კონფლიქტები
მსოფლიო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს?
რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს?

უკვე ორი თვეა ავ­ლა­ბარ­ში პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბებს ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან ას­რუ­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად 2009 წელს აშე­ნე­ბუ­ლი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სა­სახ­ლის ბე­დის გა­და­წყვე­ტა, მთავ­რო­ბას მი­ან­დო.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ამ სა­კი­თხზე რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, თუმ­ცა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას არ ჩქა­რო­ბენ. პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია რეს­პუბ­ლი­კის სა­სახ­ლედ გა­და­კეთ­დე­ბა, გას­ხვის­დე­ბა თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ან მთავ­რო­ბა გა­და­ვა - ამ სა­კი­თხზე „ოც­ნე­ბა­ში“ იმ­სჯე­ლე­ბენ. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ნუკ­რი ქან­თა­რია იმე­დოვ­ნებს, რომ რე­ზი­დენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უახ­ლო­ეს ხან­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

„არ ყო­ფი­ლა ჯერ ამა­ზე მსჯე­ლო­ბა, მაგ­რამ ალ­ბათ უნდა მოხ­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა ამ სა­სახ­ლის უპატ­რო­ნოდ მი­ტო­ვე­ბა. ფაქ­ტია, შე­ნო­ბა უნდა და­იტ­ვირ­თოს და ცუდი არ იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბა თუ გა­და­ვი­დო­და. თუმ­ცა, მისი რეს­პუბ­ლის სა­სახ­ლედ გა­და­კე­თე­ბაც გა­ნი­ხი­ლე­ბა, მუ­ზე­უ­მი ან მთლი­ა­ნად კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რცე რომ შე­იქ­მნას. მისი პრი­ვა­ტი­ზა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მე პი­რა­დად წი­ნა­აღ­მდე­გი ვიქ­ნე­ბო­დი და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხარს არ და­ვუ­ჭერ“, - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ.

დე­პუ­ტატ ზა­ქა­რია ქუ­ცაშ­ვი­ლის თქმით, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დი­დენ­ცია რეს­პუბ­ლი­კის სა­სახ­ლედ უნდა გა­და­კეთ­დეს, თუმ­ცა გა­ი­ზი­ა­რებს თუ არა მთავ­რო­ბა მის მო­საზ­რე­ბას, არ იცის.

"ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის. თუმ­ცა, ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია, რომ გა­მო­ცხად­დეს რეს­პუბ­ლი­კის სა­სახ­ლედ, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მიც მო­ე­წყო­ბა. იყოს ამ ორი ფუნ­ქცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი შე­ნო­ბა, უმაღ­ლე­სი სტუმ­რე­ბის ვი­ზი­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის. თან იყოს მუ­ზე­უ­მი იმი­სათ­ვის, რომ ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მო­ემ­სა­ხუ­როს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს. მა­ღა­ლი რან­გის ვი­ზი­ტე­ბის დროს ქარ­თულ კულ­ტუ­რას პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გა­უ­წევს.

ხში­რად ვი­ზი­ტე­ბის დროს უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი დრო­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო ვერ ახერ­ხე­ბენ მუ­ზე­უ­მებ­ში შეს­ვლას - თუ ეს გან­ხორ­ცი­ელ­და, ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რი უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის მიღ­მა აღარ დარ­ჩე­ბა. კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მუ­ზე­უ­მი და რეს­პუბ­ლი­კის სა­სახ­ლე, რაც ერ­თის მხრივ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, მე­ო­რე მხრივ უმაღ­ლე­სი რან­გის სტუმ­რებს უმას­პინ­ძლებს.

ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ან სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გად­მოყ­ვა­ნა, მაგ­რამ ვფიქ­რობ ყვე­ლა­ზე კარ­გი იდეა რეს­პუბ­ლი­კის სა­სახ­ლე და მუ­ზე­უ­მია. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქო­ნე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე იღებს ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ხით. ასე რომ, და­ვე­ლო­დოთ რას გა­და­წყვე­ტენ“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ქუც­ნაშ­ვილ­მა.

არ­ქი­ტექ­ტო­რი და ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის დამპრო­ექ­ტე­ბე­ლი გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს რომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად დაპ­რო­ექტდა, რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს სახ­ლი", სა­დაც თავ­მოყ­რი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი.

"ეს შე­ნო­ბა და­ვაპ­რო­ექ­ტე, რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს სახ­ლი" - ნა­გე­ბო­ბა, რო­მელ­შიც აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი, ფო­ნო­თე­კე­ბი, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი, ქვეყ­ნის ქო­ნებ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლი, შექ­მნი­ლი გან­ძე­უ­ლო­ბე­ბი, ხელ­ნა­წე­რე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი არ­ქი­ვე­ბი. შე­ნო­ბა მე­ფობს მთელ თბი­ლის­ზე და მას­ში უნდა იყოს ისე­თი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჩა­მო­სულ სტუმ­რებ­სა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც გა­აც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს.

ბელ­გი­ა­შიც, ჰელ­სინკშიც არის ასე­თი ცენ­ტრე­ბი, ამ შე­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნი­ჭი­ე­რე­ბა უნდა იყოს აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი. მივ­მარ­თავ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს, არც გა­ნი­ხი­ლონ სხვა სა­კი­თხი, რა უნდა გან­თავ­სდეს­ ამ შე­ნო­ბა­ში. ხმე­ბი და­დის, მისი პრი­ვა­ტი­ზე­ბის მსურ­ვე­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდნე­ნო... ეს და­უშ­ვე­ბე­ლია! ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო რუს­თა­ვე­ლის სახ­ლი, რო­მე­ლიც გვი­ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­სა­ბა­მი­დან დღემ­დე" - გა­ნა­ცხა­და გიგა ბა­თი­აშ­ვილ­მა.

არიქ­ტექ­ტორ ლადო ვარ­დო­სა­ნი­ძის აზ­რით, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას უნდა მი­ე­ცეს მძაფ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი, კავ­კა­სი­უ­რი სახ­ლის შექ­მნით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან კარ­გია, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შე­ვი­და. ამ­ხე­ლა მო­ცუ­ლო­ბის შე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ეკუთ­ვნო­და.

პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე­ში ჩემი აზ­რით, უნდა გან­თავ­სდეს კავ­კა­სი­უ­რი სახ­ლი. მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი უნდა გახ­დეს, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­სი, არა­მედ მთე­ლი კავ­კა­სი­ის. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ვინც კავ­კა­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ, უნდა შე­ვიდ­ნენ ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში. პო­ლი­ტი­კუ­რი ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენ­ტრი უნდა იყოს. მა­გა­ლი­თად, სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა ხვდე­ბოდ­ნენ და არა სტამ­ბოლ­ში.

ტიფ­ლი­სი ყო­ველ­თვის იყო მთე­ლი კავ­კა­სი­ის კულ­ტუ­რის ცენ­ტრი. ჩვე­ნი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი კი უნდა წა­სუ­ლი­ყო იქ, სა­დაც ყო­ველ­თვის იჯდა კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვა­ლი და სა­დაც გა­მო­ცხად­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ანუ იქ სა­დაც ახლა გან­თავ­სე­ბუ­ლია ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე. რაც შე­ე­ხე­ბა, იმას თუ რა ვუ­ყოთ ახალ­გაზ­რდებს, ეს არის ერ­თი­ა­ნი პრო­ექ­ტი და ახალ­გაზ­რდებს წი­ნას­წარ უნდა ავუ­შე­ნოთ სას­წავ­ლო ცენ­ტრე­ბი - მა­გა­ლი­თად დი­ღომ­ში, გლ­დან­ში და ვარ­კე­თილ­ში. სივ­რცე­ე­ბი გვაქვს. ათო­ნელ­ში კი უნდა გად­მო­ვიყ­ვა­ნოთ კულ­ტუ­რის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი. ეს არის კომ­პლექ­სუ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ერთი ხე­ლის მოს­მით ვერ გა­და­წყდე­ბა, მაგ­რამ ამა­ზე უნდა და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბა.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის გას­ხვი­სე­ბა! სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გად­მოყ­ვა­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, ამ უწყე­ბას არაფ­რად უნდა ამ­ხე­ლა შე­ნო­ბა. ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია თვა­ლის ჩი­ნია თბი­ლი­სის­თვის, ამი­ტომ ამას უნდა ჰქონ­დეს აშ­კა­რა გა­მოკ­ვე­თი­ლი მძაფ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ვარ­დო­სა­ნი­ძემ.

ავ­ლა­ბარ­ში, აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლის ქუ­ჩის პირ­ველ ნო­მერ­ში მდე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცია 5 წლის მან­ძილ­ზე შენ­დე­ბო­და და ის 2009 წელს პომ­პე­ზუ­რად გა­იხ­სნა. ზუს­ტად რა თან­ხა და­უჯ­და სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტს უზარ­მა­ზა­რი კომ­პლექ­სი, უც­ნო­ბია. ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის შე­ნახ­ვა ყო­ველ­წლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 2,5 მი­ლი­ო­ნი ლარი უჯ­დე­ბა, აქე­დან ყვე­ლა­ზე მეტი კო­მუ­ნა­ლურ ხარ­ჯებ­ზე (ელექტრო­ე­ნერ­გია, გაზი, წყა­ლი) მი­დის, სა­სახ­ლის დაც­ვა­ზე კი 800 000 ლა­რამ­დე იხარ­ჯე­ბა.

მთა­ვა­რი ფოტო: VOA

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს?

რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს?

უკვე ორი თვეა ავლაბარში პრეზიდენტის სასახლე პრეზიდენტის გარეშეა დარჩენილი. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მოვალეობებს ათონელის რეზიდენციიდან ასრულებს, შესაბამისად 2009 წელს აშენებული ფეშენებელური სასახლის ბედის გადაწყვეტა, მთავრობას მიანდო.

"ქართულ ოცნებაში" ამ საკითხზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია რესპუბლიკის სასახლედ გადაკეთდება, გასხვისდება თუ საკონსტიტუციო სასამართლო ან მთავრობა გადავა - ამ საკითხზე „ოცნებაში“ იმსჯელებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია იმედოვნებს, რომ რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს ხანში იქნება მიღებული.

„არ ყოფილა ჯერ ამაზე მსჯელობა, მაგრამ ალბათ უნდა მოხდეს. არ შეიძლება ამ სასახლის უპატრონოდ მიტოვება. ფაქტია, შენობა უნდა დაიტვირთოს და ცუდი არ იქნება მთავრობა თუ გადავიდოდა. თუმცა, მისი რესპუბლის სასახლედ გადაკეთებაც განიხილება, მუზეუმი ან მთლიანად კულტურული სივრცე რომ შეიქმნას. მისი პრივატიზაცია შესაძლებელია, თუმცა მე პირადად წინააღმდეგი ვიქნებოდი და ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დავუჭერ“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატ ზაქარია ქუცაშვილის თქმით, ავლაბრის რეზიდიდენცია რესპუბლიკის სასახლედ უნდა გადაკეთდეს, თუმცა გაიზიარებს თუ არა მთავრობა მის მოსაზრებას, არ იცის.

"ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ გამოცხადდეს რესპუბლიკის სასახლედ, სადაც ხელოვნების მუზეუმიც მოეწყობა. იყოს ამ ორი ფუნქციის მატარებელი შენობა, უმაღლესი სტუმრების ვიზიტების ორგანიზებისათვის. თან იყოს მუზეუმი იმისათვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახუროს ჩვენს მოქალაქეებს. მაღალი რანგის ვიზიტების დროს ქართულ კულტურას პოპულარიზაციას გაუწევს.

ხშირად ვიზიტების დროს უცხოელი სტუმრები დროის ნაკლებობის გამო ვერ ახერხებენ მუზეუმებში შესვლას - თუ ეს განხორციელდა, ქართული საგანძური უცხოელი ვიზიტორების მიღმა აღარ დარჩება. კომბინირებული გადაწყვეტილებაა მუზეუმი და რესპუბლიკის სასახლე, რაც ერთის მხრივ ქართული კულტურის პოპულარიზაციას მოემსახურება, მეორე მხრივ უმაღლესი რანგის სტუმრებს უმასპინძლებს.

ასევე განიხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოყვანა, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე კარგი იდეა რესპუბლიკის სასახლე და მუზეუმია. საბოლოო გადაწყვეტილებას ქონების ფუნქციონირების თაობაზე იღებს ქონების მესაკუთრე, ამ შემთხვევაში სახელმწიფო, რომელიც წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს სახით. ასე რომ, დაველოდოთ რას გადაწყვეტენ“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ქუცნაშვილმა.

არქიტექტორი და ავლაბრის რეზიდენციის დამპროექტებელი გიგა ბათიაშვილი აცხადებს რომ, აღნიშნული შენობა თავდაპირველად დაპროექტდა, როგორც "საქართველოს სახლი", სადაც თავმოყრილი უნდა ყოფილიყო მთელი საქართველოს კულტურული და ისტორიული მიღწევები.

"ეს შენობა დავაპროექტე, როგორც "საქართველოს სახლი" - ნაგებობა, რომელშიც აკუმულირებული უნდა იყოს საგამოფენო დარბაზები, ბიბლიოთეკები, ტურისტული მარშრუტები, ფონოთეკები, საკონცერტო დარბაზები, ქვეყნის ქონებრივი პოტენციალი, შექმნილი განძეულობები, ხელნაწერები და ისტორიული არქივები. შენობა მეფობს მთელ თბილისზე და მასში უნდა იყოს ისეთი ობიექტი, რომელიც ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობასაც გააცნობს საქართველოს.

ბელგიაშიც, ჰელსინკშიც არის ასეთი ცენტრები, ამ შენობაში საქართველოს ნიჭიერება უნდა იყოს აკუმულირებული. მივმართავ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, არც განიხილონ სხვა საკითხი, რა უნდა განთავსდეს ამ შენობაში. ხმები დადის, მისი პრივატიზების მსურველებიც გამოჩნდნენო... ეს დაუშვებელია! ეს უნდა ყოფილიყო რუსთაველის სახლი, რომელიც გვიამბობს საქართველოზე დასაბამიდან დღემდე" - განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.

არიქტექტორ ლადო ვარდოსანიძის აზრით, ავლაბრის რეზიდენციას უნდა მიეცეს მძაფრი პოლიტიკური პროფილი, კავკასიური სახლის შექმნით, რომელიც საქართველოს გარდა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებსაც მოემსახურება.

"პირველ რიგში ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში შევიდა. ამხელა მოცულობის შენობა საქართველოს პრეზიდენტს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდა.

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ჩემი აზრით, უნდა განთავსდეს კავკასიური სახლი. მთავარი პოლიტიკური ცენტრი უნდა გახდეს, არა მარტო საქართველოსი, არამედ მთელი კავკასიის. საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც კავკასიაში მუშაობენ, უნდა შევიდნენ ავლაბრის რეზიდენციაში. პოლიტიკური ტოლერანტობის ცენტრი უნდა იყოს. მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ერთმანეთს საქართველოში უნდა ხვდებოდნენ და არა სტამბოლში.

ტიფლისი ყოველთვის იყო მთელი კავკასიის კულტურის ცენტრი. ჩვენი ახალი პრეზიდენტი კი უნდა წასულიყო იქ, სადაც ყოველთვის იჯდა კავკასიის მეფისნაცვალი და სადაც გამოცხადდა დამოუკიდებლობა, ანუ იქ სადაც ახლა განთავსებულია ახალგაზრდობის სასახლე. რაც შეეხება, იმას თუ რა ვუყოთ ახალგაზრდებს, ეს არის ერთიანი პროექტი და ახალგაზრდებს წინასწარ უნდა ავუშენოთ სასწავლო ცენტრები - მაგალითად დიღომში, გლდანში და ვარკეთილში. სივრცეები გვაქვს. ათონელში კი უნდა გადმოვიყვანოთ კულტურის დაცვის დეპარტამენტი. ეს არის კომპლექსური პროგრამა, რომელიც ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება, მაგრამ ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა.

კატეგორიულად არ შეიძლება ავლაბრის რეზიდენციის გასხვისება! საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოყვანას რაც შეეხება, ამ უწყებას არაფრად უნდა ამხელა შენობა. ავლაბრის რეზიდენცია თვალის ჩინია თბილისისთვის, ამიტომ ამას უნდა ჰქონდეს აშკარა გამოკვეთილი მძაფრი პოლიტიკური პროფილი“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ვარდოსანიძემ.

ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე რეზიდენცია 5 წლის მანძილზე შენდებოდა და ის 2009 წელს პომპეზურად გაიხსნა. ზუსტად რა თანხა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს უზარმაზარი კომპლექსი, უცნობია. ქვეყნის ბიუჯეტს ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ყოველწლიურად, დაახლოებით, 2,5 მილიონი ლარი უჯდება, აქედან ყველაზე მეტი კომუნალურ ხარჯებზე (ელექტროენერგია, გაზი, წყალი) მიდის, სასახლის დაცვაზე კი 800 000 ლარამდე იხარჯება.

მთავარი ფოტო: VOA

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები