სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო ესაძის ვარსკვლავი ბიძინა ივანიშვილმა გახსნა
რეზო ესაძის ვარსკვლავი ბიძინა ივანიშვილმა გახსნა

21 თე­ბერ­ვალს კი­ნო­თე­ატრ "რუს­თა­ვე­ლის" წინ ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რის, სცე­ნა­რის­ტის, მსა­ხი­ო­ბის, მხატ­ვრი­სა და პო­ე­ტის რეზო ესა­ძის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბას რე­ჟი­სო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, რეზო ესა­ძის მე­გობ­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­ეს­წრნენ, მათ შო­რის: პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე.

ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის პა­ტი­ვი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ერგო - მან და­ფა­რულ წარ­წე­რას "რეზო ესა­ძე" ოქ­როს­ფე­რი ვარ­სკვლა­ვი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი­სა და ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბის ფონ­ზე ახა­და.

ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ღო­ნის­ძი­ე­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­ნა­თავ­სა ასე­თი მი­ნა­წე­რით:

"რეზო ესა­ძის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა! ეს უკვე ის­ტო­რი­აა!!! ის­ტო­რი­ას კი გაფრ­თხი­ლე­ბა უნდა!!! დიდი მად­ლო­ბა ირაკ­ლი და ნა­თია გე­დე­ნი­ძე­ებს სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ე­ბის მო­წო­დე­ბი­სათ­ვის" - წერს ოქი­ტაშ­ვი­ლი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ვარ­სკვლა­ვის გახ­სნამ­დე რეზო ესა­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა და კა­ტა­ლო­გის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ხე­ლო­ვა­ნის 85 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა.

რეზო ესა­ძე ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი, სა­კავ­ში­რო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის პრი­ზის, კემ­ბრი­ჯი­სა და ვა­შინგტო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტა­ლო­გე­ბის სა­პა­ტიო ორ­დე­ნის მფლო­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის მხატ­ვარ­თა და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­ში­რე­ბის წევ­რია.

ესა­ძეს გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს 11 ფილ­მი: "ჭერი ანუ და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ფილ­მის მა­სა­ლა"; "ნე­ი­ლო­ნის ნაძ­ვის ხე" (I ად­გი­ლი რო­ტერ­და­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე; გრან-პრი ავე­ლი­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე); "სა­ქორ­წი­ლო სა­ჩუ­ქა­რი"; "წის­ქვი­ლი ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში"; "ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა" (I ად­გი­ლი რო­ტერ­და­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე); "წკი­პურ­ტე­ბი"; "ყო­ველ შა­ბათს" (ბუ­და­პეშ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე და­ა­სა­ხე­ლეს სა­უ­კე­თე­სო უცხო­ურ ფილ­მად); "წამ­ზო­მი"; "ოთხი ფურ­ცე­ლი"; "ფრო"; "ერთხელ".

რეზო ესა­ძეს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს 10 მთა­ვა­რი და ასე­ვე ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რე­ბის ფილ­მებ­ში.

ესა­ძის პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნებს სხვა­დას­ხვა დროს მას­პინ­ძლობ­და თბი­ლი­სი, მი­უნ­ხე­ნი, ჟე­ნე­ვა, თელ-ავი­ვი. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ინა­ხე­ბა პი­რად და სა­მუ­ზე­უ­მო კო­ლექ­ცი­ებ­ში. 1975 წლი­დან ეწე­ვა პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას. 2001 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ლექ­სე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი.

ფოტო: ირაკ­ლი და ნა­თია გე­დე­ნი­ძე­ე­ბი

დათო
0

ნამდვილად ღირსი იყო რეზო ესაძე. უფალმა გაანათლოს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რეზო ესაძის ვარსკვლავი ბიძინა ივანიშვილმა გახსნა

რეზო ესაძის ვარსკვლავი ბიძინა ივანიშვილმა გახსნა

21 თებერვალს კინოთეატრ "რუსთაველის" წინ ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას რეჟისორები, მსახიობები, რეზო ესაძის მეგობრები და პოლიტიკოსები დაესწრნენ, მათ შორის: პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

ვარსკვლავის გახსნის პატივი ბიძინა ივანიშვილს ერგო - მან დაფარულ წარწერას "რეზო ესაძე" ოქროსფერი ვარსკვლავი აპლოდისმენტებისა და ფოიერვერკების ფონზე ახადა.

ვარსკვლავის გახსნის ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ღონისძიების ფოტოები განათავსა ასეთი მინაწერით:

"რეზო ესაძის ვარსკვლავის გახსნა! ეს უკვე ისტორიაა!!! ისტორიას კი გაფრთხილება უნდა!!! დიდი მადლობა ირაკლი და ნათია გედენიძეებს საინტერესო ფოტოების მოწოდებისათვის" - წერს ოქიტაშვილი და ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ვარსკვლავის გახსნამდე რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია.

ესაძეს გადაღებული აქვს 11 ფილმი: "ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა"; "ნეილონის ნაძვის ხე" (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან-პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); "საქორწილო საჩუქარი"; "წისქვილი ქალაქის გარეუბანში"; "ერთი ნახვით შეყვარება" (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); "წკიპურტები"; "ყოველ შაბათს" (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); "წამზომი"; "ოთხი ფურცელი"; "ფრო"; "ერთხელ".

რეზო ესაძეს შესრულებული აქვს 10 მთავარი და ასევე ეპიზოდური როლები სხვადასხვა ავტორების ფილმებში.

ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ-ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.

ფოტო: ირაკლი და ნათია გედენიძეები