კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს
დეკანოზის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ მა­რი­ნა გე­ლან­ტი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი ამ დრო­ის­თვის ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

„პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ამას­თან, გრძელ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი და კვლე­ვე­ბი მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი მიდ­გო­მა პა­ცი­ენ­ტი­სად­მი ადეკ­ვა­ტუ­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რია. ამას­თან, პა­ცი­ენ­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი და კონ­ტაქ­ტუ­რია. უბ­რა­ლოდ, მისი ჩი­ვი­ლი რაც იყო, ის გრძელ­დე­ბა - სი­სუს­ტის შეგ­რძნე­ბა მარ­ჯვე­ნა ხელ-ფეხ­ში. პა­ცი­ენ­ტი ამ წუ­თის­თვი­საც ინ­ტენ­სი­ურ არე­ალ­შია, ისე­ვე რო­გორც დი­ლით“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა გე­ლან­ტი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კატ გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ დე­კა­ნო­ზის მძი­მე ჯან­მრთლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მკურ­ნა­ლი ექი­მი რე­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლა­ვენ და აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ვი­ან, მა­რი­ნა გე­ლან­ტია გან­მარ­ტავს, რომ ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა უხერ­ხუ­ლად მი­აჩ­ნია.

„რო­დის და­ტო­ვებს პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კას, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე თუ რო­დის შევ­ძლებთ სა­ბო­ლოო დი­აგ­ნო­ზის დას­მას და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ბო­ლოო შე­ფა­სე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა გე­ლან­ტი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მამა გი­ორ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით დამ­ძიმ­და. ად­ვო­კა­ტი ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და­მალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდის, იმის თა­ო­ბა­ზე რომ პა­ცი­ენ­ტი მძი­მედ არის.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში 15 თე­ბერ­ვალს, 21:35 სა­ათ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

დეკანოზის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს

დეკანოზის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტი ამ დროისთვის ინტენსიურ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნება. ამასთან, გრძელდება მონიტორინგი და კვლევები მისი მდგომარეობის შესახებ. ჩვენი მიდგომა პაციენტისადმი ადეკვატური და პროფესიონალურია. ამასთან, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატური და კონტაქტურია. უბრალოდ, მისი ჩივილი რაც იყო, ის გრძელდება - სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელ-ფეხში. პაციენტი ამ წუთისთვისაც ინტენსიურ არეალშია, ისევე როგორც დილით“, - განაცხადა მარინა გელანტიამ.

რაც შეეხება ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებას, რომ დეკანოზის მძიმე ჯანმრთლეობის მდგომარეობის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობა და მკურნალი ექიმი რეალურ ინფორმაციას მალავენ და აგრესიულად იქცევიან, მარინა გელანტია განმარტავს, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება უხერხულად მიაჩნია.

„როდის დატოვებს პაციენტი კლინიკას, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როდის შევძლებთ საბოლოო დიაგნოზის დასმას და პაციენტის მდგომარეობის საბოლოო შეფასებას“, - განაცხადა მარინა გელანტიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დამძიმდა. ადვოკატი ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობას პაციენტის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის დამალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა საზოგადოებას სწორ ინფორმაციას არ აწვდის, იმის თაობაზე რომ პაციენტი მძიმედ არის.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი