პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„დიდი ლიტერატურული ტურნე“ თელავში ვიზიტით იწყება
„დიდი ლიტერატურული ტურნე“ თელავში ვიზიტით იწყება

26 თე­ბერ­ვალს ბიბ­ლუ­სის „დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნე“ და­ი­წყე­ბა, რო­მე­ლიც სტარტს ქა­ლაქ თე­ლა­ვი­დან აი­ღებს.

26 თე­ბერ­ვალს, 19:00 სა­ათ­ზე, „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ (თე­ლა­ვი, ბახ­ტრი­ო­ნი­სა და სა­ა­კა­ძის ქუ­ჩე­ბის კვე­თა) მკი­თხვე­ლი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს - ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვილ­სა და ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძეს შეხ­ვდე­ბა. ავ­ტო­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ისა­უბ­რე­ბენ და წა­რად­გე­ნენ თა­ვი­ანთ წიგ­ნებს „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ და „ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია“

27 თე­ბერ­ვალს 19:00 სა­ათ­ზე კი თე­ლავ­ში მკი­თხველს ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი შეხ­ვდე­ბა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ წიგ­ნებს _ „ცდუ­ნე­ბას“, „შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნებ­სა“ და „ტრან­სმუ­ტა­ცი­ას“ წა­რად­გე­ნენ.

ტურ­ნე რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქს მო­ი­ცავს: თე­ლა­ვი, რუს­თა­ვი, ზუგ­დი­დი, გორი, ოზურ­გე­თი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი. ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, მკი­თხვე­ლე­ბი მათ­თვის საყ­ვა­რელ ქარ­თველ ავ­ტო­რებს პი­რა­დად გა­იც­ნო­ბენ; სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, და­უს­ვან შე­კი­თხვე­ბი, წიგ­ნე­ბი ფას­დაკ­ლე­ბით შე­ი­ძი­ნონ და ავ­ტოგ­რა­ფე­ბი აი­ღონ.

კონ­კურსს „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L” მე­ო­რე წე­ლია ატა­რებს. მისი მი­ზა­ნია, აღ­მო­ა­ჩი­ნოს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და და­ეხ­მა­როს ქარ­თველ მწერ­ლებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა", გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი" და ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის "ცდუ­ნე­ბა“, კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018“ ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი რო­მა­ნე­ბი გახ­და. ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძის "ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია" და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის "ტრან­სმუ­ტა­ცია" კი ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბი არი­ან. ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში და­ა­ნონსდე­ბა კონ­კურ­სის ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბაც.

2017 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბი უკვე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბია, მათ­მა გა­ყიდ­ვებ­მა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დე­ბიც მოხ­სნა.

ტურ­ნე 10 აპ­რილს დას­რულ­დე­ბა. შემ­დე­გი ვი­ზი­ტე­ბი რუს­თავ­ში, გორ­ში, ზუგ­დიდ­ში, ოზურ­გეთ­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში იგეგ­მე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

„დიდი ლიტერატურული ტურნე“ თელავში ვიზიტით იწყება

„დიდი ლიტერატურული ტურნე“ თელავში ვიზიტით იწყება

26 თებერვალს ბიბლუსის „დიდი ლიტერატურული ტურნე“ დაიწყება, რომელიც სტარტს ქალაქ თელავიდან აიღებს.

26 თებერვალს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ (თელავი, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა) მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულებს - ნიკოლოზ ტოტოღაშვილსა და ვახტანგ ვახტანგაძეს შეხვდება. ავტორები თანამედროვე ლიტერატურაზე ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ წიგნებს „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ და „ალაჰი ჩემი მეგობარია“

27 თებერვალს 19:00 საათზე კი თელავში მკითხველს ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე და იაგო თვალაბეიშვილი შეხვდება, რომლებიც თავიანთ წიგნებს _ „ცდუნებას“, „შულამელი გოგონებსა“ და „ტრანსმუტაციას“ წარადგენენ.

ტურნე რამდენიმე ქალაქს მოიცავს: თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობენ; საშუალება ექნებათ, დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან. ტურნეს ფარგლებში დაანონსდება კონკურსის ახალი სეზონის დაწყებაც.

2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

ტურნე 10 აპრილს დასრულდება. შემდეგი ვიზიტები რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში იგეგმება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს