მელ­მაც სტარ­ტი ქა­ლაქ თე­ლავ­ში აიღო.

26 თე­ბერ­ვალს, 19:00 სა­ათ­ზე, თე­ლა­ვის „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“მკი­თხვე­ლი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს - ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვილ­სა და ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძეს შეხ­ვდა; 27 თე­ბერ­ვალს 19:00 სა­ათ­ზე კი თე­ლავ­ში მკი­თხველს ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი შეხ­ვდნენ.

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა", გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი" და ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის "ცდუ­ნე­ბა“, კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018“ ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი რო­მა­ნე­ბი გახ­და. ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძის "ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია" და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის "ტრან­სმუ­ტა­ცია" კი ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბი არი­ან.

თე­ლა­ველ­მა მკი­თხვე­ლებ­მა დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რე­ბი პი­რა­დად გა­იც­ნეს. შეხ­ვედ­რა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის იყო. სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, ავ­ტო­რე­ბი­სათ­ვის კი­თხვე­ბი და­ეს­ვათ და ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ დის­კუ­სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი რო­მა­ნე­ბის იდე­ი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის შე­სა­ხებ. მწერ­ლებ­მა და მო­დე­რა­ტო­რებ­მა მათ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რი­დიც წა­უ­კი­თხეს. პრე­ზენ­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მათ მწერ­ლე­ბის­გან ავ­ტოგ­რა­ფე­ბიც აი­ღეს.

რო­გორც დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, შეხ­ვედ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჩა­ი­ა­რა და სტუმ­რე­ბის­გან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მი­ი­ღეს.

„ძა­ლი­ან დიდი სით­ბო და პო­ზი­ტი­ვი მი­ვი­ღეთ სტუმ­რე­ბის­გან. შეხ­ვედ­რას ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, რა­მაც კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და ყვე­ლა­ფე­რი და სა­ერ­თო ჯამ­ში, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და­და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სა­ღა­მო გვა­ჩუ­ქა.“ _ ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი.

„აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ დახ­ვედ­რით, ბედ­ნი­ე­რი ვარ ემო­ცი­ე­ბით, რაც პრე­ზენ­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა. ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავ­და ჩემ­თვის მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რა. სა­ო­ცა­რი სურ­ვი­ლი მაქვს, კვლავ ვეწ­ვიო იქა­უ­რო­ბას ახლო მო­მა­ვალ­ში.“ _ გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე.

დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რა რუს­თავ­ში, გორ­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­შიც იგეგ­მე­ბა. ტურ­ნე 10 აპ­რილს დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

დიდი ლიტერატურული ტურნე თელავში ვიზიტით დაიწყო

დიდი ლიტერატურული ტურნე თელავში ვიზიტით დაიწყო

26 თებერვალს დაიწყო დიდი ლიტერატურული ტურნე, რომელმაც სტარტი ქალაქ თელავში აიღო.

26 თებერვალს, 19:00 საათზე, თელავის „ბიბლუსი გალერეაში“მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულებს - ნიკოლოზ ტოტოღაშვილსა და ვახტანგ ვახტანგაძეს შეხვდა; 27 თებერვალს 19:00 საათზე კი თელავში მკითხველს ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე და იაგო თვალაბეიშვილი შეხვდნენ.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან.

თელაველმა მკითხველებმა დებიუტანტი ავტორები პირადად გაიცნეს. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ავტორებისათვის კითხვები დაესვათ და ჩართულიყვნენ დისკუსიაში წარმოდგენილი რომანების იდეისა და მოტივაციის შესახებ. მწერლებმა და მოდერატორებმა მათ გამარჯვებული წიგნებიდან რამდენიმე ამონარიდიც წაუკითხეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი მათ მწერლებისგან ავტოგრაფებიც აიღეს.

როგორც დებიუტანტი ავტორები აღნიშნავენ, შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა და სტუმრებისგან დადებითი ემოციები მიიღეს.

„ძალიან დიდი სითბო და პოზიტივი მივიღეთ სტუმრებისგან. შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა ყველაფერი და საერთო ჯამში, თითოეულ ჩვენგანს არაჩვეულებრივი დადადებითი ემოციებით დატვირთული საღამო გვაჩუქა.“ _ ნათია ჯაგოდნიშვილი.

„აღფრთოვანებული ვარ დახვედრით, ბედნიერი ვარ ემოციებით, რაც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამიჩნდა. ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის მკითხველთან შეხვედრა. საოცარი სურვილი მაქვს, კვლავ ვეწვიო იქაურობას ახლო მომავალში.“ _ გვანცა გუბელაძე.

დიდი ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში, მკითხველთან შეხვედრა რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება. ტურნე 10 აპრილს დასრულდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს